topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ო. ჯაფარიძე - კავკასიის წინა აზიის სამყაროსთან ურთიერთობის საკითხისათვის (2)

<უკან დაბრუნება... <<უძველესი კავკასია


ოთარ ჯაფარიძე

კავკასიის წინა აზიის სამყაროსთან ურთიერთობის საკითხისათვის

ძიებანი

საქართველოს არქეოლოგიაში

N20

თბილისი, 2011

(გაგრძელება - ნაწილი II)

<<ნაწილი I

კულტურული ფენის სისქე დაახლოებით 2,0 მ უდრიდა. საცხოვრებელი შენობები ნაგები იყო ალიზისაგან სწორკუთხა ან ოთხკუთხა მოყვანილობის. ნამოსახლარზე 12–მდე თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ღუმელი აღმოჩნდა. გამოვლინდა რამდენიმე სამეურნეო ორმო. ნამოსახლარის ტერიტორიაზე ნაპოვნი იყო ჭურჭელში მოთავსებული ჩვილი ბავშვის რამდენიმე სამარხი [Нариманов, Ахундов, Алиев 2007:9]. ლეილათეფეს ბორცვის მახლობლად ამ დროის რამდენიმე ნამოსახლარი მდებარეობდა - აბდალ აზის თეფე, შომულუ თეფე, ჩინართეფე და სხვ. თითქმის ყველა ნამოსახლარზე ნაპოვნი იყო ლეილათეფეს ტიპის კერამიკა როგორც "ხარისხიანი", ისე „უხარისხო“ [Нариманов, Ахундов, Алиев 2007:37]. ლეილათეფეს კულტურაში გვხვდება კერამიკის სხვა ნაწარმიც - "ლურსმნები", კვირისტავი ანთროპომორფიული და ზოომორფიული ქანდაკებები, საბეჭდავები და სხვ. ლეილათეფეს ნამოსახლარზე ლითონის რამდენიმე ნივთი აღმოჩნდა - ხიშტი, სადგისი, დანის ნატეხი და სხვ [Нариманов, Ахундов, Алиев 2007:54]. ლეილათეფეს კულტურის ნაკვალევი შეინიშნება აგრეთვე მუღანის ველის ნამოსახლარზე - ალიკემეკთეფესი მიშარჩაი IV და სხვ. [Алиев, Нариманов 2001:26]. ურუკის ტიპის კერამიკას ვხვდებით არარატის ველზე თეხუთის ნამოსახლარზე. აქ აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რომელსაც ატყვია ჩარხის ნაკვალევი [Кореневский 2004:91. Нариманов 1987:67]. თეხუთში ნაპოვნი იყო ლეილათეფეს დამღიანი კერამიკის მსგავსი ჭურჭელი [Кореневский 1999:9]. თეხუთის ნამოსახლარისათვის თავისებური ხასიათის საცხოვრებელია დამახასიათებელი, მიწურები და ნახევრადმიწურები [Торосян 1976:127]. საიდან, რა გზით მიმდინარეობდა ურუკის კულტურის გავრცელება მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთში მთლად ნათელი არ არის. სავარაუდოა, რომ ძირითადი გზა აღმოსავლეთ ანატოლიიდან დასავლეთ ამიერკავკასიაზე გადიოდა, საიდანაც შიდა და ქვემო ქართლის გავლით მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთს აღწევდა. აქ მილისა და ყარაბაღის ველებზე ურუკელთა ცალკეული ჯგუფები საკმაოდ მყარად ფუძნდებიან. ურუკის იერის კერამიკა აღმოჩნდა აგრეთვე ჩრდილო-აღმოსავლეთ აზერბაიჯანში, კასპიისპირეთის რიგ ძეგლებზე და უფრო ჩრდილოეთითაც ზღვისპირა დაღესტანში, დერბენტის მხარეს. აღსანიშნავია, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ზოგიერთ ძეგლზე ეს კერამიკა ადრე მტკვარა–რაქსის კულტურის თიხის ჭურჭელთან თანაარსებობს [Мунчаев, Амиров, Магомедов 2010:320]. სამხრეთ კავკასიაში მათი თანხვედრა შენიშნული არ არის. შესაძლოა ურუკის იერის მატერიალური კულტურის ელემენტების გამოჩენა კასპიისპირეთში ირანის მხრიდან მომდინარეობდა [Мунчаев, Мерперт, Амиров 2010:341] რამდენადმე უფრო გვიან და მტკვარ-არაქსის კულტურის აქ გავრცელების დროს ემთხვევა. გამოითქვა მოსაზრება, რამ ზღვისპირა დაღესტნიდან მიიმართებოდა მნიშვნელოვანი გზა წინააზიური ეთნოკულტურული გავლენების ჩრდილო-კავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში. სწორედ ამის შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო მაიკოპის ფენომენი [Мунчаев, Амиров, Магомедов 2010:321]. ეს გზა მესოპოტომიიდან მოდიოდა ირანში და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის გავლით დაღესტანში, საიდანაც შემდეგ აღწევდა ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ მხარეებს [Мунчаев, Мерперт, Амиров 2010:341]. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ წინააზიური კულტურული იმპულსები ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში უპირატესად სამხრეთიდან მომდინარეობდა წინამაიკოპის ხანაში. ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, როგორც აღინიშნა, ეს გავლენები ანატოლიიდან ძირითადად დასავლეთ ამიერკავკასიის გზით ვრცელდებოდა. შესაძლოა მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების შემოღწევა ზღვის გზითაც ხორციელდებოდა [ჯაფარიძე 2006: 283].

