topmenu

 

ხოზიტა-მაირამი (ზრუგის) ზროგოს ხოზიტა მად-მაირამი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ზროგოს (ზრუგის) ხოზიტა მად-მაირამი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ისტორიულ დვალეთში. მდებარეობს ჩრდილოეთ ოსეთის ასს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მდინარე ზრუგდონის (მდ.არდონის შენაკადი) ხეობაში, ოსური სახელწოდებაა "ხოზიტა-მაირამი" (Зргуский храм, осет. Хозита Майрам, Зруджи Майрам). ტაძარი საინტერესოა არა მხოლოდ თავისი, გარკვეული ეპოქისათვის დამახასიათებელი არქიტექტურით, არამედ კედლის მხატვრობის ფრაგმენტებითაც. ტაძარი შეისწავლა 1951 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ. ადგილზე ჩატარდა აზომვა, ტაძრის აღწერა და მისი ფოტოფიქსაცია. ტაძრის არქიტექტურის შესწავლამ შესაძლო გახადა მისი ადგილის გარკვევა XI საუკუნის პირველი ათეული წლების ქართული არქიტექტურის ანალოგიური ძეგლების რიგში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ეკლესიას სამხრეთიდან აქვს შემდეგ საუკუნეებში აგებული მინაშენები. ნაეკლესიარის სიახლოვეს შეინიშნება სამარხთა მრავალი კვალი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კამარა, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლები, შემორჩნილია მხოლოდ ფრაგმენტები საკურთხეველში და "ჯვარცმის" სცენა სამხრეთის კედელზე. მიუხედავად კედლის მხატვრობის ცუდი დაცულობისა, ეს ცალკეული ფრაგმენტები საშუალებას იძლევა ნაწილობრივ მაინც წარმოდგეს მოხატულობის საერთო აღნაგობის სქემა და გაირკვეს მისი შექმნის დრო.

ტაძრის სამხრეთი კედელი, რომელიც ორი პედლის თაღით არის გაყოფილი, მოხატული ყოფილა მთელი რიგი კომპოზიციებით. კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ზემო რეგისტრში, რომელიც სარკმლის ქვემო დონეზე თავდებოდა, მოთავსებულია ორი სცენა, რომლებსაც მაღალი სარკმელი ყოფს. სარკმლის მარცხენა მხარეს, საფიქრებელია, გამოსახული იყო "ელისაბედისა და მარიამის შეხვედრა“, რომლისგანაც ადგილ-ადგილ გადარჩენილია მხოლოდ ურთიერთისაკენ მიმართულ, ახლო მდგომ ქალების ფიგურათა კონტურები. უკეთ გაირჩევა კაბის ქვემო კალთის მონახაზი, რომლიდანაც მოჩანს ფეხსაცმელები; ერთერთ ფიგურას შერჩენილი აქვს" ფეხსაცმელებზე მოყავისფრო-წითელი ფერი. ზემო რეგისტრის შემდეგი კომპოზიცია ძნელი დასადგენია. ძლიერ სუსტად ირჩევა ერთმანეთთან ახლო განლაგებული, შარავანდით შემკული სამი თავის მოხაზულობა. ორ ფიგურაზე გაირჩევა მკერდთან მიტანილი, ნებით მაყურებლისკენ მიმართული ხელები. როგორც ჩანს, აქ გამოსახული იყო სამი წმინდანი. ქვემო რეგისტრში, ზემო რეგისტრის შესაბამისად, წარმოდგენილია ორი სცენა: "ჯვარცმა" და "მენელსაცხებლე დედანი საფლავთან". "ჯვარცმის" სცენა (ნახ.1), სამხრეთის კედლის სხვა კომპოზიციებისაგან განსხვავებით, თითქმის მთლიანად არის შენახული მონახაზის სახით და რამდენადმე წარმოდგენას გვაძლევს მხატვრის მიერ მისი შესრულების მანერაზე. ამ კომპოზიციის იკონოგრაფიული ნიშნები ჩვეულებრივია შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისათვის. ანალოგიურად აგებული კომპოზიცია გვაქვს, მაგალითად, ბოჭორმის მოხატულობაში, რომელიც XII ს-ის შუა წლებს მიეკუთვნება.

