<უკან დაბრუნება
ნინო სამსონია
იგოეთის (გრაკლიანი გორა) შუამდინარული საბეჭდავების შესახებ
იგოეთის ცილინდრული საბეჭდავი - ცილინდრული საბეჭდავი (კონუსის ნიშნებით).
მასალა: გამომწვარი თიხა, (სიმაღლე-5,2 სმ; ქვედა დიამეტრი 2,8 სმ; ზედა-1,6 სმ)
სტატიის წყარო
იგოეთში, გრაკლიანი გორის არქეოლოგიურ გათხრებზე, აღმოჩნდა შუამდინარული ცილინდრული საბეჭდავი, რომლის იკონოგრაფია გლიპტიკის ხელოვნების ყველაზე ადრეული ეტაპის - ურუქ-ჯემდეთ-ნასრის, ცილინდრული საბეჭდავების იკონოგრაფიის იდენტურია.Uურუქისა და ჯემდეთ-ნასრის სტილი ძვ. წ. IV-III ათასწლეულის მიჯნაზე ჩამოყალიბდა სამხრეთ შუამდინარეთში და მოიცვა სრულიად წინა აზიის ტერიტორია. ჯემდეთ-ნასრის პერიოდის (ძვ.წ XXX-XXVIII ს.ს.) საბეჭდავები გარდა სამხრეთ მესოპოტამიისა, აღმოჩენილია დიალას მხარეში, სირიაში, ირანის სხვადასხვა ოლქებსა და ანატოლიაში, ყველგან ვისაც კი ურთიერთობა ჰქონდა ქ.ურუქთან. უნდა აღინიშნოს, რომ საბეჭდავები ძირითადად აღმოჩენილია ტაძრების ტერიტორიის გათხრების დროს და შესაბამისად, რადგანაც ტაძრების რეკონსტრუქცია ხშირად ხდებოდა, არ შეესაბამება თავის პირვანდელ სახეს1. ურუქის საბეჭდავების სტილი შესაძლოა მომდინარეობდეს მესოპოტამიის გარე რაიონებიდან, მაგალითად ჰაბუბა ქაბირადან, (ძვ.წ. 3200 წ.) ურუქის პერიოდის კულტურა ვრცელდებოდა მესოპოტამიის საზღვრებს გარეთაც. ამის დამადასტურებელი მასალა აღმოჩნდა 1969-1975 წწ. სირიაში გათხრებისას, რაც უფრო ადრინდელი უნდა იყოს, ვიდრე ურუქის კულტურა გადავიდოდა ჯემდეთ-ნასრის პერიოდში2. იგოეთის ცილინდრული საბეჭდავიც ტაძრის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. სავარაუდოდ ტაძრისათვის უნდა ყოფილიყო შეწირული, როგორც საკულტო საგანი და არა როგორც მოხმარებისთვის გამიზნული საბეჭდავი. აღნიშნული საბეჭდავის იკონოგრაფია სრულიად შეესაბამება გლიპტიკის ხელოვნების I პერიოდის (ძვ.წ. 3000-2800 წწ.) ორნამენტიანი ჯგუფის ნიმუშებს (იხ. ნიმუშები)3. საბეჭდავის ფორმა (ცილინდრული კონუსი - ოდნავ ვიწროვდება ქვემოდან ზემოთ – ქვედა დიამეტრი 2,8 სმ; ზედა-1,6 სმ.) და მასალა (გამომწვარი თიხა), საფუძველს იძლევა, რომ ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისს მივაკუთვნოთ. გლიპტიკის ხელოვნებაში გამომწვარი თიხა საბეჭდავების ყველაზე ადრეულ მასალადაა დადასტურებული. საბეჭდავების იკონოგრაფიის შესწავლა მათივე ანაბეჭდებით ხდება. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ანაბეჭდია აღმოჩენილი, ნიმუში კი დაკარგულია. იგოეთის ცილინდრული საბეჭდავის შემთხვევაში ხერხდება საბეჭდავის იკონოგრაფიისა და მასალის იდენტიფიკაცია, რაც ამარტივებს დათარიღების პრობლემას. თუმცა საბეჭდავები დათარიღებისთვის საყრდენ მასალას არ წარმოადგენენ. ეს სირთულე, უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია საბეჭდავთა მცირე ზომით, რაც აადვილებდა მათ გადაადგილებას, ხდებოდა ერთი არქეოლოგიური ფენიდან სხვა ფენაში ჩაგორებაც. რამდენადაც საბეჭდავები თილისმის ფუნქციასაც ასრულებდნენ, ხდებოდა მათი ხელახალი ხმარება, გადაკეთება, იკონოგრაფიის მოტივის ჩამატება, ან ხელახალი მფლობელის სახელის დაწერა. აქედან გამომდინარე, საბეჭდავების დათარიღების მთავარ საყრდენად ის მასალა რჩება, რომელიც გლიპტიკის ხელოვნების გარკვეული ეტაპისათვის გამოიყენებოდა. შუამდინარეთში გავრცელებული იყო წინა ეტაპების იკონოგრაფიის ხელახელი ამოკვეთა ახალი მასალით, რის საუკეთესო დასტურს ალალახის არქივის ანაბეჭდები წარმოადგენენ, ალალახის არქივში იასპითა და ჰემატიტით შესრულებულია ძველი, ურის I-II დინასტიების დროს გავრცელებული იკონოგრაფია. ძვ.წ,II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, როდესაც გლიპტიკის ხელოვნების ძველბაბილონური სტილი ე.წ. მითანურმა სტილმა ჩაანაცვლა. მითანური საბეჭდავების იკონოგრაფია სრულიად მოიცავს ძვ.წ. III ათასწლეულის საბეჭდავთა იკონოგრაფიის ყველა ეტაპის მოტივებს.
იგოეთის ნიმუშის იკონოგრაფია ემთხვევა შუამდინარული ცილინდრული საბეჭდავების კვეთის პირველ ეტაპს - ე.წ. ურუქის პერიოდის სტილს, რომელიც განვითარდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა მომდევნო - ჯემდეთ ნასრის პერიოდში. ურუქისა და ჯემდეთ-ნასრის პერიოდის სტილებს შორის მკაფიო გამიჯვნა არ არსებობს. ჯემდეთ ნასრის პერიოდის საბეჭდავები იყოფა ოთხ ჯგუფად მასზე აღბეჭდილი საგნების, ორნამენტების, ჩრდილებისა და მასალის მიხედვით. IV ჯგუფს წარმოადგენს საბეჭდავთა ის ჯგუფი, სადაც ვხვდებით ორნამენტებსა და დეკორაციებს. ეს ჯგუფი იყოფა ორ ნაწილად. პირველი ე.წ. «შევრონის» ორნამენტები ქსოვისა და წვნისგან უნდა მომდინარეობდეს (იხ.1). ისინი სავარაუდოდ, ქსოვისაგან ჭილოფის დაწვნის მსგავსად უნდა იყოს შექმნილი. სწორედ ამ ჯგუფს უახლოვდება იგოეთში აღმოჩენილი საბეჭდავის იკონოგრაფია. იგი შუამდინარული შევრონის ორნამენტებიანი საბეჭდავების იდენტურია. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგოეთის ცილინდრული საბეჭდავი ფორმისა და მასალის მიხედვით ამ ჯგუფის ჩამოყალიბების სათავესთან უნდა მოიაზრებოდეს4. უნდა აღინიშნოს, რომ გლიპტიკისა ხელოვნების შვიდივე ეტაპზე – ბოლო, აქემენიდური პერიოდის ჩათვლით5, მთლიანად ორნამენტიანი დიზაინით შესრულებული ნიმუშები, მხოლოდ პირველ, ურუქ-ჯემდეთ ნასრის პერიოდში გვხვდება. ანალოგიური დიზაინი მხოლოდ ნუზის გლიპტიკის V ჯგუფში გვხვდება, რაც II ათასწლეულის II ნახევრით თარიღდება და მხოლოდ ანაბეჭდებითაა ცნობილი. ჯემდეთ-ნასრის პერიოდის შემდეგ, ორნამენტი მხოლოდ კომპოზიციის გასაყოფად ან საბეჭდავების კიდეების გასაფორმებლად გამოიყენებოდა6.