თუმცა, ზოგიერთის აზრით, არსებული მონაცემები ამ გზას ნაკლებად უჭერს მხარს [Кореневский 2004:92; Мунчаев, Мерперт, Алиев 2010:341]. ცენტრალურ კავკასიაში კერამიკის ჩარხზე დამზადების ტრადიციის მატარებელი ტომების გადანაცვლება ძირითადად ალბათ მთავარი ქედის არაერთი გადასასვლელით ხორციელდებოდა. თერგის მხარის ძეგლების ბერიკლდეებთან სიახლოვის საფუძველზე აღინიშნა მტკვრის ხეობის და კავკასიონის უღელტეხილების მნიშვნელოვან როლზე მაიკოპის კულტურის ჩამოყალიბებაში [Кореневский 1997:75]. მაიკოპის კულტურის გავრცელების ძირითად რეგიონში, ყუბანისპირეთში მის წარმოქმნაში ადგილობრივ აფხაზურ-ადიღეური ტომებთან ერთად, ალბათ სამხრეთიდან მიგრირებული მოსახლეობაც მონაწილეობდა, რომელიც აქ წინამაიკოპურ ხანაში საკმაოდ მყარად სახლდება. შესაძლოა, ამ პროცესში ჩართული იყო აგრეთვე მეზობელი; დასავლეთ საქართველოს მკვიდრი მოსახლეობა, ალბათ ქართველური ტომები. ამას თითქოს უნდა მოწმობდეს გარკვეული კულტურული სიახლოვე, რომელიც ამ დროის ყუბანისპირეთის და დასავლეთ საქართველოს ძეგლებზე მოპოვებულ მასალებში შეინიშნება [ჯაფარიძე 1976: 203]. ისიც კი აღინიშნა, რომ დასავლეთ საქართველოს ენეოლითი საფუძვლად დაედო მაიკოპის ადრებრინჯაოს ხანის კულტურას [Глонти и др. 1968:9]. საგულისხმოა, რომ კავკასიაში სამხრეთიდან გადანაცვლებული მოსახლეობის გამოჩენამ თითქმის არავითარი ასახვა არ ჰპოვა ცხოვრების ყოფით მხარეზე. არ შეინიშნება რაიმე საგრძნობი სიახლე სამშენებლო-არქიტექტურულ საქმეში. საცხოვრებლად ისევ ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამახასიათებელი ყოვლად უსახური შენობანაგებობებია გამოყენებული [Черных, Орловская 2007:9]. თუ არ ჩავთვლით ბერიკლდეების ტაძრის ტიპის შენობას, სხვა მონუმენტური ხასიათის ნაგებობა ცნობილი არ არის. მიგრანტებს, ჩანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წეს-ჩვეულებები არ დაურღვევიათ და არ შეინიშნება ყოფით კეთილდღეობაზე ზრუნვის რაიმე ნაკვალევი. ისინი ადგილობრივი მოსახლეობის სოფლებში ბინადრობდნენ და მათი თანაცხოვრება ჩანს შედარებით მშვიდი ხასიათისა უნდა ყოფილიყო. ეტყობა მიგრანტები აქ მაინცდამაინც ხანგრძლივ ცხოვრებას არ აპირებდნენ. აღსანიშნავია, რომ არსლანთეფეს ძირა VII ფენაში, სადაც კარგად შეინიშნება ურუკის ნაკვალევი, საკმაოდ მყარი ქვის საფუძველზე ალიზისაგან ნაგები სწორკუთხა შენობები გვხვდება [Woceza 1989: 15]. როგორც ჩანს, მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთში მიგრანტებს ბუნებრივი რესურსები იზიდავდა, უპირატესად ლითონის საბადოები [Мунчаев, Амиров 2009:46]. მათი ძირითადი საქმიანობა აქ სპილენძის და, ალბათ, ოქროს ძიება იყო. აღინიშნა, რომ კავკასიური მადნები იზიდავდა მესოპოტამიის და ანატოლიის მეტალურგებს [Чайлд 1952:210]. ოქრო იყო ალბათ ძირითადი მიზეზი მესოპოტამიის ინტერესისა კავკასიისადმი [Мунчаев 1975:407]. სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში სპილენძის მისაღებად ალბათ ადგილობრივი საბადოები გამოიყენებოდა - ზანგეზურის, კაფანის, ალავერდის და სხვ. [Иессен 1935: 28; Абибуллаев 1965: 66; Кашкай, Селимханов 1957:449]. სპილენძს აქ მოსახლე ტომები წინარე შულავერ-შამუთეფეს კულტურის ხანაში ეცნობიან [Джапаридзе 1989:228]. პირველი ჩვევები მისი დამუშავებისა ალბათ სამხრეთიდან მოდიოდა [Черных 1993:86], სადაც ლითონს გაცილებით ადრე ეცნობიან [ღამბაშიძე და სხვ. 2010:98]. ლეილათეფეს კულტურის ხანაში ლითონის წარმოება ჩანს უფრო მაღალ დონეს აღწევს [Алиев, Нариманов 2001:73], რაც ალბათ სამხრეთიდან მიგრირებული მოსახლეობის დამსახურება უნდა ყოფილიყო. ვარაუდობენ, რომ ლეილათეფეს ენეოლითურ ფენაში სახელოსნოს ნაშთები აღმოჩნდა [ღამბაშიძე და სხვ. 2010: 99]. მაგრამ, მთლად ნათელი არ არის სად მიმდინარეობდა მადნის დამუშავება და როგორ ხდებოდა ლითონის სამხრეთით გაზიდვა ამ დროის ნამოსახლარზე არსად არ შეინიშნება მადნის დამუშავების ნაკვალევი. შესაძლოა სპილენძის მიღება მადნის მოპოვების ადგილის მახლობლად მიმდინარეობდა. მადნის საცხოვრებელ ადგილთან ტრანსპორტირება საკმაოდ მძიმე და რთული იქნებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ამ ხანებში თვითნაბად სპილენძისა და მაღალი შემადგენლობის მადნებს იყენებდნენ ლითონის მისაღებად. ასეთ შემთხვევაში წიდის რაოდენობა შედარებით ნაკლები უნდა ყოფილიყო. შესაძლოა ამ ნედლეულის მოპოვების შესაძლებლობის შემცირებას უნდა გამოეწვია მიგრანტების მიერ მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთის მიტოვება და ჩრდილოეთით გადანაცვლება. ამას შედეგად ლეილათეფეს კულტურის დაკნინება მოყვა, რაც ალბათ მტკვარ-არაქსის გამოჩენამაც დააჩქარა. კიდევ უფრო ბუნდოვანია ოქროსთან დაკავშირებული პრობლემა. ჯერ კიდევ მთლად ნათელი არ არის, თუ რა დროიდან გვხვდება სამხრეთ კავკასიაში ოქრო. შულავერ-შამუთეფეს კულტურის ხანაში ოქრო ცნობილი არ არის. არც მომდევნო ხანის კულტურებში - ლეილათეფეს, სიონის, დასავლეთ ამიერკავკასიის გამოქვაბულების კულტურაში - არ გვხვდება ოქრო. არა გვგონია, რომ სოიუგბულაგის 2006 წ. №1 ყორღანი, სადაც სხვა ინვენტართან ერთად ოქროს და ვერცხლის მძივები აღმოჩნდა [Ахундов, Махмудова 2008:36], ლეილათეფეს კულტურის თანდროული იყოს [ღამბაშიძე და სხვ. 2010: 99]. მაგრამ ამაზე ქვემოთ. მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთიდან მიგრანტები, ალბათ, ლითონის მარაგის შემცირების გამო კავკასიონის ცენტრალური ნაწილის გადასასვლელებით იწყებენ ჩრდილოეთით გადანაცვლებას. ისინი თერგის მხარეს აღწევენ და ჩანს ე.წ. გალუგაევოს მაიკოპის ჩამოყალიბებაში იღებენ გარკვეულ მონაწილეობას [Кореневский 1993:102]. აღინიშნა, რომ ოქროს მოპოვების წყარო შესაძლოა ყუბანის და თერგის ალუვიალური ოქრო ყოფილიყო [Кореневский 1993:79]. თუმცა გალუგაევის მაიკოპის არსებობის თაობაზე ეჭვი იყო გამოთქმული [Черных, Орловская 2007:10]. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ხასიათის პროცესი უფრო მოგვიანო ხანაშიც შეინიშნება. მტკვარ-არაქსის კულტურის დროსაც მიმდინარეობდა მიგრაციები ჩრდილოეთით. თერგის მხარეში აღმოჩნდა ძეგლები, რომლებიც მეტ საერთოს ნახულობენ საჩხერის ყორღანულ სამარხებში აღმოჩენილ მასალასთან [Ростунов 1989:32]. ოქროს ნაწარმი ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურაში თითქოს ცნობილი არ არის. რაც შეეხება საჩხერის ყორღანულ სამაროვნებზე აღმოჩენილ ოქროს ორ რგოლს, ისინი, ალბათ, ზედა ფენის, ბედენური ხანის სამარხებს უკავშირდებიან. აღმოსავლეთ ანატოლიაში არსლანთეფეს ნამოსახლარზე აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის კულტურის დროინდელი მდიდრული  „სამეფო“ სამარხი, სადაც ოქროს მძივები იყო ნაპოვნი. არა გვგონია, რომ მთლად საიმედო იყო ვარაუდი, რომ ამ ხასიათის სამარხი შესაძლოა მომავალში კიდევ აღმოჩნდეს [ღამბაშიძე და სხვ. 2010:244]. მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლები საკმაოდ კარგადაა შესწავლილი როგორც კავკასიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ სამარხეული ინვენტარის შემადგენლობაში ოქროს ნივთები არ აღმოჩენილა. სადღეისოდ ცნობილია ამ დროის არა ერთი სამარხი, სადაც ნაპოვნია ვერცხლის და სხვა ხასიათის პრესტიჟული ნივთი, მაგრამ ოქროს ნაწარმი არსად არ აღმოჩენილა. თუმცა, როგორც ჩანს მტკვარ-არაქსის კულტურის დროს ოქრო ცნობილი უნდა ყოფილიყო. უკანასკნელ ხანებში ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში ადგილ საყდრისში ოქროს  მოპოვების უძველესი კერა აღმოჩნდა. საყდრისის მაღაროს რადიოკარბონული თარიღი ძვწ IV ათასწლეულის ბოლოთი და III ათასწლეულის პირველ ნახევრით განისაზღვრება, რაც მტკვარ - არაქსის კულტურის არსებობის ხანას ემთხვევა. ამას ადასტურებს აგრეთვე მაღაროში აღმოჩენილი ამ კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭელი [ღამბაშიძე და სხვ. 2010:76, 129].

