topmenu

 

ბაგრატის ტაძარი - მის შესახებ სტატიები,
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ბაგრატის ტაძარი (ქუთაისი), ბიბლიოგრაფია:

1. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1961. - გვ.236-238. ქუთაისის ბაგრატის ტაძრის ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება.

2. ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.- გვ.52-53; გვ.133. "მატიანე ქართლისაი" ბაგრატის ტაძრის შესახებ. მშენებლობის ეტაპები. მოხსენიებულია ტაძრის რესტავრაციის პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ვ.ცინცაძე. მოცემულია ტაძრის ზომები. ტექტს დართული აქვს ტაძრის გეგმა და ფოტოები (ტაბ.82-85).

3. გორგაძე ს. ბაგრატის ტაძარი. - თბ., 1911. ბაგრატის ტაძრის აღწერილობა: ძეგლის მნიშვნელობა, ისტორია, ნაგებობის გეგმა.

4. ერემეიშვილი ი. ბაგრატის ტაძრის მოჭირნახულე //ქუთაისი. - 1984 (1აგვ.). მოთხრობილია ქუთაისში მოღვაწე ბულგარელ სტოიანოვზე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ბაგრატის ტაძრის შესწავლის, დაცვისა და აღდგენის საქმეში.

5. მოსულიშვილი ჰ. ბაგრატის ტაძრის კომპოზიციის აგებულების კანონზომიერებანი //ძეგლის მეგობარი. - 1979. - N52. - გვ.41-49. ბაგრატის ტაძრის შედარება ახალი იშხნისა და ოშკის ტაძრებთან.

6. ჩაკვეტაძე დ. ძეგლი უქიმერიონზე. - თბ., 1964. ქუთაისის კათედრალური ტაძრის-ბაგრატის ისტორია, მხატვრული ანალიზი. მოხსენიებულია ტაძრის შესახებ არსებული საეკლესიო საბუთები და ცნობილ ისტორიკოსთა თუ გეოგრაფ-მოგზაურთა გადმოცემები.

7. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხუროთმოძღვრება საშუალო საუკუნეებში და მისი სამი მთავარი კათედრალი // "არილი". კრ. - თბ., 1925. - გვ.107-126. ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვრული და არქიტექტურული დახასიათება.

8. ცინცაძე ვ. ბაგრატის ტაძრის დიდებულ ნანგრევებთან //ძეგლის მეგობარი. - 1964. - N1. - გვ.25-29. ბაგრატის ტაძრის აღდგენა-კონსერვაციისათვის ჩატარებული სამუშაოების შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.

9. ცინცაძე ვ. ბაგრატის ტაძარი. - თბ., 1964. ბაგრატის ტაძრის დახასიათება და რეკონსტუქციის გეგმა.

10. განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): ბაგრატის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.60-61. ბაგრატის ტაძრის მოკლე არქიტექტორული დახასიათება და ცნობები აგებისა და მისი დანგრევის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXII. სურ.2; ტაბ.XXIII. ნახ.1-9).

11. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია თბ., 1971. - გვ.230-233.  - ქუთაისის კათედრალური ტაძრის ისტორია, გეგმა, არქიტექტურული ფორმები და ფასადთა გაფორმების დეტალები.

12. ბაგრატის ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა 2004-2005 წწ.. - ტბ., 2006. - გვ.81-83. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ხუროთმოძღვრული და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები.

13. ბაგრატის ტაძარი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.II. - თბ., 1977, - გვ.132. ცნობები ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვრული და მხატვრული ფორმების შესახებ.

14. ბაგრატის ტაძარი //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო). - თბ., 1981. - გვ.43-45. ქუთაისში, უქიმერიონის მთაზე აგებული ბაგრატის ტაძრის აღწერილობა, შიდა ფასადი, დათარიღება.მოხსენიებულია მეფე ბაგრატ III.

15. ბაგრატის ტაძარი //საქართველო: ენციკლოპედია. - თბ., 1997. - გვ.321. X-XI საუკუნეების ძეგლის - ბაგრატის ღვთისმშობლის სახ. ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების ანალიზი.

