topmenu

 

წოფის კულტურა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<წოფი>>>

წოფის კულტურა

ზურაბ ცქვიტინიძე

60-იანი წლების შუა ხანებამდე აღმოსავლეთ საქართველის ენეოლითური კულტურა ხასიათდებოდა მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპის ძეგლებით, რომლის წარმომავლობისა და ჩამოყალიბების პრობლემა დღემდე არ არის საბოლოოდ გადაჭრილი, რასაც ნაწილობრივ ხელს უშლიდა წინარე კულტურების წყაროთმცოდნეობითი ბაზის არასრულფასოვნება. აღნიშნული პრობლემის კვლევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ კი ქვემო ქართლის ენეოლითური კულტურების კვლევას. მითუმეტეს, რომ მტკვარ-არეზის კულტურის ცნობილი მკვლევარების აზრით ქვემო ქართლი უნდა ყოფილიყო ძირითადი კერა ამ კულტურის ჩამოყალიბებისა და მისი იქიდან ადრეული განფენისა. 60-იანი წლების შუა ხანებში ქვემო ქართლში (მარნეულის რ-ნი), ერთდროულად (1965 წ.) დაიწყო ორი სხვადასხვა ენეოლითური კულტურის ეპონიმური ძეგლების (წოფი, შულავერის გორა) არქეოლოგიური შესწავლა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მტკვარ-არეზამდელი ენეოლითური კულტურების კვლევას აღმოსავლეთ საქართველიში. სადღეისოდ აღმოსავლეთ საქართველოში უკვე გამოვლენილია ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ორი ენეოლითური: შულავერ-შომუთეფესი და წოფის კულტურები, მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპის ძეგლები, მონიშნულია მათი პერიოდიზაცია და ქრონოლოგია, კულტურული კავშირების ორიენტაცია, განვითარების დონე და სხვა საკითხები. მტკვარ-არეზის კულტურის ძირითადი პრობლემის, მისი წარმომავლობის კვლევის თვალსაზრისით ქვემო ქართლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, სადაც სადღეისოდ მეტნაკლები სიზუსტით შეიძლება თვალი გავადევნოთ წინამორბედი კულტურების განვითარებას მეზოლითიდან - ადრებრინჯაოს ხანამდე. სადღეისოდ ამ სუსტ ჯაჭვს ემატება მეტად მნიშვნელოვანი რგოლები: სიონისა და წოფის ნამოსახლარები, რომლებიც ენეოლითის ეპოქას ნეოლითთან და მეზოლითთან აკავშირებენ. ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო კულტურების შესწავლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სიონისა და წოფის ნამოსახლარებს. სადღეისოდ ეს ძეგლები ფართოდაა შესული კავკასიის არქეოლოგიურ ლიტერატურაში. აღნიშნული ძეგლების (სიონი, წოფი) ფართო რეზონანსი ნათლად მეტყველებს მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და მოითხოვს მასალის გამოქვეყნებასა და ძეგლების სწორ ინტერპრეტაციას. წოფის ნამოსახლარის მასალის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში: არაგვისა და მტკვრის ხეობებში, კახეთში - იორ-ალაზნის ველზე და თვით ქვემო ქართლში წოფის ტიპის ნამოსახლარების გამოვლენის შემდეგ. ახალმა აღმოჩენებმა ცხადჰყო, რომ საქმე გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოს სრულიად ახალ, შულავერ-შომუთეფეს კულტურისაგან განსხვავებულ, წოფის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებთან, რომლის შესწავლას სათავე დაუდო წოფის ნამოსახლარმა...

წოფი - აღმოსავლეთ საქართველო ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანაში - საქართველოს არქეოლოგია (რვა ტომად, ტომი II), ენეოლითი - ადრე ბრინჯაოს ხანა // სარედაქციო კოლეგია: ისტ.მეცნ დოქტორი ო.ლორთქიფანიძე, (მთ.რედაქტორი), თბილისი, გამომც. „მეცნიერება“, 1992 წ.

