topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ძალისი

<უკან დაბრუნება...<<<ციხე - ქალაქები//უძველესი საქართველო>>>

ძალისი - სოფელი მცხეთის რაიონში, მუხრანის ვაკეზე, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 590 მეტრზე, მცხეთიდან 18 კმ. ანტიკურ და ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სოფლის ტერიტორიაზე არსებობდა ქალაქი ძალისი. ქალაქი ძალისი - ანტიკური ხანის ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, მუხრანის ველზე (ახლანდელი სოფელ ძალისის ადგილზე, მცხეთის რაიონი). პირველად მოხსენიებული აქვს ძვ.წ - აღ.ის II საუკუნეში ბერძენ გეოგრაფს პტოლემეს. I-IV საუკუნეებში მუხრანის მხარის (ქვეყნის) პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი იყო. IV საუკუნეში განიცდის დაცემას. VI - VII საუკუნეების მიჯნაზე ძალისში ცხოვრება განახლდა. VIII საუკუნის 30-იან წლებში, საქართველოში არაბი სარდლის მარვან იბნ მუჰამადის (მურვან ყრუ) ლაშქრობის დროს ძალისი გაპარტახდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში სოფელია. 1964 წელს ძალისში მიაკვლიეს ანტიკური ხანის გორანამოსახლარს; 1974 წლიდან ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ჰათხრებმა გამოავლინა ქალაქის ნაგებობათა ნაშთები.

ჯ. გვასალია,  ქსე,  ტ. 11, გვ. 262

ლიტ: ბოხოჩაძე ა., არქეოლოგიური გათხრები აღაიანსა და ძალისში, თბ. 1981;

გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, "საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული", 1967.






*************************************************************************

ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება: ძალისა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბილისი, 1995. - გვ. 33 - 34; 41-43.

მუხრანის ველზე მდ. ნარეკვავის მარცხენა ნაპირას, სოფელ ძალისას მიდამოებში მიკვლეულ იქნა ნაქალაქარი. აქ აღმოჩნდა გათლილი ქვებით ნაგები მსხვილ შენობათა ნაშთები, რიყის ქვით ნაგები საძირკვლები ალიზის კედლებისათვის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელები, ქვის ბაზისები და სვეტისთავები. უკეთ შემორჩენილია აბანო, რომელიც თითქოს, სასახლის კომპლექსში შედიოდა. რომაული ტიპის აბანო სამი განყოფილებისაგან შედგებოდა ცივი, თბილი და ცხელი წყლის აბაზანებით და კარგად შემონახული გათბობის ჰიპოკაუსტების სისტემით. ...<<ტექსტი სრულად აქ..<<