ნუზის გლიპტიკა, როგორც აღვნიშნეთ, ანაბეჭდებითაა წარმოდგენილი, თუმცა მითანურ პერიოდში, რასაც ნუზის მასალა შეესაბამება, ძირითად მასალას ჰემატიტი, იასპი და ზოგჯერ უბრალოდ ქვა წარმოადგენდა. იგოეთის საბეჭდავის შემთხვევაში, მასალისა და იკონოგრაფიის იდენტიფიკაცია საფუძველს გვაძლევს რომ ადრეულ I-II ეტაპს მივაკუთვნოთ. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მითანური სტილი, ითვისებს წინა ეტაპების იკონოგრაფიის თითქმის ყველა მოტივს. ამ საერთო სტილს, მეცნიერებაში საერთო მითანური სტილი ეწოდება. მითანური სტილის ნიმუშები ვრცელდებოდა ნუზიდან კვიპროსამდე, სადაც ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან ხდება უძველესი შუამდინარული მოტივების გადატანა. არ არის გამორიცხული, რომ მითანური სტილის საბეჭდავებს კავკასიამდეც მოეღწიათ. თუმცა იგოეთის ნიმუშების საფუძველზე, შეგვიძლია ძველი ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის კულტურული ურთიერთობები ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან მოვიაზროთ. იგოეთში აღმოჩენილი ორივე ნიმუშის მასალა იმ უძველესი მასალის შესაბამისია, რომლებიც საბეჭდავების დასამზადებლად ძვ.წ. III ათასწლეულის შუა პერიოდამდე იხმარებოდა მესოპოტამიაში ჩვენს შემთხვევაში კირქვა- იგოეთის კონუსური საბეჭდავისთვის და გამომწვარი თიხა -ცილინდრულისთვის. გამომწვარი თიხა საბეჭდავების მასალად გამოიყენებოდა საბეჭდავების კვეთის პირველ ეტაპზე – ურუქის პერიოდში, დაახლოებისთ IV ათასწლეულის დასასრულს, რაც თანდათან ჩაანაცვლა ისეთმა რბილმა ქვებმა, როგორებიცაა: ქლორიტი, სტეატიტი, სერპენტინი, კირქვა და ალებასტრი, რომელთა დაჭრაც შესაძლებელი იყო ნებისმიერი მყარი იარაღით. ხოლო ადრედინასტიურ, აქადურ და მომდევნო პერიოდებში საბეჭდავების იკონოგრაფიის ამოსაკვეთად დაიწყეს საჭრელი ბორბლისა და მეტალის იარაღების გამოყენება, რამაც გააფართოვა საბეჭდავების მასალა და საბეჭდავების დასამზადებლად ისეთი მყარი ქვებიც კი გამოიყენებოდა, როგორიცაა კვარცი და კორუნდი, ასევე წითელი რკინაქვა7. ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზღვარი ნაკარნახევი იყო ქვის ტიპით. თავდაპირველად ქვას ეძლეოდა ფორმა, საკიდისთვის იხვრიტებოდა და ბოლოს იკვეთებოდა დიზაინი. მეტალის სხვა იარაღებთან ერთად დასტურდება საჭრელი ბორბლის არსებობა, თუმცა საბეჭდავების კვეთის პირველ ეტაპზე, იკონოგრაფიის შესაქმნელად, დაფიქსირებულია მხოლოდ მექანიკური ბურღისა და ლერწმის იარაღის ხმარება, რომლის მეშვეობითაც უნდა იყოს შესრულებული იგოეთის ცილინდრი – ანუ იკონოგრაფიის ძირითადი ფორმები იქმნებოდა ბურღით – ორნამენტის გული, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ემთხვევა საკიდის ნახვრეტს (იხ. ქვემოთ) და მის გარშემო ლერწმის მსუბუქი გასმით უნდა შექმნილიყო არსებული კომპოზიცია. ამ ნიმუშზე არ აღინიშნება ლითონის იარაღის კვალი, რომლებიც დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლეულის II ნახევრიდანგამოიყენებოდა ბურღის კვალის დასაფარად8. რაც შეეხება იგოეთის ცილინდრის ფორმას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსხვავებულია ურუქ-ჯემდეთ ნასრის ფართოდ გავრცელებული ცილინდრების ფორმისაგან, თუმცა ზომით შესაბამისია. ამ საბეჭდავის ფორმა ინაცვლებს უფრო ადრეულ წარსულში და მსაგავსია პრეისტორიული კონუსური საბეჭდავებისა, რომელთაც თავზე იგოეთის ნიმუშის მსგავსად ასევე გამოსახული ჰქონდათ ჯვრისებრი ნიშანი9, თუმცა ამ კონუსურ საბეჭდავებს განსხვავებული ფორმა და დიზაინი ჰქონდათ. (ანაბეჭდი სრულდებოდა დაბეჭდვით და არა თიხაზე გადაგორებით). არ არის გამორიცხული, რომ იგოეთის ნიმუში ძველი კონუსური საბეჭდავისაგან იყოს გადაკეთებული. შესაძლოა, ეს საბეჭდავი თავიდანვე საკულტო და არა პირადი მსახურებისთვის ყოფილიყო
