topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ე. გაბლიანი - არქეოლოგიური გათხრები სვანეთში

<უკან დაბრუნება

ეგნატე გაბლიანი - არქეოლოგიური გათხრები სვანეთში // ჟურნ.: "დროშა". 1930 წ. N19

არავის შეეძლო ეფიქრა, რომ ს. იფარის მიდამოებში მადნეულობების დამუშავება ასე ფართოდ იქნება დაყენებული, მაგრამ სხვა ადგილებში, სვანეთში, რომ ძველად მადნებს ნახულობდენ და ამ მადნების დასამუშავებელი ქარხნები არსებობდნენ, ამას შემდეგი ისტორიული ცნობები და მეცნიერების მიერ ჯერ ხელშეუხებელი, სვანეთში ამჟამად აღმოჩენილი საბუთები აშკარად ამტკიცებენ: გამოჩენილი ბიზანტიელი გეოგრაფი სტრაბონი, სხვათა შორის, სწერს: „სვანები სცხოვრობენ კავკასიონის მწვერვალებზე დიოსკურიის ზემოდ, ამ ქვეყნის მთის ნაკადულში არის ოქრო, რომელსაც იღებენ პირდაჩხვეტილები კასრებითა და საწმისებით — ამის გამო, ალბათ, წარმოსდგა თვით გადმოცემა ოქროს წასმისის შესახებ“ და სხვ... ხოლო პლინიუსი თქმით, ეგვიპტის მეფე სეზოსტრისის მოგზაურობას კოლხიდაში და აზონის მეთაურობით არგონავტების შემოსვლას ერთი და იგივე ოქროსმატყლოვან ვერძის ხელში ჩაგდება ედვა საფუძვლადო, ხოლო მისი მფლობელნი კი იყვნენ „სვანკოლხები და არა ეგვიპტელ-კოლხებიო“ და სხვ. გარდა ამისა, პლინიუსი სწერს კიდევ: „ამბობენ, რომ კოლხეთის მეფედ იყო სავთაკი, აიეთის შთამომავალი. ამან სვანთა ქვეყნიდან ბევრი ოქრო და ვერცხლი გამოიღო. სხვათა ხელობაა ოქროს მადნების დამუშავებაო. ამის გარდა, ეს ქვეყანა ცნობილია კიდევ ოქროს საწმისი ამბით, აგრეთვე მოთხრობით შესახებ ოქროს კამარადებისა, ვერცხლის კოჭაკებისა და სვეტებისა, რომელიც ამ მეფემ წაართვა ეგვიპტის ფარაონს სეზოსტრისა“ და სხვ.*ბატონიშვილი ვახუშტი. (საქართველოს გეოგრაფია-გვ.316 და 30 (შენიშვნა ჯანაშვილისა).

სამწუხაროდ სვანეთი მეცნიერულად ჯერ კიდევ შეუსწავლელი და გამოუკვლეველია და ამიტომაც ამ კუთხის ბევრი ისეთი ადგილები, სადაც მრავალი ჩვენი ძველი კულტურის, ხელოვნების და სიმდიდრის საუკეთესო ნაშთებია დამარხული, დღემდე ხელშეუხლებელი და ბურუსში გახვეული რჩებიან და ამიტომაც არის, რომ სტრაბონისა და პლინეუსის ზემოხსენებული ძვირფასი ცნობები სვანეთის შესახებ, თითქმის ლეგენდარულ ანუ ზღაპრულ თქმულებათ მიაჩნიათ სვანეთის მკვლევართ, მაგრამ დღეს კი მათ ფასი უნდა დაედვას, ვინაიდან უკვე თავი იჩინა მრავალმა საბუთმა იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ისტორიკოსებს ჩვენთვის უტყუარ ფაქტებზე დამყარებული ცნობები დაუტოვებიათ, რასაც ნათელს ჰფენენ სვანეთში ყოველწლიურად ნახული ის ძველი ნაშთები, რომელთა მიხედვითაც ადვილად შეიძლება ითქვას, რომ როგორც გადმოგვცემს სტრაბონი, თვით გადმოცემა ოქროს ვერძზე იყოს წარმომდგარი იმ მატყლოვანი ტყავებისაგან, რომელთა საშუალებითაც მთის ნაკადულებიდან სვანები ოქროს იღებდნენ და სხვ.