საგულისხმოა ისიც, რომ საყდრისის მაღაროს მახლობლად მტკვარ-არაქსის კულტურის დროინდელი ძეძვების მოზრდილი ნამოსახლარი გამოვლინდა, რომელიც, როგორც  ვარაუდობენ, მემაღაროელთა დასახლება უნდა ყოფილიყო [ღამბაშიძე და სხვ. 2010:102]. ეს ნამდვილად ეპოქალური აღმოჩენა რიგ, ჯერ კიდევ ძნელად ასახსნელ კითხვებს ბადებს: რატომ არ გამოიყენება ეს ძვირფასი ლითონი მტკვარ-არაქსის კულტურის დროს? სად წავიდა საყდრისის ოქრო? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი უფრო მეტად რწმენა–წარმოდგენას, კულტს უკავშირდება, რომელიც კრძალავ და ოქროს გამოყენებას როგორც სიცოცხლეში, ისე დაკრძალვის რიტუალში. გამოითქვა მოსაზრება, რომ საყდრისის ოქრო, რომელიც, ეტყობა, საკმაოდ უხვად მოიპოვებოდა, სამხრეთ კავკასიის გარეთ გადიოდა [ღამბაშიძე და სხვ. 2010:240]. ოქროზე მოთხოვნილება სამხრეთის დაწინაურებულ ქვეყნებში ამ დროს საკმაოდ მაღალი იყო. სად მიდიოდა და როგორ ნაწილდებოდა ოქროს იმპორტიდან  მიღებული შემოსავალი, გარკვევით თქმა ძნელია. იგი ალბათ საზოგადო საკუთრება იყო. ძეძვების ნამოსახლარზე საზოგადოების შიგნით რაიმე საგრძნობი ცვლილება შენიშნული არ არის. არა გვგონია, რომ აქ აღმოჩენილ №2 სამარხში, სადაც სამი მიცვალებული ესვენა და ლითონის რამდენიმე საკიდი იყო ნაპოვნი, საზოგადოების შიგნით რაიმე ძვრების მანიშნებელი იყოს [ღამბაშიძე და სხვ. 2010: 246]. აღსანიშნავია, რომ ჩვენში ეს მოვლენა შემდეგშიც მეორდება. აღმოსავლეთ საქართველოში გვიან ბრინჯაოს ხანის სამარხეულ ინვენტარში ოქრო თითქმის სრულად ქრება, თანაც თრიალეთის კულტურის შემდეგ, სადაც ოქრომჭედლობა მაღალ საფეხურზე იდგა. იყო ეს მოვლენა კვლავაც კულტთან დაკავშირებული ძნელია გარკვევით თქმა. გვიან ბრინჯაოს ხანაში გვხვდება მდიდრული ე.წ. "წარჩინებული მეომრის" სამარხები, სადაც უხვადაა ჩატანებული ბრინჯაოს იარაღ-სამკაული, მაგრამ ოქროს ნაწარმი წარმოდგენილი არ არის. ის აზრი, რომ ოქრო ამ დროს ალბათ ბრინჯაოს იარაღის შესაძენად გამოიყენებოდა, ნაკლებად სავარაუდოა [Куфтин 1949:5]. მტკვარ-არაქსის კულტურის გამოჩენამ სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში ჩანს დააჩქარა ლეილათეფეს კულტურის ჩაქრობა. ბერიკლდეების ნამოსახლარზე ძირა ფენას ადრე მტკვარ-არაქსის კულტურის ფენა ადევს. არა გვგონია, რომ მართებული იყოს აზრი, თითქოს მაიკოპის კულტურა დროით წინ უსწრებდეს მტკვარ-არაქსის კულტურას [მახარაძე 1998:29]. ბერიკლდეებზე მტკვარ-არაქსის კულტურა ზემოდან მაიკოპის კულტურას კი არ ფარავს, არამედ ტაძრისა და გალავნის შემცველ უფრო ადრეულ ფენას. მაიკოპის კულტურის დაძველების შემდეგ ეს კულტურები დაახლოებით თანადროულები უნდა ყოფილიყვნენ და მათი ადრეული თარიღი ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრით უნდა განისაზღვროს. ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, ყუბანისპირეთში ჯერ კიდევ წინა მაიკოპის ხანაში მიგრირებული მოსახლეობა ჩანს კარგად შეეთვისა აბორიგენ, დამხვდურ ტომებს, მყარად დაფუძნდა მიწაზე და თანაცხოვრება შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. კავკასიის ამ მხარის დაწინაურების ერთერთი მიზეზი შესაძლოა ისიც იყო, რომ მიგრაციამ აქ უფრო დიდი მაშტაბები მიიღო. გარდა კოლხეთიდან გადმონაცვლებული ჯგუფებისა აქ გარკვეული მასა მიგრირებული მოსახლეობისა სამხრეთიდან ალბათ ზღვის გზითაც შემოდიოდა. მშვიდ და დაუძაბავ თანაცხოვრების შედეგად ყუბანისპირეთში ჩამოყალიბდა საკმაოდ დაწინაურებული ე.წ. მაიკოპის კულტურა. დაახლოებით ამავე ხანებში სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში ე.