There are no translations available.
< უკან დაბრუნება
ქართულ - ავსტრალიური პროექტი
21 ივლისს მცხეთის სამთავროს სამაროვანზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ‘სამთავროს გათხრები-ს’ წლევანდელ სამუშაოებს შეაჯამებენ.
სამთავროს სამარხებში აღმოჩნდა ახ.წ. III-IV ს-ით დათარიღებული ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს სხვადასხვა ნივთები. ასევე სანელსაცხებლე მინის მცირე ზომის ჭურჭლები, გიშრის, სარდიონის და სხვა ქვების მძივები.
ქართულ-ავსტრალიური პროექტი გახლავთ ახალი გაბედული ნაბიჯი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მელბურნის უნივერსიტეტს შორის. მისი მიზანია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ძეგლების კვლევა.
გრძელვადიანი პროექტი 2008 წელს დაიწყო და პოირველი სამუშაოები მცხეთის სამთავროს სამაროვანზე ჩატარდა.
წყარო:
http://www.museum.ge/web_page/geo/index.php?id=178
|