ხოლო სვანეთის მდინარეებს, რომ ერთ დროს მართლაც ოქროს ქვიშა ჩამოჰქონდათ და მრავალნაირი მადნეულობების დამუშავება სვანეთში სწარმოებდა იმ დროს, ამის დასამტკიცებელმა საბუთებმა, როგორც არის უკვე ნათქვამი, მრავლად იჩინა თავი.

ზემო-სვანეთში (ჩუბეხევის საზოგადოებაში) მდინარე ნენსკრას (ჭვიბრულდის) ხეობაში მდებარე უდაბურ ტყეებით და ფიჭვ-ნაძვნარით დაფარულ ადგილას ქვია „ჭვიბერ“-ი. ეს კუთხე მე-15 საუკ. ეკუთვნოდა სვანეთის გლეხკაცობას, მერე თავად მურზაყანს (კონსტანტინე) დადეშქელიანის მერ 1857 წ. 22 ოქტ. ქუთაისის გუბერნატორის გაგარინის მოკვლამდე დადეშქელიანებს, ხოლო ამის შემდეგ ხაზინას.

ამ ადგილს შუაზედ ჰყოფს იმ დონგუზორუნის მყინვარებიდან მომდინარე წყალი ნენსკრა, რომელსაც სვანები ჭვიბრულდს ეძახიან. ამ კუთხეში ძველად ხალხი არ ცხოვრობდა, მაგრამ დაახლოებით 1890 წლიდან ჩუბეხევისა და შემდეგ ფარის საზ. გლეხკაცობამ დაიწყო იქ გადასახლება, ტყეებისაგან ადგილების გაწმენდა, ყანების გაკეთება და მიწის დამუშავება, რამაც მისცა მათ სასურველი შედეგები და ამჟამად ეს კუთხე წარმოადგენს 120 მოსახლისაგან შემდგარ, მიწის ნაყოფიერების წყალობით მდიდარს სოფელს. ყოველწლიურად აქ ხვნის დროს ყანებში, ხოლო ტყეებში მუშაობისა და მოგზაურობის დროს ადგილობრივი მკვიდრნი ნახულობენ აუარებელ ოქროს, ვერცხლის, თითბერის ფულებს და ნივთებს, მადნების დასამუშავებელ შენობების ნანგრევებს და იარაღებს, დამუშავებულსა, დამზადებულსა და დაუმუშავებელ მასალებს და სხვ.

პირველად ხვნის დროს აქ მიწაში ნახა ბლომად ოქროს ფულები ადგილობრივმა მკვიდრმა ნავლად ვიბლიანმა, მაგრამ ამ ძვირფას არქეოლოგიურ ნაშთებს, ფასის უცოდინარობის გამო, ეს ყრუ სვანი ისე მოეპყრა, როგორც მამალი მარგილიტის მაოვალს და მალე ისინი ჩაუგდო ხელში მუქთად ზოგი სვანეთში მოვაჭრე სომხებს, ზოგი თათრებს და სხვ. მას შემდეგ ასეთი ფულები ნახა ტყეში მუშაობის დროს. ს. მარხში ერთი დიდი ქვის ქვეშ მეორე სვანმა ივანე დევდარიანმა, მაგრამ იმანაც ასე უთავბოლოდ გაფლანგა მალეს სიმდიდრე.

ეს ფულები იყო გაყოფილი სამ კატეგორიად. ერთზე იყო დახატული ერთის მხრით რაში, რომელსაც კისერში (პარი აქვს გაყრილი, ხოლო მარჯვენა ფეხზე აღმოცენებულია პურის მარცვალი. მეორე გვერდზე კი დახატულია კაცის თავი ეკლის გვირგვინით შემკობილი (პონტიკაპეიკა).

მეორე ფულზე ერთის მხრით არის დანატული ალექსანდრე მაკედონელის თავი, ხოლო მეორე გვერდზე ანგელოზის ქვეშ ბერძნული წარწერა: „ალექსანდრ“.

მესამე ფულზე დახატულია: კაცი პურის მარცვლით ხელში. მეორე გვერდზე აქვს წარწერა „კერჩ“.