წ. მტკვარ–არაქსის კულტურის ფორმირების პროცესი მიმდინარეობდა კავკასიის ამ ორი მძლავრი კულტურის განვითარების პროცესი სხვადასხვა გზით წარიმართა. მაიკოპის კულტურაში უფრო მეტად იგრძნობა სამხრეთის გავლენა, რაც ალბათ მიგრირებული მოსახლეობის დამსახურება უნდა ყოფილიყო. საზოგადოების შიგნით მიმდინარე დიფერენციაციის პროცესი აქ უკვე საკმაოდ შორს წასული ჩანს. ჩნდება დაწინაურებული, ელიტარული ფენა მოსახლეობისა, ალბათ ძირითადად მიგრანტებისაგან შემდგარი. იზრდება ბელადის როლი, რომელიც დიდი პატივით იკრძალება. იმატა მოთხოვნილებამ ფუფუნების საგნებზე. ოქრომჭედლობა საკმაოდ მაღალ დონეს აღწევს. ჩანს პროფესიონალი მელითონეები დაეუფლნენ საიუველირო საქმის რთულ პროფესიას ჩნდება ოქროს და ვერცხლის მაღალი დონის სამკაული და ჭურჭელი. ვერცხლის ზოგიერთ ჭურჭელზე საკმაოდ რთული კომპოზიციებია გამოსახული. ვერცხლის ერთ-ერთ ჭურჭელზე გადმოცემულია მთების გამოსახულება, ზოგის აზრით, კავკასიონის ქედი თავისი ორი მთავარი მწვერვალით იალბუზით და ყაზბეგით [Фармаковский 1914:50]. თუმცა ზოგი ეჭვს გამოთქვამს, რომ აქ კავკასიონის ქედის რეალური პანორამა იყოს გამოსახული [Иессен 1935:82]. უფრო ისაა სავარაუდო, რომ ჭურჭელზე ადგილობრივი მთიანი რელიეფია გადმოცემული [Чайлд 1952:213]. არ არის გამორიცხული, რომ ჭურჭელი ადგილობრივი ოსტატის მიერ იყოს შესრულებული [ო.ჯაფარიძე 1976: 219]. და მაინც უფრო ისაა საფიქრებელი რომ ოქრომჭედლობის მაღალი დონე მოსული მოსახლეობის დამსახურება იყო. საიუველირო ნაწარმის იმპორტული წარმომავლობა ნაკლებადაა სავარაუდო თუმცა ის მოსაზრებაც გამოითქვა, არც თუ მთლად დამაჯერებელი, რომ თითქოს მაიკოპის კულტურის მატარებელი ტომები თვითონ იდგნენ წინა აზიის საიუველირო საქმის სათავეებთან [Кореневский 2004:97]. როგორც ჩანს, მაიკოპის კულტურის ხანაში თანდათანობით სუსტდება დამოკიდებულება წინააზიურ სამყაროსთანოამის ერთ-ერთი მიზეზი ეგებ ისიც იყო, რომ ამ დროს ძლიერდება მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ტომების ექსპანსია სამხრეთით, რასაც მნიშვნელოვნად უნდა შეეფერხებინა მაიკოპელთა ურთიერთობა წინა აზიის ცენტრებთან [Ахундов 2010: 62]. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელება მახლობელ აღმოსავლეთში საგრძნობლად ცვლის კულტურულ სიტუაციას ზოგიერთ რეგიონში [Трифонов 1987:21]. შექმნილი ვითარების გამო უფრო მეტად ძლიერდება მაიკოპის კულტურის კავშირი ჩრდილოეთთან. ორიენტაციის შეცვლა კარგად გამოჩნდა დაკრძალვის რიტუალში. მაიკოპის კულტურაში ყორღანული ტიპის სამარხის გამოჩენა ჩრდილოეთიდან, სტეპის ზოლიდან მიმდინარე გავლენას უკავშირდება [Резепкин 1991:75]. მაიკოპის კულტურის ხანაში კარგად შეინიშნება კონტაქტები ჩრდილოელ მეზობლებთან. ისიც კი აღინიშნება, რომ მიმდინარეობდა მაიკოპელების გადაადგილების პროცესი ჩრდილოეთით [Кореневский 2004:94]. მაიკოპის კულტურის ყორღანული სამარხები თავისი აგებულებით, ზომით, ინვენტარით და სხვ. საგრძნობლად განსხვავდებოდნენ სტეპის ზოლის ამავე ტიპის სამარხებისაგან. ჩანს მაიკოპში ყორღანული ტიპის სამარხის გამოჩენისას საზოგადოების დიფერენციაციის პროცესი უკვე დაწყებული უნდა ყოფილიყო. წარჩინებული ფენის ყორღანული სამარხები გამოირჩევიან გრანდიოზული მასშტაბით. ამ დროს მკვეთრი კონტრასტი ჩანს მეტად მდარე ნასახლარ ადგილებს და ბრწყინვალე ყორღანულ სამარხებს შორის [Черных, Орловская 2007:10]. რატომ ცხოვრობენ ასეთ უსახურ შენობებში, მეტად გაუსაძლის ყოფით პირობებში გარკვევით არაფრის თქმა შეიძლება. თუ მიგრანტები სამხრეთიდან, ურუკიდან გამოსულები იყვნენ, სადაც სამშენებლო საქმე მაღალ დონეზე იდგა, ეს ვითარება უფრო მეტ გაკვირვებას იწვევს. ჩანს საიქიო ცხოვრებაზე უფრო მეტს ზრუნავენ, ვიდრე სააქაო ყოფაზე შესაძლოა აქ ყოფნა დროებითად მიაჩნიათ და უფრო მეტად მიცვალებულის საფლავებზე ზრუნავენ, რომლებიც სამუდამო განსასვენებელი იყო. ჩანს მიგრანტები აბორიგენ მოსახლეობის ადათ-ჩვევებს ადგილობრივ ცხოვრების წესს შეეგუვნენ. რატომ უკავშირდება კავკასიაში საიუველირო ნაწარმის გამოჩენა ყორღანული ტიპის სამარხის გავრცელებას, მთლად ნათელი არ არის.კავკასიის ჩრდილო ნაწილში ძვირფასი ლითონის ნივთები პირველად ამ ტიპის სამარხებში გვხვდება. ანალოგიური ვითარებაა აგრეთვე სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ მხარეში, ოღონდ აქ ყორღანები რამდენადმე უფრო გვიან იწყებს გამოჩენას, მტკვარ–არაქსის კულტურის ჩაქრობის შემდეგ [ჯაფარიძე 2006: 283].

