<უკან დაბრუნება...<<<მემატიანე // უძველესი საქართველო // არქეოლოგია>>>
აღმოსავლეთ საქართველო ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანაში - საქართველოს არქეოლოგია (რვა ტომად, ტომი II), ენეოლითი - ადრე ბრინჯაოს ხანა // სარედაქციო კოლეგია: ისტ.მეცნ დოქტორი ო.ლორთქიფანიძე, (მთავარი რედაქტორი), ისტ.მეცნ. დოქტორი ა.ჯალაღონია, (პასუხისმგებელი მდივანი), ისტ. მეცნ. დოქტორი თ.მიქელაძე, ისტ. მეცნ კანდიდატი გ.ცქიტიშვილი, ისტ. მეცნ კანდიდატი ვ.მ.ჯაფარიძე. რედაქტორი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ.კორ - ო.ჯაფარიძე. რეცენზენტები - ისტ. მეცნ კანდიდატები: თ.კიღურაძე, ლ.ნებიერიძე. თბილისი, გამომც. „მეცნიერება“, 1992 წელი.
კარი პირველი
აღმოსავლეთ საქართველო ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანაში
თავი I
ენეოლითი
I. ენეოლითური კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში
აღმოსავლეთ ამიერკავკასია ნეოლითის ხანაში ნაკლებად დასახელებული ჩანს. მისი ინტენსიური ათვისება ენეოლითის პერიოდიდან იწყება [3,18.49], აქ გამოვლენილია უკვე სავსებით ჩამოყალიბებული და საკმაოდ განვითარებული ენეოლითური ხანის ადრესამიწათმოქმედო კულტურა. ამ კულტურის ნასოფლარი ადგილები დღეს ხელოვნურ ბორცვებს წარმოადგენენ, რომლებიც ერთ ადგილზე ხანგრdლივი ცხოვრების შედეგად წარმოიქმნენ [18]. ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნასახლარები აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზეა მიკვლეული. უძველესი სამოსახლოები აქ ჯგუფ-ჯგუფად გვხვდება თითოეული ჯგუფი სამი-ხუთი ბორცვისაგან არის შედგენილი. ეს ნასოფლარები გამოვლენილია მარნეულის ველის გეოგრაფიულად შემოფარგლულ ზონებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირის შენაკად მდინარეთა: ხრამის, დებედას, შულავრის წყლისა და მაშაავერას აუზებმი. მარნეულის ველს [6,7,12,13] ქვემო ქართლის ვაკის დასავლეთი ნაწილი უკავია და გაშლილია მდ.მტკვრის მარჯვენა ნაპირზე; მისი სიგრძე დასახელებულ მდინარეთა ქვემო დინებების გაყოლებით 35-38 კმ-ს აღწევს, უდიდესი სიგანე-18 კმ-ს, ბოლო აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 265 მ.-დან 500 მ-მდე. მარნეულის ველისა და მიმდებარე მთისწინების ნიადაგები მაღალნოყიერია და მეტად ხელსაყრელია მემინდვრეობის, მებოსტნეობის, მეხილეობისა და მევენახეობის განვითარებისათვის; დღეს ამ ტერიტორიაზე, მყარი და უხვი მოსავლის უზრუნველყოფისათვის, ნიადაგები ხელოვნურ მორწყვას საჭიროებს. რეგიონის მდინარეთა რეჟიმისათვის დამახასიათებელია გაზაფხულის ჩამონადენის სიჭარბე, ხოლო ზამთარში წყალმცირობა. მარნეულის ველზე, ზღვის დონიდან 500 მ-მდე, გავრცელებულია მშრალი კლიმატი, ზომიერად ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ამ ზონაში 11,70-დან 12,90-მდე მერყეობს. ტემპერატურის წლიური ამპლიტუდაა 250. ნალექების წლიური საშუალო რაოდენობაა 383-500 მმ. ზაფხული გვალვიანია, ზამთარი - უმეტესად უთოვლო. დამახასიათებელია ნალექების უარყოფითი ბალანსი ზაფხულში. მცენარეული საფარის ისტორიის ცალკეული. ეტაპების აღსადგენად ჩატარდა სპორული მტვრიანების მარცვლის პალინოლოგიური ანალიზი. ნიმუშები აღებულია როგორც საყრდენი პუნქტებიდან, ასევე ადრესამიწათმოქმედო კულტურის სხვადასხვა სამოსახლოზე. განსაზღვრული ნიმუშები წარმოგვიდგენს უტყეო ლანდშაფტს, რომელიც დაფარულია. ბალახეულისა და ბუჩქნარის ფორმაციებით. ამასთან ერთად, ჰოლოცენის პერიოდში გავრცელებული ჩანს ნათელი ჭალისა და მთისწინა ზოლის ტყეები, რომელთა არეალი გარკვეულ ცვლილებას განიცდიდა [35].
აღმოსავლეთ საქართველოში ენეოლითის კულტურის არსებობა (ძვ.წ. VI-IV ათასწლ.) ემთხვევა ჰოლოცენის ატლანტური პერიოდის შუა მონაკვეთს, რომელიც ევრაზიის შიდა კონტინენტურ რაიონებში გამყინვარების შემდგომ პერიოდში წარმოადგენს მეტად თბილ და მშრალ ეტაპს. პალეობიოლოგიური და პალეობოტანიკური მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ხელსაყრელი პირობები მშრალი და სითბოს მოყვარული ფლორისა და ფაუნის განვითარებისათვის [38]. მარნეულის ვაკის როგორც თანამედროვე, ასევე განამარხებელი ნიადაგები ატარებენ მშრალ კლიმატში ფორმირების აშკარა ნიშნებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღმ. საქართველოს დაბლობში კლიმატი ჰოლოცენში არ განიცდის მკვეთრ ცვლილებას [44]. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე საკმაო რაოდენობით მოიპოვება ბუნებრივი რესურსები, საზოგადოების განვითარების ადრეული პერიოდისათვის გამოსადეგი ნედლეული, ობსიდიანისა და სპილენძის საბადოები. სწორედ ხელსაყრელი გეოგრაფიული გარემო და მრავალფეროვანი ბუნებრივი სიმდიდრე უწყობდა ხელს აქ უძველესი მოსახლეობის დამკვიდრებას. ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, მიკვლეულია და შეისწავლება ადრე სამიწათმოქმედო კულტურის სამოსახლოების რამდენიმე ჯგუფი [5,48]. მარნეულის რაიონმი მდებარეობს ოთხი ბორცვისაგან შედგენილი ქვემო შულავერის ჯგუფი, ხუთი ბორცვისაგან წარმოქმნილი ყაჩაღანის ჯგუფი და ასევე ხუთი სამოსახლო ბორცვით შედგენილი წითელი სოფლის ჯგუფი. ბოლნისის რაიონშია ხუთი სამოსახლო ბორცვისაგან შედგენილი არუხლოს ჯგუფი. დღეისათვის ამგვარი სამოსახლოების ზუსტი რაოდენობის დადგენა ძნელია, რადგანაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დავავშირებით ბევრი მათგანი მოთხრილი და მოსწორებულია [18,37]. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილი სამოსახლოები მდებარეობენ მდინარის ახლოს გაშლილ ველზე და ზოგჯერ თავდაცვითი თხრილით არიან შემოზღუდული. ასეთი თავდაცვითი თხრილები დადასტურებულია ჭვემო ქართლის ადრეასამიწათმოქმედო კულტურის არუხლო I, იმირის გორისა და ხრამის დიდი გორის ნასოფლარზე. შულავერის კულტურის ძეგლებზე სამშენებლო მასალად თიხის გამოყენებაა დამახასიათებელი. სამოსახლოზე წარმოდგენილია ალიზით ნაგები წრიული, გუმბათურსახურავიანი ნაგებობები და სამეურნეო დანიშნულების ამგვარივე სათავსოები. ამ შენობების გადაკეთების ან დანგრევის შემთხვევაში იქმნებოდა სამშენებლო ნაშთების მნიშვნელოვანი დანალექი, რის გამოც დასახლებული ადგილი მაღლა იწევდა და დროთა განმავლობაში ბორცვის სახეს იღებდა [19,37]. არუხლო I -ისა და ხრამის დიდი გორის სტრატიგრაფიული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ამ ძეგლებზე თავდაპირველი საცხოვრებელი თიხნარ გრუნტში ჩაჭრილი ნახევრადმიწურებია. იგი გამოვლენილია არუხლო I სამოსახლო ბორცვის ჩრდილო-აღმოსავლეთით [1], ხრამის დიდ გორაზე კი გვხვდება უშუალოდ ალიზის შენობების ქვემოთ [8]. ნახევარმიწურები აღმოჩენილია დასავლეთ აზერბაიჯანის ადრესამიწათმოქმედო კულტურის რამდენიმე სამოსახლო ბორცვზეც [50,51].
