topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

სენტის ეკლესია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ადგილობრივთა  გადმოცემით, სენტი ეწოდებოდა ქვის ძეგლს, რომელსაც ადამიანის გამოსახულება ჰქონდა და ინახებოდა მონასტერში. სენტი იგივე ქართულ "სვეტს - სვეტიცხოველს” უკავშირდება. ამ სახელწოდების მონასტერი შუაგულ სვანეთშიც დგას, მესტიაში - სეტის წმინდა გიორგის მონასტერი. სენტის ტაძარი მდებარეობს სოფ სენტში მდ. თებერდას სანაპიროზე შემაღლებულ ადგილას - გორაზე.

ეკლესიის პირველად შეისწავლა ჯოზეფ ბერნარდმა 1829 წელს, ტაძარზე არსებობს XI საუკუნის მოხატულობის კვალი, საკურთხეველში სამი სარკმლის თავზე ჩანს ღვთისმშობლის დიდი გამოსახულება და მის ქვეშ საიდუმლო სერობა, ტაძრის ზედა ნაწილში წარმოდგენილია ქრისტეს ცხოვრების ამსახვეი ეპიზოდები, სასამართლო, აღდგომა. დასავლეთ კედელზე გამოსახულია იერუსალიმში შესვლის სცენა. ქვედა იარუსზე წარმოდგენილია მოციქულთა და ეკლესიის მამათა ფიქურები, ასევე მთავარანგელოზი შუბით ხელში.

ეკლესიასთან არის ორი აკლდამა, ერთი მავზოლეუმი კამარიანია, უზარმაზარი ქვებით დაფარული მეორე საფლავი კი ნაწილობრივ ჩამონგრეული.

გეგმით ტაძარი წარმოადგენს თანაბარ მკლავიან ჯვარს სამი ეკვდერით, შენობის სიგრძე და სიგანე 8 მეტრია, ეკლესია ნაგებია ქვიშაქვის კარგად თლილი ბლოკებით კირხსნარზე. წყობაში ჩანს ბლოკები წარმართული ორნამენტებით. ტაძრის იატაკის ქვეშ აღმოჩნდა მდიდრული სამარხი. ერთ-ერთი ფრესკის ფენის ქვეშ აღმოჩნდა წარწერა. ვინოგრადოვის გაშიფრვით იქ ნათქვამია რომ ტაძარი აკურთხეს და განაახლეს 964 წელს. ანუ ტაძარი განახლებული ან აგებული უნდა იყოს X საუკუნის II ნახევარში, სწორედ იმ პერიოდში როცა ალანეთში ქრისტიანობა საქართველოდან ინტენსიურად ვრცელდებოდა და ფეხს იკიდებდა.

ტაძარი ფუნქციონირებდა XIX საუკუნის ბოლომდე, აქ მოღვაწეობდნენ ბერები.

ტაძარზე აღმოჩენილია წარწერა, რომელიც შესრულებულია შავი საღებავით ბერძნულ ენაზე.

მეათე საუკუნის დასაწყისიდან ეგრის აფხაზეთის მეფეთა გავლენით ალან ოსებში ქრისტიანობა აქტიურად ვრცელდება. გიორგი II და ლეონIII აფხაზთა მეფეების დროს გააქტიურდა ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ქართულ ბიზანტიური არქიტექტურა. ასეთი შერწყმის შედეგად საქართველოში აშენდა ისეთი ტაძრები როგორიც იყო მოქვის, ლიხნის, ბიჭვინთის და სხვ. ეკლესიები.

თორნიკე დიასამიძე

სპეციალურად საუნჯესთვის

ჯ.ბერნადაცის ჩანახატი

 

---------------------------------------------------------------

მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:

1. მიბჩუანი თ. ქართული ძეგლები ჩრდილო კავკასიაში // ძეგლის მეგობარი. - 1974. - კრ.36. - გვ.63-67. - ყარაჩაი-ბალყარეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლის ქართული წარმოშობის შესახებ. ქრისტიანული ძეგლებიდან აღნიშნულია ორი მონასტერი: სენტი და შუანა (X-XI სს.).

2. თორნიკე დიასამიძე - ქართული კვალი ჩერქეზეთში X-XII საუკუნეებში // მეცნიერება და ტექნოლოგიები - სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი, N2 (716), გვ.100-106, თბილისი, 2014 წ.

3. В.А. Кузнецов - В верховьях Большого Зеленчука

4. Белецкий Д.В., Виноградов А.Ю. - ФРЕСКИ СЕНТИНСКОГО ХРАМА И ПРОБЛЕМЫ ИСТОРИИ АЛАНСКОГО ХРИСТИАНСТВА В Х В

5. Сысоев В. М. Поездка на реки Зеленчук, Кубань и Теберду летом 1895

6. "Материалы по археологии Кавказа". Т.VII. М. 1898, стр.116.