შექმნილი, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ურუქის პერიოდის საბეჭდავთა უმრავლესობა ტაძრებისათვის იქმნებოდა (იგოეთის ცილინდრიც ტაძრის გათხრისას აღმოჩნდა ჭურჭელში). ამ ვარაუდის საფუძველს იკონოგრაფიაში მოქცეული საკიდის ნახვრეტი იძლევა, რაც ჩვეულებრივ არ გვხვდება დასაბეჭდად გამიზნულ ცილინდრებზე. ცილინდრული საბეჭდავები იხვრიტებოდა ვერტიკალურად, ან საერთოდ არ იყო გახვრეტილი. ამასთანავე, საბეჭდავისთვის იკონოგრაფია მთავარ კომპონენტს წარმოადგენდა, რითაც სასურველი ანაბეჭდი სრულდებოდა თახაზე, შესაბამისად საბეჭდავი იხვრიტებოდა დასაკიდად და სატარებლად, რაც იკონოგრაფიის გასაფრთხილებლად იყო გამიზნული. უნდა აღინიშნოს, რომ საბეჭდავის ნახვრეტი შესანიშნავადაა მოქცეული იკონოგრაფიაში და მონაწილეობს ანაბეჭდის ცენტრალური ნაწილის შექმნაში, ანუ საბეჭდავისთვის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ის ადრე თუ გვიან იკონოგრაფიის შესაბამისად გაიხვრიტა.
იკონოგრაფია წარმოადგენს უძველეს შუამდინარულ, მითოლოგიურ მოტივს. გამოსახულია ტაძარი, რომელიც შუამდინარული მითოლოგიური წარმოდგენით ჩვეულებრივ სხივებით გამოისახებოდა, როგორც მარადიული და ცასთან დაკავშირებული. ტაძრის უძველეს იკონოგრაფიაში ჩასმულია ორი საგანი, სავარაუდოდ თევზები ან ორი სხვადასხვა ზომის ლარნაკი. ორივე შემთხვევაში წყალთან დაკავშირებული, რაც მტკნარი წყლების უძველეს ღვთაებებს და მათთან დაკავშირებულ წარმოდგენებს უკავშირდება. ასევე შესაძლოა იყოს ჩიტის ან რომელიმე ცოცხალი არსების გამოსახულება, რაც ასევე გავრცელებულ მოტივს წარმოადგენდა შუამდინარეთში, როგორც კონუსური, ისე ცილინდრული საბეჭდავების იკონოგრაფიისთვის. კონუსური საბეჭდავების კომპოზიცია - ერთმანეთში ჩასმული ფიგურებისა, განსხვავდება ცილინდრების იკონოგრაფიისგან. შუამდინარულ ცილინდრულ საბეჭდავებზე, ფიგურები მიემართებიან ღვთის სახლისაკენ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ასევე სხივებითაა გამოსახული, როგორც იგოეთის ნიმუშზე. განსხვავებული კომპოზიცია გამოწვეულია კონუსურ და ცილინდრულ საბეჭდავთა განსხვავებული ხმარების წესით10. იგოეთის კონუსური საბეჭდავი სრულიად ჩამოყალიბებული, ტიპური ნიმუშია პრეისტორიული შუამდინარული –ძვ.წ. IV ათასწლეულის კონუსური საბეჭდავისა, რაც დასტურდება საბეჭდავის ფორმით, მასალითა და იკონოგრაფიით. შუამდინარულ საბეჭდავებთან ერთად იგოეთში აღმოჩენილია კონუსური საბეჭდავები, რომელიც ადგილობრივი თიხისაგანაა დამზადებული, თუმცა მასზე ამოკვეთილი იკონოგრაფია ასევე ანალოგებს პრეისტორიულ სამხრეთ შუამდინარეთში პოულობს11, რაც მომავალი კვლევების საქმეა. შესაბამისად იგოეთის, გრაკლიანი გორის, გათხრების მასალა, კიდევ ერთი ნათელი დასტურია ძველი ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის კულტურული ურთიერთობებისთვის.
