topmenu

 

პატარძეულის ციხე-კოშკები:

პატარძეულის  ციხე კოშკები:

  • პატარძეულის ციხე
  • პატარძეულის  მირზაანთ კოშკი

 

გარე კახეთის ამ დიდ სოფელში ძველი ნაგებობებიდან  დღემდე მოღწეულია ორი კოშკი და ერთი ციხის ნანგრევი. კოშკების ბანებიდან კარგად მოჩანს განათებული თბილისი. თავის დროზე, საჭიროების შემთხვევაში, აქ დანთებული კოცონით სიგნალი სწრაფად გადაეცემოდა თბილისს.

პატარძეულის კოშკებიდან ერთი სოფლის გარეთაა. მეორე - სოფლის  შიგნით,  ეს არის კარგი პროპორციების მქონე ცილინდრული ნაგებობა. იგი  ოთხსართულიანია, მეხუთე ქონგურებიანი ბანია. კოშკს შესასვლელი  მხოლოდ  მეორე სართულზე აქვს.  აქედან ქვედა და ზედა სართულებთან კავშირი კედლის კიბეებით ხდება.

პირველ სართულს მხოლოდ ერთი ფანჯარა ჰქონია. ამ სართულის გეგმა,  მესამე  და მეხუთე სართულების მსგავსად, წრიულია. მეორე სართული კი შვიდგვერდაა. მეოთხეს გარდა სართულებს გუმბათოვანი გადახურვა აქვთ.

მეორე,  მესამე და მეოთხე სართულის კედლებში სხვადასხვა მიმდევრობით  განლაგებულია  საცხოვრებელი  და  თავდაცვითი ელემენტები. ბანზე სათოფურებთან ერთად ნისკარტა სალოდეებიცაა.

კოშკი არ არის დათარიღებული,  მაგრამ  ყველა  ელემენტი XVIII საუკუნის შუა  ხანებზე მიუთითებს.

წყარო:  http://dzeglebi.com/gverdebi/koshkebi/patardzeuli.html

 

 

მირზაანთ კოშკი -

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

 

 

 

პატარძეულის ციხე -კოშკი (ბინალიშვილების)

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

(ლ. გაბელიას  ფოტოები)

 

 

Free Image Hosting at www.ImageShack.us

გ. ბაგრატიონის  ფოტო