წოფი (ტაბ.XLIII, LIII 1-21)

წოფის ნამოსახლარი მდებარეობს მარნეულის რაიონში, სოფ.წოფის სამხრეთით 1 კმ-ზე, მდ.ბანუშჩაის მარცხენა კონცხისებურ ტერასაზე. ძეგლს 1965, 1969 და 1976 წლებში სწავლობდა ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიცია ტ.ჩუბინიშვილის ხელმძღვანელობით. გათხრების შედეგად მიწისზედა ნაგებობების კვალი არ გამოვლენილა. შედარებით დაცულ ფართობზე აღმოჩნდა 27 ორმო, რომელთა დიამეტრი 1.80 მ-ს არ აღემატება (მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღმოჩნდა ორმოში ბათქაშის ფრაგმენტები). ძეგლზე მოპოვებული კერამიკა ძირითადად უხეშია, ქილის ფორმის ბრტყელი, დაბალქუსლიანი ძირით, იშვიათად შემკულია კოპებით. გვხვდება სფერულტარიანი, პირგადაშლილი, ძაბრისებურყელიანი ჭურჭელი, რომელთა შორის ზოგიერთს ტალღისებური პირი აქვს. თიხის ნაწარმს კეცში შერეული აქვს დანაყილი კვარცი და ობსიდიანი, არის ბზენარევი კერამიკაც. აქვე გვხვდება წმინდა თიხისაგან ნაძერწი თხელკედლიანი, ვარდისფრად შეღებილი და გაპრიალებულზედაპირიანი ჭურჭლის ფრაგმენტები. საინტერესოა გობისებური ფორმის ჭურჭელი, რომლის ქობა ოთb ადგილას ამოზიდულია და გარეთ გადაშლილი. ჭურჭლის ზედა ნაწილს შემოუყვება სველ თიხაზე გაკეთებული მრგვალი ნახვრეტები. ქვის ინდუსტრია წარმოდგენილია ხელსაფქვავებით და მცირე ზომის სანაყით, ქვის გახეხილ-გაპრიალებული ცულებით. ობსიდიანის ნაწარმში გვხვდება რეტუშირებული ლამელები, ანატკეცები გამოყენების კვალით. იარაღებში სჭარბობს საჭრისები, საფხეკები და სახვრეტები. აქვეა აღმოჩენილი რამდენიმე სეგმენტი და ერთი სწორფუძიანი ორმხრივ დამუშავებული ისრისპირი. აქვე აღმოჩნდა სამი ირმის რჭის ფუძეზე ნაკეთები სატარენახვრეტიანი თოხი და ძვლის სადგისები. საინტერესოა თიხის ხარის ფიგურა. ორმოების შევსებაში გვხვდება აშკარად მოგვიანო ხანის ჩარხზე დამზადებული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ამ მასალისა და არქაული იერის მქონე ინვენტარის ერთად აღმოჩენა ტერასის გადარეცხვით შეიძლება იყოს გამოწვეული. შეააბამისად, ძეგლზე დარღვეული კულტურული ფენებია წარმოდგენილი. ამ მოსაზრებას ადასტურებს ორი გარემოება: 1. ძეგლზე დაფიქსირებული ორმოების მხოლოდ ქვედა, ძირის ნაწილია შემორჩენილი, ზოგიერთ შემთხვევაში ორმო წარმოდგენილია მოყვითალო გრუნტზე შესამჩნევი მუქი ლაქით. თვით ორმოს მაქსიმალური სიმაღლე 40 სმ არ აღემატება. 2. კორდოვანი ფენის ქვემოთ, თითქმის მთელ გათხრილ ფართობზე, დადასტურდა ღორღნარევი ფენა (10-16 სმ). ამგვარად, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჯერ გადარეცხილია ენეოლითური ხანის მასალის შემცველი ორმოები, შემდეგ კი მასზე დაფენებულია არქეოლოგიური მასალის შემცველი ღორღნარევი შრე. წოფის ნამოსახლარზე აღმოჩენილია ათას ექვსასამდე ნატკეცი ობსიდიანი, რომელთაგან მესამედზე მეტი მოდის მზა იარაღებზე; 3%-ით ნაკლებს შეადგენს ნუკლეუსები, დანარჩენი ინვენტარი წარმოდგენილია ანატკეცებით. ლამელებისა და ობსიდიანის