---------------------------------------------------------------------
1 სამსონია ნ., შუამდინარული გლიპტიკა, თსუ 2008, გვ.32.
2 Ancient Art in Seals, Princeton, New Jersey, p.6-7.
3 Porada Edith, Mesopotamian Art in Cylinder Seals of the Pierpont Morgan Library, New York, 1947, p.17, n.10, იხ. 1 - შავი სერპენტინი, 4,8X1,3,5 სმ. Corpus of Ancient Near Eastern Seals in North American Collections, The Bollingen Series XIV, V –I, ნ.33, იხ. 2 –შავი სერპენტინი, 2,7X1,75სმ. ნ. 34, იხ. 3 –მუქი კირქვა, ქვედა ნაწილი დაზიანებულია. n.36, იხ.4 –შავი სერპენტინი, 4,8X1,35 სმ. n.39, იხ. 5 – შავი სერპენტინი, 3,3X0,95 სმ. Frankfort H, Stratified Cylinder Seals from the Diala Region, Chicago, V-LXXII, 1955. n.827, იხ. 6-გეომეტრიული დიზაინი, თეთრი კირქვა; 2,8X1,5 სმ. იხ. 210; 7 -გეომეტრიული დიზაინი, ფრიტა, 1,1X0,5 სმ. ნიმ..165; იხ. 8 - გეომეტრიული დიზაინი, სტეატიტი; 1,7X0,5 სმ. ნ.175, იხ. 9- გეომეტრიული დიზაინი, შავი ქვა, 2,7X0,7 სმ. n.105N, იხ. 10 - გეომეტრიული დიზაინი, სტეატიტი, 4,2X1,1 სმ. ნ.114N, იხ. 11 -სტეატიტი, 1,8X0,8 სმ. ნიმ. 99; იხ. 12 –სტეატიტი, 3,5X1,1 სმ. n.51N, იხ. 13 -გეომეტრიული ორნამენტი, ფრიტა, 1,8X1,3 სმ.
4 Dominique Collon, First Impressions Cylinder Seals in the Ancient Near East, Brirish Museum Press, 1987, n.491, იხ.15 - დაბეჭდილი თიხის ბურთი, დიამ.6,5 სმ. ზედაპირზე ანაბეჭდებია თანამიმდევრობით, რომლებიც შეესაბამება თიხის თოქენებს, რომლებიც ბურთში აღმოჩნდა; ადრეული ურუქის პერიოდი. ნ. 502, იხ. 16 - თიხის ცილინდრი გვერდზე თავისი ანაბეჭდით, 4,0X2,1 სმ, პერიოდი II.
5 სამსონია ნ, “შუამდინარული გლიპტიკა”, გვ.25-26.
6 შუამდინარული გლიპტიკა, გვ. 67.
7 შუამდინარული გლიპტიკა, გვ.16-17.
8 შუამდინარული გლიპტიკა, გვ. 34 (6-7).
9 Shua Amorai-Stark, Wolfe Family Collection of Near Eastern Prehistoric Stamp Seals, University Press Fribourg Switzerland Vandenhoeck & Ruprecht Gettingen, 1997, n.367, იხ 14 –სერპენტინი, კონუსი, დიდი ნახვრეტით (6-5 მმ). თავზე ჯვრით, ძვ.წ. IV-III ათასწ. გვიანდელი ურუქის პერიოდი.