საერთოდ, ამიერვავვასიის ენეოლითური ხანისათვის ამგვარი სათავსოები არ არის დანახასიათებელი და, შესაძლოა, ადგილობრივი სახლთმშენებლობის ადრეული ფორმების გადმონაშთი იყოს [20,37,49]. არუხლო I-ზე გამოვლენილი ნახევარმიწურები ოვალური ან წრიული მოყვანილობისაა, დიამეტრია 2,6-4,6 მ. ამ სათავსოების კონტურები ისახება მხოლოდ თიხნარი გრუნტის დონეზე, რომლის ზემოთაც ნაგებობის სხვა კვალის დაფიქსირება არ მოხერხდა. ამგვარი სათავსოს კონსტრუქციაზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის №11 და №12 ნახევარმიწურების თიხით მოლესილ იატაკის ცენტრალურ ნაწილში გაწმენდილი საყრდენი ბოძის ორმო. გრუნტში ჩაჭრილი ნახევარმიწურის ზედა ნაწილი შესაძლოა ცენტრალურ ბოძზე დაყრდნობილ, ტყავებით გადახურულ ხის კონსტრუქციას წარმოადგენდა. მისი აგება, ალიზის შენობასთან შედარებით, არ მოითხოვდა დიდ დროსა და შრომას. ამდენად, ნახევარმიწურები შესაძლებელია დროებით ნაგებობას წარმოადგენდა და ალიზით ნაგები სათავსოების აშენებამდე იყო ძირითადად გამოყენებული. მისი გამართვისას გრუნტიდან ამოღებული თიხა შესაძლოა შემდეგ ალიზის აგურის დასამზადებლად გამოიყენებოდა. ამ სათავსოების დროებით გამოყენებაზე უნდა მიუთითებდეს ის ფაქტიც, რომ ძირითადი ნასოფლარის გარმმემო გაკეთებული თავდაცვითი თხრილი რამდენიმე შემთხვევაში კვეთს ნახევარმიწურებს [31]. სამოსახლო ბორცვებზე არსებული შენობები ხელით დაყალიბებული ძირბრტყელი ამოზურგული ალიზით არის ნაგები. საალიზე თიხის ხსნარი გამჭლევებულია ქვიშით, დაკეპილი თივითა და ნამჯით. შენობები დგას უშუალოდ მიწაზე ან დანგრეეული სათავსოს მოსწორებულ ადგილზე საძირკვლის გარეშე. კედლები ამოყვანილია იმავე თიხისაგან დამზადებულ, შედარებით განლექილ, შემაკავშირებელ ხსნარზე, რომლითაც შენობის ორივე მხარეა შელესილი. კედლის ზომები აგურის ზომაზეა დამოკიდებული და 20-35 სმ-ის სისქისაა. სათავსოს კედლის ყოველი ახალი რიგი ცენტრისაკენ არის გადაწეული, რითაც მიღწეულია დიამეტრის შემცირება და სიმაღლის ზრდასთან ერთად იკვრება ცრუ გუმბათი [37]. შულავერის კულტურის ძეგლებზე გამოვლენილი ნაგებობები წრიული ფორმისაა, რომლებსაც კონუსურ-გუმბათური მოყვანილობა აქვთ. მათში სამ ჯგუფს გამოყოფენ: საცხოვრებელი შენობები 2,5-5-მდე დიამეტრის, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები 1,25-2 მ-მდე დიამეტრისა და სამეურნეო დანიშნულების ორმოები. შულავერის გორაზე დადასტურებულია საცხოერებელი შენობის კედლის ძირში, იატაკში, ჩადგმული კვერცხისებურტანიანი თიხის კერის არსებობა. იმირის გორისა და არუხლო I-ის საცხოვრებელი შენობის კედელზე ხშირად კარგად შეიმჩნევა ცეცხლის კვალი, ხოლო იატაკზე ნაცრის გროვებია აღმოჩენილი. ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნასოფლარზე სამეურნეო დანიშნულების კერები საცხოვრებელი შენობის გარეთ, ეზოებში, იმართებოდა. არუხლო I-ის ნასოფლარზე ერთი ამგვარი (60X50 სმ) კერა გამართულია ხელსაფქვავის ქვებoთ. საცხოვრებელი კომპლექსი შედგება რამდენიმე ნაგებობისაგან საკუთრივ საცხოვრებელი, რომელიც შედარებით უფრო მოზრდილი იყო, და ორი ან სამი უფრო მომცრო ზომის სამეურნეო დანიშნულების შენობისაგან. თითოეულ კომპლექსს პატარა სამეურნეო ეზო ახლავს, რომლის ირგვლივაა განლაგებული საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები. არუხლო I-ის და იმირის გორის ნასოფლარზე ამგვარი საცხოვრებელი კომპლექსები სამოსახლოს ცენტრალური მოედნის გარმემოა განლაგებული. რამდენიმე შემთხეეეამი სხვადასხეა სამშენებლო ჰორიზონტზე აგებული საცხოვრებელი კომპლექსი თითქმის ერთსა და იმავე ადგილზე არსებობს [31,41]. როგორც ჩანს, მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა ეზოებმი მიმდინარეობდა, რომელიც შესაძლოა ნაწილობრივ გადახურული ყოფილიყო. არუხლო I-ზე, ეზოს ტერიტორიაზე გვხვდება საყრდენი ბოძის ქვის დამუშავებული ბალიში. განსაკუთრებით საინტერესოა იმირის გორაზე გამოვლენილი შენობა N9-10, სადაც, საცხოვრებელი ფართის გადიდების მიზნით, ნაგებობის გეგმისა და კონსტრუქციის შეცვლის ფაქტია დადასტურებული. ეს შენობა ორი ნაწილისაგან შედგება. ვარაუდობენ, რომ N 9-10 ნაგებობას ჰქონდა ბანური გადახურვა, რომლის ხის ძელური კონსტრუქცია ეყრდნობოდა ცენტრალურ ბოძსა და მოზრდილ სათავსოს შუა მდებარე პილონების სახით ჩართულ ალიზისავე კვადრატული კვეთის ბოძებს [37]. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ არუხლო I-ის სამოსახლო ბორცვის პირველ და მეორე სამშენებლო ჰორიზონტზე და ხრამის გორაზე [1,8] დაფიქსირებულია სწორკუთხა სათავსოს არსებობაც. ამგვარი ნაგებობები შულავერის კულტურის არც ერთ სხვა ნამოსახლარზე არ არის დადასტურებული და შესაძლებელია მათი არსებობა ძეგლების ზედა ჰორიზონტების შედარებით გვიანი ასაკითაც აიხსნას.
არსებობს მოსაზრება, რომ ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო ძეგლებზე დადასტურებული ნაგებობები მრავალოთახიანი სახლი ბლოკის ნაწილია, რაც ეკუთვნის იმ საზოგადოებას, რომელშიც გვარიდან მრავალოჯახიანი თემის გამოყოფა მიმდინარეობს. საცხოვრებელი კომპლექსი წყვილადი ოჯახისათვის უნდა იყოს განკუთვნილი. ისეთ მოზრდილ ნასოფლარზე, როგორიც შულავერის გორაა, 60-მდე ოჯახს უნდა ეცხოვრა [18]. ი.კიკვიძე საოჯახო თემის შექმნას წარმოების ხასიათის სირთულეს უკავშირებს, რომელშიც ძირითადი როლი უნდა შეესრულებინა სარწყავ მიწათმოქმედებას [4]. მწარმოებლური ეკონომიკის განვითარების პირობებში სწრაფად მატულობდა მოსახლეობის რიცხვი, რასაც შედეგად სამოსახლოთა სეგმენტაცია [18] მოჰყვა. ქვემო ქართლში ნამატი სოფლად კი არ რჩება, არამედ ახალ ადგილას გადადის და ძირითადი სამოსახლოს მახლობლად ახალი სოფელი ჩნდება. იზრდება თვით სამოსახლეობის რაოდენობა [58]. მარნეულის ველის ასეთი სამოსახლოებიდან, როგორიცაა შულავერი და არუხლო I, მოსახლეობა ახალ ადგილზე სამჯერ-ოთხჯერ მაინც უნდა იყოს გადასული, რის შედეგადაც მათ ირგვლივ გაჩენილია შედარებით მცირე ზომის სამოსახლო ბორცვები. შულავერის კულტურის სამოსახლო ბორცვებზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა წარმოდგენილია თიხის ნაწარმით, ობსიდიანისა და ქვის გახეხილ-გაპრიალებული იარაღით, მრავალფეროვანი ძვლისა და რქის ნაწარმით. თიხის ჭურჭელი ხელით ნაძერწია, დამზადების ტექნიკა პრიმიტიულია და არქაულ იერს ატარებს, არ გამოირჩევა ფორმათა მრავალფეროვნებით, ძირითადად წარმოდგენილია ქილისებური ოდნავ შებერილმუცლიანი, კასრისებური ფორმის ჭურჭლები; გვხვდება მცირე ზომის ჭურჭლები და ჯამები შედარებით იშვიათია წითლად შეღებილი კერამიკული ნაწარმი, ხოლო მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები ერთეულია. თიხის ჭურჭლის მნიშვნელოვანი ნაწილი შემკულია სხვადასხვაგვარი რელიეფური ორნამენტით, ადრეულ საფეხურზე ჩანს ნაჭდევი ორნამენტით შემკული ფრაგმენტები. ძვლის იარაღებში სჭარბობს გაპობილლულოვანი ძვლისაგან დამზადებილი სადგისები და სხვადასხვაგვარი საპრიალებლები. მრვალფეროვანია მიწის დასამუშავებელი იარაღებიც, რომელთა უმეტესი ნაწილი დამზადებულია ირმის რქისაგან. გვხვდება როგორც თოხები, ასევე მიწის საჩიჩქნი, წერაქვის მაგვარი იარაღები. გარვეული პერიოდიდან ჩანს მსხვილფეხა საქონლის ბეჭის, წვივისა და მეტაპოიდის ძვლისაგან ნაკეთები თოხები. ადრესამიწათმოქმედო კულტურის ხანაში კავკასიაში, ისევე როგორც წიან აზიაში, ძირითადად ობსიდიანის ინდუსტრიაა დამახასიათებელი. კაჟი იარაღის დასამზადებლად (შედარებით იშვიათად გამოიყენებოდა იქაც კი, სადაც მათი საბადოები მოიპოვებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოხვლენილი ადრესამიწათმოქმედო კულტურის მატარებელი მოსახლეობა შრომის იარაღების დასამზადებლად ძირითადად თრიალეთის მთებში არსებულ ობსიდიანის საბადოებს იყენებდა. ქვემო ქართლის ნასოფლარების ობსიდიანის ინდუსტრია ძირითადად ერთგვაროვანია როგორც ატკეცვის და მეორადი დამუშავების ტექნიკით, ასევე ტიპოლოგიური შემადგენლობითაც. იარაღის დასამზადებლად უმეტესად გამოყენებულია სწორი, პრიზმული მოყვანილობის ლამელები. ნაკლებად გვხვდება სწორკუთხა, სამკუთხა და ოვალური ანატკეცები. ადრესამიწათმოქმედო კულტურის ხანაში პირველად ჩნდება ლითონის ნივთები. ხრამის გორასა და არუხლო I-ზე აღმოჩნდა სპილენძისაგან ნაკეთები მცირე ზომის საგნები [8,34].