ეტყობა, ამ კულტურამ შეაფერხა აქ დაკრძალვის ყორღანული წესის გავრცელება, რაც ჩრდილოეთიდან მომდინარე მოვლენებს უკავშირდება. ჩრდილო შავიზღვისპირეთი იყო, ზოგის აზრით, ინდოევროპელი ტომების პირველსაცხოვრისი. ამ ტომების კავკასიაში გამოჩენამ ადგილობრივი მოსახლეობის ენებზედაც იქონია გავლენა. აფხაზურ-ადიღეური ენებში გარკვეული შეხვედრები შეინიშნება ინდოევროპულ ენასთან [Климов 1965: 82]. ამ მოვლენას უკავშირდება ალბათ ქართველურ ენებში შენიშნული ინდოევროპული ენის ელემენტები [ჯაფარიძე 1998:180]. სამხრეთ კავკასიაში მტკვარ-არაქსის კულტურის ხანაში საზოგადოების განვითარების პროცესი სულ სხვა გზით წარიმართა. აქ ამ დროს ჩანს უფრო მეტად თანასწორუფლებიანი ეგალიტარული ხასიათის ურთიერთობა ჩამოყალიბდა საზოგადოების შიგნით დიფერენციაციის პროცესი თითქმის არ შეიმჩნევა. როგორც ჩანს, მტკვარ–არაქსის კულტურის მატარებელი ტომები საკმაოდ მრისხანე ძალას წარმოადგენდა. ისინი კარგად აღჭურვილნი და უფრო მობილურნი იყვნენ. მთავარი ყურადღება ეტყობა ბრინჯაოს მეტალურგიის აღმავლობას ექცეოდა. ჩნდება ახალი სახის ბრინჯაოს საბრძოლო და სამეურნეო ხასიათის სხვადასხვა ტიპის იარაღები: სხვადასხვა სახის ცულები, შუბისმაგვარი იარაღი, ოთხწახნაგა ხიშტი, სატევრის პირები, თოხი, ნამგალი, კომბინირებული იარაღი და სხვ. როგორც ჩანს, ამ დროს ცნობილი უნდა ყოფილიყო ოქრო, რასაც ქვემო ქართლში საყდრისის ოქროს საბადოები მოწმობს. აქვე მახლობლად მტკვარ-არაქსის კულტურის მოზრდილი ძეძვების ნამოსახლარი მდებარეობდა, სადაც ოქროს წარმოებასთან დაკავშირებული ნივთები აღმოჩნდა [ღამბაშიძე და სხვ. 2010:85]. ეტყობა ელიტარული ფენა ამ დროისთვის ჯერ კიდევ მკვეთრად წარმოქმნილი არ არის. ოქრო ჩანს უპირატესად გარედ გადიოდა და მიღებული შემოსავალი ალბათ ძირიათადად სამხედრო პოტენციალის აღმავლობას ხმარდებოდა არ არის მთლად გამორიცხული, რომ საყდრისის ოქრო მაიკოპშიც გადიოდა. როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ტომები დიდ სიძლიერეს აღწევენ და ფართოდ ვრცელდებიან როგორც კავკასიის შიგნით, ისე მის გარეთ [ჯაფარიძე 2006:285]. კავკასიაში მათი გავლენის ქვეშ ექცევა მისი დიდი ნაწილი, დასავლეთი მხარის გამოკლებით ჩანს ისინი საგრძნობლად ავიწროვებენ მაიკოპის კულტურის მატარებელ მოსახლეობას და როგორც აღინიშნა, გზას უღობავენ სამხრეთისაკენ ჩანს მტკვარ-არაქსის მატარებელმა ტომებმა მაიკოპელთა ჩრდილო კავკასიაში აღმოსავლეთით წინსვლა შეაფერხეს. მაიკოპის კულტურის გავრცელების საზღვარი ცენტრალური კავკასიის რეგიონს აღწევს. უფრო ღრმად ჩრდილო–აღმოსავლეთ კავკასიაში მათი კვალი ნაკლებად იგრძლობა ეს მხარე მტკვარ–არაქსის კულტურის გავრცელების სფეროში იყო მოქცეული. როგორც ჩანს, მაიკოპის კულტურის მატარებელი ტომები ცენტრალური კავკასიიდან უღელტეხილებით სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ მხარეში, მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთში ინაცვლებენ. ამ დროს ვრცლად აქ ყორღანული ტიპის სამარხები [Ахундов 2010:62]. აღსანიშნავია მილის სტეპში ადგილ უჩ-თეფეში2 შესწავლილი მოზრდილი ყორღანი, რომელიც კონსტრუქციით, ზომებით და სხვ. მაიკოპის ცნობილ ყორღანს უახლოვდება. ერთ-ერთი ყორღანი გაითხარა და ძირითადი სამარხი გაძარცული აღმოჩნდა. ნაპოვნი იყო მხოლოდ კერამიკის ფრაგმენტები და ბრინჯაოს ფირფიტის რამდენიმე ნატეხი. გამთხრელმა იმთავითვე სწორედ განსაზღვრა თიხის ჭურჭლის ხასიათი და მაიკოპის კულტურისთვის დამახასიათებელ კერამიკას დაუკავშირა [Иессен 1965:153]. როგორც ჩანს, უაჩ-თეფეს ყორღანში ჩრდილო კავკასიიდან გადმონაცვლებული ელიტარული ფენის წარმომადგენელნი დაიკრძალნენ. არ არის ვარაუდს მოკლებული აზრი, რომ ჩრდილოეთიდან გადმოდის გარკვეული ჯგუფი მაიკოპის კულტურის მატარებელი ტომებისა, შესაძლოა უპირატესად მიგრანტები, რომლებიც, ეტყობა, ძირითადად იმ ადგილებს ითვისებენ, სადაც ლეილათეფეს კულტურა იყო გავრცელებული ამ დროს ეს რეგიონი მტკვარ-არაქსის კულტურის არეალში შედიოდა და ჩანს მათი თანაცხოვრება არც თუ მაინცა და მაინც დაძაბული უნდა ყოფილიყო. ახლად გადმონაცვლებულები აქ ეტყობა საკმაოდ მყარად დასახლდენ, სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა გრანდიოზული სამარხების აგება, რაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი უნდა ყოფილიყო. ამავე ხანებში ყორღანული ტიპის სამარხები ჩნდებიან უფრო დასავლეთით განჯა-ყაზახის გარდაბნის ველებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყარაიაზის ველზე გამოვლენილი სოიუგბულაგის ყორღანული სამაროვანი. აქ ერთ-ერთ ყორღანში საკმაოდ მდიდარი ინვენტარი აღმოჩნდა, მათ შორის ოქროს და ვერცხლის მძივები. აღინიშნა, რომ ეს ყორღანული სამარხი ლეილათეფეს კულტურის დროინდელი უნდა ყოფილიყო და აქ აღმოჩენილი ძვირფასი ლითონის სამკაული უადრესი საიუველირო ნაწარმია [Ахундов, Махмудова 2008:32]. მაგრამ თითქოს უფრო სავარაუდოა, რომ ეს ყორღანები უჩ-თეფეს ყორღანის დროინდელი მაიკოპის კულტურის ხანისა უნდა ყოფილიყვნენ და მათი გავრცელება სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ მხარეში ჩრდილოეთიდან მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება [ჯაფარიძე 1998: 167]. ეს პროცესი ალბათ ძვ.წ. III ათასწლეულის პირველ ნახევარში წარიმართა. როგორც ჩანს, ეს მოვლენები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონს რამდენადმე უფრო გვიან შეეხო და ყორღანული ტიპის სამარხები აქ მარტყოფ-ბედენის ხანაში ვრცელდებიან, ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში. რაც შეეხება კავთისხევის ყორღანს [Makharadze 2007:124] იგი ჩანს სოუგ ბულაგის სამარხების დროინდელი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სამხრეთიდან მომდინარე მიგრაციულმა პროცესებმა გარკვეული გავლენა კავკასიის ადგილობრივი მოსახლეობის ენაზეც მოახდინა. მიგრანტების ძირითად მასას ურუკის ხანაში მესოპოტამიიდან გადმონაცვლებული შუმერები შეადგენდნენ. ქართველურის და საერთოდ კავკასიური ენების შუმერულთან ურთიერთობის პრობლემამ კარგა ხანია მიიპყრო მკვლევართა ყურადღება და ამასთან დაკავშირებით არა ერთი მოსაზრება გამოითქვა. სამართლიანად აღინიშნა, რომ შუმერულის დაკავშირების ცდა იყო თითქმის ყველა ენობრივ ოჯახთან, მაგრამ მისი გენეტიკური კავშირი რომელიმე ენასთან დადგენილი არ არის [Дьяконов 1967:83]. არც შუმერების წარმომავლობის და პირველ ადგილსამყოფელის თაობაზეა ერთიანი აზრი [История Древнего Востока 1979:94]. ისიც კი ითქვა, რომ შუმერების პირველსაცხოვრისი ჩრდილოეთით, კავკასიის მთიანეთში უნდა ყოფილიყო და აქედან გავრცელდნენ სამხრეთით [გიორგაძე 2002:168. მუსხელიშვილი 2010:12]. აღინიშნა აგრეთვე, რომ არსებობს მრავალრიცხოვანი ლექსიკური შეხვედრები ბალყარულ და ყარაჩაულ ენებისა შუმერულთან [Мизиев 1990:133]. ამან სავსებით სამართლიანი კრიტიკა გამოიწვია [Марковин 1990:106; Чеченов 1990:149]. არა ერთი მოსაზრება გამოითქვა კავკასიური ენების წინა აზიის მკვდარ ენებთან დამოკიდებულების შესახებ. განსაკუთრებით ყურადღება მიექცა ქართველური ენების შუმერულთან შენიშნულ შეხვედრებს [Tseretheli 1957:12; Кикнадзе 1973:66, შარაშენიძე 1983: 28, რ.გორდეზიანი 2007:45]. სიახლოვე შეიმჩნევა ამ ენების ლექსიკაში [Féihnrich 1981:89, 91]. ჩანს ტიპოლოგიური ხასიათის დამთხვევები და სხვ., მაგრამ მთლად ნათელი არ არის, სად უნდა ყოფილიყო მათი საკონტაქტო არეალი. უკანასკნელი ხანების აღმოჩენები კავკასიაში თითქოს ნათელს ჰფენს ამ პრობლემას. სავარაუდოა, რომ ურთიერთობა ხორციელდება ურუკის კავკასიაში მიგრაციის ხანაში. ის რომ შუმერული ლექსიკა არ შეინიშნება ნახურ-დაღესტნურ ენებში ალბათ იმის შედეგი უნდა იყოს, რომ სამხრეთიდან მომდინარე მიგრაციები ნაკლებად შეეხო ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიას [Féhnrich 1981: 91]. ქართველურ ენებში შენიშნული შუმერული ენის ელემენტები ალბათ სამხრეთ კავკასიაში ურუკის მიგრაციის შედეგი უნდა ყოფილიყო.

