topmenu

 

მჭადიჯვარი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<დუშეთის რაიონის ძეგლები>>>


ფოტოს ავტორი გ.ბარისაშვილი

მჭადიჯვარი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.7, გვ.267-268, თბ., 1984

მჭადიჯვარი, სოფელი დუშეთის რაიონში, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 700 მ, დუშეთიდან 14 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1256 ადამიანი. სოფლის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია (რამდენიმე გორანამოსახლარი). ვარაუდობენ, რომ მჭადიჯვარი უძველესი დროიდან გრემისხევის ცენტრი იყო. სოფლის შუაში, მდინარე ნარეკვავის მარჯვენა მხარეს დგას ხუროთმოძრვრული ანსამბლი - ეკლესია და ციხე. სამხრეთი და დასავლეთი კარის წარწერების მიხედვით ეკლესია 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს. ეს ცენტრლურ გუმბათოვანი ნაგებობა ერთ-ერთი უდიდესია გვიანდელ შუა საუკუნეების ტაძართა შორის. ნაგებია ძირითადად აგურით. ეკლესიას აღმოსავლეთი და სამხრეთი მხრიდან ეკვრის ციხე, რომელიც სამხრეთი კარის თავის წარწერის მიხედვით, სოფლის მოშენების მიზნით სახლთუხუცეს კონსტანტინე მუხრანბატონს აუშენებია 1746 წელს. ციხის კუთხეებში აღმართულია მასიური კოშკები, რონმელთაგან ერთ-ერთი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეზეა მიდგმული. კოშკებსა და გალავანს დატანებული აქვს სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეები. შემდგომში დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებული თავდასხმების შედეგად სოფელი გაპარტახდა. 1754 წელს მჭადიჯვრის ციხესთან ქართველთა და დაღესტნელთა ლაშქრებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა.

გვასალია ჯ., ზაქარაია პ.

http://ka.wikipedia.org/wiki/მჭადიჯვარი

 

დოკ. ფილმები მჭადიჯვარზე:

http://www.dailymotion.com/video/x5k25d_mchadijvari-1_travel

http://sstv.ge/Video.php?VideoFile=../transmission/30_2009-06-23.flv

 

 

 

************************************************************************************
მჭადიჯვარის არქეოლოგიური ძეგლების შესახებ - გორა - ნამოსახლარი, კლდისძირის სამაროვანი.. // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა., ტ.2. - თბ., 2004. - გვ.279-282 ქსე, ტ.7, გვ.268
სოფელი მჭადიჯვარი, ისტორიული ძეგლი მჭადიჯვარში 1754 წლის 16 აგვისტოს ქართლ - კახეთის ლაშქრმა დაამარცხა ხუნძახის მფლობელი ნურსალ - ბეგის ხელქვეით გაერთიანებული დაღესტნელ ფეოდალთა (ავარიელთა) მრავალრიცხოვანი ლაშქარი, რომელმაც კახეთისა და არაგვის ხეობის სოფლების დარბევის შემდეგ, მჭადიჯვარის ციხე-სიმაგრეს შემოარტყა ალყა. ციხის გარემოცვა ექვს დღეს გაგრძელდა.... << ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************
მჭადიჯვარი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 173
მჭადიჯვარი მუხრანსა და დუშეთს შორის მდებარეობს. ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონს ეკუთვნის. აქ დგას კარგად შენახული აგურის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, აგებული 1668 წელს კათალიკოს დომენტის მიერ....<<ტექსტი სრულად აქ...<<