შულავერის კულტურის ძეგლებზე აღმოჩენილია ანტროპომორფული პლასტიკის ნიმუშები. გვხვდება მეტ-ნაკლებად სტილიზებული, მვვეთრად ხაზგასმული მდედრობითი ნიშნების მქონე თიხის მცირე ფიგურები. ამათგან მხოლოდ ერთი შეიძლება გამოსახავდეს მამაკაცს. აღმოჩენილი ქალის ფიგურები დაკავშირებული უნდა იყოს სიცოცხლისა და ნაყოფიერების კულტთან და ბუნების მფარველ ძალას უნდა განასახიერებდეს [16,17,4]. არუხლო I-ზე აღმოჩნდა ქვის კენჭზე დამზადებული ორი სკულპტურული ანტროპომორფული გამოსახულება[61]. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურაში, მატერიალური კულტურის ნაშთებისა და სტრატიფიცირებული ძეგლების მონაცემების საფუძველზე, თ.კიღურაძე გამოჰყოფს განვითარების ხუთ საფეხურს[5]. ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეულ, პირველ საფეხურს, განეკუთვნება შულავერის გორის IX-IV სამშენებლო ჰორიზონტები; მეორე საფეხურს - შულავერის გორის III-I, იმირის გორის VII-VI და დანგრეული გორა; მესამე საფეხურს - იმირის გორის V ჰორიზონტი; მეოთხე საფეხურს იმირის გორის IV-I ჰორიზონტი და ხრამის დიდი გორის I-IV ჰორიზონტები, რომელთაც უნდა დაემატოს არუხლო I-ის VI-III ჰორიზონტები; მეხუთე საფეხურს მიეკუთვნება ხრამის დიდი გორის V-VII და არუხლო I-ის II და I ჰორიზონტები. პირველი საფეხურისათვის დამახასიათებელია უხეშზედაპირიანი კერამიკა. ძირითადად გვხვდება კვერცხისებურტანიანი, პირმოყრილი ქილები, რომელთაც მეტად მასიური, მკვეთრად გამოყვანილი ქუსლი აქვთ. ორნამენტის სახით გვხვდება ჭურჭლის პირთან დაძერწილი კონუსური კოპები. თიხა მსხვილმარცვლიანია, მასში შერეულია დანაყილი ბაზალტი და ხვინჭა. VI-IV ჰორიზონტზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტის ზედაპირზე ჩანს ბზის მინარევი. ძვლის ნაწარმი წარმოდგენილია მეტაპოდიებზე ნაკეთები სადგისებით. მეხუთე ჰორიზონტზე ჩნდება მრგვალღეროიანი საპრიალებლები. იშვიათია ირმის რქის იარაღები, აღმოჩენილი ერთეული ცალები სატარე ნახვრეტების გარეშეა და ფუძე რქისაგანაა დამზადებული. პირველ საფეხურზეა აღმოჩენილი ძვლის კოვზის მაგვარი ნივთები, რომელთა მსგავსი მეორე და მესამე საფეხურზეც გვხვდება. მეორე საფეხურზე განაგრძობს არსებობას ტრადიციული კერამივული ნაწარმი. ამასთანავე, ჩნდება მოვარდისფროდ გამომწვარი, კარგად მოგლუვებული და ზოგჯერ ზედაპირგაპრიალებული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ასევე ჩნდება ბზენარევი თიხის ნაწარმი, ხოლო ჭურჭლის ძირებზე ლასტის წრიული ანაბეჭდი. ეს უკანასკნელი შემდგომ საფეხურზე განაგრძობს არსებობას. პირველად მეორე საფეხურზე ჩნდება ჭდეული ორნამენტი, რომელიც რელიეფურთან თანაარსებობს. რელიეფური ორნამენტი გვხვდება პირმოყრილ და პირგადაშლილ ჭურჭლებზე. ჭდეული ორნამენტი დატანილია ჭურჭლის პირსა და მხარზე. გვხვდება ვერტიკალურად განლაგებული „თევზიფხური“ ორნამენტი, იშვიათია ტეხილხაზოვანი გეომეტრიული სახეები და ვერტიკალური ტალღისებური ხაზები. ჭდეული ორნამენტი მხოლოდ მეორე საფეხურისთვისაა დამახასიათებელი. ძვლის ნაწარმიდან წარმოდგენილია მეტაპოდიაზე დამზადებული სადგისები, საპრიალებლები, კოვზის ფრაგმენტი და სხვა. სიახლეს წარმოადგენს მსხვილფეხა საქონლის ნეკნისა და ბეჭის ძვლისაგან დამზადებული საპრიალებლები. ამავე საფეხურზე ჩნდება თხელფირფიტოვანი საპრიალებლები და დანისებური იარაღი. აქვეა აღმოჩენილი ოვალურთავიანი და რომბულთავიანი ისრისპირები და გახვრეტილი ეშვის საკიდი. II საფეხურზე ადრე დადასტურებულ თოხებთან ერთად ჩნდება ირმის რქის ცული. III საფეხურისათვის დამახასიათებელია პირმოყრილი კასრისებური ფორმის ჭურჭელი, მაგრამ აღარ გვხვდება პირველი და მეორე საფეხურისათვის დამახასიათებელი მასიური ქუსლები. ძირებზე ხშირად ჩანს ლასტის სპირალური ანაბეჭდი. ამ საფეხურზე პირველად გვხვდება ოვალური მოყვანილობის ჭურჭელი და ისეთი თიხის ჭურჭელი, რომელსაც ერთ ადგილზე პირის ნაწილი ჩადრეკილი აქვს (მსგავსი ჭურჭლები მე-4 და მე-5 საფეხურზეც განაგრძობს არსებობას). აღსანიშნავია, რომ ჭურჭლის შემკულობა მხოლოდ რელიეფურია, აღარ გვხვდება ჭდეული ორნამენტი. ამასთან, უკვე ჩანს რელიეფური ორნამენტის მრავალფეროვნება. ხშირია პირთან ან მხარზე დატანილი ვერტიკალური მოგრძო კოპისებრი რელიეფები, მხარეზე დაძერწილი რელიეფური სარტყელი და მცირე ზომის წრიული და ნახევარწრიული დანაძერწი. ზოგ შემთხვევაში კოპისებრი ორნამენტი ჩანს წრიულთან კომბინაციაში. III საფეხურის ძვლოვან მასალაში, წინა საფეხურის მსგავსად, გვხვდება სხვადასხვა ტიპის სადგისები და საპრიალებლები. მატულობს თხელფირფიტოვoნი საპრიალებლები. პირველად ჩნდება ოვალურგანივკვეთიან ღეროზე ნაკეთები, ბოლოში მოკლე წანაზარდებიანი ფიგურული თავგახვრეტილი საკიდი და მასიური ლულოვანი ძვლისაგან ნაკეთები თოხი. გარკვეული სიახლე შეინიშნება რქის იარაღშიც. თოხები სატარენახვრეტიანია. პირველად ჩნდება მუფტა და კვერთხისთავი, რომლებიც, რქის წანაზარდებისაგან ნაკეთებ მიწის საჩიჩქნ, წერაქვისმაგვარ იარაღთან ერთად, მეტი რაოდენობითაა წარმოდგენილი მომდევნო საფეხურებზე. ამ საფეხურებზე გვხვდება ირმის რქისაგან დამზადებული ცულები.