ნამტვრევების სახით, მეორადი დამუშავების გარეშე. ამ ნამოსახლარის იარაღთა ნამზადებად გამოყენებულია. წვრილი ანატკეცები, ძირითადად ოთხკუთხა მოყვანილობის; საშუალო და ფართო მსხვილი ლამელები, რომელთა შორის სჭარბობს სწორი პროფილის პრიზმული ლამელები. ნუკლეუსები უმეტესად წარმოდგენილია წვრილი პრიზმული ორმხრივი დაწახნაგებით. გვხვდება აგრეთვე დიკოსებური მოყვანილობის წვრილი ნუკლეუსები. წოფის ნამოსახლარის იარაღთა მეორადი დაშუშავების ტექნიკა ხასიათდება წვრილი დამაბლაგვებელი და წვრილი წამახვილებელი რეტუშით, რომელიც დატანილია უპირატესად ერთ ან ორ გვერდზე ზურგის, იშვიათად მუცლის მხრიდან. იარაღის ტექნიკურ-მორფოლოგიური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ მათი ძირითადი სახეობებია ერთ ან ორგვერდრეტუშირებული და გვერდამოღარული ლამელები. თითქმის ერთნაირი რაოდენობით არის წარმოდგენილი ისეთი სახეობის იარაღები, როგორიცაა რეტუშირებული ანატკეცები, ანატცებზე ნაკეთები ასტამები, საფხეკები და საჭრისები. საფხეკებს შორის დამახასიათებელია ლამელებსა და ანატკეცებზე ნაკეთები ბოლოკიდურა საფხეკები, ერთეული ეგზემპლარებია ანატკეცებზე ნამზადები მომრგვალო მიკროსაფხეკები. საჭრისებს შორის ჭარბობს ლამელის გადატეხის კუთხეზე და ანატკეცებზე ნაკეთები. შემდეგ მოდის გვერდის, შუალა, კუთხოვანი და კომბინირებული საჭრისები. ინვენტარში მნიშვნელოვანი ოდენობით გვხვდება წვეტიანები. ასიმეტრიული, ძირითადად ლამელებზე ნაკეთები სხვა ტიპის იარაღები წარმოდგენილია ერთეული ცალებით - გეომეტრიული მიკროლითები დაბალი სეგმენტის ფორმით, სამკუთხა მოყვანილობის სწორფუძიანი ორმხრივდამუშავებული ისრისპირი, გახეხილ-გაპრიალებული სოლისებური მოყვანილობის ცული. გამოირკვა, რომ წოფის ნამოსახლარზე პრაქტიკულად ერთნაირი რაოდენობითაა იარაღების ძირითადი ჯგუფები: დანები, ნამგლის ჩასართები და  საფხეკები. მათი უმრავლესობა გვერდითი სამუშაოპირიანი იარაღებია, რომლებიც ნაკეთებია უმეტესწილად რეტუშიან ან ურეტუშო ლამელებსა და ანატკეცებზე. ინვენტარის დიდ ნაწილს შეადგენს ხოწები და ამოღარული იარაღები. ჭარბად არის წარმოდგენილი რეტუშიან და ურეტუშო ლამელებსა და ანატკეცებზე ნაკეთები სარანდი დანები, სატეხისებური იარაღები, საჭრისები, ბურღები და სახვრეტები, ერთეულ ცალად - სანადირო იარაღის ჩასართები (მიკროსეგმენტები და ისრის წვერები), საჭრისი, ხერხი და გახეხილი ცული. ბევრია კომბირებული იარაღი. წოფის ინვენტარში აღმოჩენილია „შომუ-თეფეს ტიპის“ შედგენილი ნამგლის ჩასართები. არის აგრეთვე ამ ნამოსახლარზე ცნობილი დაკბილული მსხვილრეტუშიანი სამკელი დანა. აქვეა ნაპოვნი ორი დიდი ზომის ობსიდიანის ლამელა. დანისებური ლამელები იხმარებოდა უკვე როგორც ტარიანი დანების ჩასართები. საფხეკებში სჭარბობს რეტუშიან და ურეტუშო ლამელებსა და ანტკეცებზე ნაკეთები გვერდითი საფხეკები, მსგავსადვე ნაკეთები ადრეული იერის ბოლოკიდურა საფხეკები და რამდენიმე მიკროსაფხეკი. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.

