topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ოძრახე - ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი

<უკან დაბრუნება...<<აბასთუმანი, ისტორიული ოძრხე

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ოთ. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიის ცენტრი

ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი

გელა გამყრელიძე • დავით მინდორაშვილი

ზურაბ ბრაგვაძე • მარინე კვაჭაძე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, პირველი გამოცემა,

თბილისი, 2013

ISBN 978-9941-15-896-4

ოძრახე, ქალაქი, ციხე (ქც 4: 658,2; 664,9). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ჯუანშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა" (ქც 1: 185,25; 204,4; 205,2; 234,8), ლეონტი მროველის "ცხოვრება მეფეთა" (ქც 1: 9,24; 17,19; 24,20; 39,24; 47,11,13,21; 57,8), "მატიანე ქართლისა" (ქც 1: 261,19; 305,3), "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" (ქც 2: 51,3; 95,5), ბასილი ეზოსმოძღვრის "ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი" (ქც 2: 138,9), ბერი ეგნატაშვილის "ახალი ქართლის ცხოვრების" პირველი ტექსტი (ქც 2: 420,26), ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" (ქც 4: 64,27; 68,14; 110,17; 132,7; 187,4; 188,4; 658,2; 664,9), იოანე ბაგრატიონის "ქართლ-კახეთის აღწერა" (ბაგრატიონი 1986: 84), "ცხოვრება საქართველოისა" (ცხოვრება ... 1980: 45), ნიკო დადიანის "ქართველთ ცხოვრება" (დადიანი 1962: 82,2, 144,33), XIII-XIV სს-ის კინკლოსური ქრონიკა (მცირე ქრონიკები 1968: 28, 30, 33), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 11; 1897: 415, 463; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 249, 252, 295, 298, 302, 305-307, 311, 322, 326-329; ახალციხური ქრონიკები ... 1979: 126, 144, 149, 150, 151, 175, 182, 184, 187, 188, 198, 204, 218-220, 222, 229, 240; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 64, 69, 75, 94, 118, 150, 155, 162-167, 168, 169, 172, 174, 478, 593; ჩილდირის ... 1979: 286, 377, 748, 757), იოჰან გიულდენშტედტის "მოგზაურობა საქართველოში" (გიულდენშტედტი 1962: 189).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, "ოცხის წყალს ერთვის ვაშლობს, პანტნოვანის ხევი, გამომდინარე ფერსათისა, და მოდის ჩდილოდამ სამხრით. ამ ხევის ზეით, მთის ძირში არს ოძრახე, რომელი აღაშენა ოძრახოს ქალაქი და ციხე და უწოდა სახელი თვისი" (ქც 4: 664,6-10). მდებარეობს ადიგენის მუნიც-ში, მდ.ოცხის წყლის ნაპირზე, თანამედროვე დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე (ჩიქოვანი 1987: 19).

ოძრახე აუშენებია ოძრახოსს (ქც 4: 664,9). მეფე ფარნავაზის დროს (ძვ.წ. III ს-ის პირველი ნახევარი). ოძრახე საერისთავოს ცენტრი და სამცხისა და აჭარის ერისთავის რეზიდენციაა. IV ს-ში სამცხის მნიშვნელოვანი ქალაქია (მუსხელიშვილი 1977: 61, 194). მდებარეობდა არტაშატიდან სებასტოპოლისაკენ მიმავალ გზაზე (ცქიტიშვილი 1964: 85). ვახტანგ გორგასლის (V ს.) სიკვდილის შემდეგ სამეფო ოჯახის საზამთრო რეზიდენცია ყოფილა (ქც 1: 205,2). 735 წ. მურვან-ყრუს ლაშქრობის დროს დანგრეულა (ჩიქოვანი 1987: 21). ბაგრატ IV-ს (1027-1072) სულა კალმახელისთვის უბოძებია. 1191 წ. ის გადაწვეს თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულებმა (ჯავახიშვილი 1983: 166, 261). მონღოლთა ბატონობის პერიოდში ოძრახე დაქვეითების გზას დაადგა. XVI ს-ში გაუკაცრიელდა (ბერძენიშვილი 1964: 139, 142). წყაროებში მოიხსენიება "ოცხე" - "ოძრხე"-ს სახელებითაც.

დაბა აბასთუმანში 1973 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ისტორიული-გეოგრაფიის ექსპედიციის (ხელმძღ. დ. მუსხელიშვილი) აბასთუმნის ჯგუფმა დაიწყო "ყანობილის" ნამოსახლარის შესწავლა, რომელიც 1977, 1980 წწ. გააგრძელა იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აბას- თუმნის ექსპედიციამ (ხელმძღ. გ.ფხაკაძე). ნამოსახლარი მდებარეობს აბასთუმანში მდ. ოცხის მარჯვენა ნაპირზე, ყანობილის მთის ჩრდილოეთ ფერდობზე. ის ტერასულადაა განლაგებული და უჭირავს დაახლოებით 1 ჰა ფართობი. სწორკუთხა შენობები ნაგებია ქვის მშრალი წყობით. იატაკი თიხატკეპნილია და მოწითალოდ შეღებილი. სავარაუდოა ბანური გადახურვის არსებობა. იატაკის ცენტრში თიხალესილი კერაა. ნამოსახლარზე აღმოჩნდა კერამიკის ფრაგმენტები, ქვის იარაღები და ძვლოვანი მასალა. კერამიკა ორი ჯგუფისაა. პირველი წარმოდგენილია შავპრიალა, ვარდისფერსარჩულიანი უორნამენტო დერგების, ქოთნის, კათხის და სხვ. ჭურჭლის ფრაგმენტებით. მეორე - ქილისებული ბრტყელძირა, მომრგვალებულძირიანი, მოწითალო ფერის ჭურჭლის ფრაგმენტებია. ზოგიერთი ორნამენტირებულია. ქვის ინვენტარი წარმოდგენილია კაჟისა და ობსიდიანის ანატკეცებითა და იარაღით. გვხვდება საფხეკები, დანები, სახვრეტები, ნამგლის ჩასართები, შუბისა და ისრისპირები, ოვალური ფორმის ხელსაფქვავები, საჩიჩქნი იარაღები, სატეხები და სხვ. ნამოსახლარი განადგურებულია თავდასხმის ან ხანძრის შედეგად. თარიღდება ენეოლით-ადრებრინჯაოს პერიოდით (კალანდაძე 1976: 375-381; ჯაფარიძე 1991: 155; საქ. არქ. 1992: 194). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ივ.ჯავახიშვილის სახ. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი და ოთ. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიის ცენტრი).

აბასთუმანში შემორჩენილია ორი ეკლესია და ციხე. ერთი ეკლესია დგას მდ. ოძრახის ანუ აბასთუმნის წყლის მარცხენა ნაპირზე. გადაკეთებულია. დასავლეთის ფასადზე აქვს ჩუქურთმით შემკული სარკმლები და ჯვრის გამოსახულება. შესაძლებელია დათარიღდეს XIV ს-ით (ბერიძე 1957: 69). ეკლესიასთან ახლოს ნაპოვნია ორი ქვა ასომთავრული წარწერით. ერთი მათგანი უკეთაა დაცული: "...ბრძანებითა ღვთივ დაცულისა მამფლისა არშუშა პატრიკისა და ნებითა ღვთისათა ქავთარ ერისთავისა ქორეპიზკოპოზის ციხისთავობასა მოწვეულ ვიყავ და ავმართევ პატიოსანი ჯუარი წმიდისა ღვთის მშობლისა სახელსა, სალოცველად ჩემდა და ძმათა ჩემთა მეოხებისათვის. შევწირე საყდარსა ამას საწუთროსა, რათა საუკუნოდ ავაგ კუხის ლოცვა მოიხსენიონ~. ზოგიერთი მკვლევარი წარწერას VII ს-ით ათარიღებს (თაყაიშვილი 1905: 65, 66). აბასთუმნის ცენტრში დგას ეკლესია "ახალი ზარზმა", რომელიც აგებულია 1899-1904 წლებში. აბასთუმანში, მდ.აბასთუმნის წყლის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილია "თამარის ციხე". ნაგებია ფლეთილი ქვით კირხსნარზე. აქვს ორი კოშკი სამხრეთითა და ჩრდილოეთით. ჩრდილოეთი კოშკის პირველ სართულზე შემორჩენილია პატარა ოთახი. თარიღდება შუა საუკუნეებით (ბერიძე 1957: 69; ჭილაშვილი 1968: 33).

ბიბლიოგრაფია:

ახალციხური ქრონიკები 1979: 126, 144, 149, 150, 151, 175, 182, 184, 187, 188, 198, 204, 218, 219, 220, 222, 229, 240; ბაგრატიონი 1986: 84; ბერიძე 1955: 200; 1957: 67-69; ბერძენიშვილი 1966: 80-82, 84-87, 89, 90, 97; ბერძენიშვილი 1985: 4, 75, 77, 79; ბოჭორიძე 1992: 261, 263; გიულდენშტედტი 1962: 189; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 64, 69, 75, 94, 118, 150, 155, 162-167, 168, 169, 172, 174, 478, 593; დადიანი 1962: 82,2, 144,33; თაყაიშვილი 1905: 63-66; იოსელიანი 1850: 58; კალანდაძე 1974: 11, 12; 1976: 371-381; მაკალათია 1938: 33, 37; მუსხელიშვილი 1977: 51, 61, 194, 198, 215; 1980: 177; საქ. არქ. 1992: 194; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 249, 252, 295, 298, 302, 305-307, 311, 322, 326-329; ფხაკაძე ... 1982: 20, 21; ქრონიკები 1892: 11; 1897: 415, 463; ქც 1: 9,22; 17,19; 24,20; 39,24; 47,11,13,21; 57,8; 185,25; 204,4; 205,2; 234,8; 261,10; 305,3; ქც 2: 51,3; 95,5; 138,9; 420,26; ქც 4: 64,27; 68,14; 110,17; 132,7; 187,4; 188,4; 658,2; 664,9; ჩილდირის ... 1979: 286, 377, 748, 757; ჩიქოვანი 1979: 22, 53, 63; 1987: 19-21, 23, 26, 50; ცქიტიშვილი 1964: 85, 88, 90; ჭილაშვილი 1968: 5, 19-21, 25, 30-35, 68, 82, 93, 110, 125, 126; 1970: 10, 16, 60, 61, 83, 89, 128; ჯავახიშვილი 1983: 17, 18, 35, 55, 56, 57, 71, 102, 166, 261, 275; ჯანაშია 1952: 127, 283, 284, 288; ჯანაშვილი 1915: 17; ჯაფარიძე 1991: 155.