მეოთხე საფეხურს მიეკუთვნება იმირის გორის IV-I ჰორიზონტები, ხრამის დიდი გორის I-IV ჰორიზონტები, დანგრეული გორის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ფენა და არუხლო I-ის VII-III ჰორიზონტები. აქ გამოვლენილი თიხის ჭურჭელი, როგორც ფორმებით, ასევე დამუშავებითაც, მესამე საფეხურის ანალოგიურია. პირველად ჩნდება შეღებილზედაპირიანი ჭურჭლის ფრაგმენტები. მრავალფეროვანი ხდება რელიეფური ორნამენტი. ჭურჭლის კედელზე გვხვდება ანტროპომორფული გამოსახულებები, ტეხილხაზოვანი და ტალღისებური რელიეფები. წარმოდგენილია კოპების და რელიეფური ზოლის კომბინაცია, რკალში ჩასმული კოპების ჯგუფი. აღსანიშნავია იმირის გორის შურუფში გამოვლენილი, შავად და წითლად შეღებილი ჭურჭლის ფრაგმენტი, რომელზედაც ჩაღარული რელიეფური ზოლებია დატანილი. მეოთხე საფეხურზე გვხვდება თიხის ნახევრადრეალისტური და სტილიზებული ანთროპომორფული ქანდაკებები. ძვლის ნაწარმი წარმოდგენილია სადგისებით და საპრიალებლებით. გვხვდება ბოლოში გახვრეტილი ნეკნის dვლისაგან ნაკეთები საპრიალებელიც. პირველად ჩნდება თავგამოყვანილი, მახათისებური ნივთი, მსხვილფეხა საქონლის მეტაპოდიაზე ნაკეთები სატარენახვრეტიანი და ასევე მსხვილფეხა საქონლის ბეჭის ძვლისაგან დამზადებული თოხები. განაგრძობს არსებობაოს ლულოვანი ძვლის თოხები. ირმის რქის იარაღი წინა საფეხურზე გავრცელებულის იდენტურია. მეხუთე საფეხურს მიეკუთვნება ხრამის დიდი გორის V-VII ჰორიზონტები და არუხლო I-ის II-I ჰორიზონტები. მიუხედავად იმისა, რომ კერამიკული ნაწარმი წინა საფეხურის ანალოგიურია, გვხვდება ახალი ნიშნებიც. ჩნდება ჯამისებური ჭურჭლები. მეტი რაოდენობითაა წარმოდგენილი შეღებილი ჭურჭლის ფრაგმენტები. ჩნდება მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტებიც. თხელკედლიანი და ნაპრიალები კერამივა უკეთესი ხარისხისაა, გვხვდება ახალი რელიეფური ორნამენტის სახე; მაღალი ნალისებური ნაძერწობები, ბრტყელი ჩაჩხვლეტილი კოპები და სხვა. ამავე საფეხურზე ჩნდება ჰორიზონტალურად მიძერწილი ყურისებრი შვერილები. სხვა ძეგლებისაგან განსხვავებით. არუხლო I-ზე ამგვარი შვერილები ქვედა ჰორიზონტებშიც დასტურდება. ძვლის ნაწარმი წარმოდგენილია სადგისებით, საპრიალებლებით, ბეჭისა და ლულოვანი ძვლისაგან ნაკეთები თოხებით. გამოვლენილია თხელფირფიტოვანი კოვზისებური ძვლის ნივთის ფრაგმენტები. რქის თოხებთან და ცულებთან ერთად ჩნდება ჩაჭუჩისებრი მოყვანილობის კვერთხისთავები, რელიეფური და ჭდეული ორნამენტით შემკული იარაღები. ხრამის გორაზე აღმოჩენილ თიხის ანტროპომორფული ქანდაკებების სერიაში წარმოდგენილია რეალისტური ფიგურები. ასეთივე ფორმით არის შესრულებული არუხლო I-ზე მოპოვებული ქვის კენჭისაგან ნაკეთები ადამიანის თავები. ქვემო ქართლის ნამოსახლარების ობსიდიანის ნატკეცი მასალის დაახლოებით ნახევარზე მეტი იარაღთა წილად მოდის. ნუკლეუსები შულავერისა და იმირის გორაზე აღმოჩენილია მეტი, ვიდრე სხვა ნამოსახლარებში. ძირითადად წარმოდგენილია მცირე პრიზმული და კონუსური ნუკლეუსები. ცოტა რაოდენობის დიდი ზომის ნუკლეუსები გვხვდება შულავერის გორაზე, იმირის გორაზე და არუხლო I-ზე.
ყველა ნამოსახლარზე იარაღების დასამზადებლად გამოყენებულია სწორი ან ოდნავ მოღუნული პროფილის პრიზმული ლამელები. არის ანატკეცებიც, უპირატესად ვიწრო და საშუალო ზომისა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ნამოსახლარზე ანატკეცებზე იარაღებს აკეთებდნენ გაცილებით უფრო იშვიათად, ვიდრე ლამელებზე (შულავერის გორა, იმირის გორა, არუხლო I-III-VI ჰორიზონტები, არუხლო II და III). არუხლო I-ის ორ ზედა სამშენებლო ჰორიზონტზე, წოფისა და ხრამის დიდი გორის ნამოსახლარებზე ანატკეცებსა და ლამელებს ნამზადებად იყენებდნენ დაახლოებით ერთნაირი ოდენობით. მეორადი დამუშავების ხასიათიც ყველა ძეგლზე მსგავსია. გავრცელებულია წვრილი დამაბლაგვებელი და წამამახვილებელი რეტუში, შემდეგ მოდის ათლა და მსხვილი დამაბლაგვებელი რეტუში. გვხვდება ერთ იარაღზე სხვადასხვა სახეობის რეტუშის შეხამება. რეტუშის დატანის ხერხი ერთგვაროვანია: ზურგის ან მუცლის მხრიდან, ხშირია საწინააღმდეგო სიბრტყეზე მდებარე რეტუში. იარაღების სახეობათა შორის ყველა ნამოსახლარში წამყვანი ადგილი უჭირავს რეტუშიან ლამელებს, რომლებიც ასრულებენ ნამგლის ჩასართის, დანების და სხვა ფუნქციას. არუხლო II-სა და III-ს გარდა, სხვა ნამოსახლარზე დიდი რაოდენობითაა რეტუშიანი ანატკეცებიც. კარგადაა წარმოდგენილი კიდევ სამი სახეობის იარაღი: საჭრისები, ამოღარული და სატეხისებური იარაღები. საჭრისების უმრავლესობა ნაკეთებია ლამელების გადატეხის კუთხეზე. რაც შეეხება გვერდებაშოღარულ რეტუშირებულ ლამელებს და ანატკეცებს, ისინი არუხლო I-ის ორ ზედა სამშენებლო ჰორიზონტზე შედარებით ნაკლებია, ვიდრე სხვაგან. სატეხისებური იარაღები რამდენადმე ნაკლებად არის წარმოდგენილი არუხლო II-სა და I-ზე, შულავერის გორასა და იმირის გორაზე. ბოლოკიდურა საფხეკები ყველაზე უხვადაა არუხლო I-ზე, წოფსა და შულავერის გორაზე. რაც შეეხება ასიმეტრიულ წვეტანებს, როგორც წესი, ისინი ყველგან მცირე რაოდენობით გვხვდება. შომუთეფეს ტიპის ნამგლის სართები კარგადაა წარმოდგენილი ხრაშის დიდ გორაზე. გახეხილ-გაპრიალებული იარაღები (ცულები და სატეხები) მცირე ოდენობით გვხვდება ყველა ნამოსახლარიხ ინვენტარში. ყურადღებას იქცევს კომბინირებული და განსაკუთრებით, მეორედ გამოყენებული იარაღების დიდი რაოდენობა ყველა ნასახლარზე. შულავერის გორის ქვედა ჰორიზონტები ქვემო ქართლის მარნეულის ველის პირველი ათვისების ხანაში უნდა იყოს წარმოქმნილი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ შულავერის გორასთან ერთად უნდა წარმოქმნილიყო რამდენიმე, ერთმანეთისაგან დაცილებული სოფელი. მათ საფუძველზე კი შემდგომში დასახლებების ცალკეული ჯგუფები უნდა გაჩენილიყო [18].
აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გამოვლენილი ადრესამიწათმოქმედო კულტურის საწყის ეტაპებს შკვლევართა ერთი ნაწილი გვიანი ნეოლითის ხანას აკუთვნებს და ძეგლების ქრონოლოგიის შესახებაც განსხვავებული მოსაზრებია გამოთქშული [62, 37, 5, 48, 52]. საკითხის გადაჭრას გარკვეულად ართულებს ქვემო ქართლის სამოსახლოების სტრატიგრაფიულ მონაცემებსა და რადიოკარბონულ თარიღებს შორის არსებული შეუსაბამობაც. დღეისათვის შულავერის კულტურის ძეგლებისათვის თოთხმეტი რადიოკარბონული თარიღი გვაქვს, რომელთა მონაცემების მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლები ძირითადად ძვ.წ. VI-IV ათასწლეულის დასაწყისით განისაზღვრება (იხილეთ ცხრილი №1). აღმოსავლეთ საქართველოში გამოვლენილი ადრესამიწათმოქმედო კულტურის ანალოგიური ძეგლების მთელი ჯგუფია აღმოჩენილი ისტორიული ქვემო ქართლის, დღევანდელი დასავლეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე [53, 54, 24,47, 21]. ორივე ჯგუფის ძეგლები ცენტრალური ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ერთ ლოკალურ ჯგუფშია გაერთიანებული და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მათი გამაერთიანებელი შულავერი-შომუთეფის კულტურის ცნება[5]. შომუთეფეს კულტურის სამოსახლო ბორცვები აღმოჩენილია ყაზახის რაიონში, მდ.მტკვარის მარჯვენა ნაპირზე. მათგან გათხრილია: შომუ-თეფე, თოირა-თეფე, ბაბადერვიში, გარღალარ-თეფესი; მცირე მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული ისეთ ძეგლებზე, როგორიცაა რუს-თეფესი, მენთეჟი, თოირა-თეფე II და სხვა. ამ ჯგუფის ძეგლების კერამიკული ნაწარმი ორ ჯგუფად იყოფა: ნმჯანარევი და არაორგანული მინარევიანი თიხით ნაძერწი ჭურჭელი. ორივე ჯგუფის ნაწარმი ხელით ნაძერწია, ძირითადად წარმოდგენილია კასრისებური მოყვანილობoს ბრტყელძირა ჭურჭლები, რომელთა ძირზე შეიმჩნევა ქსოვილისა თუ ჭილოფის ანაბეჭდის კვალი. გვხვდება კონუსური და მოგრძო კოპისებრი დანაძერწი, რელიეფური ზოლები. გარღალარ-თეფესიზე აღმოჩენილია მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტებიც.
-----------------
*კალიბრებული მრუდის ეკსტრაპოლაციის გზით მიღებული რადიონაბშირბადის შესწორებული მნიშვნელობა, სადაც მოცემულია 95% დიაპაზონი და მდგრადობის ინტერვალი გ.ქავთარაძის მიხედვით [14], გარდა Lj-3270.
ძვლის ნაწარმი შომუ-თეფეს ჯგუფoს ძეგლებში წარმოდგენილია სხვადასხვაგვარი სადგისებითა და საპრიალებლებით. აღმოჩენილია მსხვილფეხა საქონლის ლულოვანი და ბეჭის ძვლის თოხები, ძვლის კოვზები და ფიგურული საკიდები. აქვეა ირმის რქის თოხები, წერაქვისმაგვარი იარაღები და სხვა. გარღალარ-თეფესიზე აღმოჩნდა სპილენძის თხელი ფირფიტისაგან დამზადებული ცილინდრული მოყვანილობის მძივი. ადრესამიწათმოქმედო კულტურის სამოსახლო ბორცვები გამოვლენილია ამიერკავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც, ნახიჩევანში, მილისა და ყარაბაღის, მუღანის ველზე. ნახიჩევანის ქიულ-თეფე I-ის გათხრის შედეგად მტკვარ-არაქსული კულტურის მძლავრი ფენების ქვეშ აღმოჩნდა ადრე სამიწათმოქმედო კულტურის სამოსახლოებისათვის დამახასიათებელი ინვენტარი, რომელიც ლითონის ნივთებსაც შეიცავდა. ამავე დროს სადაზვერვო სამუშაოები ჩატარდა მილისა და ყარაბაღის ველზე, სადაც ასევე ადრესამიწათმოქმედო კულტურის სამოსახლოები გამოვლინდა. ამ ძეგლების პირველი აღწერილობა და კულტურულ-ქრონოლოგიური ინტერპრეტაცია მოცემულია მ.იესენის ნაშრომში [39,40]. იგი აღნიშნულ სამოსახლოებს ძვ.წ. IV ათასწლეულით ათარიღებს და მიუთითებს ირანთან მათ კავშირზე. ქიულ-თეფე I-ის სამოსახლო ბოცვზე, წრიულ შენობებთან ერთად, თანაარსებობს ოთხკუთხა ნაგებობებიც. ნასოფლარის ტერიტორიაზე, შენობების იატაკის ქვემოთ, დადასტურებულია 75 ორმოსამარხი [22,23]. კერამიკული ნაწარმი ძირითადად ნამჯანარევი თიხისაგან არის ნაძერწი. იშვიათია სილანარევი თიხის კეციანი ჭურჭლები. ძირითადად გავრცელებულია ღრმა ბადიები, ქილისებური და კასრისებური ფორმის ჭურჭლები. სამოსახლოს ზედა ჰორიზონტებზე გვხვდება სუსტად პროფილირებულყელიანი და გამობერილმუცლიანი ჭურჭელი. აღმოჩენილია მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა; პირველი იმპორტულად ითვლება, მეორე კი იმპორტულის ადგილობრივ მინაბაძად. ქიულ-თეფე I-ზე გვხვდება თიხის კვირისთავები და ბორბლის მოდელი. აქვეა ძვლის სხვადასხვაგვარი სადგისები, საპრიალებლები, ლულოვანი ძვლისაგან დამზადებული თოხები, ირმის რქის ფუძესა და წანაზარდებზე ნაკეთები იარაღები. აღსანიშნავია, რომ აქ აღმოჩნდა ლითონის ოთხწახნაგა სადგისი, ისრისპირი, ორი მძივი და სამი გაურკვეველი ნივთoს ფრაგმენტი. მუღანის ველზე უკეთ შესწავლილია ალიკემეკ-თეფესი [46], სადაც გამოვლინდა ორრიგად დაწყობილი ალიზით ნაშენი ოთხკუთხა ნაგებობები. ძეგლზე წარმოდგენილია თიხის ფართოძირიანი ბადიები, კასრისებური მოყვანლობის ჭურჭლები დაბალყელიანი ქოთნები. ქიულ-თეფეo I-ის მსგავსად, ჭურჭელზე მიძერწილია სხვადასხვა ზომის ყურისებრი შვერილები, გვხვდება ოვალურ- განივკვეთიანი ყურიც. შედარებით მეტია მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები. საყურადღებოა, რომ სამოსახლოზე ძალზე ცოტაა ძვლის იარაღი. ენეოლითური ხანის მასალები წარმოდგენილია სომხეთის ტერიტორიაზე. მათ (შორისაა ხათუნარხი, წახკუნქი, ენგიჯა და სხვა. აღსანიშნავია, რომ თეღუთაში [59] დადასტურებულია შულავერ-შომეთეფეს კულტურია დამახასიათებელი არქიტექტურა, მოპოვებული არქეოლოგიური მასალა კი განსხვავებულია და მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება. საინტერესოა ჩრდილო კავკასიაში, სოფ.განჩისთან შესწავლილი ნამოსახლარი [29, 30], რომელიც მსგავსებას იჩენს ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურასთან, მაგრამ ქრონოლოგიურად განჩი ისევე, როგორც ალიკემეთეფესი და თეღუთა, უფრო მოგვიანო ხანას უნდა ეკუთვნოდეს. ამიერკავკასიაში შესწავლილ ადრესამიწათმოქმედო კულტურაში გამოიყოფა ძეგლების ორი ჯგუფი: ცენტრალურკავკასიური - შულავერი - შომუთეფეს ძეგლების ჯგუფი და სამხრეთ კავკასიური - ნახიჩევან-მილი-მუღანის ძეგლები ჯგუფი [48].
