topmenu

 

ურბნისი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია

< უკან დაბრუნება

ურბნისი (ქარელის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ზაქარაია პ. ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება. - 1965. ნაქალაქარში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების თაობაზე.

2. ზაქარაია პ. ნაქალაქარი ურბნისი // საბჭოთა ხელოვნება.-1960.-N2.-გვ.85. ეკლესიასა და სამრეკლოზე შემონახული ქართული დამწერლობის ერთ-ერ თი პირველი ეპიგრაფიკული ძეგლის შესახებ.

3. ზაქარაია პ. ნაქალაქარი ურბნისი. თბ., 1961. ქალაქის ნაშთის, სამნავიანი ბაზილიკისა და სამრეკლოს აღწერილობა.

4. შოშიაშვილი ნ. ურბნისი - საქართველოს უძველესი ქალაქი //ცისკარი.- 1958.- N4.- გვ.131-140. უძველესი ნაქალაქარისა და ჩვენამდე მოღწეული V საუკუნის ეკლესიის ისტორია, წარწერების აღწერილობა.

5. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.ტ.1.-თბ.,1936.-გვ.32-50. ცნობები ურბნისის ეკლესიის შესახებ.

6. ურბნისი //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წიგნი პირველი. ტფ., 1907.- გვ.41-59. ბაზილიკური ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ეკლესიის კედლებსა და ნივთებზე შემორჩენილი წარწერების ანალიზი, სიძველეთა ნუსხა, ეკლესიის მოკლე ისტორია აქ დაცული ხელნაწერებისა და სიგელ-გუჯრების მიხედვით.

7. გვასალია ჯ. ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. VI.- თბ., 1982.- გვ.51-52. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობები ურბნისის შესახებ, ძეგლის მდებარეობის თავისებურება, მოკლე ისტორია. მოხსენიებული არიან: ლ.ჭილაშვილი, ი.კიკვიძე. რეზ. რუს. ენაზე.

8. ციხე-ქალაქები: ურბნისი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.- თბ., 2001.- გვ.14-16. ქართული წერილობითი წყაროები ციხის შესახებ. ციხის მდებარეობა, მოკლე აღწერილობა, ჩატარებული გათხრების შედეგები, სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ციხის ჩანახატი.

9. ურბნისის სიონი //ახლოური დ. ქართული სულიერების ოაზისი.-თბ.,2008.-გვ.46-48. მოკლე ცნობები უძველეს ქალაქ ურბნისზე. ურბნისის სიონის წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი. მოხსენიებულია ნ. შოშიაშვილი.

10. ურბნისი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.69-70. მოკლე ცნობები IV საუკუნეში აგებული ეკლესიის შესახებ. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ეკლესიის საერთო ხედის ფოტო.

11. ქალაქები: ურბნისი // საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა. თბ., 2004 -2005.- გვ.8-9. ფეოდალურ ხანაში წარმოშობილი ქალაქის ისტორია, მდებარეობა.

12. ქალაქები: ურბნისი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.- თბ., 1965.- გვ.10-14. მოცემულია ნაქალაქარის V-VI საუკუნეების ციხის, სამნავიანი ბაზილიკისა და 1706 წელს ვახტანგ VI-ის მიერ აგებული სამრეკლოს ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს ნაქალაქარის დასვლეთ მონაკვეთის ფოტო.

13. ადრეშუასაუკუნეების ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (V - X სს.) დასავლეთ საქართველო: ურბნისი /ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.- თბ., 2002.- გვ.43-50. ლეონტი მროველისა და ვახუტი ბატონიშვილის ცნობები ნაქალაქარის შესახებ; სხვადასხვა წლებში ჩატარებული გათხრების შედეგები; ნაქალაქარის, ალიზის კოშკებიანი გალავნისა და კოშკების ნაშთების აღწერილობა). ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.11-16;ტაბ.4,5).

14. ქალაქები: ურბნისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.9-13. ურბნისის ნაქალაქარის ნაგებობათა (სამნავიანი ბაზიილიკა, ციხე, კოშკები, აბანო) შესახებ. ტექსტს ახლავს ნაქალაქარისა და ალიზის კოშკის გეგმები.

15. ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: ურბნისი // ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.40-41. სამნავიანი ბაზილიკის - ურბნისის შედარება ბოლნისის სიონთან, აღდგენის პერიოდები, მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.IX; ნახ.11,12, 13).

16. ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება:ურბნისი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1995.-გვ.24. მოკლე ცნობა ურბნისის შესახებ.

17. ურბნისისა და რუისის ეპარქია: ურბნისის წმ. ნინოს მონასტერი: დედათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.- თბ., 2005.-გვ.128. მოკლე ცნობა მონასტრის შესახებ. მოხსენიებული არიან: მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), სქემმონაზონი ნინო (დაშნიანი).

18. გორი-ბორჯომი. ურბნისი //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია. - თბ., 1977.- გვ 29-32. ძეგლის მოკლე ისტორია, ისტორიული წყაროების მიმოხილვა, ნაქალაქარის ტერიტორიაზე სემორჩენილი არქიტექტურული ნაგებობების (ბაზილიკა, სამრეკლო)ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ფოტო.

19. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974. - გვ.25; გვ.91-93. ნაქალაქარზე შემორჩენილი საერო და საკულტო ნაგებობების: გალავნის, აბანოს. კოშკისა და წმ. სტეფანეს სახელობის სამნავიანი ბაზილიკის აღწერილობა. ტექსტს ახლავს ტაბ.14, ეკლესიის გეგმა და განივი განაკვეთი (ანაზომები პ.ზაქარაიასა და ფ.ქუფარაშვილისა). მოხსენიებულია ურბნისის ბაზილიკური ტიპის ეკლესია. ახლავს ტაბ.14.

20. ურბნისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X.-თბ.,1986.-გვ.171. ნაქალაქარ ურბნისის არქეოლოგიურის შესწავლის შედეგები. ძეგლთან დაკავშირებით არსებული ისტორიული მასალების მიმოხილვა, ურბნისის ტერიტორიაზე შემორჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლების მოკლე აღწერილობა.

21. ურბნისის სიონი // ქართული წარწერების კორპუსი. I: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო(V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.62; გვ.196-200. რეზ.რუს.ენაზე. ტაძრის ფასადების წარწერების (საამშენებლო - თევდორე ეპისკოპოსისა, მოსახსენებელი სიონის განახლებისა, სიონის შემწეების - ქავთარის და შუშანისა, აბიათარ დეკანპოზისა)ვრცელი აღწერილობა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.70, სურ.1-4).

22. ურბნისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.-თბ.მ, 1990.- გვ.396-403. წერილობითი წყაროები ურბნისის შესახებ; ნაქალაქარზე ჩატარებული სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციების (1893 წ., XIX ს-ის 50-იანი წლები, 1952 წ., 1953-1956 წწ.)შედეგები, ურბნისის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლების; გალავნის, აბანოს, მარნის, წყალსადენისა და სარწყავი არხების, გვირაბებისა და ურბნისი სიონის ( V-VI საუკუნეებით დათარიღებულია წარწერების პალეოგრაფიული შესწალის საფუძველზე, სამნავიანი ბაზილიკაა, სამშესასვლელიანია, იკითხება მშენებლობის რამდენიმე ფენა, აღინიშნება სამრეკლო, მინაშენები)ვრცელი აღწერილობა. მოხსენიებულნი აიან: პ.უვაროვა, გ.ჩუბინაშვილი, ნ.ბერძენიშვილი, გ.ლომთათიძე და სხვ. ტექსტს დაერთვის მდიდარი საილუსტრაციო მასალა.