ბიბლიოგრაფია:

1.გ.გრიგოლია, თ.ტატიშვილo, ქვემო ქართლის უძველესი ძეგლები, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული", ტ.I., თბ., გვ.67-70.

2.ტ.ჩუბინაშვილი, ლ.ნებიერიძე, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის 1969 წლის საველე მუშაობის შედეგები, „არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს“, თბ., 1971.

3.Т.Н.Чубинашвили, К древней истории Южного Кавказа, Тб., 1971.

4.Д.Д.Гогелия, Л.М.Челидзе, Г.Б.Авалишвили, Краткий отчёт о полевой работе Квемо-Картлийской археологической экспедиции за 1985-86 гг., ПАИ в 1986 г.


სიონი (ტაბ.XLIV-XLV)

სიონის ნასახლარი მდებარეობს მარნეულის რაიოის სოფ.სიონში, მდ.ხუდისწყლის მარცხენა ტერასაზე. ძეგლს შეისწავლის ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვეო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიცია თ.კიღურაძის ხელმძღვანელობით. სიონი, როგორც წოფი, გეოგრაფიულად შულავერ-შომუთეფეს კულტურის გავრცელების ზონაშია მოქცეული. ორივე ძეგლი, შულავერის კულტურის ძეგლებისაგან გასხვავებით, შედარებით მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან. სიონში ადრესამიწათმოქმედო პერიოდის მხოლოდ ერთი ფენაა, რომელიც წარმოდგენილია ერთი, მაქსიმუმ ორი სამშენებლო ჰორიზონტით. აღნიშნული კულტურული ფენა დაზიანებულია შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის სამარხებით. ვარაუდობენ, რომ ძეგლზე წარმოდგენილია ნახევრადმიწურები, რომელთა ქვის საძირკველზე ალoზის კედელი უნდა მდგარიყო. აქ აღმოჩენილი მასალა თითქმის ერთგვაროვანია, მეტად მრავალრიცხოვანია კერამიკული ნაწარმი, რომელიც ფრაგმენტებით არის წარმოდგენილი. თიხის ჭურჭელი მთლიანად ხელით ნაძერიწია. გავრცელებულია დაბალყელიანი, გამობერილმუცლიანი ჭურჭლებიწ მაღალყელიანი და პირმოყრილი ქილის ფრაგმენტები. აქვეა ერთი ჯამისებური ჭურჭლის ფრაგმენტი. თიხის ჭურჭლის ზედაპირი ძირითადად მოყავისფრო, მოვარდისფროა. იშვიათია აგურისფრად გამომწვარი. ჭურჭლის ნაწილს ზედაპირიც და სარჩულიც შავი ფერისაა, ხოლო მცირე ნაწილს ზედაპირიც და სარჩულიც შავი ფერისაა, ხოლო მცირე ნაწილს ვარდისფრად კარგად გაპრიალებული სარჩული და ლეგა ფერის ზედაპირი აქვს, კერამიკა კარგადაა გამომწვარი, კეცში შერეულია როგორც ორგანული, ასევე არორგანული ნივთიერებები. ძირითადად გავრცელებულია ბრტყელძირა, რამდენიმე ფრაგმენტი კი მომრგვალებულძირიან ჭურჭელს ეკუთვნის. რელიეფური ნაძერწობა, ორნამენტის სახით, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დადასტურებული. სამაგიეროდ, სიონში აღმოჩენილ კერამიკას ახასიათებს პირების შემკობა სხვადასხვა ორნამენტით: სწორი ან ირიბი ვიწრო ჭდეებით, სავარცხლისებური შტამპით დატანილი ნაჭდევებით, წრიული ან ოვალური ფოსოებით და სხვა. რამდენიმე ფრაგმენტს აქვს პირთან ტალღისებური ნაპირი. ქვის მასალა წარმოდგენილია ობსიდიანით. მის საერთო რაოდენობამი მეტია