ნამოსახლართა ერთგვაროვანი ხასიათი, წარმოდგენილი ერგვაროვანი ქვის ინდუსტრია, მსგავსება ძვლის და რქის იარაღის ნაწარმში, თიხის ჭურჭლის ფორმისა და ორნამენტის საერთო ნიშნები იძლევა იმის საფუძველს, რომ გავიზიაროთ იმ მკვლევართა მოსაზრება [4,18], რომლებიც აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ერთიან კულტურაში ორ ლოკალურ ვარიანტს გამოყოფენ. ამგვარად, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში დადასტურებულიხ ერთიანი ადრესამიწათმოქმედო კულტურის ორი ლოკალური ვარიანტი, რომელთა შორის განსხვავება ქრონოლოგიური სხვაობით და ლოკალურობით უნდა აიხსნას, [4,18] ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ შულავერ-შომუთეფეს კულტურა იზოლირებულად კი არ ვითარდება, არამედ იგი გარკვეულწილად დაკავშირებული მწარმოებლური მეურნეობის ჩამოყალიბებისა და განვითარების იმ საერთო პროცესებთან, რომლებიც დადასტურებულია წინა აზიის რეგიონში. წინა აზიის ადრეული კულტურების გავლენა (ბზენარევი თიხის გამოყენება, მოხატული ჯერამიკის გავრცელება და სხვ.) უფრო მეტად შეიმჩნევა ამიერკავკასიის სამხრეთ- აღოსავლეთის ზოლის ძეგლებში. აქ აღმოჩენილი მოხატული კერამიკის შესწავლის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება [49], რომ ქიულ-თეფეს მოხატული ჭურჭელი, დამზადების ტექნოლოგიით, ფორმით და შესრულებული მოხატვის მოტივითაც უკავშირდება ჰალაფის კულტურას. ამ იმპორტული ჭურჭლის შემცველი სამშენებლო ჰორიზონტები კი თილქი-თეფეს ქვედა - ჰალაფური ფენის სინქრონულად არის მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ მოხატული კერამიკის გარდა, შულავერ- შომუთეფეს და ჰალაფის კულტურებს შორის სიახლოვე შეიმჩნება არქიტექტურაშიც [37]. ორიკე რეგიონში გავრცელებულია თოლოსის ტიპის წრიული ნაგებობები. მეხუთე საფეხურის ბოლო ეტაპზე ამიერკავკასიაში ჩნდება ოთხკუთხა ნაგებობებიც. ძვ.წ. V ათასწლეულში ჩრდილო -მესოპოტამიაში, ჰალაფურ კულტურასთან ერთად, ვრცელდება წრიულ-გუმბათური შენობა, რომელიც სწორკუთხა ნაგებობასთან თანაარსებობს. საინტერესოა მოსაზრება, რომლის მიხედვით ამ ტერიტორიაზე წრიულ - გუმბათური ნაგებობების გამოჩენა სამხრეთ კავკასიასთან კავშირით არის ახსნილი [37]. შულავერ-შომუ-თეფეს კულტურის კერამიკა ჰასუნას კულტურია ჭდეულ და რელიეფურ ორნამენტთან მცირე მსგავსებას ავლენს. ამდენად, მეტად საინტერესოა ის ანალოგიები, რომელიც შეინიმნება წინარე ჰასუნას ჰერიოდით. დათარიღებული ჩრდილო მესოპოტამიის ძეგლების-უმ-დაბაგიას [65,66] და ტელ-სოტოს [25] - რელიეფური ორნამენტით შემკულ ჭურჭელთან. აღსანიშნავია, რომ ამ ძეგლების კერამიკაზე-რელიეფური კოპების, ზოლებისა და შვერილების გარდა, ჭურჭლის კედელზე გვხვდება არუხლო I-ზე, იმირისა და ხრამის დიდ გორაზე დადასტურებული ანტროპომორფული, რელიეფური ფიგურის მსგავსი გამოსახულება. სხვა მსგავსება ამ ძეგლებზე შეინიშნება ჯამისებური ფორმის ჭურჭლის არსებობაში. მიუხედავად იმისა, რომ შულავერ-შოშუთეფეს კულტურის წარმოშობის საკითხში დღეისათვის ყველაფერი ნათელი არ არის, მვვლევართა უმეტესი ნაწილი მას ადგილობრივად ჩამოყალიბებულად მიიჩნევს. [18, 37, 61, 5, 45].
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ამ კულტურის წინა პერიოდი უკანასკნელ წლებამდე მხოლოდ მეზოლითური ხანის ძეგლებით იყო წარმოდგენილი. ამდენად, მეტად საინტერესოა ტბა ფარავანთან გამოვლენილი, აშელური ხანის ღია სახელოსნოს მახლობლად, მეზოლითისა და ნეოლითის დროის ობსიდიანის იარაღების აღმოჩენა. აქვეა გამოვლენილი კლდოვანი ფარდული ფარავანი II, რომელიც გვიან მეზოლითური ან უკერამიკო ნეოლითის ხანით თარიღდება [15]. ასევე ადრეული ნეოლითის ხანით განისაზღვრება დმანისის სადგომიც. აქ აღმოჩენილი მასალა ტიპოლოგიურად ახლოს დგას შულავერის კულტურის ქვის ინდუსტრიასთან [33]. მიუხედავად იმისა, რომ შულავერის კულტურის უშუალო წინამორბედი ხანის ძეგლები ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი, მეტად საყურადდებოა ამ კულტურის ქვის ინდუსტრიის მსგავსება დმანისის ადრენეოლითური ხანის მასალასთან, რაც შულავერის კულტურის ადგილობრივ წარმოშობაზე უნდა მიგვანიშნებდეს. რამ გამოიწვია შულავერის კულტურის ძეგლებზე ცხოვრების დაახლოებით ერთდროულად შეწყვეტა, ძნელი ასახსნელია. სამოსახლო ბორცვებზე არ დადასტურებულა ბუნებრივი კატასტროფის, მტრის შემოსევის ან სხვა ნიშნების არსებობა, რასაც შეიძლება მოსახლეობის მიერ სოფლის მიტოვება გამოეწვია, კულტურის განვითარების ბოლო ეტაპზე, წარმოებითი მეურნეობის განვითარების შედეგად, რეგულარულ მოვლენად იქცა მოსახლეობის ნამატის სეგმენტაცია და ახალი სოფლების გაჩენა. მოსახლეობა დროთა განმავლობაში თითქმის მთლიანად ითვისებს სამიწათმოქმედო სავარგულებს, ბოლო მარტივი, ხელოვნური მრწყვის პირობებში პრიმიტიული იარაღით მიწის ზედაპირული დამუშავება საბოლოოდ მის გამოფიტვას იწვევს [4]. შულავერის კულტურის დაცემაში გარკვეული წვლილი უნდა შეეტანა კასპიის ზღვის ტრანგრესიასა და რეგრესიას, როდესაც ზღვის დონის ცვლილება გამოიწვევდა მდინარეთა კალაპოტის გადაადგილებას და დონის დაწევას. ამ მოვლენას უნდა დაერღვია სამოსახლოს წყლით მომარაგება, რაც სოფლებს კრიზისულ სიტუაციას შეუქმნიდა. ასეთ ვითარებაში შესაძლოა უძველეს ნასოფლარებზე ცხოვრების შეწყვეტა აიხსნას მოსახლეობის საცხოვრებლად ვარგის, აუთვისებელ რაიონებში გადასახლებით. გამოთქმულია მოსაზრება, რომ შულავერ-შომუთეფეს კულტურასა და მომდევნო, მტკვარ-არაქსის კულტურაში ადრეულ საფეხურს შორის არ შეინიშნება უშუალო კავშირი და მათ შორის ქრონოლოგიურად და კულტურულად განსხვავებული ეტაპი უნდა არსებობდეს [37,5]. სწორედ ამ ეტაპის ძეგლები აღმოჩნდა უკანასკნელ წლებში აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შულავერის კულტურისაგან განსხვავებით, რომელიც გეოგრაფიულად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზეა გამოვლენილი, ეს ძეგლები სხვადასხვა ვრცელ გეოგრაფიულ გარემოშია აღმოჩენილი. განსხვავებულია ამ ძეგლების ტოპოგრაფია, არქიტექტურა; აღარ გვხვდება ისეთი მძლავრი კულტურული ფენები, როგორიც დადასტურებული იყო ქვემო ქართლის უძველეს ნასოფლარებზე. ამ ძეგლების ძირითადი ნაწილი მდინარეების ტერასებზე მდებარეობს: წოფი, სიონი, ჯავახი, არუხლო VI; არაგვის ხეობაში: ბოდორნა, არანისი, ჟინვალი, ბულაჩაური; ბერიკლდეები - შიდა ქართლში; სოფ.ულიანოვკის წითელგორების სამოსახლოები კახეთში. ძეგლების მცირე ნაწილი გამოვლენილია მდინარისაგან მოცილებით, ვაკე ადგილას; წითელი სოფელი-ბოლნისის რაიონში, კახეთის რამდენიმე ნასახლარი, დელისის ნასახლარი თბილისში, ხელთუბანი გორის რაიონში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ ძეგლების ერთი ნაწილი გამოვლენილია ქვემო ქართლის იმ ტერიტორიაზე, რომელიც 'შულავერის კულტურის წრეში ექცევა. უფრო მეტიც, არუხლო I-ის სამოსახლო ბორცვიდან მხოლოდ 600 მეტრის მოცილებით არის გამოვლენილი ამ ეტაპის ნასახლარი. ამ ჯგუფის ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი ძირითადად უხეში, ხელით ნაძერწია, თიხაში გასამჭლევებლად შერეულია სილა, ხვინჭა, დანაყილი ობსიდიანი, ქარსი. დაკეპილი ნამჯის ან ბზის სახით გვხვდება ორგანული მინარევიც. ჭურჭლის ფორმები სხვადასხვაგვარია. რამდენიმე ძეგლზეა დადასტურებული გობისებური ფორმის დაბალი ჭურჭელი, რომლის გვერდები ოთხ ადგილას ამოზიდულია და გარეთ გადმოზნექილი. მათ გვერდებს ზედა ნაწილში შემოუყვება სველ თიხაზე გაკეთებული მრგვალი ნახვრეტები. ზოგიერთ ჭურჭელს ტალღისებური ქობა აქვს. თიხის ნაწარმის ერთი ნაწილის ძირზე შეიმჩნევა ჭილოფის ანაბეჭდის კვალი იშვიათად გვხვდება ჯამისებური ჭურჭლის ფრაგმენტები. ორნამენტის სახით თიხის ჭურჭელზე წარმოდგენილია რელიეფური კოპები და ზოლები, იშვიათად გვხვდება ჭდეული ორნამენტი. გავრცელებული ჩანს ჭურჭლის პირების სხვადასხვა სახის ჭდეული ორნამენტით შემკობა. იშვიათად გვხვდება მასიური, ოვალურგანივკვეთიანი ყური. ზედაპირი ძირითადად მოყავისფრო-მოვარდისფროა. გვხვდება ვარდისფერსარჩულიანი და ლეგა ზედაპირიანი ფრაგმენტები, რომელიც დიდ მსგავსებას იჩენს მტკვარ-არაქსულ კერამიკასთან. ხშირად გვხვდება თხელი ანგობით დაფარული, კარგად გაპრიალებული ზედაპირიანი ფრაგმენტები. ზემოთ აღნიშნული dეგლების ჯგუფში შეინიშნება ქრონოლოგიური განსხვავებაც, რაც ჩანს როგორც კერამიკულ ნაწარმში, ასევე ქვის, ძირითადად ობსიდიანას ინდუსტრიაში. თუ ძეგლების ერთ ჯგუფში ქვის იარაღების მთელი სერიებია წარმოდგენილი, ზოგში აშკარად ჩანს ქვის ინდუსტრიის დეგრადაცია. რამდენიმე ძეგლზე გამოვლენილია ქვის ორმხრივლესილი ცულები. იშვიათად გვხვდება ხელსაფქვავის ქვები და მცირე ზომის ქვის როდინი. ასევე, მეტად მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი ძვლისა და რქის ნაკეთობანი. საგულისხმოა, რომ სიონში აღმოჩენილია ოვალური მოყვანილობის ნახევრადმიწურის ქვის საძირკველი [10]. ისეთივე კედლის ფრაგმენტია დადასტურებული ბოდორნას ნასახლარზე [57]. კახეთის სამოსახლოზე ივარაუდება მიწურის ტიპის ნაგებობა [2], ხოლო ჯავახში ამ ძეგლების მსგავსი მასალა მიკვლეულია ფარდულში [33]. სხვა ძეგლებზე ნაგებობის კვალი არ შეინიშნება და გვხვდება მხოლოდ სამეურნეო დანიშნულების ორმოები. ეს გარემოება ძეგლის გამთხრელებს სარლასტიანი მსუბუქი შენობების არსებობას ავარაუდებინებს [63]. სწორედ ამგვარი სათავსოს იატაკის ფრაგმენტია დადასტურებული არანისში, სადაც ენეოლითური პერიოდის ნაგებობის იატაკი მტკვარ-არაქსის კულტურის ფენის მიერაა დაზიანებული [56].