10 Frankfort H, Stratified Cylinder Seals from the Diala Region, Chicago,V-LXXII, 1955. n.42-JN, იხ.17-თეთრი მარმარილო, გაუხვრეტავი, 3,3X2,8 სმ. n.41-JN, იხ. 18 –კირქვა; 2,7X2,1 სმ. ნ.31-JN, იხ. 19-ორი თხა, ორი ტაძარი და გეომეტრიული მოტივი, თეთრი მარმარილო, 3,5X2,8 სმ. n.863-JN, იხ.20 –სამი თევზი, ტაძარი და გეომეტრიული მოტივი, მარმარილო, 3,2X2,9 სმ. n.12-JN, იხ.21 –მოტივტივე ლარნაკები და ტაძარი, ნიჟარა, 1,7X1 სმ. n.13-JN, იხ.22 –მოტივტივე ლარნაკები და გაურკვეველი საგანი, ნიჟარა, 1,9X1,2 სმ. Amiet Pierre, La Gliptique Mesopotamienne Archaique, Paris, 1980, n.388, იხ.23 -ადრედინასტიური პერიოდის სცენები ცხოველთა გამოსახულებით, ანაბეჭდი: SCS 863. Temple de Shara. n.389, იხ.24- ადრედინასტიური პერიოდის სცენები ცხოველთა გამოსახულებით, ანაბეჭდი: SCS 853. Temple de Shara.
11 Shua Amorai-Stark, Wolfe Family Collection of Near Eastern Prehistoric Stamp Seals, University Press Fribourg Switzerland Vandenhoeck & Ruprecht Gettingen, 1997, n.287, იხ. 25-შავი სერპენტინი, 21X19X8 მმ. კუთხოვანი ჯვარი და შევრონის ორნამენტი, გვიანი 5-4 ათასწლეულები, უბაიდი ან ადრეული ურუქის პერიოდი ჩრდ-აღმ ანატოლია, დასავლეთ ირანი, სამხრეთ შუამდინარეთი. n.289, იხ. 26-მოლურჯო-მოშავო სერპენტინი, 13X13X6მმ, შესრულებულია წვეტიანი ბურღით, გახვრეტილი; კუთხოვანი ჯვარი დიაგონალური ხაზებით ან შევრონის ორნამენტით; IV ათასწლეული; გვიანი უბადი/ადრეული ურუქის პერიოდი, სირია, ჩრდ-აღმ ანატოლია, დასავლეთ ირანი, სამხრეთ შუამდინარეთი. n.461, იხ.27-მოვარდისფრო-კრემისფერი გამომწვარი თიხა; 35X28X15მმ; ხაზოვანი მოტივი; IV ათასწლეულის II ნახევარი, ურუქის პერიოდი; სამხრეთ მესოპოტამია, დასავლეთ ირანი. n.463, იხ.28 –კრემისფერი გამომწვარი თიხა, 41X41X22მმ. ღრმად გაბურღული ნახვრეტებით (7X5 მმ). ჯვარი ცენტრალური ნახვრეტით გარშემო ცხრა ნახვრეტით (ყვავილის ორნამენტი?). IV ათასწლეულის შუა ხანები, გვიანი უბაიდი ან ადრეული ურუქის პერიოდი; დასავლეთ ირანი ან ერაყი, ჩრდ-აღმ ანატოლია. BBriggs Buchanan, Catalogue of Ancient Near Eastern Seals in the Ashmolean Museum, VII, The Prehistoric Sramp Seals, Oxford, 1984. n.21, 29-სტეატიტი, ჯვარი ხაზოვანი დიზაინით; 1889.326; 20X8; IV ათასწ. n.22, იხ.30 - მომწვანო ქვა, 23X18X20; ძალიან ადრეული ნიმუში. n.23, იხ.31 - მოყვითალო კირქვა, ჯვარი შევსებული კუთხეებით, გახვრეტილი, IV ათასწ.
Vakhtang Licheli, Nino Samsonia
Mesopotamian Seals from Igoeti -Grakliani settlement
The settlement and necropolis of Grakliani Hill are located in the Central Transcaucasia, Georgia, on the territory of village Igoeti, on a hill, which dominates among two small rivers - Lekhura and Tortla. In 2008 due to road extension works the salvage excavations took place on the southern slope resulting an interesting discoveries. Lower level of the hill is located at 680 meters above the sea level; though upper unexcavated terraces and surface of the hill, rather open place have a higher location at about 720-723 meters. The excavations suggested that the site had been occupied between the Chalcolithic Age and the Late Hellenistic Period.
