topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ბებრის ციხე მცხეთაში

<უკან დაბრუნება

ბებრის ციხე მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილო ნაწილში. მდინარე არაგვის, მარჯვენა სანაპიროს კლდისთავზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა. იგი ანტიკურ ხანაშია აგებული. ციხე-სიმაგრის საერთო ფართი დაახლოებით 1500 კვ.მ-ია შიდა ეზოსი კი 600 კვ-მეტრი.ოდესღაც ეს ციხე მცხეთის კარს კეტავდა არაგვის ხეობის მხრიდან. ეს ციხე მეტად ცომპლექტურად არის აგებული შემაღლებულ კონცხზე. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება: მთავარი ციტადელი, მას სამხრეთით პატარა ეზო აკრავს. გეგმაში იგი სამკუთხედს უახლოვდება. სამივე კუთხეში კოშკები მდგარა, რომელთაგან ყველაზე დიდია სამხრეთ-აღმოსავლეთის. იგი რამდენიმე სართულისაგან შედგება. რაც მის არა მარტო თავდაცვით არამედ საცხოვრებელ დანიშნულებასაც მიუთითებს. ჩრდილოეთი კოშკიც იგივე ტიპისაა, მხოლოდ ზომით უფრო მცირე. ორივე კოშკში ერთი საინტერესო დეტალია შემორჩენილი. ღრმა ნიშებში განლაგებული საბრძოლო ტვრელები. ამ ციხის აგებისას სასროლი იარაღი მშვილდ-ისარი იყო. ციხეს ასეთი ხვრელი ესაჭიროებოდა, საიდანაც მეომრებს შეეძლებოდათ მარჯვედ მოქმედება. ეს კი ვერ მოხდებოდა ორი-სამი მეტრის სისქის კედლებიდან, თუ მათში განიერი და ღრმა ნიშები არ გაკეთდებოდა. მესამე აღმოსავლეთის კოშკი აგრეთვე დანგრეულია და მოგვიანებით იმ ადგილას გაუქმებული ციხის ტერიტორიაზე, საგუშაგო კოშკო აუგიათ, რომელიც იქვე მდგარი კოშკისაგან განსხვავებით ცილინდრული ფორმისაა. ბებრის ციხეზე არსებობს ლეგენდა: ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას აქ ხეობის ვიწროში, აუგია სიმაგრე და შიგ გზისმცველი ჩაუყენებია. თავად ჰყოლია ორი შვილი; ლამაზი მარინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომთათვის. მარინეს შებრალებია ისინი და მამუკას სთხოვა გაეთავისუფლებინა ისინი გადასახადისაგან. გამძვინვარებულმა ძმამ მაკრინე კოშკში გამოამწყვდია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალ-წყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, ამის შემხედვარე მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დადევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი მამუკა ღმერთს შეევედრა: "ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო". ამ სურათს ხედავდა თურმე კოშკში დამალული მაკრინე, რომელიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მათი ვედრება. და-ძმამ ეკლესიურად ცხოვრება დაუწყიათ. და მონაზვნად აღკვეცილა, მამუკა კი ბერად შემდგარა. 70 წლის მაკრინე გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს მისულა თეთრწვერა მოხული, რომელიც მიცვალებულს ეამბორა შუბლზე და წარმოსთქვა: "დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა". ამ სიტყვების დასრულების თანავე იქვე ჩაკეცილა და სული განუტევებია, ამიტომ ეწოდება ციხეს "ბებრის ციხე".

 

ბებრის ციხე (დუშეთის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბებრის ციხე // საქართველო: ენციკლოპედია, თბ., 1997, გვ.386. - ციხესიმაგრის მოკლე აღწერილობა.

2. ბებრის ციხე - ბელტის ციხე // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990. გვ.242. - მცხეთის ჩრდილოეთით მდებარე ბებრის ციხეზე (ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით-ბელტის ციხე) წარმოებული არქეოლოგიური გათხრების მასალები.

3. ბებრის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II, თბ., 1977, გვ.262. - მოკლე ცნობები ბებრის ციხეზე.

4. ბებრის ციხე //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.125. - მოკლე ცნობები ციხის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

5. ბოჭოიძე მ. საქართველოს ციხე - კომპლექსები სარესტავრაციო პრაქტიკაში // ძეგლის მეგობარი., 1994.-N1(91), გვ.61. - ცნობები ბებრის ციხეზე ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო-საპროექტო სამუშაოების შესახებ. ტექსტს ერთვის ციხის ფოტო.

6. ბოჭოიძე მ. ბებრის ციხე //ძეგლის მეგობარი, 1987 წ., კრ.75. გვ.41. - ბებრის ციხის არქიტექტურა. მასზე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შესახებ.

7. ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა, თბ., 1972, გვ.17. - ბებრის ციხის აღწერილობა. მასთან დაკავშირებული ხალხური თქმულება.

8. ბებრის ციხე //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. თბ., 1988, გვ.54-55. - ბებრის ციხის კომპლექსიდან შემორჩენილი ნაგებობების აღწერილობა, ძეგლთან დაკავშირებული ხალხური ლეგენდა. ტექსტს ახლავს ციხის ფოტო.

9. ზაქარაია პ. ბებრის ციხე, თბ., 1959. - მოკლე ცნობები ციხის ისტორიიდან.

10. სიმაგრეები: ბებრის ციხე // ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973., გვ.50-52. - ციხის მდებარეობა, სტრატეგიული დანიშნულება, (კეტავდა მცხეთის კარს), კოშკებისა და ციხის ნანგრევები აღწერილობა, ხალხური თქმულება ციხის შესახებ. ტექსტს ერთვის ციხის ფოტო (ტაბ.10).

11. ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგი, თბ., 1965, გვ.64-66. - ციხის მდგომარეობა, სტრატეგიული მნიშვნელობა.

12. ზაქარაია პ. თბილისი, ბორჯომო, ვარძია, თბ., 1977, გვ.16-17. - ციხის კონსტრუქციული დახასიათება, ეტიმოლოგია.

13. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამიდული კოშკები: "ბებრის ციხე"(ანანურთან) // ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002. გვ.64-67. - ბებრის ციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება, მოკლე ისტორია. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.22-24; ტაბ.12,13).

14. კალანდაძე ზ. არქეოლოგიური გათხრები ბებრის ციხეზე // არქეოლოგიური ძიებანი.-თბ.,1982.-გვ.143-147. - ბებრის ციხის კომპლექსის ხუროთმოძრვრული ანალიზი.

15. როსტომაშვილი ი. ბელტის ციხე //მგზავრი, 1901, N1, გვ.34-36. - ბელტის ციხის ისტორია. ტექსტს ახლავს ილუსტრაცია. გვ.13.

16. იამბე, ციხის ნაშალო.... თბ., 2007, გვ. 28-29. - ბებრის ციხის შესახებ ხალხში გავრცელებული ლეგენდა. ტექსტს ერთვის ფოტო.

17. ციხესიმაგრეები ბებრის ციხე //ზაქარაია პ. ქართული ციხე - ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე - დარბაზები ციხე - გალავნები კოშკები. თბ., 2001.- გვ.67-70. - ციხის ნანგრევების ხუროთმოძღვრული დახასიათება. ხალხური გადმოცემა ციხის შესახებ. ტექტს ერთვის ფოტო.

18. ვ.ნიკოლაიშვილი, ა.სიხარულიძე,  ქ.დიღმელაშვილი, ი.პაპიძე, მ.პაპიძე. - ბელტისციხე - ბებრისციხე //თბილისი, 2009.