topmenu

 

ზარზმა - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება

ზარზმა (ადიგენის რ-ნი) ბიბლიოგრაფია:

1. ზარზმა //ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრება. XII-XVI საუკუნეები.- თბ., 1955.- გვ.89-137. - ტაძრის დაწვრილებითი აღწერილობა, ხუროთმოძღვრული დახასიათება, ქტიტორებისა და ამგებთა ვინაობა.

2. ზარზმა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.- გვ.161. - სერაპიონ ზარზმელის მიერ დაარსებული ტაძრის შემორჩენილი სამლოცველოს წარწერისა (ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ქართველთა ლაშქრობის თაობაზე) და ტაძრის დათარიღება, მოკლე ისტორია, ეკლესიისა და ორიარუსიანი სამრეკლოს ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები (ტაბ.175,177)// "ჟღერს ქვის ჰარმონია". ნაკვ.II: საკითხავი ყმაწვილთათვის.- თბ., 2007.-გვ.34-35.

3. ზარზმა //ზაქარაია პ. ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XVIII სს.-თბ., 1981.- გვ.56-88. - სამონასტრო ანსამბლის აღწერილობა. ფრესკული მხატვრობისა და წარწერების დათარიღება, მხატვრულ-არქიტექტორული ანალიზი.

4. თაყაიშვილი ექვ. შენიშვნები ზარზმის ეკლესიისა და მის სიძველეთა შესახებ //უნივერსიტეტის მოამბე.- 1919.- N1.-105. - აღწერილია ზარზმის სიძველენი, გაანალიზებულია წარწერები, შედარებულია "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებასთან" (მისი ტაძარში მოღვაწეობის ვადის დასადგენად) გარკვეულია ეკლესიის აგებისა და გადაკეთების თარიღები.

5. კაკაბაძე ს. ზარზმის მხატვრობის ისტორიული პირების ვინაობის შესახებ //საისტორიო მოამბე. - 1925.- N1.- გვ.239 - 242. - ზარზმის მონასტრის მოხატულობის თარიღის დადგენა მონასტრის ფრესკებზე გამოსახული ისტორიულ პირთა ვინაობის მოხედვით.

6. ჯანაშვილი მ. საქართველოს ისტორია. - ტფ., 1906.- გვ.352-353. - მოკლე ცნობები ზარზმის ტაძრის შესახებ.

7. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971.- გვ.342. - ზარზმის მოხატულობის შესრულების მანერისა და სტილის თავისებურებანი.

8. სამცხე-ჯავახეთი ("სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების" მიხედვით) ზარზმა //გაფრინდაშვილი ქ. ქართული სულიერების სათავეებთან.- თბ., 2005.- გვ.151-192. - ზარზმისა და ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსთა დაფუძნებისა და განვითარების ისტორია.

9. ზარზმა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.- თბ., 2003.-გვ.85. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

10. [ციციშვილი ჰასან]აჭარელი ხასანაი. აჭარა //ცნობის ფურცელი.- 1898 (11 ივნ.).- N555.- გვ.2-3. - ზარზმის ტაძრის სიძველეები.

11. ახალი ამბავი //ივერია. - 1889 (29 მარტი).- N67. - მოსკოვის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი წარწერები ზარზმის მონასტერში.

12. ზარზმა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV.- თბ., 1979.- გვ.485. - სამონასტრო ანსამბლის ისტორია, ხუროთმოძღვრება, მხატვრობა-მოკლე დახასიათება.

13. ზარზმის ტაძრის შეკეთება //ცნობის ფურცელი.- 1899 (17 ივნ.).- N844.-გვ.2.

14. ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.- თბ., 1977.- გვ.47-49. - ზარაზმის კომპლექსში შემავალი გუმბათოვანი ტაძრისა და სამრეკლოს მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი. ტექსტს ახლავს ორი ფოტოსურათი.

15. ბასილი ზარზმელი ტაძრის მშენებლობის შესახებ //თუმანიშვილი დ. წერილები. ნარკვევები.- თბ., 2001.- გვ.40-56. - ცნობები ზარზმის მონასტრის დაარსებისა და მშენებლობის შესახებ ბასილი ზარზმელის "ცხოვრებაი სერაპიონ ზარზმელისაის" მიხედვით.

16. სილოგავა ვ. სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის პალეოგრაფიული ექსპედიციის მიერ //მრავალთავი. X.- თბ., 1983.- გვ.283. - ზარზმის ტაძრის ეზოში დაცული კუთხოვანი ასომთავრულით შესრულებული წარწერის მოკლე აღწერილობა.

17. ზარზმის სამონასტრო ანსამბლი //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-XII).- თბ., 1980. - გვ.278-282. - მოკლე ცნობა ზარზმის დღემდე შემორჩენილი ნაგებობების შესახებ, ზარზმის ტაძრის სამლოცველოს X საუკუნის წარწერის პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, წარწერების შესრულების სავარაუდო თარიღი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.107).

18. განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): ზარზმა //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.- თბ., 1955.- გვ.68. - მოკლე ცნობები ტაძრის გეგმის, დეკორატიული გაფორმებისა და ფრესკული ფერწერის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXXII. სურ.1; ტაბ.XXXIII. სურ.2).

19. ისტორია ხურსიძის (ისრაელოვის) გვარისა //ჭიჭინაძე ზ. სამცხე-საათაბაგო.- ტფ.- 1905.-გვ.103-104. - ტექსტს ერთვის ფოტო (გვ.108).

20. ხუდადოვი ვ. ზარზმის მონასტერი (ახალციხის მაზრა)//ივერია. პ1902.- N146.

21. ჯანაშვილი[დიმიტრი] ინგილო. უფალო რედაქტორო! //დროება.- 1876 (3 სექტ.).- N94.-გვ.1. - ზარზმის ეკლესიის მხატვრობის გადარჩენისათვის. მოხსენიებულია მხატვარი პრემაცო.

22. ჯანაშვილი მ. მესხეთი.- თბ., 1915. - გვ.20. - მოკლე ცნობები ზარზმის მონასტრის შესახებ.

23. ზარზმა //იამბე, ციხის ნაშალო.- თბ., 2007.- გვ.64-65. - მონასტრის შესახებ არსებული ხალხური თქმულებები. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

24. ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში.- თბ., 1992.- გვ.142-151. - ზარზმის ხუროთმოძღვრული ანსამბლის დახასიათება, კედლებზე შემორჩენილი წარწერებისა და ფრესკების აღწერილობა.

25. ზარზმა //ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები.- თბ., 1970.- გვ.63-73. - სამონასტრო კომპლექსის ისტორია, ნაგებობების ხუროთმოძღვრული დახასიათება, დიდი ტაძრის კედლებზე შემორჩენილ ისტორიულ პირთა პორტრეტებისა და წარწერების აღწერილობა. ტექსტს ერთვის ტაძრის საერთო ხედის, სამხრეთ კარიბჭის, შესასვლელის ფასადების, სარკმლების ჩუქურთმების, გუმბათის ყელის, მოხატულობისა და სამრეკლოების ფოტოები. მოხსენიებულნი არიან:იმერეთის მეფე ბაგრატ III(XVI ს.), მამა სერაპიონ ხურციძე.

26. ნეტარი და ყოვლადქებული სერაპიონ ზარზმელი. ზარზმა //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.- თბ., 2005.- გვ.310-312. - ცნობები სერაპიონ ზარზმელის შესახებ. მონასტრის მდებარეობა, მოკლე ისტორია და ხუროთმოძღვრული დახასიათება. ცნობები სამცხის მფლობელთა შესახებ. მოხსენიებულნი არიან: სერაპიონ ზარზმელი, ბასილ ზარზმელი, გიორგი ჩორჩანელი, ხუროთმოძღვარი გარბანელი, სამცხის მთავარი ბექა მანდატურთუხუცესი, ზარზმის ერთ-ერთი მფლობელები, ხურციძეები და სხვები. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს მთავარი ტაძრის ფასადის ნაწილისა და საერთო ხედის ფოტოები.

27. ზარზმის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია //საქართვეოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა. - თბ., 2004-2005. - სოფ.ზარზმის ტაძრის მოხატულობის ტექნიკური კვლევა, საკონსერვაციო პროექტის შემუშავება და ჩატარებული სამუშაოების შედეგები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს სამონასტრო კომპლექსის საერთო ხედისა და მოხატულობის ფრაგმენტების ფოტოები.

28. ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია:ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005.- გვ.29-30. - დაარსება, მოკლე ისტორია, ცნობა სერაპიონ ზარზმელის შესახებ, სამონასტრო ცხოვრების განახლება - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, რუსეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე გიორგი ალექსანდრეს ძე (XIX-XX სს.); საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (გეწაძე). ტექსტს ახლავს ზარზმის სამონასტრო კომპლექსის ფოტო.

29. განვითარებული ფეოდალიზმი: ზარზმის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1995.- გვ.100-101. - მოკლე ცნობა ზარზმის ტაძრის მხატვრული ფორმების შესახებ.

30. ახალციხე და ზარზმის მიდამოები //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.- თბ., 1977. - გვ.46-49. - ტაძრის გეოგრაფიული სივრცე, ძეგლის შესახებ არსებულუ ისტორიული წყაროები, ტაძრისა და კომპლექსში შემავალი ნაგებობების ნანგრევების (სამრეკლოს, სამლოცველოსა და ორი პატარა ეკლესიის)ხუროთმოძღვრული აღწერილობა, მხატვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ორი ფოტო.