16. ბაგრატი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.91. მოკლე ცნობები ძეგლზე ქართულ და ინგლისურ ენებზე.

17. ბერიძე ვ. ბაგრატის ტაძარი // დროშა. - 1987. - N4. - გვ.12. მოკლე ცნობები ტაძრის ისტორიისა და მხატვრული ღირებულების შესახებ.

18. ბერიძე ვ. ხელოვნება (X-XII სს.) //საქართველოს ისტორიის ნარკვევები. - თბ., 1979. - გვ.479-480. მოკლე ცნობები ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვრებისა და დეკორატიული გაფორმების შესახებ.

19. ბოცვაძე ხ. და სხვ. ბაგრატის ტაძარი //ბოცვაძე ხ. და სხვა.-ქუთაისი. - 1960. გზამკვლევში აღწერილია ბაგრატ III-ის დროს აგებული ტაძრის შესახებ.

20. ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები. - თბ., 1995. გვ.125-126. ბაგრატის ტაძრის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები(სურ.10,11).

21. გაბრიაძე ა. ცხოველთა ბრძოლის ამსახველი ერთი რელიეფი ბაგრატის ტაძრიდან //კულტურის ისტორიის საკითხები. - VII. - 1998. - გვ.49-53. წარმართობისდროინდელი სცენები და სიუჟეტები ბაგრატის ტაძრის რელიეფებზე.

22. "განგებათა დიდითა და მიუწვდომელთა" // განთიადი. - 1987. - N5. - გვ.185- 191. ბაგრატის ტაძრის აღდგენა-რესტავრაციის საკითხებზე ჟურნალ "განთიადის" რედაქციის მუშაკების: რ.ჭეიშვილისა და ა.ყურაშვილის საუბარი ხელოვნებათმცოდნე ვ.ცინცაძეს, არქეოლოგ ო.ლანჩავასა და კულტურის ძეგლთა დაცვის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე რ. ჯავახაძესთან.

23. გერსამია თ. ქუთაისი (ალბომი). - თბ., 1990. ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვრული ფორმებისა და გაფორმების დეტალების შესახებ. მოცემულია სურათების აღწერილობა.

24. დანელია კ. სარჯველაძე ზ. ბაგრატის ტაძრის წარწერები //დანელია კ. სარჯველაძე ზ. ქართული პალეოგრაფია. - თბ., 1997. - გვ.72-73. ტაძრის ჩრდილოეთის ფასადზე ამოკვეთილი არაბული ციფრების შესახებ.

25. ერემეიშვილი ი. ჩვენი დიდების მესიტყვე // განთიადი. - 1987. - N5. -გვ.177- 184. ცნობები ძეგლის გამოკვლევისა და აღდგენა-დაცვის შესახებ. მოხსენიებულია ა.ი.სტოიანოვი.

26. ვაჭრიძე პ. "ისე ნაგებია სიზმრის გეგონება" // განთიადი. - 1987.- N5. - გვ.168-176. ბაგრატის ტაძრის არქიტექტურული დახასიათება, ძეგლის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.

27. მასხულია კ. ქუთაისის ძველი ტაძრის ნანგრევი //კვალი. - 1895. - N39.-გვ.8-10. ტაძრისა და მისი შემოგარენის სავალალო მდგომარეობა.

28. მეფისაშვილი ე. ჩვენი სათაყვანო ბაგრატი... // ძეგლის მეგობარი. - 1993. - N1. - გვ.54-55. ქართველ და უცხოელ მწერალთა და ხელოვანთა გამონათქვამები ბაგრატის ტაძარზე.

29. ბაგრატის ტაძარი //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა: IV-XIII სს. გუბათოვანი არქიტექტურა. - თბ., 1983. - გვ.92-97; 139. საქართველოში კათედრალების ჯგუფის ნაგებობების - ბაგრატის ტაძრის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია გეგმის აგების სტადიების, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებები.

30. ბაგრატის ტაძარი //ნიკოლეიშვილი მ. ვაჭრიძე პ. ქუთაისი. გზამკვლევი. - თბ., 1967. -გვ.24-28. ბაგრატის ტაძრის აღწერილობა.