ანატკეც-ანამტვრევები, რომელთა შორის სჭარბობს დამუშავებული ცალები. იარაღების ნაწილი დამზადებულია ლამელებზე. არის ერთი მიკროლამელაც. ლამელების ერთი ჯგუფი დამუშავებულია მცოცავი ან დაწოლილი რეტუშით ზურგის მხრიდან. იარაღებს შორის სიმრავლის მიხედვით სჭარბობს სათლელისებური იარაღები: საფხეკები, საჭრისები და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ N1 სათავსოში აღმოჩნდა „შომუთეფეს ტიპის“ ნამგლის ჩასართი. სიონის ადრესამიწათმოქმედო ფენას ეკუთვნის ბაზალტის უხეში საჩეხ-საპობი იარაღი, სხვადასხვა მოყვანილობის სახეხ-სასრესები და ერთი გახეხილ-გაპრიალებული იარაღის ფრაგმენტი. ძვლის იარაღი წარმოდგენილია ადრესამიწათმოქმედო პერიოდისათვის დამახასიათებელი სადგისებით და ერთი ბეჭის ძვლისაგან დამზადებული ცულისმაგვარი იარაღით. სიონში აღმოჩენილია ობსიდიანის ნუკლეუსი. იარაღების მეტი ნაწილი გაფორმებულია ლამელებზე როგორც დამაბლაგვებელი, ისე წამამახვილებელი რეტუშით, რომელიც დატანილია ზურგის ან მუცლის მხრიდან. სიონისათვის დამახასიათებელი არ არის საწინააღმდეგო სიბრტყეზე მდებარე რეტუში, სამაგიეროდ აქ გვხვდება მაღალი მცოცავი რეტუშით გაფორმებული იარაღების სერია. იარაღის ძირითადი ტიპები წარმოდგენილია რეტუშირებული ლამელებით. ამოღარული და სატეხისებური იარაღები დამზადებულია ლამელებსა და ანატკეცებზე. 295 ანატკეცს გვერდზე ეტყობა ნაწილობრივი რეტუშის და გამოყენების კვალი. საფხეკები წარმოდგენილია ძირითადად ლამელებსა და ლამელისებურ ანატკეცებზე ნაკეთები ბოლოკიდურა ფორმებით. მათი სამუშაო პირი სხვადასხვა მოყვანილობისაა. რამდენიმე ცალი გამოყვანილია მცოცავი რეტუშით ზურგის მხრიდან. აქ ორი მიკროსაფხეკია. აღმოჩენილია 7 სახოკი, დამზადებული მასიურ ანატკეცებზე, რომელთაც სამუშაო პირი უხეშად აქვთ გამოყვანილი. ინვენტარში ბევრია საჭრისი, ძირითადად ლამელის გადატეხვის კუთხეზე ჩამოყალიბებული. გვხვდება შუალა და გვერდითი საჭრისი. სახვრეტების უმრავლესობა ნაკეთებია ანატკეცებზე. გამოიყოფა ლამელებზე ნაკეთები 5 დანა, რომელთაც ერთი გვერდი დამუშავებული აქვთ გამაფხიანებელი რეტუშით, მოპირდაპირე გვერდი კი დაბლაგვებულია. ერთი გრძელი, ვიწრო ლამელაა, რომლის ორივე გვერდი დაბლაგვებულია ციცაბო მაღალი რეტუშით, რის გამოც ლამელის განივკვეთი ტოლფერდა ტრაპეციაა. სიონში აღმოჩნდა ერთი „შომუთეფეს ტიპის“ ნამგლის ჩასართი. კიდევ 4 ნამგლის ჩასართს სამუშაო პირზე დამახასიათებელი ბზინვა ეტყობა. ერთი ნამგლის ჩასართი ნაკეთებია კაჟის ლამელაზე, რომლის ცალი გვერდი დაკბილულია წნევითი რეტუშით. ნამოსახლარის ინვენტარში გვხვდება რამდენიმე კომბინირებული იარაღი. ქვის ხელსაფქვავები არ აღმოჩენილა. ოსტეოლოგიურ მასალაში სჭარბობს შინაური ცხოველების ძვლები, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ნამოსახლარზე მესაქონლეობას ერთგვარად წამყვანი როლი ეკავა მეურნეობაში. მასალა ინახება ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია:

