topmenu

 

გალ - იერდი (გალ - ერდი)

<უკან დაბრუნება

გალ - იერდი - ენციკლოპედია: საქართველო, ტ.I, 1997 წ. გვ.535

გალ - იერდი, ქრისტიანობისდროინდელი ძეგლი ინგუშეთში სოფ.ეგენტის მახლობლად, წყალგამყოფ ქედზე, სოფ.ხულისკენ მიმავალი სამანქანო გზიდან 1,5 კმ-ზე. ჯერ კიდევ გასული საუკუნის II ნახევარში ინგუშეთში გამოვლენილ იქნა ქრისტიანობის დამადასტურებელი ფაქტები და მასთან დაკავშირებული რამდენიმე ძეგლი. სოფლის მოშორებით, შემაღლებულ ადგილზე შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები. ნაგებობა გეგმით ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. წყობაში სხვადასხვა ზომის ქვა და კირის ხსნარია გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, კარს ნახევარწრიული თაღი აგვირგვინებს. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შიგნით და გარედან შელესილი ყოფილა კირის ხსნარით, გადახურული - ერთქანობიანი ფიქლისფილებიანი სახურავით. ინტერიერში აღმოსავლეთ კედელთან მოწყობილ ქვის საკურთხეველში ერთმანეთის თავზე 2 ნიშია. როგორც ჩანს, ხატებისთვის დატანებული. გარს ერტყა გალავანი, რომლის კედელშიც დასაჯდომად განკუთვნილი 21 ნიში იყო გაკეთებული. ინგუშები დიდ პატივს სცემდნენ გალ იერდს, სწირავდნენ მას ნანადირევის რქებს, ახლად ჩამოსხმულ ტყვიებს, ანთებდნენ სანთლებს; ზაფხულობით სწირავდნენ ძროხას თხას; აღნიშნავდნენ სადღესასწაულო დღეებს. თითოეული გვარი შესაწირავს გალავნის კედლებში მოწყობილ მისთვის განკუთვნილ ნიშში დებდა. რიტუალი შერწყმული იყო წარმართულ ელემენტებთან. გალ იერდის არქიტექტურა ერთი მხრივ ინგუშეთში გავრცელებული შენობების ტიპური ნიმუშია, მეორე მხრივ კი გადმოცემები და ტრადიცია მას ქრისტიანობას და საქართველოს უკავშირებს, რადგან ქრისტიანობის გავლენა საქართველოდან მოდიოდა. მთის პირობებში ქრისტიანობას სხვა გზა არ ჰქონდა, იგი უნდა შერწყმოდა ადგილობრივ წარმართულ ტრადიციას, რათა უფრო გასაგები და მისაღები გამხდარიყო მთიელთათვის.

ლიტ: ხუციშვილი ლ. გალ-ერდი - ქრისტიანობის დროინდელი ძეგლი ინგუშეთში // ძეგლის მეგობარი, 1983, N64, გვ.63-66.

 

Л. П. Семенев - Эволюция ингушских святилищ //Труды РАНИОН. Владикавказ, 1928. - Т.4. - с.454-462

К числу древнейших из сохранившихся до нашего времени памятников этого рода относятся христианские храмы, сооруженные грузинскими строителями. Таковыми являются храмы— "Тхаба-Ерды“ и „Албиерды", находящиеся в Ассинском ущелье, первый — близ сел.Хайрах (на правом берегу реки Ассы), второй — напротив сел.Таргим (на левом берегу той же реки). Наиболее ценен и лучше сохранился "Тхаба-Ерды", представлявший собою продолговатое здание с двускатной кровлей, разделенное арками на четыре части. Снаружи храм украшен многочисленными орнаментированными рельефными плитами, изображениями людей и животных (рис.1). Описание этих храмов дано В.Ф.Миллером "Материалы по археология Кавказа", I). Знаток кавказской эпиграфики Н.Э.Бакрадзе датировал "Тхаба-ЕрдыЭ 830 г. н.э. Христианским храмам должны были предшествовать языческие, но о памятниках этого рода точных сведений не имеется; возможно, что они намеренно разрушались в эпоху введения христианства. Из Грузии в Ингушию проникали церковные сосуды и богослужебные книги. Очагом распространения христианства было, таким образом, Ассимское ущелье, считающееся, по народным преданиям, первоначальным местом поселения ингушского племени. Подражанием форме этих храмов является храм "Гальерды", находящийся на горе близ сел.Шуан и сооруженный, как мы предполагаем местными строителями. Он разделен арками на три части; архитектура его заметно упрощена (рис.2). Впоследствии христианские храмы („Тхаба-Ерды“9 »Гальерды“) подвергались разновременным существенным переделкам; к ним прстраивались грубо сложенные каменные ограды с нишами, являющиеся данью язычеству.

 

 

 

----------------------------------

ლია ხუციშვილი - გალ-ერდი - ქრისტიანობის დროინდელი ძეგლი ინგუშეთში //ძეგლის მეგობარი. - 1983. - N64. - გვ.63-66.

კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთის კალთებზე დღემდე მოღწეული მატერიალური კულტურის ძეგლთაგან, გარკვეული რიგის ნაგებობებს მკვლევართა ნაწილი ქრისტიანული რელიგიის წარმონაქმნად თვლის. ამ მხრივ გამონაკლისს არც ინგუშეთი წარმოადგენს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ინგუშეთში გამოვლენილ იქნა ქრისტიანობის დამადასტურებელი ფაქტები და აღიწერა მასთან დაკავშირებული რამდენიმე ძეგლი. ცხადია, ვეინახთა ქრისტიანიზაციის პროცესში ცალკეულ ადგილობრივ ძირძველ ელემენტთა ასიმილირებას უნდა ჰქონოდა ადგილი, რასაც საკულტო ძეგლებზეც უნდა დაემჩნია კვალი. დღეს ძნელია ლაპარაკი იმაზე, თუ რა ვითარება იყო შუა საუკუნეების ინგუშეთში, ხოლო რაც შეეხება XIX ს. ამ კუთხეში ნამყოფ თითქმის ყველა მკვლევარს და მოგზაურს შეუმჩნევია, რომ ინგუშების ნაწილი აღიარებდა ქრისტიანობას, თუმცა იგი საფუძვლიანად იყო აღრეული ადგილობრივ წარმართულ წარმოდგენებთან1. წინამდებარე წერილში განხილულია ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ძეგლი, რომელიც მდებარეობს სოფ.ეგენტის მეზობლად წყალგამყოფ ქედზე, სოფ.ხულისაკენ მიმავალი სამანქანო გზიდან დაახლოებით 1,5 კმ–ის მანძილზე. ძეგლი სოფლისაგან დაცილებულ შემაღლებულ და შედარებით სწორ ადგილასაა აგებული. როგორც ჩანს, ქრისტიანული საკულტო ძეგლის ასაგებად შერჩეულია ისეთი ადგილი, რომელიც მოსახლეობას ძველთაგანვე წმინდად მიაჩნდა.... <<<ტექსტი სრულად აქ...<<<