topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მჭადიჯვარი - ქართ. ენციკლოპედია

...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

მჭადიჯვარი - სოფელი დუშეთის რაიონში, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. სოფსაბჭოს ცენტრი (სოფლები: ახალი კადუეთი, ბაქაქურები, ებნისი, ზემო კოდისწყარო, ზემო შუახევი, ილტოზა, ლამოვანი, მილისწყარო, ოძისი, ქვემო კოდისწყარო, ქვემოშუახევი, ქვითკირისწყარო, ციხევდავი, წიწამურა, ჭაშა, ჭილურტი).  ზღვის დონიდან 700 მ, დუშეთიდან 14 კმ. მეხილეობა-მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა, საშ. სკოლა, ბიბლიოთეკა, კლუბი, ამბულატორია, აფთიაქი, კავშირგაბმულობის განყოფილება, რადიოსანტრანსლაციო სადგური.   სოფლის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია (რამდენიმე გორანამოსახლარი). ვარაუდობენ, რომ მჭადიჯვარი უძველესი დროიდან გრემისხევის ცენტრი იყო. სოფლის შუაში, მდინარე ნარეკვავის მარჯვენა მხარეს დგას ხუროთმოძრვრული ანსამბლი — ეკლესია და ციხე. სამხრეთი და დასავლეთი კარის წარწერების მიხედვით ეკლესია 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს. ეს ცენტრლურ გუმბათოვანი ნაგებობა ერთ-ერთი უდიდესია გვიანდელ შუა საუკუნეების ტაძართა შორის. ნაგებია ძირითადად აგურით. ეკლესიას აღმოსავლეთი და სამხრეთი მხრიდან ეკვრის ციხე, რომელიც სამხრეთი კარის თავის წარწერის მიხედვით, სოფლის მოშენების მიზნით სახლთუხუცეს კონსტანტინე მუხრანბატონს აუშენებია 1746 წელს. ციხის კუთხეებში აღმართულია მასიური კოშკები, რონმელთაგან ერთ-ერთი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეზეა მიდგმული. კოშკებსა და გალავანს დატანებული აქვს სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეები. შემდგომში დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებული თავდასხმების შედეგად სოფელი გაპარტახდა. 1754 წელს მჭადიჯვრის ციხესთან ქართველთა და დაღესტნელთა ლაშქრებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა.

გვასალია ჯ., ზაქარაია პ., ქსე, ტ. 7, გვ. 267-268, თბ., 1984

მჭადიჯვრის გორანამოსახლარები

მრავალფენიანი ორი ნამოსახლარი ბორცვი დუშეთის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 17 კმ-ზე, მდინარე ნარეკვავის ხეობაში. საძიებო სამუშაოები ჩატარდა 1953, 1955 (ხელმძღ. აკად. ნ. ბერძენიშვილი), გაითხარა 1969, 1974- 77 (ხელმძღვ. ლ. წითლანაძე). გორები დასახლებული ყოფილა ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელ ფეოდალურ ხანამდე. შესწავლილია ქვედა გორა. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოვლინდა სარ-ლასტზე ნაგები ოთკუთხა შენობის ნაშთები, კერები (ან საკურთხევლები), იატაკში ჩაჭრილი ორმოები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, ქვისა და ძვლის იარაღი, ცულის ყალიბი. შუა ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოირჩევა ორი ჰორიზონტი: ქვედაში იყო მიწური შენობის ნაშტები, სამეურნეო ორმოები, შავად გამომწვარი კერამიკა, ზედაში ხის მორებით ნაგები, ორმხრივი შელესილი შენობები, მოწითალო ფერის კერამიკა, სარიტუალო დანიშნულებსი ნივთები, ანთრომორფული ქანდაკებანი, ძვლისა და ლითონის ნივთები. გვიანდელი ანტიკური - ადრინდელი ფეოდალური ხანის ფენაში გამოვლინდა დიდი ქვებით ნაგები და კრამიტით გადახურული შენობის, სამეურნეო სათავსისა და ქვევრებიანი მარნის საძირკვლის ნაშთები. მასალა დაცულია დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და საქაღტველოს სსრ მეცნ. აკად. ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიული ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.

ლ. წითლანაძე, ქსე, ტ. 7, გვ. 268, თბ., 1984

 

ბიბლიოგრაფია გორანამოსახლარებზე:

1. ბერძენიშვილი ნ., ერთი ფურცელი ისტორიულ-გეოგრაფიული დღიურიდან, "საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული", 1960

2. მუსხელიშვილი დ., ცქიტიშვილი გ., შიდა ქართლის 1955 წ. დაზვერვითი ექსპედიციის შედეგები, იქვე

3. წითლანაძე ლ., მირცხულავაგ., გოჩიაშვილი მ., არქეოლოგირუი კვლევა სოფ. მჭადიჯვარში, "ძეგლის მეგობარი", 1975, №39;

4. Цитланадзе Л. Г., Менабде М. А., Исследование в ущелье р. Нареквави, Археологические открытия 1975 г., М., 1976