ამგვარად, დახასიათებული ძეგლების სახით საქმე გვაქვს ადრესამიწათმოქმედო კულტურის თავისებურ კომპლექსთან. მუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ძეგლები გარკვეულ მსგავსებას იჩენენ შულავერის კულტურის ძეგლებთან, მეტად საგრძნობია მათ შორის განსხვავებაც. მსგავსება კერამიკულ ნაწარმში შეიძლება აიხსნას გარკვეულ ეტაპზე ამ ძეგლების თანაარსებობით, ან კერამიკის წარმოების შულავერის კულტურის ტრადიციების უწყვეტი გაგრმელებით [10]. სხვაობა დასახლებისა და ნაგებობის ტიპებს შორის, გარჯვეულად განსხვავებული ქვის ინდუსტრია და კერამიკული ნაწარმი შესაძლოა მეურნეობის წამყვანი დარგების ცვლილებაზე მიგვანიშნებდეს. შესწავლის დღევანდელ ეტაპზე უკვე შეიმლება ითქვას, რომ სიონის ტიპის ძეგლებში გაერთიანებული ნამოსახლარები შულავერი-შომუთეფეს კულტურის შემდგომ, გვიანენეოლითურ პერიოდს განეკუთვნება. ამ კულტურის გავრცელების წრეში ექცევა დასავლეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამოვლენილი გვიანი ენეოლითით დათარიდებული dეგლები: ქეჩილი III, მენტეჟი და რუს-თაფასი. გარკვეული მსგავსება ჩანს ჩრდილო უბეიდის სინქრონულ თეღუთას სამოსახლოს კერამიკულ ნაწარმთან და განჩის სამოსახლოსთან, რომელნიც ასევე შულავერი-შომუ-თეფეს კულტურის შემდგომი პერიოდით უნდა განისაზღვროს. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი გვიანი ენეოლთური ხანის კულტურის კერამიკული ნაწარმი, კერძოდ ჭურჭლის პირების ორნამენტაცია, ახლო მსგავსებას იჩენს დასავლეთ საქართველოს ნეოლითური ხანის ძეგლების თიხის ჭურჭელთან (ოდიში, გურიანთა, ანასეული). სხვა არსებითი მსგავსება მათ შორის არ შეინიშნება. ამასთანავე, მნიშვნელოვანი განსხვავება ჩანს როგორც საცხოვრებლის ტიპში, ასევე ქვის ინდუსტრიაში [11]. ამ კულტურის ძეგლებისათვის გვაქვს მხოლოდ ერთი რადიონახშირბადის თარიღი. სოფ.ჟინვალში ნახშირის ნიმუშის (TB. 326) ასაკი განსაზღვრულია ძვ.წ. 4937+-322 წ. [55]. აღმოსავლეთ საქართველოს გვიანი -ენეოლითური კულტურა ძვ.წ. V ათასწლეულის დასასრულითა და IV ათასწლეულის შუა ხანებით უნდა დათარიღდეს. მატერიალური კულტურის ნაშთების მიხედვით ამ კულტურის ადრეული ძეგლებია: სიონი, წითელი სოფელი, ჯავახი, ულიანოვკის N3 ნამოსახლარი; უფრო მოგვიანოა არუხლო VI ნამოსახლარი, წოფი და ულიანოვკის დამწვარი გორის ნამოსახლარი. ამ ძეგლების მომდევნო ეტაპს უნდა ეკუთვნოდეს არაგვის ხეობის ძეგლები და დელისის ნასახლარი. აღმოსავლეთ საქართველოს ადრესამიწათმოქმედო კულტურის მატარებელ ტომთა ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენდა ინტენსიურად განვითარებადი სოფლის მეურნეობა, მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ენეოლითური ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილია მარცვლეულის, მათ შორის ენდემური სახეობის ნაშთები [43, 36, 64]: რბილი ხორბალი, ერთმარცვალა და ორმარცვალა, ჯუჯა ხორბალი, სპელტა; როგორც კილიანი, ასევე შიშველმარცვალა, ორმწკრივა და მრავალმწკრივა ქერი, ფეტვი, ოსპი, შვრია, ყურძნის წიბწა. გვალვიანი სტეპის პირობებში მიწათმოქმედების ინტენსიური განვითარება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ხელოვნური მორწყვის პირობებში. ამდენად, საყურადღებოა, რომ არუხლო I-ის სამოსახლოს ქვედა ფენებში გამოვლენილი განამარხებული ნიადაგის სტრუქტურულმა ანალიზმა აქ სარწყავი ნიადაგის არსებობა დაადასტურა [38]. მიწის შრომატევადი სამუშაოები სრულდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს ადრესამიწათმოქმედო ნამოსახლარებზე. მრავლად აღმოჩენილი მიწისსათხრელი იარაღებით. ნაპოვნია, აგრეთვე, მოსავლის ასაღები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დასამუშავებელი იარაღები [5, 60]. უნივერსალური მიწის სათხრელია ეჩოსებური მოყვანილობის რქის თოხები, რომელთა სამუშაო პირი ყუნწში გაბურღული სატარე ნახვრეტის პერპენდიკულარულია. ცულისებური და კონუსური მოყვანილობის თოხები იხმარებოდა დაბარული ნიადაგის გასაფხვიერებლად და მშენებლობის, განსაკუთრებით მიწურების, ნახევარმიწურების, თხრილების კედლების მოსწორებისა და სხვა დამხმარე სამუშაოების დროს. მიწის სათხრელ იარაღებს განეკუთვნება კეთილშობილი ირმის რქის ბუნებრივი წანაზარდებისაგან დამზადებული წერაქვისმაგვარი იარაღები. აქვე უნდა აღინიშნოს შულავერის გორისა და იმირის გორის ნამოსახლარებში ნაპოვნი მიწის სათხრელი ჯოხის ქვის დასამძიმებელი. მიწის სათხრელ იარაღებად გამოიყენებოდა არუხლო I-ზე, იმირის გორაზე, ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი მსხვილფეხა საქონლის ბეჭის ძვლისაგან დამზადებული ნიჩბებიც [4.2].