და ბოლოს, კავკასიის ძველ აღმოსავლურ სამყაროსთან დამოკიდებულების ისტორია შორს სიღრმეში გადადის. კავკასიის მკვიდრ მოსახლეობას გარკვეული ურთიერთობა აკავშირებდა  სამხრეთის დაწინაურებულ ხალხებთან, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ ამ ხალხების ნაწილი ადრევე აღიგავა პირისაგან მიწისა. კავკასიის აბორიგენმა მოსახლეობამ ყველა ავბედით მოვლენებს გაუძლო და დდევანდელობამდე შემოინახა თავი. ეტყობა, კავკასიონის კალთებმა შეიფარა თავისი ძირძველი ხალხები.

---------------------

2. უჩ-თეფე სამ გორას ნიშნავს. სამივე გორა მოზრდილ ყორღანულ სამარხებს წარმოადგენდა. ანალოგიურ შემთხვევას ვხვდებით ივრისპირეთში, თბილისის მახლობლად სამგორში. სახელწოდება წარმოსდგა აქ მდებარე სამი გორიდან-ყორღანიდან. ერთ-ერთი მათგანი შესწავლილი იყო პროფ. გ.ნიორაძის მიერ.

О. Japaridze

ON THE INTERRELATION OF THE CAUCASUS WITH THE NEAR EASTERN WORLD

Summary

The question of the relations of the Caucasus with the Ancient Eastern world has claimed the attention of research- I ers for quite some time now. Recent studies have presented the question of the relationship of the Caucasus with Asia I in an absolutely novel way. Interest in the Caucasus appears to have grown especially in the Uruk period. At that time I the demand for metal increased appreciably.The expansion of Uruk was basically directed westward - towards Anatolia, I especially its north-western part. Here the Chorokhi basin - the Murghuli region - was rich in copper deposits. Individual f groups of migrants seem to have penetrated northward - into the Colchian hinterland, intensively developing the deserted caves of the Rioni-Qvirila basin. Here traces of Uruk culture are noticeable in the upper layers. One group of migrants apparently moved from here to the Kuban area in the north-western Caucasus, where they I gained a fairly strong footing on the pre-Maikop period settlement sites. Jointly with the local population they laid j the foundation of Maikop culture. Another group of the arriving population appears to have crossed from Western I Georgia to Shida (Inner) Kartli, where at this time the Sioni culture flourished. Their traces are seen in the iori and Ala- I zani interfluve, the Aragvi valley, and Kvemo (Lower) Kartli. Notable in Shida Kartli is the Berikldeebi settlement site, where a temple-type structure came to light in the lower layer, surrounded with an adobe wall. The influence of Uruk culture extended eastward - to Azerbaijan: the plains of Karayaz, Ganja-Kazakh, Mil and I Karabakh, etc. Clayware of Mesopotamian appearance is well represented on the sites brought to light here.The pop- К ulation moving here from the south gained a fairly strong footing in this region. At this time, conditions for life appear I to have been more favourable here. A group of sites have been discovered in the Karabakh plain, among which the К Leilatepe settlement site stands out. A hitherto unknown Leilatepe culture has been identified mainly on the basis of I materials discovered here.This culture was characterized by two groups of pottery:„quality pottery", distinguished for I high level of moulding, thin-walled, made on potter's wheel. The second group composed „coarse pottery", crudely I moulded by hand. The „quality pottery" of Leilatepe finds common ground with Uruk clayware. The path of move- I ment of the migrants appears to have lain from Anatolia to the Western Transcaucasus, reaching the Kura and Araxes I interfluve via Shida and Kvemo Kartli. Pottery resembling that of Uruk was found also in the North-Eastern Caucasus, at a number of sites of the Caspian I Sea littoral and in Derbent area. It was suggested that the path of Near Eastern ethno-cultural influences run from littoral Dagestan to the central and western regions of the North Caucasus. It run from Mesopotamia to Iran, reaching Dagestan via the eastern Caucasus: from here it then run westward. This must have given rise to the Maikop phenomenon. But it is more likely that in the pre-Maikop period Near Eastern influence in the Central and North-Western Caucasus came from Anatolia, via the South Caucasus route. The coexistence of the migrants moving from the south with the native population of the Kura and Araxes interfluve seems to have been relatively calm. They were here attracted mainly by the copper deposits. Metal production in the Leilatepe age appears to have reached a higher level, the credit for which must probably go to the migrants, it is not quite clear from what period gold occurs in the South Caucasus. It is unknown in the Shomutepe-Shulaveri culture, nor do we come across it in the cultures of subsequent periods. Neither is gold evident in the Kura-Araxes culture. However, at this time gold must have been known, as attested to be the discovery of a seat of gold mining in the Saqdrisi locality, Lower Kartli. It should be noted that close to the gold mines of Saqdrisi, the Dzedzvebi former settlement site, synchronous with the Kura-Araxes culture, came to light, which is believed to have been a hamlet of miners. Yet, it is hard to say anything definite as to where the Saqdrisi gold went, and why gold items do not occur in the Kura-Araxes culture. The cause of this may be linked to the prevalent beliefs and notions and cult. The population that migrated to the North-Western Caucasus in the pre-Maikop period appears to have got on well with the local inhabitants, and the so-called culture took shape as a result of relatively calm, relaxed life. At this time, contacts with the south gradually seem to have weakened. It seems that the expansion of tribes of the Kura-Araxes culture to the south was hampered by the contacts of the Maikopians with the centers of the Near East. In the age of Maikop culture, especially in its later stage, relations with the north seem to have been more intensive. In the South Caucasus, the process of development of the society of the Kura-Araxes culture took a different turn. At this time The tribest comes undi The trib terfluve of 1 in evidence likely that t lennium BC The mig as well. The tribes - bearers of Maikop culture - appear to have moved, by the passes of the Central Caucasus, to the interfluve of the Kura and Araxes, in the eastern part of the South Caucasus. At this time, here barrow type burials are in evidence. It has been noted that these burials must be synchronous with the Leilatepe culture. However, it is more likely that the barrow-type burials spread here in the age of Maikop culture - probably in the first half of the 3rd millennium BC. The migration processes, coming from the south, seem to have found reflection in the language of the host people as well. The Elements of the Sumerian language, noticed frequently in Caucasian languages, must have been the result of this. These coincidences took place in the period of migration of Uruk in the Caucasus. Sumerian vocabulary is not noticeable in the Nakh-Daghestanian languages, which may be indicative of the condition that migrations of the Uruk period had little effect on the North-Eastern Caucasus. It should be presumed that the coincidences with the Indo-European language, noted in Caucasian languages, may have resulted from relations taking place with the north.