როგორც ირკვევა, ზემოხსენებული ნავლად ვიბლიანი ნადირობის დროს, სადღაც უდაბურ ტყეში სრულიად შემთხვევით წააწყდა თურმე აგრეთვე ისეთ შენობას, რომლის შემჩნევაც ძნელია, ვინაიდან ის დაფარული ყოფილა მიწითა და ხავსით სიძველის გამო. ამ შენობაში მას უნდა ენახა ბევრი ოქროს ფული, ოქროს სკამი, ბევრი სხვადასხვა ოქრო იარაღები, ნივთები, ოქროს ვერძი და ამიტომაც ის ეკლესიათ მიუღია. ის ოქროს ფულები, რომლებიც მას ჰქონდა, უნდა ყოფილიყვნენ ზოგი მიწაში ნახული, ზოგიც ამ „ეკლესიიდგან“ გამოტანილი.

ამის შემდეგ არ გასულა ერთი თვე და მას დაეხოცა ცოლ-შვილი, ცხენი, ხარი, ძროხა და სხვა პირუტყვი. სვანმა ასეთი უბედურების მოვლინება და მძიმეთ დასჯა მიაწერა „ეკლესიიდგან“ ნივთებისა და ფულების გამოტანას და რომ ასეთი ღვთის გაწყრომისა და რისხვისაგან მას თავი დაეხწია, ყველა ეს ნივთები (რაც გაყიდული არ ჰქონდა) ეკლესიას დაუბრუნა, ხოლო ჩადენილ ცოდვების მოსანანიებლად და ღვთის გულის მოსაგებად მან აღუთქვა ღმერთს ყოველწლიურად ერთი ხარის მსხვერპლად შეწირვა. ამის შემდეგ სვანმა თავისი საიდუმლო არავის გაუზიარა -ასე ჩავიდა საფლავში.

1910 წელს ჭვიბერში, სოფელ მარხში, ხვნის დროს, მიწის ქვეშ აღმოაჩინეს გლეხებმა ქვის შენობა, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა ლითონის ჩაქუჩებით მაკრატლებით, იარაღით და სხვა ნივთებით. სხვათა შორის ამ შენობაში ნახეს აგრეთვე ლეკური და კან მომწვარი პურის ხორბალი,*სვანების ახსნით, ძველათ პურის მარაგი რომ არ წახდენოდათ, გახურებულ ქვაბებში პურის ხორბალს ყრიდნენ, კანს მოსწვავდენ და ისე ინახავდენ. ხოლო იმის ახლო-მახლო მდებარე ადგილებში ყოველწლიურად ადგილობრივი მკვიდონი მუშაობის დროს ნახულობდნენ ბევრ სხვადასხვა ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, იარაღებს, მძივებს და ჩამოსასხმელ დამზადებულ ოქროს ფურცლებს, რომლებისაგანაც ადგილობრივი მჭედლები ბეჭდებს აკეთებდნენ.

1913 წელს ამ ადგილიდან სამი ვერსია მანძილზე სალიბე ქალდანმა ნახა ბევრი ნივთები და მათ შორის ვერცხლის ფული, რომელზედაც ეხატა თევზი არწივის ბრჭყალებში და სხვ. ხოლო მეორე სვანმა ხარის პატარა ოქროს თავი. ასეთმა საყურადღებო მოვლენებმა ჩემში გააღვიძეს სურვილი პირადად მენახა და დამეთვალიერებინა ეს არქეოლოგიური კუთხე, ადგილობრივად გავცნობოდი ყველა საბუთებს და ამიტომ წავედი სოფ. ჭვიბერში, სადაც საქმის დაკვირვებამ თვალწინ გადამიშალა შემდეგ სურათი: მდ. ჭვიბრულდას ხეობაში არის მოთავსებული ზემოხსენებული სოფელი ჭვიბერი, რომელსაც ეს მდინარე შუაზე ჰყოფს. მის მარცხენა ნაპირზე სოფ. მარხის ჩრდილოეთით ტყის ფერდოში არის აღმართული ერთი მაღლობი, მიწითა და ვეებერთელა ხეებით დაფარული, მათ ფესვებს ქვეშ აღმოჩნდა შენობების ნანგრევები, სადაც ერთ დროს, როგორც ვრწმუნდებით, წარმოებდა სხვადასხვა მადნების დამუშავება და მისგან სხვადასხვა ნივთებისა, ოქროსა და ვერცხლის ფულების გაკეთება.