31. ჟვანია ზ. ქუთაისის სიონი (ბაგრატის ტაძარი. ქუთისი. - 1997. ბაგრატის ტაძრის წინამძღვრის - მამა ზინობის (ზვიად ჟვანია) ნარკვევი ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის შესახებ. ისტორიული და რელიგიური რელიქვიების აღწერა რუსი ელჩების ა. ივლევისა და ნ. ტოლჩანოვის ცნობების მიხედვით.

32. სილოგავა ვ. ეპიგრაფიკული მასალა ბაგრატის ტაძრიდან და მისი მიდამოების არქეოლოგიური გათხრებიდან // ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე. - 1995. - N4. - გვ.55-80.

33. ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი // ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XIII სს.). - თბ., 1980. - გვ.51-54; გვ.123-124. ბაგრატის ტაძარზე შემორჩენილი (იატაკის "განმტკიცების" შესახებ, საამშენებლო, ბაგრატ მეფის) წარწერების აღწერილობა, პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.

34. ღამბაშიძე კ. ქუთაისის შესანიშნავი ბაგრატის ტაძრის გეგმა // მწყემსი. - 1904. - N6-7. -გვ.6-7. ტაძრის სავალალო მდგომარეობის შესახებ. ტექსტს ახლავს ტაძრისა და ბალავრის გეგმა.

35. ჩაკვეტაძე ვ. ქუთაისის ისტორია - თბ., 1960. გვ.94-98. ძეგლის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათბა.

36. ცინცაძე ვ. ბაგრატის ტაძრის მეცნიერული დაცვის საკითხები // ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XIV სამეცნიერო სესია. 1959 წლის 25 მაისი მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ., 1959. -გვ.4-5. ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

37. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.86-87. ბაგრატის ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ტაძრის სამხრ. ფასადის ფოტო.

38. ძველი და ახალი ქუთაისი. - თბ., 1973. - გვ.216-218. ბაგრატის ტაძრის ისტორია და მოკლე ხუროთმოძღვრული ანალიზი.

39. ხუჯაძე ზ. ბაგრატის ტაძარი, კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვე მემკვიდრეთა ხელში //კავკასიონი. - 1998. - 4 მარტი. - გვ.9. ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებულ პრობლემათა შესახებ.

40. ჯაოშვილი ვ. ქუთაისი ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება. - თბ., 1962. - გვ.308-312. ბაგრატის ტაძრის მნიშვნელობა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, ძეგლის არქიტექტურული ფორმები და მხატვრული დეტალები.

41. ადგილობრივი ამბები // შრომა. - 1883. - N4 (26 იანვ.). გვ.2. ბაგრატის ტაძრის ნანაგრევების გამოყენება სასულიერო სასწავლებლის საერთო საცხოვრებლის შენობისათვის.

42. (ავალიანი დავით) დონ -ვალიანი ბაგრატის ტაძრის ნანაგრევები ქუთაისში (წერილი ქუთაისიდან) //ცნობის ფურცელი. - 1903. - N2122 (15 აპრ.). - გვ.3. გ.ე.ფონ-შულცის აზრი ტაძრის შესახებ.

43. (ავალიანი დავით) დონ-ვალიანი ქუთათური რამე-რუმე... //ცნობის ფურცელი. - 1904. -N2647 (22 ოქტ.). - გვ.2. ტაძრის დაცვის შესახებ.

44. ახალი ამბავი //ივერია. - 1888. - N257 (6 დეკ.) გვ.2. უვაროვას თხოვნა ბაგრატის ტაძრის შესახებ.

45. ქუთაისის სემინარია და ქუთაისის ციხის ნანგრევები // კვალი. - 1894. - N39. - გვ.1-2. ბაგრატის ტაძრის გვერდით სემინარიის აშენების საწინააღმდეგო მოსაზრება.

46. ბ. მ. ჯანაშვილისაგან მოგვივიდა //ცნობის ფურცელი. - 1903. - N2123 (შენიშვნა ბაგრატის ტაძრის აგების თარიღის შესახებ)

48. ჯანაშვილი დ. "როგორც აცხადებთ"... //დროება. - 1880. - N189 (7 სექტ.). - გვ.2-3. ქუთაისის ტაძრის ნანაგრევების შესწავლის აუცილებლობის შესახებ.

49. ძველის მოყვარული . კიდევ ქუთაისის ტაძრის რესტავრაციის გამო (წერილი ქუთაისიდან).- ივერია.- 1903.- N198 (17 სექტ.).- გვ.2.

50. ყიფიანი მ. ჩვენი ძველი ცხოვრების ძეგლები //დროება. - 1875. - N93 (17 აგვ.). - გვ.1-2. ქუთაისის ძეგლების შესახებ.

51. ქუთაისის ქალაქის საბჭო //ცნობის ფურცელი. - 1904. - N2670 (14 ნოემბ.). - გვ.3. ხმოსან გ. ე. ფონ-შულცის მოხსენება ბაგრატის ტაძრის ნანაგრევების დაცვის შესახებ.

52. ქუთაისის ტაძრის რესტავრაცია //ივერია. - 1903. - N169 (2 აგვ.).

53. ქუთათური. ქუთაისისა და მოწამეთას ტაძრების რესტავრაციის გამო //ივერია. - 1903.-N196 (14 სექტ.). - გვ.1.

54. ტფილისი //ივერია. - 1904. - N99 (27 აპრ.). -  გვ.2. ბაგრატის ტაძრის აღდგენაზე.

55. ერისთავი ზ. ქუთაისის საზოგადო აღწერა. ძველი ქალაქი ბაგრატის ტაძარი. ფერმა //ცისკარი.-1860.-N6.-გვ.106. ბაგრატის ტაძრის მახლობლად მდებარე ციხე უქიმერიონის აღწერა.

56. ქუთაისის ბაგრატის ტაძრის ნანგრევები //საქართველოს კალენდარი.-1903.-გვ.313.

57. მასხულია ვ. ქუთაისის ძველი ტაძრის ნანაგრევები //კვალი.-1895.-N39.-გვ8. ტაძრის ნახვით მიღებული შთაბეჭდილებები.

58. პოლი ბაგრატის შესანიშნავი ნაშთი ქუთაისში მეტი აღარ არის //ცნობის ფურცელი.-1899.-N914.

59. ნა[ნეიშვი]ლი ა. ივერია. - 1888. - N234 (6 ნოემბ.). - გვ.1. ძველი არქეოლოგიური ნაშთების დაცვის აუცილებლობა.

60. მკითხველს ეხსომება, რომ... // ივერია.- 1888.- N243 (18 ნოებ.).- გვ.2. ახალი ტაძრის აშენებისათვის ბაგრატის ტაძრის ქვების გამოყენების აკრძალვა.

61. მგზავრი. ბაგრატის ტაძრის ნანაგრევებთან //ივერია. - 1903. - N153 (19 ივლ.). - გვ.2-3.

62. ლიხთ - ამერი. ბაგრატის ტაძრის ნანგრევები //ივერია. - 1888. - N237.

63. გორგაძე ს. ქართული ხელოვნების ისტორიიდან . ბაგრატის ტაძარი//სახალხო გაზეთი. - 1911. - N395. - გვ.2-3.

64. ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები. ბაგრატის ტაძარი // საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005.- გვ.148-151. ბაგრატ III-ის მეფობის ხანაში აგებული (X-XI სს.) ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მდებარეობისა და ხუროთმოძღვრების შესახებ. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის ფოტოები.

65. ბაგრატის ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა.- თბ., 2004- 2005.- გვ.83. არქეოლოგიური და კვლევითი სამუშაოების მიმდინარეობა ბაგრატის ტაძარში. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს ტაძრის საერთო ხედისა და გათხრების შედეგად აღმოჩენილი აკლდამის ფოტოები.

66. ბაგრატის ტაძარი // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი პირველი, ტ.13. საკითხავნი ყმაწვილთათვის, გამ."ციცინათელა" 2006 წ., გვ.142 - 146