topmenu

 

ანანურის კომპლექსი

 

ანანური — ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან ციხე ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. 1743 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველო რუსეთის ეკონომიკური გაძლიერების შედეგად ანანური ქალაქად იქცა, 1803-1821 წლებში ანანურის მაზრის ცენტრი იყო. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ანსამბლი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. თავდაპირველად აქ მდგარა ამჟამად ციტადელის ცენტრში მოქცეული ხუთსართულიანი კოშკი (XIV-XV სს.). ციტადელის აღმოსავლეთით დგას მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია (XVI-XVII სს.), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი "მკურნალს" ეძახიან. დაახლოებით XVII საუკუნის შუა ხანას ეკუთვნის მცირე გუმბათიანი ტაძარი (ღვთაება). XVII საუკუნის I ნახევარში აშენდა ზედა ციხე, რომლის გალავნის კედლებში ჩატანებულია 4 მრგვალი კოშკი. ანანურის ანსამბლის უმთავრესი არქიტექტურული ნაგებობაა დიდი გუმბათიანი ტაძარი. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში, არაგვის ერისთავის მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით, სარქარ ქაიხოსრო ბაღსარაშვილს აუგია. XVII საუკუნეში აგებული დიდი ეკლესიის აღმოსავლეთით აღმართული სამრეკლოც. ანანურის ქვედა ციხე XVIII საუკუნის დასაწყისშია აგებული. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

სტატიის წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/

 

 

 

ანანურის კომპლექსის მაკეტი

http://www.youtube.com/watch?v=KuJj7xmuUQo

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

მაკეტის ავტორია კონსტანტინე ანატოლის ძე პეტრიაშვილი, დაბ. 1960 წელს, დაამთავრა ქ.მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტი, გრაფიკის სპეციალობით. მუშაობდა ესთეტიკის ინსტიტუტში მხატვარ-დიზაინერად. საქართველოს ფონდის დაკვეთით მან გააკეტა ორი მაკეტი: პირველი - სვეტიცხოველი (1988-89 წწ.) - გადაეცა კულტურის ფონდს. მეორე მაკეტი - ანანური. ავტორი ამ მაკეტზე მუშაობდა ერთი წლის განმავლობაში (1990-1991 წლები). ეს მაკეტი (ანანური) არის არა მხოლოდ მაკეტი, არამედ ზუსტი ასლი ანანურის ეკლესიისა. ამ მაკეტში გამეორებული და დაცულია ყველა დეტალი, გატეხილი ქვებიც კი. გაკეთებულია ზუსტი ინკრუსტაცია ქვებისა, რის საფუძველზეც მოხდა აღდგენა - ეკლესიის კედლების სიძველის იმიტაცია. ასე რომ, ეს მაკეტი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ისტორიული წარსულის არქიტექტურული ძეგლის ნიმუშად. ანანურის მაკეტზე მუშაობის დასრულება დაემთხვა საბჭოთა კავშირის დაშლას, დაიხურა დამკვეთი ირგანიზაციასც (საქართველოს კულტურის ფონდი). ანანურის მაკეტი ამჟამად ინახება ქ.თბილისში, ავტორის ბინაზე.

 

 

 

 

 

***********************************************************************************

ანანურის კომპლექსი - ი. ციციშვილი // ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი, 1995 წ., გვ.125 - 126.

გვიანფეოდალური პერიოდიდან შემორჩენილია ბევრი საკულტო, საერო და თავდაცვითი ნაგებობა. მხატვრული თვალსაზრისით ისინი გაცილებით დაბალ დონეზე დგანან, ვიდრე წინა პერიოდის ძეგლები. გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასათებელი ძეგლია ანანურის ციხე - დარბაზი, სამხედრო გზაზე, თბილისიდან 66 კმ. დაშორებით...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

ანანური //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.176

XVI ს-ის სხვა კახურ ნაგებობათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი შუამთის მონასტრის ეკლესია და სამრეკლო, და ნინოწმინდის ტაძრის ოთხსართულიანი სამრეკლო. მისი პროპორციები და ხუროთმოძღვრულ - დეკორაციული დამუშავება მომწიფებული ოსტატის ხელს ამჟღავნებს და ნათლად დასმულ მხატვრულ ამოცანებზე მეტყველებს...<<ტექსტი სრულად აქ...<<