topmenu

 

გივი ღამბაშიძე - ქართული ფსალმუნი მაღი - ერდას ეკლესიიდან
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (მაღი იერდი)... <<დაბრუნება მთავარ გვერდზე (ჩრდილოეთ კავკასიის ქართული ძეგლები)

გივი ღამბაშიძე - ქართული ფსალმუნი მაღი - ერდას ეკლესიიდან //საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, მასალები, თბილისი, 2015

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს საპატრიარქო

საერთაშორისო კონგრესი

“ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები»

მასალები

I

თბილისი

2015

გივი ღამბაშიძე

(საქართველო, თბილისი)

ქართული ფსალმუნი მაღი - ჲერდას ეკლესიიდან (ინგუშეთი)

ჯვარიახის ხეობის სოფ.სალგის მახლობლად არსებულ სამლოცველო მაღი - ჲერდადან (1:418-427, 443; 2:389) მომდინარეობს ქართული ფსალმუნის წიგნის ორი ფურცელი (3).

შედგენილობა (15,1X6,8 სმ):

1 r - ფს.27,9; ფს.28 სათაური და ფს.28,1–3 ფრაგმენტები.

1 v - ფს.28, 5–11 და ფს.29. სათაურის  ფრაგმენტები.

შედგენილობა (14,3X7,5 სმ.):  2 r – ფს. 88,15-21 ფრაგმენტები.

2 V - ფს. 88,24-31 ფრაგმენტები.

„კიდურწერტილოვნად" შემკული, მოყავისფრო მელნითა და სინგურით კალიგრაფიული ასომთავრულით ხელნაწერი ტექსტი გვერდებშემოფლეთილ ეტრატზეა, ცალ სვეტად; ასოები და სიტყვები ზოგან გადალეულია.

ტექსტობრივ - რედაქციული და პალეოგრაფიული მონაცემებით, მაღი - იერდას ფსალმუნის ფრაგმენტები, ისევე როგორც ტყობია - იერდას ტაძრის (ინგუშეთი) ფსალმუნი (4:67–71), გიორგი მთაწმიდლამდელი (1009–1065 წწ) ბ-რედაქციის (5:63-65, 238–241) ფსალმუნისაა და X ს. II ნას - XI ს. I ნახ. ვათარიღებთ, რაც ესადაგება იმ პერიოდში დურძუკეთში (ინგუშეთი) და, საერთოდ, იმიერკავაკსიურ სივრცეში ქრისტიანული რელიგიისა და ქართული ღვთისმსახურების არსებობის ისტორიულ ფაქტს (6:514–520).


შენიშვნები და მითითებული ლიტერატურა:

1. И.П. Щеблыкнм. Архитектура древних ингушских святилищ. Известия Ингушского НИИК. вып.П-Ш. Владикавказ, 1930.

2. Л. Семенов. Археологические и этнографические разыскания в Ингушии в 1928 и 1929 гг. Известия Ингушского НИИК, вып. II-III, Владикавказ. 1930.

3. ინგუშეთის ქ.ნაზრანში მცხოვრებ აბდულვაჰაპ ელჯარკიევს XX ს. დასაწყისში, საგვარეულო სამლოცველო მაღი–იერდაში უპოვნია მთელი წიგნი, რომელიც მამამისს გადაუცია რუსი ოფიცრისათვის, ეს ორი ფურცელი კი, ოჯახურ რელიკვიად შეუნახავთ. 1970 წელს აღნიშნული ხელნაწერის მიკვლევაში დაგვეხმარა ეთნოგრაფი ბ.გამყრელიძე, ინგუში მწერალი ბ.ჩახკიევი და მხარეთმცოდნე მ.ოზიევი. ა.ელჯარკიევის ანდერძით, აღნიშნული ხელნაწერი ფურცლები მისმა ოჯახმა გადმოგვცა 25.10.1979 წელს.

Г.Г. Гамбашидэе, Древнегрузинские церковные книги из Ингушетии, Пятые Крупновские чтения по археологии Кавказа, Махачкала. 1975, стр.115.

მაღი ჲერდაში არსებული რაღაც "წმინდა წიგნის" არსებობის შსახებ იხ.ინგუშური თქმულება "მაღალ" - Ахриев, Ингуши. ССКГ. T.VIII, Тифлис, 1875, стр.15.

4. მზექალა შანიძე, ფსალმუნის ორი უძველესი ქართული ხელნაწერის შესახებ, მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, VI, თბ., 1978.

5. ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები X-XIII საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით. გამოსცა მზექალა შანიძემ, I, ტექსტი, თბ., 1960.

6. გივი ღამბაშიძე, ქართული კულტურის წრის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში. ქართული ენა, ენციკლოპედია, თბ., 2008.