topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ნუზალეს სამლოცველო

<უკან დაბრუნება

ნუზალეს სამლოცველო (ზოგი ვერსიით სამრეკლო) - მცირე ზომის ეკლესია ჩრდილოეთ ოსეთში, მდებარეობს ალაგირის რაიონის სოფელ ნუზალში, მდინარე არდონის მარცხენა მხარეს. ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს შუა საუკუნეების სასაფლაო და სამარხები. ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს კლდეზე შემორჩენილია ნუზალის ციხის ნანგრევები. ნუზალის სამლოცველო პირველად მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ - მანვე აღწერა და გადახატა ცხრა ძმის ეპიტაფია, რომელიც მე-20 საუკუნეში დაიკარგა, რის გამოც ვახუშტი ბატონიშვილის მიერ დაკოპირებული ეს წარწერა ფასდაუდებელი განძი გახდა. სამლოცველოს ზომებია: სიგრძე 5,50 მ, სიგანე 3,30 მ, სიმაღლე 4,70 მ. არქიტექტურა მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრებას განეკუთვნება და წარმოადგენს ტიპიურ ორფრთიანი გადახურვის მქონე სამლოცველოს, როგორიც მრავლად მოიპოვება მთელს ჩრდილოეთ ოსეთში. ნუზალეს სამლოცველო განთქმულია XIII-XIV საუკუნის ფრესკებით. გამოსახულია ღვთისმშობელი, წმ.გიორგი, სავარაუდოდ მიქაელ მთავარანგელოზი და საერო პირები - სავარაუდოდ სამლოცველოს ქტიტორები.

მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:

1. ღამბაშიძე გ. ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში //საბჭოთა ხელოვნება, 1976, N3, გვ.72-78.

2. Нузальская церковь - В. А. Кузнецов - в книге: Свет христианства из Грузии. Область Двалетия из книги "Христианство на Северном Кавказе"

3. ლოლაშვილი ი. დავით სოსლანის აკლდამის საიდუმლოება. - თბ., 1971.-118გვ. // თამარ მეფის ქმრის დავით სოსლანის აკლდამად ნავარაუდევი ეკვდერის (ნუზალის)ისტორია. ნუზალის ეკლესიის მხატვრობა. ეკლესიის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.

4. ონიანი შ. ნუზალის ეკლესიის ეპიტაფია //კრებული ძველი ქართული მწერლობისა და რუსთაველის საკითხები. ტ.4. - თბ., 1973. - გვ.48-61. // მკვლევართა მოსაზრებანი ნუზალის ეკლესიის ეპიტაფიის შესახებ.

5. ნუზალის მონასტერი ოსეთში //ჟ. ”მწყემსი”. - 1884. - N5. - გვ.6-7.

6. Кузнецов В. А., Нузальская церковь и ее фрески // Тезисы докладов IV «Крупновских чтений» по археологии Кавказа, Орджоникидзе, 1974, с.18-19.

7. В. А. КУЗНЕЦОВ - «ПУТЕШЕСТВИЕ В ДРЕВНИЙ ИРИСТОН», МОСКВА «ИСКУССТВО», 1974