topmenu

 

ატენის სიონი
There are no translations available.

ატენის სიონი, არქიტექტურულ  მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, დგას სოფლიდან მოშორებით, ქ.გორიდან 12 კმ-ზე, მდ. ტანის მარცხ. ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. თარიღდება VII ს-ის I ნახ-ით. 1968-75 წწ. სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ შეაკეთა და გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები (ხელმძღვანელი არქიტექტორი ლ. ხიმშიაშვილი), გუმბათის სახურავი (ხელმძღვანელები არქიტექტორი  რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე). 1983 წელს კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით (ხელმძღვანელი რ.გვერდწითელი), გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა (ხელმძღვ. გ.ჭეიშვილი, კ.ბაკურაძე). ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (24 X 19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაქონკის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. შესასვლელები სამხრეთით და ჩრდილოეთითაა.

 

 

 

 

 

*************************************************************************

დიდი ატენი ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ., 1990.- გვ.55-59.

-ატენის სიონის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.1968-1975 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების მასალები.ტექსტს ერთვის ძეგლის ნახაზები და ფოტოები//. -ატენის სიონი, არქიტექტურულ  მონუმენტური  ხელოვნების  ძეგლი,  დგას სოფლიდან მოშორებით, ქ. გორიდან 12 კმ-ზე, მდ. ტანის მარცხ. ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე... <<ტექსტი სრულად აქ..<<

*************************************************************************

ატენის  სიონი - გოჩა გუგუშვილი / გაზეთი „აღსავალი“, №6 2004 წ.. //

..არს ხეობა ატენის მდინარისა. ...ატენის - წყალს მოერთვის აღმოსავლიდამ ვერის ხევი... ამის ზეით ატენი, მცირე ქალაქი. ატენის სამხრით არს მონასტერი სიონი, გუმბათიანი, კეთილნაშენი, და აწ სმენ გადამდგარს ეპისკოპოზს ახტალის მაგიერ, ვინაითგან იგი უქმს არს, და აწ არს ნიში მისი (ვახუშტი). - //  <<ტექსტი სრულად აქ..<<

*************************************************************************

რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე  - ატენის სიონის გუმბათის სახურავის პირვანდელი ფორმის დადგენის ცდა - ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1969 წ., კრ.17, გვ. 50- 56

როგორც ცნობილია, ატენის სიონი (VII ს.) არა მარტო ეკუთვნის "ჯვარის“ ტიპის არქიტექტურულ ძეგლების ჯგუფს, არამედ მცხეთის ჯვარის პირსაც კი  წარმოადგენს. ბოლო დრომდე ატენის სიონს ჰქონდა გვიან შუა საუკუნეებში მოწყობილი, უკვე ძალიან დაზიანებული, სახურავი. 1957-1960 წწ. სახურავის ყველა ქანობი, გარდა გუმბათისა, ხელახლად გადაიხურა ლორფინით. 1967 წ. დადგა გუმბათის სახურავის გამოცვლის ჯერიც.... << ტექსტი სრულად აქ ....<<

***********************************************************************************

შუა საუკუნეების ხელოვნება: ატენის სიონი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 70-71; 116.

მცხეთის ჯვარსა და ატენის სიონში რელიეფური ქანდაკება უკვე ფასადეზეა გამოყენებული, ფასადების დეკორატიული გაფორმების ამოცანის შესაბამისად, ჯვარზე  რელიეფები წარმოადგენენ ორგანულ მთლიანობას ფასადების კომპოზიციაში, ამასთანავე ინარჩუნებენ შინაარსობლივ და მხატვრულ მნიშვნელობას....<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.106-108

ატენის სიონი (VII ს.) - გორის რაიონშია, რაიონის ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ. მანძილზე, მდ.ტანას მარცხენა ნაპირას, სოფლიდან საკმაოდ მოშორებით. ამ ტიპის ძეგლთაგან მცხეთის ჯვართან ყველაზე ახლო ეს ძეგლია..<<ტექსტი სრულად აქ..<<

***********************************************************************************

ატენის სიონის საქტიტორო წარწერა  - გურამ აბრამიშვილი // ძეგლის მეგობარი 1969, კრ.19, გვ.30 -37

ატენის სიონის მხატვრობის თარიღის განსაზღვრა დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვლევ საკითხს. აღნიშნული ძეგლისადმი დაინტერესება იმით იყო გამოწვეული, რომ ატენის სიონის მოხატულობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ფეოდ. ხანის ქართული მონუმენტური მხატვრობის ისტორიაში....<<ტექსტი სრულად აქ...<<