ლიტერატურა:

აბრამიშვილი რ. 1978: დელისის ნამოსახლარი. - თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, I, თბილისი.

გიორგაძე გრ. 2002: უძველესი ახლოაღმოსავლური ეთნოსები და ქართველთა წარმომავლობა. თბილისი.

გობეჯიშვილი გ. 1978: თეთრიწყაროს ნასოფლარი. თბილისი.

გოგაძე ე. 2003: დიდი თბილისის არქეოლოგიური ექსპედიცია. კონტაქტების და წარმომავლობის ზოგიერთი საკითხი საქართველოს პრეისტორიულ კულტურათა ურთიერთობის პროცესში. - კავკასიის ბრინჯაო-რკინის ხანის არქეოლოგიის პრობლემები, თბილისი, 27-29.

გორდეზიანი რ. 2007: მედიტერანულ-ქართველური მიმართებები, ტ.I თბილისი.

მახარაძე ზ. 1998: ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის კავკასიის არქეოლოგიის ზოგიერთი პრობლემა. ძიებანი, №1, 27–33.

მუსხელიშვილი დ. 2010: ქართველთა წარმომავლობა. თბილისი.

მენაბდე მ., კიღურაძე თ. 1981: სიონის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი.

ნებიერიძე ლ. 1978: დარკვეთის მრავალფენიანი ეხი. თბილისი.

ნებიერიძე ლ. 1986: დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეული საფეხური. თბილისი.

ნებიერიძე ლ. 2001: სიონის ნამოსახლარი - აღმოსავლეთ საქართველოს გვიანნეოლითური ძეგლი. - ძიებანი, №7, 5-13.

ნებიერიძე ლ. 2003: მღვიმე საგვარჯილეს ენეოლითური ხანის ნამოსახლარი. თბილისი.

საქართველოს არქეოლოგია, II, 1992. თბილისი.

ფხაკაძე გ. 1979: ოქუმის გამოქვაბულის ენეოლითური ნაშთები. - მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის, VII, 68-77.

ფხაკაძე გ. 1985: დასავლეთ საქართველოს ადრებრინჯაოს ხანის კულტურისა და მაიკოპის კულტურის ურთიერთობის საკითხი.- საქართველოს არქეოლოგიის საკითხები, თბილისი, 22-36.

ღამბაშიძე ირ., მინდიაშვილი გ., გოგოჭური გ., კახიანი კ., ჯაფარიძე ი. 2010: უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში ძვ.წ. VI–III ათასწლეულში. თბილისი.

ყიფიანი გ. 1997: ბერიკლდეები, გალავანი და ტაძარი. - სსმმ, XLII-I3, 13-57.

შარაშენიძე ჯ. 1983: შუმერები და მათი კულტურა. თბილისი.

Абибуллаев О. A. 1965: К вопросу о древней металлургии Азербайджана. - МИА, 125, Москва-Ленинград.

Абибуллаев О. А. 1982: Энеолит и бронза на территории Нахичеванской АССР. Баку.

Алиев Н., Нариманов И. 2001: Культура Северного Азербайджана в эпоху позднего энеолита. Баку.

Алиев Т. 2010: Расписная керамика энеолитического поселения Кямильтепе в Мильско-Гарабагской зоне. - АЭФК, Тбилиси, 42-45.

Амирханов X. А. 1987: Чохское поселение. Москва.

Археология зарубежной Азии, 1986, Москва.

Археология СССР, Энеолит СССР, 1982, Москва.

Ахундов Т. И., Махмудова В. А. 2008: Южный Кавказ в кавказско-переднеазиатских этнокультурных процессах IV тыс. до, н.э. Баку.

Ахундов Т. 2010: Динамика расселения на Южном Кавказе в эпоху неолит-ранняя бронза (центральный и восточный регионы). - АЭФК, Тбилиси, 61-64.

Бжания В. В. 1988: Древние рудники у перевала Аденгь. - Медные рудники Западного Кавказа III-I тыс. до н.э. и их рольв горно-металлургическом производстве древного населения. Сухуми

Варазашвили В. В. 1992: Раннеземледельческая культура Иори-Алазанского бассейна. Тбилиси.

Глонти Л., Джавахишвили А, Джавахишвили Г., Киквидзе Я., Тушабрамишвили Д. 1968: Некоторые итоги полевых работ 1964 года урбнисской и Квирильской археологических экспедиций. - ЬЬ83, XXV-BB, 23-33.

Глонти Л. И., Джавахишвили А. И. 1987: Новые данные о многослойном памятнике эпохи энеолита-поздней бронзы в Шида Картли - Бериклдееби. - КСИА, 192,80-86.

Джавахишвили А.И. 1973: Строительное дело и архитектура поселений Южного Кавказа. Тбилиси.

Джапаридзе О.М. 1989: На заре этнокультурной истории Кавказа. Тбилиси.

Дьяконов И М. 1967: Языки древней Передней Азии. Москва.

Иессен А.А. 1935: К вопросу о древнейшей металлургии меди на Кавказе. - Известия ГАИМК, вып. 120, Москва, 7-237.

Иессен А.А. 1963: Кавказ и Древний Восток в IV и III тысечелетие до н.э. - КСИА, 93, 3-14.

Иессен А.А. 1965: Раскопки Большого кургана в урочище Уч-Тепе.-Труды Азербайджанской археологической экспедиции. Материалы и исследования по археологии СССР, 125, Москва-Ленинград, 128-152.

История Древнего Востока, 1979, Москва.

Кикнадзе 3.1973: Шумеро-картвельские языковые параллели. - Вопросы древней истории, КБС, 4, Тбилиси, 61-72.

Климов Г.А. 1965: Кавказские языки. Москва.

Кашкай М.А., Селимханов И.Р. 1957: Исследование медно-мышьяковых предметов из раскопок холма Кюльтепе в Нахичеванской АССРю - Доклады АН Азербайджанской ССР, т. 13, № 4,449-459.

Кореневский С. Н. 1993: Древнейшее оседлое население на Среднем Тереке. Москва.

Кореневский С. Н. 1997: Проблема внутренней типологии майкопской культуры в отражении ее керамического контекста ....კავკასია....

Кореневский С. Н. 1999: Знаковая керамика Кавказа эпохи энеолита и ранней бронзы. - Древности Северного Кавказа Москва, 7-23.

Кореневский С. Н. 2003: К вопросу о поселениях ранних земледельцев и скотоводов Предкавказья в свете новых данных.- Кавказ в системе раннеметаллургических культур Евразии. Тбилиси, 78-89.

Кореневский С. Н. 2004: Древнейшие земледельцы и скотоводы Предкавказья. Москва.

Куфтин Б. А. 1949: Археологическая маршрутная экспедиция 1945 года в Юго-осетию и Имеретию. Тбилиси.

Кушнарева К. X., Чубинишвили Т. Н. 1970: Древние культуры Южного Кавказа. Тбилиси.