მ.მენაბდე, თ.კიღურაძე, სიონის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1981.

წითელი სოფელი (ტაბ.LI)

ნამოსახლარი მდებარეობს ბოლნისის რაიონში, წითელი სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე. ძეგლის გათხრები აწარმოვა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქვემო ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დ.გოგელიას ხელმღვანელობით. ადრესამიწათმოქმედო კულტურის მასალა გამოვლინდა აქ გათხრილ 18 სამეურნეო დანიშნულების ორმოში. მათი შემორჩენილი სიმაღლე 0,30-1,10 მეტრამდეა. დიამეტრი ორმოს პირთან 0,60-1,10 მ-ია, ძირისაკენ ფართოვდება; როგორც ჩანს, ზემოდან ეფარა ოვალური მოყვანილობის გათლილი ბრტყელი ქვა. აქ აღმოჩენილი კერამიკის ნაწარმი „ხელით ნაძერწია, მურამოყავისფროდ, მოშავოდ ან მონაცრისფროდ გამომწვარი. თიხა მსხვილმარცვლოვანია, ზოგ შემთხვევაში სხვა არაორგანულ მინარევებთან ერთად კეცში შერეული აქვს ობსიდიანის ნამტვრევები. ძირითად ფორმად წარმოგვიდგება დაბალყელიანი, შებერილმუცლიანი ჭურჭლები, არის თხელკედლიანი ფრაგმენტებიც. გავრცელებულია ჭურჭლის პირების შემკობა. რამდენიმე შემთხვევაში პირზე დატანილია ირიბი ნაჭდევები, გვხედება სხვადასხვა მოყვანილობის ფოსოებით შემკული პირის ფრაგმენტები. ერთ შემთხვევაში ჭურჭლის პირი ირიბად დატანილი სავარცხლის შტამპით არის დაჭდეული. ქვის მასალა წარმოდგენილია ერთი გატეხილი ხელსაფქვავით, მცირე რაოდენობის კაჟისა და ობსიდიანის იარაღ-ანატკეცებით. ორ შემთხვევაში დადასტურდა ობსიდიანის ლამელაზე დატანილი მაღალი მცოცავი რეტუში. ორშოებშივე აღმოჩნდა ცხოველის ძვლების ნაშთები და ბათქაშის რამდენიმე ნატეხი. მასალა ინახება ბოლნისის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია:

Д.Д.Гогелия, Л.М.Челидзе, Г.Б.Авалишвили, Краткий отчёт о полевой работе Квемо – Картлийской археологической экспедиции за 1985-1986 гг. ПАИ в 1986 г.