ამ ნანგრევების გარშემო ჩაფლულია მიწაში ჭურები, რომლებიც სილით არიან ამოვებული. მის სამხრეთით მდებარე ტყე რამოდენიმე ვერსის მანძილზე დაფარულია ნაშკიდურით ანუ ნამჭედურით (სვანურად - შხიბ). იმ თიხის მილების ნატეხებით, რომლებსაც ძველ დროში სამჭედურებში საბერავების თაველებად ხმარობდნენ. ამ მილებში გაკვეხებულია ნაკიდურა, რის გამოც ისინი ეტყობა საქმისთვის უვარგისი ხდებოდენ და ტყეში ჰყრიდნენ.

ამ ნანგრევების აღმოსავლეთით აღმოჩენილია ივ. დევდარიანის მიერ ის ფულები, რომლებზედაც ზემოთ იყო ლაპარაკი. მის ჩრდილოეთით ტყეში 12-მდე დიდი ქვის როდინები (ქვასანაყებია). სამხრეთით სალიბე ქალდანის მიერ ნაპოვნი ფული, სხვა ნივთები და აგრეთვე ის ზემოხსენებული 1910 წ. ს. მარხში მიწის ქვეშ მუშაობის დროს აღმოჩენილი შენობის ნანგრევები, სადაც ბევრი ნივთები იყო:

ხოლო მდინარის მარჯვენა ნაპირზე სოც. ჭერში მეკვმდაბოგის (მოკლე ხიდის) ყურითან არის მიწითა და ტყით დაფარული, ჯერ ხელუხლებელი შენობის ნანგრევები (მაღ.ლობი). ამ ნანგრევების დასავლეთით ერთი ვერსის მანძილზე აღმოჩენილია პირველად ზემოხსენებულ ნავლად ვიბლიანის მიერ ის ოქროს ფულები,რომლებზედაც ზევით გვქონ და ლაპარაკი და აგრეთვე ერთი შენობა ნანგრევები და სხვ.*საგულისხმო ის არის, რომ ყველა ამ შენობებს ეტყობა ჰქონდათ ერთი და იგივე დანიშნულება - მადნეულობის დამუშავება და უბრალო ანუ საცხოვრებელი სახლის სახე და სიდიდე არა აქვთ.

აი ყველა ეს ნანგრევები ჯერ-ჯერობით ხელუხლებელნი არიან, მაგრამ მათ გარშემო არსებული საგნები, როგორც დავინახეთ, აშკარად მოწმობენ და ნათლად გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე იმ დიდმნიშვნელოვან, უხსოვარ დროიდგან დროთა ვითარების მეოხებით მიწის გულში გახვეულ ძვირფას არქეოლოგიურ შენობების ნანგრევებთან, რომლებშიაც ერთ დროს ენთო ლამპარი წარსული კულტურისა და ხელოვნებისა.

1926 წ. ჭვიბერში ნახული ოქროს ფულა, რომლის მსგავსიც დღემდე არ ნახულა ამჟამად აქვს კექა ცინდელიანს. იმავე ხეობაში ალექსანდრე გარდანმა ნახა სპილენძი კალაპოტში ჩამოსხმული, წონით სამი ფუთი. იმავე წელს ნახული ოქროს მოზრდილი ნაჭერი. აქვს ბავჩი ქალდანს. ამნაირად მე ვფიქრობ, რომ ამ ნანგრევებისა და ტვიბერის შესწავლა მომავალში ფასდაუდებელ, იშვიათ და უცხო მასალებს შესძენს მეცნიერებას, ერთი მხრივ, იმ საკითხის გაშუქებაში, რომ დღეს-დღეობით უკულტურო, ჩამორჩენილი სვანეთი ოდესღაც იშვიათი კულტურისა და ხელოვნების აკვნათ ქცეულა, ხოლო მეორე მხრით სტრაბონისა და პლინიუსის ზემოხსენებული ცნობების შესახებ და სხვ.

ეგნატე გაბლიარი