საინტერესოა არუხლო I-ის ნამოსახლარის სამეურნეო ხაროშo ნაპოვნი კავისებური იარაღი, რომელიც დამზადებულია ირმის განშტოებული რქისაგან. შეიძლება ვივარაუდოთ რომ ასეთი იარაღoთ, გამწევი ძალის დახმარებით, ხდებოდა მიწის ზედაპირული დამუშავება, აგრეთვე, კვალის გავლება, რომლითაც ნაწილდებოდა ნიადაგის სარწყავი წყალი. მრავალრიცხოვანი ნამგლის ჩასართები, როგორც წესი, დამზადებულია ობსიდიანის ლამელებისაგან. მარცვლეულის პროდუქტებს დასამუშავებლად უძველესი ბინადარნი იყენებდნენ სხვადასხვა მოყვანილობის ქვის ხელსაფქვავებსა და სანაყებს. აღმოსავლეთ საქართველოს ნამოსახლარებზე აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი ძვლოვანი მასალა. არუხლო I-ის ფაუნისტური ნიმუშების ანალიზის შედეგად ჩანს, რომ [63, 28, 27] ნამოსახლარზე ძირითადად იკვლებოდა მოზარდეული ცხვარი, ღორი. ჯოგში წარმოდგენილია ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და ღორი. შედარებით მცირე რაოდენობით არის აღმოჩენილი გარეული ცხოველების ძვლის ნაშთები, მათ შორისაა თევზის ძვლები. ჩანს, რომ მონადირეობა და მეთევზეობა საკვების მოპოვების დამატებითი წყარო იყო. აღმოჩენილი სანადირო ინვენტარიც შესაბამისად მცირერიცხოვანია; შურდულის ქვები და თითო-ოროლა ობსიდიანის ისრისპირი. აღმოსავლეთ საქართველოს ადრესამიწათმოქმედო ნამოსახლარზე განვითარებული იყო შრომის იარაღების წარმოება ობსიდიანის, ქვის, რქისა და. ძვლის მასალისაგან. სამეურნეო საქმიანობაში დიდი ადგილი ეკავა ცხოველების ტყავის დამუშავებას. ამას მოწმობს ობსიდიანის მრავალფეროვანი საფხეკები, სახოვები და ძვლის საპრიალებლები. ტყავის გამოყენება შეიძლებოდა საცხოვრებლების დასათბუნებლად და ტანსაცმლის დასამზადებლად. ამის მანიშნებელია ნამოსახლართა ინვენტარში ობსიდიანის სახვრეტებისა და ძვლის სადგისების არსებობა. იმირის გორასა და არუხლო I-ზე ძვლის ყუნწიანი ნემსების აღმოჩენის ფაქტი შესაძლოა ქსოვის ჩასახვაზე მიგვანიშნებდეს. ენეოლითური ხანის ნამოსახლარებზე საკმაოდ განვითარებული უნდა ყოფილიყო ხის დამუშავება. ამას ადასტურებს შულავერისა და იმირის გორების ქვის უხეში საჩეხ-საპობი იარაღები, ქვის გახეხილი ცულები, ხელეჩოები და სატეხები, მრავალრიცხოვანი ობსიდიანის საჭრისები, სათლელისებური დანები. ხეს იყენებდნენ სახლთმშენებლობაში იარაღის სახელურების, შედგენილი იარაღების ბუდეების დასამზადებლად და სხვა. სავსებით შესაძლებელია, რომ მზადდებოდა ხის საოჯახო ჭურჭელი და სხვა ნივთები, მაგრამ სმწუხაროდ, მათმა ნაშთებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. მესაქონლეობა და ნადირობა უხვად იძლეოდა ნედლეულს ფართოდ გავრცელებული ძვლისა და რქის იარაღების დასამზადებლად. აქ გამოიყენებოდა პრაქტიკულად იგივე იარაღები, რაც ხის დამუშავების დროს. ზემოჩამოთვლილი რქისა და ძვლის (შრომის იარაღების გარდა, ნამოსახლარებზე აღმოჩენილია თხელფირფიტოვანი ძვლისაგან დამზადებული დანისებური საგნები, ძვლის კოვზები, სატარენახვრეტიანი რქის ჩაქუჩები. მხატვრული ხელოსნობა წარმოდგენილია ნამოსახლარებში მრავალფეროვანი ნიმუშებით: ძვალზე და ქვაზე კვეთით, თიხის სკულპტურული ძერწვით, სათამაშო და სარიტუალო ნივთების, დამზადებით.
(+)
§2. ენეოლითური ხანის ძეგლები აღმოსავლეთ საქართველოში.
შულავერის გორა (ტაბ.I-VIII; LIV-15-25)
შულავერის გორა მდებარეობს მდ.ხრამის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ იმირის სამხრეთ-დასავლეთით. სამოსახლო ექსპედიციას დაზიაებულ დახვდა. მისი დიამეტრია 100 მ, სიმაღლე 6 მ. ძეგლის კულტურული ფენები თანამედროვე ველის ზედაპირიდან 2 მეტრის სიღრმეზე ჩადის. არქეოლოგიური გათხრებს ძეგლზე აწარმოებდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიცია, ო.ჯაფარიძის ხელმძღვანელობით 1965-1966 წლებში. 1970 წლიდან კი ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ალ.ჯავახიშვილი. შულავერის გორის ზედა სამშენებლო ჰორიზონტები, ისევე, როგორც ამ რეგიონში გამოვლენილი სხვა ადრესამიწათმოქმედო ხანის ნასახლარი, დაზიანებულია ანტიკური თუ ფეოდალური ხანის სამეურნეო ორმოებითა და სამარხებით. გათხრილია ძეგლის 252 კვ.მ ფართობი და გამოვლენილია 32 საცხოვრებელი თუ სამეურნეო ნაგებობა. კედლები ამოყვანილია ხელით დაყალიბებული ალიზის აგურით. ძირითადად გამოიყენებოდა საშუალო სიდიდის ალიზი - 30X20X 8; 30X15X8; 25X15X7 სმ. ნაგებობები ორივე მხრიდან შელესილია თიხის ხსნარის თხელი ფეხით. შენობებს ძირზე შემორტყმული აქვს მტვიცედ მოტკეპნილი თიხის რკალი - ბალიში. ნაგებობები, უმეტეს შემთხვევაში, მცირე ნაწილით ზის მიწაში, რის გამოც შესასვლელი კარი იატაკზე მაღლა მდებარეობს. ძეგლზე გამოვლენილი ყველა ნაგებობა გეგმაზე წრიული ან ელიფსურია და კონუსურ - გუმბათური, ცილინდრული მოყვანილობის სხეული აქვს. ნაგებობები პრიმიტიულია, მათ არ გააჩნიათ ცალკე კედელი და ცალკე გადახურვა, წარმოდგენილია ერთიანი გადახურვოს სტრუქტურით. კედლის წყობის ყოველი ახალი რიგი 2-3 სმ-ითაა ცენტრისაკენ გაწეული, რითაც, კედლის სიმაღლის ზრდასთან ერთად, მიღწეულია შენობის დიამეტრის შემცირება; საბოლოოდ, ამ ხერხით შეკრულია ცრუ გუმბათი, რომელშიც ივარაუდება სარკმლის არსებობა. არაპირდაპირი მონაცემების მიხედვით, სათავსოების სიმაღლე 2,6 მ-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ზომების მიხედვით შულავერის გორაზე ნაგებობები სამ ჯგუფად იყოფა: მოზრდილი-2,5 5 მ-მდე დიამეტრით, საშუალო 1,25-2 მ-მდე და მცირე 0,5-0,75 მ-მდე. პირველი ჯგუფის შენობები საცხოვრისს უნდა წარმოადგენდეს, მეორე სამეურნეო დანიშნულების სათავსოებია, მესამე კი სამეურნეო ორმოები და კერები. საცხოვრებელი შენობის ფართობი 7 კვ.მ-დან 17 კვ.მ-მდეა. მათში დადგენილია 5-7 სმ სისქის თიხატკეპნილი იატაკი, რომელიც იშვიათად ოქრით არის შეღებილი. საცხოვრებელი ნაგებობებისათვის დამახასიათებელია კედელთან იატაკში ჩადგმული კვერცხისებურტანიანი გამოუწვავი თიხის კერები, რომელიც ამოვსებულია წმინდა ნაცრით. ნაგებობის გადაკეთებისა და იატაკის დონის აწევის შემთხვევაში დადასტურებულია აღნიშნული კერების ადგილის შენაცვლებაც.
ახლდებოდა სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობები და წყლის რეზერვუარებიც, რომლებიც ძირითადად ეზოებში უნდა ყოფილიყო გამართული. შულავერის გორის განაშენიანების ერთ-ერთ დამახასიათებელ თავისებურებას დასახლების სიმჭიდროვე და ინტენსიურობა წარმოადგენს. გამოიყო ცხრა სამშენებლო ჰორიზონტი, რომელიც 4 მეტრის სიმძლავრის კულტურულ ფენას ქმნის. აქ აღმოჩენილი მასალა განიხილება სამშენებლო ჰორიზონტების მიხედვით. თიხის ჭურჭელი ძეგლის ქვედა ჰორიზონტებმი ძალზე იშვიათია. იგი სუსტადაა გამომწვარი, ძირითადად მოყავისფრო-მონაცრისფროდ. ჭურჭლის ზედაპირი სველი. ხელითაა მოგლუვებული. მხოლოდ VI სამშენებლო ჰორიზონტზე აღმოჩნდა ერთი სუსტად ზედაპირგაპრიალებული ჭურჭლის ფრაგმენტი. ზედაპირგაპრიალებული, მოვარდისფროდ გამომწვარი თიხის ნაწარმი II ჰორიზონტიდან ჩანს. სამოსახლოზე აღმოჩენილი მარტივი ფორმის ქილისებური ქუსლიანი ