topmenu

 

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

<უკან დაბრუნება

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი - დგას მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ-ზე, მდინარე არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია XII საუკუნის II ნახევარში. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით - მინაშენი. კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა. ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია XVI-XVII სს-ში.კარიბჭეს (3,6X5,19 მ) დასავლეთით ღია შესასვლელი აქვს. ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (14,2X8,2 მ), შესასვლელი დასავლეთიდანაა.

შიდა სივრცე გაშლილია. მინაშენი (10,8X3,2 მ) აფსიდიანია. კამარის აღმოსავლეთ ნაწილი უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთისა. საძვალე (3,7X3,6 მ) გუმბათოვანია, ოდნავ წაგრძელებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. შესასვლელი დასავლეთითაა. აფსიდი ნახევარწრეზე ნაკლებია. შესასვლელის თავზე მოთავსებული იყო ფილა ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით (დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). წარწერა ეკლესიის თანადროულია. პალეოგრაფიული ანალიზითა და წარწერაში მოხსენიებული ოსტატი პირების მოხედვით იგი 1150-78 წწ-ით დათარიღდა. ოთხივე ნაგებობა ცალცალკეა აგებული XII ს-ის II ნახ-ში. ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე.

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია - ანდღულაძე ნ., დევდარიანი ფ., //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ.5., თბ., 1990 წ., გვ.234

არმაზის 864 წლის ეკლესიის კანკელზე გამოსახულია სამი წმინდანი, ჯვრები და დეკორატიული მოტივები. წმინდანების სახეები დაბალი შუბლითა და ფართოდ გახსნილი თვალებით უახლოვდება ძველ ქრისტიანულ ხელოვნებას, ფერწერა აქაც სიბრტყითია და ხაზოვანი.

ი.ციციშვილი - ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995 წ., გვ.75

 

 

 

 

 

***********************************************************************************

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია - ანდღულაძე ნ., დევდარიანი ფ., //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5., თბ., 1990 წ., გვ.234

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი - დგას მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ-ზე, მდინარე არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია XII საუკუნის II ნახევარში. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით - მინაშენი. კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა...<<ტექსტი სრულად აქ...<<