topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

მცხეთა - ეკლესია "ანტიოქია"
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - (+)

მცხეთის წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია. - ანტიოქია (IV-V სს.)

მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა ნათლობის წმიდათა-წმიდა ალაგას აგებული წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. ადგილის სახელწოდების მიხედვით, სტეფანწმინდის ტაძარი ანტიოქიის სახელითაცაა ცნობილი. როგორც "ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მეფის შვილთაშვილსა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად: „მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა-ზედა არაგჳსათა“. ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა ბერძენი ოსტატი ავერლიოს აქოლიოსი, მისი სახელი შემოგვინახა ტაძრის ზღურბლში ჩატანებულმა ქვაქვიშის ბერძნულენოვანმა წარწერამ. VIII ს-ში, საქართველოში მურვან-ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობების დროს, ტაძარი გადაიწვა. XV-XVIII სს-ში იგი საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XX ს-ის 90-იან წლებში, "გაერთიანებული ქართული ბანკის" საქველმოქმედო ღვაწლით, შეილესა და მოიხატა ტაძრის ინტერიერი (ხატმწერი ირაკლი ცინცაძე), შემოიზღუდა ეზო, აიგო საცხოვრებელი სახლი. 2002 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, სტეფანწმიდის ტაძარი გადაეცა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერს. ამავე წელს, მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ქეთევანის (კოპალიანი) და მოძღვრის, არქიამნდრიტ მიქაელის (გაბრიჭიძე) ძალისხმევით, დაფუძნდა წმიდა სტეფანე პირველმოწამის დედათა მონასტერი (კეთილმოწესე მონოზონი ბარბარე (კაპანაძე). ამჟამად მონასტერში მოღვაწეობს რამდენიმე და, მონასტერი ხელმძღვანელობს სამთავროს მონასტრის ტიპიკონით. ყოველ კვირას აღევლინება წირვა (მღვდელმონაზონი გაბრიელი (ქაჯაია). მონასტერს აქვს მცირე მეურნეობა, ხეხილის ბაღი, ხატწერისა და ქარგვის სახელოსნოები, ეწევიან მთარგმნელობით მუშაობას.

http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/antioqia/antioqia.htm