topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

მესხეთის ტერასები

< უკან დაბრუნება..<< დაბრუნება პირველ გვერდზე..<<<ტრადიციები-სიმბოლიკა//ვაზი და ღვინო>>>

უამრავი ძველი მატერიალური კულტურის ძეგლის შესწავლით ნათელი ხდება, რომ მესხეთი ძველ ფეოდალურ საქართველოში მეტად დაწინაურებული და კულტურული მხარე ყოფილა. მეტად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო ჩვენს წინაპრებს საქართველოს დაცვისათვის დიდი რაოდენობით ციხეები სწორედ ამ მხარეში აუგიათ. მესხეთში იმ დროისათვის მოწინავე ადგილი ეკავა ხელოვნებას, ხუროთმოძღვრებას, მწერლობასა და სოფლის მეურნეობას. ძველ მესხეთში მეჯოგეობასთან და მებაღეობასთან ერთად თვასაჩინო ადგილი ეჭირა ვაზის მოშენებასა და ღვინის წარმოებას. უცხო დამპყრობლების სისტემატურმა თარეშმა მესხეთში დააქვეითა სოფლის მეურნეობის ყველა დარგი და მათ შორის მევენახეობაც. საუკუნეების განმავლობაში გაჩანაგებულ მესხეთში შეიცვალა ბუნებრივი კლიმატური პირობებიც. ბუნება შედარებით უფრო მკაცრი გახდა. როდესაც ეს მხარე ბორჯომის ხეობიდან დაწყებული ახალქალაქის მიდამოებამდე მთლიანად ტყეებით იყო დაფარული ჰავაც შედარებით ზომიერი უნდა ყოფილიყო. ისეთი ვაზის ჯისები რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შეგუებულნი იყვნენ აქაურ გარემოს, თითქმის გადაშენდნენ. მხოლოდ ცალკეული ვაზებიღა შემორჩა ძველ ნასოფლარებსა და ტყეებს.

ტრადიციულად მესხეთში გავცელებული ყოფილა შემდეგი ადგილობრივი ვაზის თეთრი თუ წითელყურძნიანი ჯიშები: სამარიობო, ხარისთვალა მესხური, ცხენისძუძუ თეთრი, თეთრი ახალციხური, საფარულა, თეთრი ბუდეშური, როკეთულა, ჩიტისკვერცხა თეთრი, ცხენისძუა თეთრი, მესხური მწვანე, საწური, მესხური საფერე, კლერტმაგარა და სხვა. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში წერდა: მესხეთში ამ თემის მთაგორიანობისდა მიუხედავად იქაურ მკვიდრთ თავიანთი ცოდნითა და შრომით ვითარცა დახელოვნებულ მიწისმოქმედთ ხეხილიცა და ვენახიც გაუშენებიათ და ხილნაყოფიც საკმაოდ ჰქონიათო. ძველ მესხეთში მევენახეობა მეღვინეობის განვითარების შესახებ ღაღადებენ ის უამრავი ღვინის ქვევრები და მარნები, რომლებიც აღმოჩენილ იქნა ძველი ნასოფლარებისა და ნასახლარების გათხრების დროს. მარნების ნაშთები აღმოჩენილია ასევე ისეთ ადგილებში სადაც საუკუნეების განმავლობაში ვაზის არც ერთი ძირიც კი აღარ შემორჩენილა. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ "შავშვეთ კლარჯეთში, ბუნებრივი პირობების უაღრესად მთაგორიანობა და მიწის სიმცირე ჩვენს წინაპრებს აიძულებდა ვენახები უმთავრესად ხელოვნურად დაბაქნებულ, მოკავებულ ნიადაგებზე გაეშენებინათ მთის კალთებზე, რომელსაც ძველად ოროკო ეწოდებოდა”.

ასეთ ხელოვნურად დაბაქნებულ ოროკებს რომელსაც ქვის კედლებიც აქვს ამოშენებული შესაძლოა 50-ი და მეტი სართულიც გააჩნდეს, რაც მთის კალთაზე 200 მეტრის სიგრძეზეა ამართული. ამ ოროკოებზე დღესაც გვხვდება ძველი მესხური ვაზის ჯიშები თუმცა კი ძალზე იშვიათად. დასარულს უნდა აღინიშნოს რომ მესხური ტერასები ანუ ოროკები უნიკალურ არქიტექტურულ ქმნილებას სწარმოადგენს თავისი მდიდარი შინაარსით სადაც ზუსტად არის გათვლილი ქარისა და მზის მოძრაობა და საირიგაციო თუ წვიმის წყლის არხები და ღარები. ამგვარად დაბაქნებულ ადგილებზე ჩვენი წინაპრები იწევდნენ და აყენებდნენ მაღალი ხარისხისა და იმხანად ასკმაოდ განთქმულ ღვინოებს.

გიორგი ბარისაშვილი