topmenu

 

აწყურის ტაძარი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია

< უკან დაბრუნება

 

აწყურის ციხე და ტაძარი (ახალციხის რ-ნი) - ბიბლიოგრაფია:

1. აწყურის ციხე //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. -თბ., 2003. -გვ.51. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

2. აწყურის ციხე //საქართველო:ენციკლოპედია.- თბ., 1997.- გვ.273. - აწყურის ციხის მოკლე ისტორია და ხუროთმოძღვრული დახასიათება.

3. ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები.- თბ., 1970. -გვ.50-51. - აწყურის ციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ციხის საერთო ხედის ფოტო.

4. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974. -გვ. - ცნობები აწყურის შესახებ.

5. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები.- I.- თბ., 1964. -გვ.259-261. - ჩვენამდე გაძარცული სახით მოღწეული აწყურის კათედრალური ტაძრის აღწერილობა.

6. აწყური //გაბაშვილი ც. ვარძია. გზამკვლევი.- თბ., 1945. -გვ.13-15. - ცნობები აწყურის ციხისმდებარეობის, მის შესახებ არსებული ლეგენდისა და ახლოს მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ნანგრევების შესახებ. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.

7. აწყური //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები - თბ., 1973.- გვ.63-65. - ციხის ისტორია, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა, ციტადელისა და გალავნის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ერთვის ტაბ.16.

9. ციხეები და ციხე-დარბაზები: აწყური //ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხუროთმოძღვრული ძეგლები. -თბ., 1960. -გვ.22-23. - აწყურის ციხის მოკლე აღწერილობა და ხუროთმოძღვრული დახასიათება.

10. შუაფეოდალური ეპოქის ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (X-XV სს.): აწყური //ზაქარაია პ. ქართულ ციხე-სიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.- თბ., 2002.- გვ.154-157. - სოფელ აწყურში მდებარე კათედრალური ტაძრისა და ციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

11. კოჟორიძე დ. აწყური. წარსული და აწმყო //ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა და გეოგრაფია სკოლაში.- 1980.- N2. -გვ.37-48. - ისტორიული მესხეთის ერთ-ერთი უძველესი სოფლის - აწყურის ისტორია. აღწერილია აწყურის ციხისა და ღვთისმშობლის სახელობის საეპისკოპოსო ტაძრის აღწერილობა.

12. ლორთქიფანიძე მ.აწყურის ციხე.- თბ., 1957. -I. - ბუკლეტში მოცემულია ციხის აღწერილობა, მისი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა.

13. მაკალათია ს. ლიახვის ხეობა.- თბ., 1971. -გვ.52-54. - აწყურის ციხე-გალავნის მდებარეობა, ხუროთმოძღვრული ანალიზი და ისტორია.

14. "მწყემსის" კორესპოდენცია ახალციხის მაზრიდან //მწყემსი.- 1891. -N1. -გვ.56. - ტაძრის კედლებიდან ჩუქურთმიანი ქვების დატაცების შესახებ.

15. ციხესიმაგრეები: აწყური //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.113-115. - ციხის მდებარეობა, საისტორიო წყაროები ციხის შესახებ, ისტორია, აგების თარიღი, მოკლე აღწერილობა.

16. ბორჯომი-ახალციხე //ზაქარაია პ. თბილისის. ბორჯომი. ვარძია.- თბ., 1977. -გვ.37-38. - ციხის ხუროთმოძღვრული აღწერილობა, მოკლე ისტორია.

17. აწყური //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.- თბ., 1988.- გვ.72-73. - აწყურის ციხე ისტორიულ წყაროებში, ციტადელისა და გალავნის მოკლე არქიტექტურული დახასიათება.