Stratigraphy:
1. Chalcolithic period ( 7th mill. BC): stone hand axe, flint spearheads, sickle peaces, bone drills. Several fragments of gray fabric pottery typical for chalkolitic age.
2. Early bronze age Burial of various periods are discovered in the west of the southern slope of the hill the earliest pit-burial dated to early Bronze Age was excavated. There were two persons interred in it, with northward orientation. Both contain gray fabric long neck vessels at heads. No other items are evidenced.
3. Early iron Age.
This period is better evidenced in the settlement as well as in necropolis. Chronologically it dates from XI c. B.C. to 900 B.C. I’ll review one burial and one architectural monument (see below).
4. Iron Age (beginning of I millennium)
The material of this period is rich in number and very functional. Approximately the chronology of this period shall be VIII c - beginning of VI c. B.C. The burials of this period are located in the west of the settlement.
5. 450-350 c BC.
There are settlement and necropolis og this time on nGrakliani Hill. Early iron Age burial (N6) was excavated on the lower terrace of the necropolis. It is a pit-burial with oval planning and EW orientation. Two males were interred in the burial with heads together, with crooked extremities, on the right, 65-69 and 55-59 of ages, Burial items: three items were found at the head – a bronze spearhead a bronze pin, bronze handle of bimetal dagger. A small pot placed near the neck of the right deceased, a large tray under the back, and a two-handled narrow bottom pot was dug in the earth under the feet of the deceased eastward to the tray.
Architectural remains:
Monumental altar discovered in the east of the settlement site dates to this period too. Only the northern segment of the building in which it was located is preserved. The building is traces of wood beams arranged horizontally are preserved. The walls were plastered with thick clay. Similarly, the floor was trampled with the clay layer. Such elaboration is not observed in other cases. Altar was located in the North-Western corner of the building. Its location seems standard for bread ovens – for comparison we can cite excavations on Treli hill, Narekvavi, Samtavro, and Khovle. houses. In its east side there was an ash pit with a platform along the northern wall. The platform was used for placing offerings. There were placed vessels of light fabric and different sizes on it; among them are vessel with single handles, which is typical for Central part of Transcaucasus, gaves good date – 1100-900 cc BC. One of these offering vessels contained a Mesopotamian cylinder seal. The size of the seal are 5.2 cm in height, bottom diameter -2.8.sm, and upper surface diameter is 1.6 cm); its iconography is identical to the cylinder seals of first stage of glyptic art – the so called Uruk and Jemdet-Nasr, developed on the verge of IVIII mill. B.C in Mesopotamia from where it spread throughout Asia. Mesopotamian seals of the mentioned period were discovered in south Mesopotamia and Dyala region, Syria, different regions of Iran and Anatolia. It is to be mentioned that Uruk stamp seals were basically discovered during excavations on the territory of temples. The temples were frequently reconstructed losing their initial appearance. Supposedly the stamp seal was sacrificed to the temple and was used rather as worship than a stamp seal. Iconography of the mentioned stamp seal totally corresponds with ornamented samples of the first stage of Glyptic art (3000-2800 B.C). The stamp seal shape (cylinder, with conic sign – slightly narrowing upwards) and the material (fired clay) presuppose earlier date (possibly Middle Uruk period). IV group of Mesopotamian seals includes those stamp seals with ornaments. Icons on seal discovered on Grakliani Hill are close to the “Chevron” group. Image of Graakliani limestone cone-shape seal represent mythological motives of ancient Mesopotamia. It depicts the “house of God” - Temple. which according to Mesopotamian mythology, was irradiated, and its icons depicted rays. It contains two items, presumably fish or two vases of different size related to ancient gods of water. Similarly it can be an image of a bird or other living being that was a prevalent motive on cone-shape or cylinder seals. Grakliani conical seal, which is earliest seal on the territory of Transcaucasus, is a typical example of pre-historic Mesopotamian conical seal of IV mill.BC, supported by the form, material and icons of the seal. It is noteworthy that large amount of seals with different decors dated to Late Bronze - Early Iron Age are discovered on the territory settlement.
|