topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

სამღერეთი

<უკან დაბრუნება....<<<თეთრიწყაროს რაიონის ძეგლები>>>

 

სამღერეთი - „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“ // გ.გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ.ბრაგვაძე, მ.კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.

(ქც 4: 322,16). იხენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 322,16), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 456, 461), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 127, 235).

ვახუშტი ბაგრატიონი სამღერეთის შესახებ გადმოგვცემს: ტორნეს „ხევზედ, სამღერეთს ზეით, გვიანას, არს მონასტერი მცირე“ (ქც 4: 322,16,17).

მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, თეთრიწყაროდან დასავლეთით 8 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე სოფ. სამღერეთის მიდამოებში.

სოფელი XVII-XVIII სს-ში ორბელიანთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. XVII ს-ში სამღერეთში სასახლე ჰქონდათ აბაშიშვილებს (ბერძენიშვილი 1979: 97). 1747-1748 წწ. ნადირ-შაჰისაგან შევიწროებული ბორჩალოს სულთანი სამღერეთში გაიხიზნა (ორბელიანი 1981: 127).

1987-1988 წწ. ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ექსპედიციამ (ხელმძღ. მ.ბოჭოიძე) სოფ.სამღერეთის მახლობლად მდებარე მონასტერი გაწმინდა და ჩაატარა მცირე არქეოლოგიური გათხრები.

სოფელში დგას XI ს-ის დარბაზული ეკლესია, რომელიც მრავალგზის გადაკეთებული და დანგრეულია (ლომთათიძე 1989: 57, 58). სოფლის გადაღმა, მდ.ხრამის მარცხენა შენაკადის მდ.ტრონეს შესართავთან, ღრმა ხევში დგას მონასტერი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა საბეროს უწოდებს. მონასტერს ერტყა მაღალი, ამჟამად დანგრეული ქვის გალავანი, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. გალავანში მოქცეულია ეკლესია, სამრეკლო, სატრაპეზო და სენაკები. ნაგებობების ქვის პერანგი XX ს-ის 30-იან წლებში სოფელში გაუზიდავთ (ციციშვილი 1951: 277, 278). ეკლესია დარბაზულია (11,9X8,1 მ), ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდის მხარეს, სარკმლის მარჯვნივ, ნიშში მოწყობილია სხვენში ასასვლელი. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. ეკლესიის გრძივი ნავი ორ ნაწილად იყოფა კედლის სვეტებით, რომელთაც თაღის საშუალებით გადახურვის ცილინდრული კამარა ეყრდნობა. საკურთხეველი ნავისაგან მაღალი კანკელით უნდა ყოფილიყო გამოყოფილი. ეკლესიას კრამიტით გადახურული ორკალთიანი სახურავი ჰქონდა. ეკლესია გარედან მდიდრულად იყო მოჩუქურთმებული. სამხრეთით აქვს მინაშენი, რომელიც ორი ნაწილისაგან – კარიბჭისა და მცირე ეკლესიისაგან – შედგება. კვადრატული გეგმის კარიბჭე დიდი ეკლესიის სამხრეთ პორტალს ებჯინება. მინაშენი ეკლესია მცირე ზომისაა. აფსიდა ნახევარწრიულია. თარიღდება XIII ს-ის პირველი ნახევრით (ციციშვილი 1951: 278-287).

ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 მ-ში დგას სამრეკლო, რომელიც გალავნის სისტემაშია ჩართული. ის ეკლესიის თანადროულია (ციციშვილი 1951: 287-288).

ეკლესიიდან სამხრეთ-დასავლეთით ათიოდე მ-ში, დგას მონასტრის სატრაპეზო. ის მართხკუთხა გეგმისაა (14,68X8,20მ), ორსართულიანი. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისა იყო. იქ აღმოჩენილია მარანი. შესასვლელი სამხრეთით აქვს. სართულშორისი გადახურვა ჰორიზონტალური იყო – ხის, ან ქვის სვეტებზე დაყრდნობილი. მეორე სართული სასადილოა. მას შესასვლელი აქვს დასავლეთითა და ჩრდილოეთით. სატრაპეზოს კედლები შელესილი და შესაძლებელია, მოხატულიც იყო. დარბაზის გადახურვა კამაროვანი იყო, სახურავი - ორკალთიანი. სატრაპეზოში ორი წარწერაა, რომლებზეც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იკითხება (ციციშვილი 1951: 288-295).

ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1979: 97; ლორთქიფანიძე 1935: 343; ორბელიანი 1981: 127, 235), ქრონიკები 1897: 461; ქც 4: 322,16; ციციშვილი 1951: 278-297.

 

 

 

 

 

  • სამღერეთის მონასტერი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა
  • სამღერეთის მონასტერი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
  • სამღერეთის მონასტერი - ფოტოგალერეა//ფოტოალბომის სრული ვერსია

******************************************************************************************************

სამღერეთის მონასტერი - ი.ციციშვილი//

სამღერეთის მონასტრის XIII საუკუნის სატრაპეზო ორსართულიანია. პირველ სართულში მოწყობილია მარანი, მეორეზე საკუთრივ სატრაპეზოა შესასვლელებით დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან და განათებულია ხუთი თაღოვანი სარკმლით. აღმოსავლეთის კედელში მოთავსებულია ორი ნახევარწრიული ნიში, ამათგან ცენტრალურში არის დაკიდული ქვის ტრაპეზი. სატრაპეზო აგებულია კარგად გათლილი, მომწვანო ფერის კვადრატით...<<ტექსტი სრულად აქ....<<<