(+)

 

ბიბლიოგრაფია:

1. ლამარა ნებიერიძე - წოფის ენეოლითური კულტურა - 2011 წ., გამ. არტლაინსის აკადემიური წიგნი

2. წოფი - აღმოსავლეთ საქართველო ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანაში - საქართველოს არქეოლოგია (რვა ტომად, ტომი II), ენეოლითი - ადრე ბრინჯაოს ხანა // სარედაქციო კოლეგია: ისტ.მეცნ დოქტორი ო.ლორთქიფანიძე, (მთ.რედაქტორი), თბილისი, გამომც. „მეცნიერება“, 1992 წ.

 

 

Небиеридзе Ламара, Цквитинидзе Николоз

Грузия

Первые следы урукской культуры на Южном Кавказе

სტატიის წყარო

В археологической литературе уже неоднократно отмечалось о появлении на Южном Кавказе (северо-западный Азербайджан) в эпоху позднего энеолита (I пол. IV тыс. до н.э.) поселений убейдо-урукской культуры. Мы считаем должным отметить, что первая керамика урукской культуры на Южном Кавказе была обнаруженна в Восточной Грузии, в Марнеульском районе, на позднеэнеолитическом поселении Цопи, которая к сожалению в свое время не попала в поле зрения ученых, хотя она была опубликованна еще в 1970 году в совместной монографии К.Х.Кушнаревой и Т.Н.Чубинишвили [3, с.31. рис.9, 20]. Цопское поселение было открыто в 1957 году археологом Г.К.Григолия во время археологических разведок. Памятник находится на южной окраине с.Цопи, на мысу у слияния р.Баношисцкали и безименной балки. Раскопки памятника начались в 1965 году под руководством Т.Н.Чубинишвили с постоянным участием автора. С целью установления и дополнительной проверки стратиграфии, кратковременные работы проводились определьенными промежутками. Поселение однослойное. оно является эпонимным для цопской культуры, памятники, которой позже были открыты и изучены в ущельях рек Арагви и Куры (Г.Чиковани), также в Кахетии на Иори-Алазанской долине (В.Варазашвили). Компоненты цопской культуры также выявлены на поселениях Северного Кавказа (Ростунов, Кореневский). Здесь речь не пойдет о цопской куьтуре, ее подробная характеристика будет дана в специальной монографии. Отметим только, что в начале V тыс. до н.э. на территории Восточной Грузии (Шида и квемо картли) на основе поздненеолитической культуры Сиони развивается цопская энеолитическая культура, генетическая связь которых четко видна по материалам обоих (Сиони, Цопи) памятников. Эта связь более четко прослеживается между Сиони и ранними (начало v тыс . до н. э.) памятниками цопской культуры Арагвского ущелья. Наша задача заключается в повторном введении в научный оборот урукской керамики, которая была обнаружена на цопском поселении совместно с местной. Урукская керамика представлена фрагментами больших пифосов. Она желтовато-розового цвета, поверхность тщательно залощена и ангобированна, воронкообразное низкое горло завершается плоским, четко профилированным венчиком, в глине примесь мелкорубленной соломы. На горле у перехода в сфероидный корпус заметны концентрические линии, создается впечатление, что сосуд сделан на гончарном круге [3, с.31, рис.9, 20]. Сосуществование урукской и местной цопской керамики на однослойном цопском поселении указывает на двух компонента определьяющего культурную атрибуцию памятника. Аналогичная керамика в 80 годы была выявлена в Шида Картли (Восточная Грузия) в Карельском р-не, на высоком мысе, у слияния р.Куры и ее левого притока р.