სამხრეთის კედლის დასავლეთ მონაკვეთში, ზემო რეგისტრში გამოსახული იყო "წმ.ევსტატეს ნადირობა", რომელიც საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. ამჟამად კომპოზიცია ძნელად იკითხება. ჩვეულებისამებრ ის ორი ფიგურისაგან არის აგებული; მხედარი, რომელიც მშვილდით ისარს ისვრის, გამოსახულია სარკმლის მარცხნივ, მარჯვნივ კი - გაქცეული ირემი. ფიგურებს მონუმენტალური ხასიათი აქვს. ირემი გამოსახულია დიდი განშტოებული რქებით, უკან გადაწეული თავით; რქებს შორის ახლაც ირჩევა ქრისტეს შარავანდის სუსტი მოხაზულობა. საკურთხევლის სარკმელში შერჩენილია ორნამენტის ნაშთები, რომლის მსგავსი ორნამენტი გვხვდება XI–XII საუკუნეთა მრავალ ქართულ ფერწერაში. კედლის მხატვრობა იყო სამხრეთი კედლის შესასვლელის ტიმპანს გარედან,სადაც დარჩენილია მხოლოდ ცისფერი ფონი და ჯვარედი შარავანდით შემკული ქრისტეს ნახევარფიგურის სუსტი მოხაზულობა. მიუხედავად იმისა, რომ "ხოზიტა-მაირამის" ტაძარში კედლის მხატვრობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაშთებია შერჩენილი, ის თავისებურებანი, რომლებიც მჟღავნდება კომპოზიციების აღნაგობაში, აგრეთვე მონახაზ–ნახატის ხასიათი, საშუალებას გვაძლევენ დაახლოებით ვივარაუდოთ მისი შესრულების დრო ეს უნდა იყოს XII ს-ის მეორე ნახევარი.

ჩრდილოეთ ოსეთის ასს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამჟამად ცნობილია შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის მხოლოდ ორი ნიმუში: ერთი მათგანია „ხოზიტა-მაირამის“, მეორე - არდონის ხეობაში ნუზალის პატარა ეკლესიის მოხატულობა, რომელიც XIII ს. მიეკუთვნება. ორივე ეს მოხატულობა უდავოდ ქართულია; ამაზე პირველი ძეგლის მხატვრობაში მიგვითითებს მისი სტილისტიკური ხასიათი, რომელიც ანალოგიებს პოვებს შუა საუკუნეების საქართველოს გარკვეული ხანის კედლის მხატვრობაში, ხოლო ნუზალის კედლის მხატვრობის შესრულება ქართველი ოსტატის მიერ, ამას გარდა, დასტურდება ქართული ასომთავრული წარწერებით, რომლებიც თან ახლავს გამოსახულებებს

ბიბლიოგრაფია, მის შესახებ სტატიები:

  1. ვ.დოლიძე - ხოზიტა-მაირამი - საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა კულტურული ურთიერთობის საბუთი // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემის მოამბე, ტ.XV, №2, 1954
  2. ა.ვოლსკაია - კედლის მხატვრობის ფრაგმენტები "ხოზიტა–მაირამის" ქართულ ტაძარში // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.XV, №6, 1954
  3. Г.Гамбашидзе - К вопросу о культурно-исторических связах средневековой Грузии с народами Северного Кавказа..// II Международный симпозиум по грузинскому искусству, ТБИЛИСИ, 1977
  4. როლანდ თოფჩიშვილი - ქართველთა ეთნიკური ისტორია და საქართველოს ისტორიულ - ეთნოგრაფიული მხარეები (დვალეთი - დვალები)
  5. Зргуский храм. Нач. XI в. Фотография. 80-е гг. XX в.
  6. Лит.: Пфаф В. Путешествие по ущельям Сев. Осетии // Сб. сведений о Кавказе. Тифлис, 1871. Т.1. С.150-151;
  7. Маркович В. Б. В верховьях Ардона и Риона // Зап. РГО по общей географии. СПб., 1906. Т. 38. № 3. С. 191-192. Рис.35-36;
  8. Семенов Л. П. Археологические разыскания в Сев. Осетии // Изв. СОНИИ. Дзауджикау, 1948. Т.12. С.108;
  9. Вольская А. И. Фрагменты фресковой живописи груз. храма «Хозита-Майрам» в Сев. Осетии // Сообщ. АН ГССР. Тбилиси, 1954. Т. 15. № 6. С.393-398;
  10. Долидзе В. О. Хозита-Майрам - документ культурных связей Грузии с народами Сев. Кавказа // Там же. №2. С.119-126;
  11. Гамрекели В. Н. Двалы и Двалетия в I-XV вв. н. э. Тбилиси, 1961. С.83-84;
  12. Кузнецов В. А. Зодчество феодальной Алании. Орджоникидзе, 1977. С.162-166; он же. Христианство на Сев. Кавказе до XV в. Владикавказ, 2002. С.101-102;
  13. Хворостова Е. Л. Археологические исследования Зругского храма в Сев. Осетии // Реставрация и исследования памятников культуры. М., 1990. №3. С. 198-200.
  14. http://www.pravenc.ru/text/200099.html

 

 

 

 

**************************************************************************

ღამბაშიძე გ. ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში //საბჭოთა ხელოვნება, 1976, N3, გვ.72-78.