Ллойд С. 1972: Река-близнецы. Москва.

Ллойд С. 1984: Археология Месопотамии. Москва.

Марковин В.С. 1990: Спорные вопросы в этногенетическом изучении древностей Северного Кавказа, Майкопская культура. - СА, 4, 106-121.

Массон В. М. 1964: Средняя Азия и Древний Восток. Москва-Ленинград.

Меллаарт Дж. 1985: Торговля и торговые пути между Северной Сирией и Анатолией (4000-1500 гг. до н. э.). - Древная Эбла. Москва, 20-33.

Мизиев И. М. 1990: О создателях майкопской культуры. - СА, 4,131-137.

Минеральные ресурсы ГССР, 1933, Тбилиси.

Муджири Т. П., Гобеджишвили Г. Г., Инанишвили Г. В., Маисурадзе В. М. 1987: Древнейшие сурьмянные рудники Грузии и их радиоактивные датировки. - Кавказ в системе палеометаллических култур Евразии. Материалы I симпозиума "Кавказ и Юго-Восточная Европа в эпоху раннего металла. Тбилиси, 235-236.

Мунчаев Р. М. 1975: Кавказ на заре бронзового века. Москва.

Мунчаев Р. М. 1996: Ближний Восток и Кавказ: проблема культурных связей в VI-III тыс. до н. э.. Между Азией и Европой. -

Кавказ в IV-I тыс. до н. э., К 100-летию со дня рождения А. А. Иессена. Санкт-Петербург, 35-36.

Мунчаев Р. М. 2007: Урукская культура (Месопотамия) и Кавказ. - АЭФК, Махачкала, 8-9.

Мунчаев Р. М. 1994: Майкопская культура. Ранняя и средняя бронза Кавказа. Москва.

Мунчаев Р. М., Амиров Ш.В. 2009: Взаимосвязи Кавказа и Месопотамии в VI-IV тыс. до. н.э. - Кавказ: Археология и этнология. Материалы Международной конференции. Баку, 41-52.

Мунчаев Р. М., Амиров Ш. Н., Магомедов Р. Г. 2010: Восточный Кавказ и проблемы кавказско-месопотамских связей в IV-III тыс. до. н. э. - Исследования первобытной археологии Евразии. Москва, 335-343.

Мунчаев Р. М., Мерперт Н.Я. 1981: Раннеземледельческие поселения Северной Месопотамии. Москва.

Мунчаев Р. М., Мерперт Н. Я., Амиров Ш. Н. 2010: Открытие погребений урукской культуры вТелль Хазне II. - Исследование первобытной археологии Евразии. Москва, 316-334.

Мусеибли Н. А. 2005: Позднеэнеолитические курганы Акстафинского района. - АЭФК, Баку, 135-138.

Мусеибли Н. А. 2009: Курганы Союгбулага. - Кавказ - археология и этнология, Международная научная конференция, Шамкир, 11-12 сентября 2008 г. Баку, 53-63.

Мусеибли Н. А. 2010: Результаты раскопок поселения Пойлу II Лейлатепинской культуры. - АЭКФ, Тбилиси, 208-211.

Нариманов И. Г. 1987: Культура древнейшего земледельческо-скотоводческого населения Азербайджана. Баку.

Нариманов И. Г. 1991: Об энеолите Азербайджана. - Кавказ в системе палеометаллургичеких культур Евразии. Тбилиси, 28-33.

Нариманов И. Г., Ахундов Т. И., Алиев И. Г. 2007: Лейлатепе. Баку.

Природные ресурсы Грузинской ССР, 1958, т.I, Тбилиси.

Резепкин А. Д. 1991: Проблема генезиса майкопской культуры. - Кавказ в системе палеометаллургических культур Евразии. Тбилиси, 72-77.

Ростунов В. А. 1988: Куро-аракские могильники Северной Осетии. - Погребальный обряд древнего и средневекового населения Северного Кавказа. Орджоникидзе, 21-64.

Соловьев Л. Н. 1958: Новый памятник культурных связей Кавказского Причерноморья в эпоху энеолита и бронзы-стоянки Воронцовской пещеры. -ТАИЯЛИ, XXIX, 3-180.

Столяр А. Д. 2009: Мешоко. Древнейшая крепость Предкавказья. Санкт-Петербург.

Торосян Р. М. 1976: Раннеземледельческое поселение Техута. Ереван.

Трифонов В. А. 1987: Некоторые вопросы переднеазиатских связей майкопской культуры. - КСИА, вып. 192,18-26. Фармаковский Б. В. 1914: Архаический период в России. Материалы по археологии России, № 34. Санкт-Петербург. Формозов А. А. 1965: Каменный век и энеолит Прикубанья. Москва.

Формозов А. А. 1972: Поселения Адыгеи эпохи раннего металла. - Сборник материалов по археологии Адигеи, т. Ill, Майкоп, 5-29.

Формозов А. А. 1994: О периодизации энеолитических поселений Прикубанья. - РА, 4,44-53.

Формозов А. А., Черных Е. Н. 1964: Новые поселения майкопской культуры в Прикубанье,- КСИА, 101,102-110.

Чайлд Г. 1952: У истоков европейской цивилизации. Москва.

Чайлд Г. 1956: Древнейший Восток в свете новых раскопок. Москва.

Чартолани Ш. Г. 1988: Медные горнорудные выработки в Сванетии.- Медные рудники Западного Кавказа III-I тыс. до н.э. и их роль в горно-металлургическом производстве древного население, Сухуми.

Черных Е. Н. 1993: История древнейшей металлургии Восточной Европы. Москва.

Черных Е. Н., Орловская Л. Б. 2007: Радиоуглеродная хронология майкопской археологической общности. - АЭФК. Махачкала.

Чеченов И. М. 1990: К проблеме изучения древней истории и археологии Северного Кавказа. СА, № 4,144-152.

Brentjes В. 1972: Die Orientalische Welt. Berlin.

Esin U. 2000: Archaometallurgie in derTurkei: Stand der Forschung und die Probleme.- Anatolien Metall. Bochum, 13-16. Fahnrich H. 1981: Das Sumerisch und die Kartwelsprachen. - Georgica, 4,89-101.

Hauptmann A., Lutz J., Pernicka E., Yal^in U. 1993: ZurTechnologie der friihesten Kupferverhiittung in ostlichen Mittelmeerraum. - Between the Rivers and Over the Mountains: Archaeologica Anatolica Alba Palmieri dedicata. Roma, 541 -572.

Korfmann M. 1982:Tilkitepe. Die ersten Ansatze prahistorische Forschung in der ostlischenTurkei.Tubingen.

Makharadze Z. 2007: Nouvelles donnees sur le Chalcolithique en Georgia Orientale. - B. Lyonnet (ed.), Les Cultures du Caucase (Vl-lll®me millenaires av n..e.). Leurs relations avec le Proche-Orient. Paris, 123-132.

Nocera Gian Maria 1998: Die Siedlung der mittelbronzezeit von Arslantepe. Roma.

Tsereteli М. V. 1957: Eine kleine Bemerkung zur Frage der Vorfahren der Georgier. - Revue Kartvelologie, 23. Paris.

Yalcin U. 2000: Anfange der Metallverwendlung in Anatolien. - Anatolien Metall. Bochum, 17-29.

Wagner G. A., Oztunali 6., 2000: Prehistoric Copper Sources inTurkei. - Anatolien Metall. Bochum, 31-67.

Dshavachischvili, A. 1998: Ausgrabungen in Berikldeebi (Schida Kartli). - Georgica, 21. Konstanz, 7-20.