topmenu

 

თლის ეკლესია

<უკან დაბრუნება

თლის ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ისტორიულ დვალეთში.

თლის ეკლესია მდებარეობს სოფელი თლის დასავლეთით, მთის ფერდობზე, სამხედრო გზის ტრასაზეა, მეთორმეტე კილომეტრზე მამისონის უღელტეხილიდან გადაღმა. ეკლესია დარბაზული ტიპისაა ზომები: 7,8X13,0. ძეგლი წარმოადგენს ცალნავიან ეკლესიას მინაშენის კვალით სამხრეთის ფასადის მთელ სიგრძეზე.

მსგავსად ხოზიტა-მაირამისა, თლის ეკლესია მკვეთრად ამჟღავნებს ქართული ხუროთმოძღვრების ნიშნებს და არქიტექტურულად ძლიერ წააგავს ხოზიტა მაირამს და ამავ დროს მკვეთრად განსხვავდება ჩრდილოეთ ოსეთის ყველა ძველ ხუროთმოძღვრული ძეგლებისგან. ითვლება იმავე პერიოდის ძეგლად (მე-XI ს.).

ეკლესია ძლიერ დაზიანებულია - კამარა ჩამოქცეულია, ქვების ნაწილი ეკლესიის ირგვლივაა დაყრილი, ნაწილი კი გაძარცულია.

რაც შეეხება სარკმლებს, მათ კვალს ჩვენამდე არ მოუღწევია არც ერთ კედელში. ერთადერთი ხვრელობი - შესასვლელი - სამხრეთის ფასადის დასავლეთ ნაწილშია მოთავსებული. შესასვლელი თავისი სრული სიმაღლითაა მოღწეული ჩვენამდე. იგი შიგნიდან თაღოვანია, გარედან კი, კონსტრუქციისა და ტიმპანის ფილის შერჩენილი ბუდის მიხედვით, სწორკუთხა მოხაზულობისა ყოფილა. სამხრეთის მინაშენი კიდევ უფრო დანგრეული სახითაა მოღწეული. ნაეკლესიარის სიახლოვეს შეინიშნება სამარხთა მრავალი კვალი.

 

1. გივი ღამბაშიძე, „ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში“, „საბჭოთა ხელოვნება“, №3, თბ., 1976

2. ვ. დოლიძე, „თლის ხუროთმოძღვრული ძეგლი — საქართველოსა და დვალეთის კულტურული ურთიერთობის ახალი საბუთი“, სსსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXI, №6, 1958

3. ვ. გამრეკელი, ისტორიული მასალები ღვალეთიდან, ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XXIV–B, 1963, გვ.91-103;

4. დვალეთის ლოკალიზაციის, ეთნიკური წარმომავლობის, ენისა და ისტორიის საკითხები განხილულია ვ.გამრეკელის მონოგრაფიაში: Двалы и Двалетия в I-XV ВВ. Н. Э,Тбилиси, 1961.

5. В. А. Кузнецов - Свет христианства из Грузии. Область Двалетия из книги "Христианство на Северном Кавказе"

 

Храм в Тли - В. А. Кузнецов // Свет христианства из Грузии. Область Двалетия из книги "Христианство на Северном Кавказе"

Селение Тли расположено в Мамисонском ущелье на правом берегу р. Мамисондон, на пути к Мамисонскому перевалу. Руины древнего храма открыты в 1946 г. архитектором В. Лакисовым, сделавшим неточные обмеры и план. В 1953 г. храм был обследован и опубликова В. О. Долидзе (21, с. 767-773), после чего памятник стал известен, а материал О. Долидзе стал основным источником информации о храме, ибо археологическому исследованию он не подвергался по тем же причинам что и "Хозита-Майрам". Кроме того, храм Тли кратко рассматривался В. А. Кузнецовым (22, с. 166-167), Г. Г. Гамбашидзе (23, с. 4) и В. Н. Гамрекели (17, с. 85). Храм в Тли представляет однонефный зал с полуциркульной апсидой, не выделенной снаружи и вписанной в толщу восточной стены. По обе стороны апсиды - глубокие ниши, переход от апсиды к продольным стенам осуществлен при помощи двухступенчатого заплечья, интерьер парой двухступенчатых пилястр разделен на два равных компартимента. Еще две пилястры находятся в углах западной стены. На пилястрах и угловых полупилястрах держались подпружные арки, несшие свод. Единственный вход находится в западной части южной стены, оформление его резным профилированным архивольтом аналогично такому же проему в "Хозита-Майрам". Размеры здания в интерьере 10,80x6 м. Стены сложены из двух панцирей с бутобетонным заполнением между ними, панцирная кладка из квадров и плит известкового туфа. На остатках стен с внутренней стороны сохранились участки штукатурки, на которую, очевидно, были нанесены фрески, ныне погибшие.