საქართველოსა და იმიერკავკასიის ხალხთა ისტორიულ კავშირურთიერთობათა შესწავლა ქართველოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური საკითხთაგანია, რომელიც დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა ივ.ჯავახიშვილმა დასახა მიზნად. საყოველთაოდაა ცნობილი ენათმეცნიერთა და ეთნოგრაფთ) მიერ ამ მიმართებით წარმოებული მუშაობით მიღწეული შედეგები რაც შეეხება იმიერკავკასიაში ქართული კულტურის ძეგლების კვლევას, ამ მხრივ ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯებია გადადგმული ხელოვნების ისტორიკოსთა და არქეოლოგთა ექსპედიციებით გამოვლენილი ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, ისტორიულ წერილობითსა და ფოლკლორულ მასალასთან ერთად, ნათლად გვიჩვენებს, თუ რა მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა შუასაუკუნეთა საქართველოს მთელს იმიერკავკასიურ სამყაროსთან (რასაც წინა ისტორიულ პერიოდში არსებული კავშირ-ურთიერთობანი ედო საფუძვლად). ეს ძეგლები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს საქართველოს ისტორიის პოლიტიკურ, ეკონომიურ, კულტურულ და სხვა საკითხთა გასაშუქებლად; და არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ იმიერკავკასიის იმ ხალხთა ისტორიისათვისაც, სადაც ის ძეგლებია შექმნილი...<<ტექსტი სრულად აქ...<<

**************************************************************************

ვ.დოლიძე - ხოზიტა-მაირამი - საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა კულტურული ურთიერთობის საბუთი // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემის მოამბე, ტ.XV, № 2, 1954

ფეოდალური საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა კულტურული ურთიერთობის საკითხის შესწავლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე შემორჩენილ ქართული ხელოვნების ძეგლებს. მაგრამ დღემდე გამოვლინებული ძეგლებიდან ყველა არაა სათანადოდ შესწავლილი და, ამავე დროს, სავსებით უცნობი ძეგლების აღმოჩენის შესაძლებლობაც არ არის გამორიცხული. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიცია 1951 წ. ზაფხულში ადგილზე გაეცნო ჩრდილო ოსეთის ასსრ საკვლევ სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლის პროფ. ლ.სემიონოვის მიერ მითითებულ ძეგლს, რომელიც უცნობია ხელოვნებათმცოდნეობის ლიტერატურაშიც. ეს არის "ხოზიტა–მაირამის" სახელწოდებით ცნობილი ეკლესია. იგი მკვეთრად განსხვავდება ჩრდილო ოსეთის ყველა ძველი სამაროვანი, საკულტო და თავდაცვითი ხასიათის არქიტექტურული ნაგებობებისაგან, რომელთაც ღრმად თავისებური თვისებები აქვთ. მეორე მხრივ, ხოზიტა - მაირამი როგორც თავისი გეგმის გადაწყვეტით, ასევე ფორმებით, პროპორციებით, შემკულობითა და სამშენებლო ხერხებით, აშკარად ამჟღავნებს ქართული საშუალო საუკუნეების ხუროთმოძღვრების ნიშანდობლივ თვისებებს...<<ტექსტი სრულად აქ...<<

*************************************************************************

ა.ვოლსკაია - კედლის მხატვრობის ფრაგმენტები "ხოზიტა–მაირამის" ქართულ ტაძარში // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.XV, №6, 1954

ჩრდილოეთ ოსეთის ასს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მდინარე ზრუგდონის (მდ.არდონის შენაკადი) ხეობაში, დგას ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევები, ამჟამად ცნობილი ოსური სახელწოდებით "ხოზიტა-მაირამი". ეს ტაძარი ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ თავისი, გარკვეული ეპოქისათვის დამახასიათებელი, არქიტექტურით, არამედ კედლის მხატვრობის ფრაგმენტებითაც. ამ ძეგლის შესწავლა დიდ ინტერესს წარმოადგენს საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთის ხალხების კულტურული კავშირის კვლევის საქმეში. ტაძარი "ხოზიტა-მაირამი“ მოხსენებულია ცალკეულ ნაბეჭდ შრომებში, მაგრამ არც ტაძრის არქიტექტურა, არც ფერწერა, რომელიც ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს, სპეციალურად შესწავლილი და სრულად აღწერილი არ ყოფილა. 1951 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ, რომელიც მუშაობდა ჩრდილოეთ ოსეთში, შეისწავლა ეს ტაძარი. ადგილზე ჩატარდა აზომვა, ტაძრის აღწერა და მისი ფოტოფიქსაცია. ტაძრის არქიტექტურის შესწავლამ შესაძლო გახადა მისი ადგილის გარკვევა XI საუკუნის პირველი ათეული წლების ქართული არქიტექტურის ანალოგიური ძეგლების რიგში. ამჟამად, ძეგლის ცუდი დაცულობის გამო (დანგრეულია კამარა, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლები), კედლის მხატვრობა წარმოდგენილია მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების სახით. ძირითადად შენახულია მხოლოდ მონახაზი მღვდელმთავართა გამოსახულებებისა საკურთხეველში და "ჯვარცმის" სცენისა სამხრეთის კედელზე. საღებავის ფენა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სრულიად ჩამორეცხილია მაგრამ, მიუხედავად კედლის მხატვრობის ცუდი დაცულობისა, ეს ცალკეული ფრაგმენტები საშუალებას გვაძლევს ნაწილობრივ მაინც წარმოვიდგინოთ მოხატულობის საერთო აღნაგობის სქემა და გავარკვიოთ მისი შექმნის დრო...<<ტექსტი სრულად აქ...<<