Проне, в урочище Бериклдееби [1, с.80-87]. Памятник многослойный. В самом нижнем, позднеэнеолитическом слое поселения были найдены фрагменты крупных, толстостенных пифосов - части горла с резко отогнутым, четко профилированным угловатым венчиком. Вылеплены они из плотной, хорошо отмученной глины с большой примесью тонкорубленной соломы и мельчайших зерен кварца. Поверхность бледно-розовая, чисто сглажена, обжиг высококачественный. Фактурой и технологией изготовления к ним примыкают фрагменты крупных, полусферических чаш [1, с.85]. Пифосы по всем параметрам являются точными аналогами вышеуказанной керамики из цопского поселения и памятников урукской культуры Восточной Анатолии (Арслантепе VI A, Норшунтепе, Тепечик). По материалам позднеэнеолитических слоев Цопи и Бериклдееби отчетливо видно, что во второй половине IV тыс. до н.э. появляется керамика урукской традиции Восточной Анатолии. Прослеживается сосуществование местного и восточноанатолийского населения (Урук IV по месопотамской хронологии)[5]. Урукская керамика резко отличается (по форме и технологии изготовления) от местной позднеэнеолитической цопской и бериклдеебской керамики. Местная керамика Бериклдееби принадлежит цопской культуре. В цопском и бериклдеебском материале нет никаких проявлений убейдской культуры т.е. здесь не встречается росписная керамика столь характерная для Убейда. Наоборот вся уруксуая керамика этих поселений имеет поздний характер. Она не орнаментированна и по всем параметрам, форме и технологии имеет ближайшие аналоги в памятниках урукской культуры Восточной Анатолии (Арслантепе VI A, Норшунтепе, Тепечик). На сей день в Шида Картли, по правой стороне р. Куры в с. Кавтисхеви был изучен самый ранний курган Восточной Грузии в котором была обнаружена керамика урукской культуры, аналоги которой имеются в Бериклдееби [7, с.126-131], Цопи и в Восточной Анатолии (памятники урукской культуры) (таб.I). Проникновение на Южный Кавказ новой археологической культуры естественно ставит вопрос - К какому этносу? к какой яэыковой группе относились мигранты? Даже предположительно ответить на этот вопрос требуется учесть отдельные факторы древней истории и лингвистическую ситуацию этого обширного региона. Конечно мы осазнаем что на данном этапе исследования не возможно дать определьенный ответ на этот сложнейший вопрос, но высказать предположение по этому поводу нам предстовляется возможным. Учитывая васточногрузинские указанные материалы, лингвистическую ситуацию Восточной Анатолии и сопредельных регионов, по нашему предположению проникшие в ареал бассейна р.Куры отдельные этнокультурные группы (в то время уже проживающие в Восточной Анатолии) - это хуритские племенна носители урукской культуры сосуществовавшие с местным населением цопской культуры. Что касается Лейлатепе, мы вслед за Р.М.Мунчаевым думаем - это позднеурукская культура [4, с.8-9], носители которой возможно другими путьями проникли на Южный Кавказ в виде отдельных этнокультурных групп и на новом месте в определьенное время по прежнему сохраняли свою самобытную культуру.

Литература:

1. Глонти Л.И., Джавахишвили А.И. Новые данные о многослойном памятнике эпохи энеолита- поздней бронзы в Шида Картли-Бериклдееби. Краткие сообщения, 192, м., 1987.

2. Кореневский С.Н. Галюгай I - поселение майкопской культуры. М., 1995.

3. Кушнарева К.Х., Чубинишвили Т.Н. Древние культуры Южного Кавказа. Л., 1970.

4. Мунчаев Р.М. Урукская культура (Месопотамия) и Кавказ. Археология, этнология и фольклористика Кавказа. Материалы международной научной конференции. Махачкала, 2007.

5. Ростунов В.Л. Проблемы переходного периода от знеолита к эпохе ранней бронзы на центральном Кавказе. Тезисы докладов на международной конференции " Кавказ в контексте всемирной истории" Тб., 1996.

6. Javaxišvili A. Ausgrabungen in Berikldeebi (Sida kartli).

7. Makharadze Z. Nouvelles donne es sur le Chalcolithique en Georgie orientale. Le cultures du Caucase/ Paris? 2007/