*************************************************************************

Г.Гамбашидзе - К вопросу о культурно-исторических связах средневековой Грузии с народами Северного Кавказа..// II Международный симпозиум по грузинскому искусству, ТБИЛИСИ, 1977

В ущелий р.Ардон сохранились руины построенной из туфа церкви "Хозита Мад Майрам" (Мать Мария ХозиевыхЭ). Церковь (раз.: 7,8х13,3 м) "зального" (т.е, некупольного однонефного) типа с поздней пристройкой с южной стороны. Полукруглая абсида вписана в восточную часть прямоугольного по внешнему контуру здания. По бокам абсиды устроены маленькие камеры в два этажа. По продольным стенам зала поднимаются уступчатые пилястры. В западной части южной стены прорезана дверь. Она с тимпаном, украшена завершием подковообразной формы. Окна обрамлены наличниками и навершиями. Фасады церкви выделяются своей простотой. Акцентированы дверь и окна. Своими строительными приемами и декором "Хозита Мад Майрам" относится к кругу грузинской средневековой христианской культовой архитектуры. Она датируется I десятилетием XI в9. Церковь внутри, а также тимпан входа снаружи были украшены грузинской стенной живописью, выполненной во II пол. XII в.10. Своим плановым и художественно - декоративным решением к описанной церкви близко стоит зальная церковь близ с.Тли (раз.: 7,8х13 м), имевшая пристройку е южной стороны. Церковь ныне разрушена. Полукруглая абсида вписана в прямоугольный снаружи контур здания. По обеим сторонам алтарного окна глубокие ниши. Зал разделен в середине уступчатыми пилястрами. Они находятся и в западной и восточной углах здания. В западной части южной стены вход, украшенный снаружи наличником и полуциркульным навершием. Церковь была оштукатурена изнутри. Датируется она также I десятилетием XI в... << ტექსტი სრულად აქ...<<

*************************************************************************

ვ.გამრეკელი - ისტორიული მასალები ღვალეთიდან // ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XXIV–B, 1963, გვ.91-103

დვალეთის ხეობათა შორის ერთი უმნიშვნელოვანესთაგანია მისი უკიდურესი დასავლეთი ხეობა, ამ ხეობას შუა საუკუნეობრივი ქართული გეოგრაფიული ნომენკლატურით ეწოდებოდა ჟღელეს ხეობა. საგულისხმოა, რომ "ჟღელეს ხეობა" - სახელწოდების ხმარება გვხვდება არა მხოლოდ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში; არამედ ქართულ” კერძოდ რაჭულ, ფოლკლორშიც1 და ხალხურ მეტყველებაში. ამ სახელწოდებამ XIX ს. მოატანა; ის რუსულშიც გადავიდა და ერთხანს რუსულ ოფიციალურ საბუთებშიც იხმარებოდა жгельское ущелье ფორმით ამჟამად კი ეს ხეობა რუსულ და ოსურ ენებზე იწოდება მამისონის ხეობად (Мамисонское ущелье, Мамисон-ком). ხეობის წყლის ქართული სახელწოდებაა "ჟღელეს წყალი“, ხოლო რუსულად და ოსურად მას ამჟამად უწოდებენ Мамисон-дом. ჟღელეს–წყალის მარცხენა ნაპირის მთები საკმაოდ დამრეცი არიან და თვით ნაპირიც იმდენად ფართო დავაკებას წარმოადგენს, თუმც ალაგ-ალაგ ბორცვნარს, რომ წყლის გაყოლებით ხეობაში ახლო–ახლო მრავალი სოფელი და ნასოფლარია...<<ტექსტი სრულად აქ...<<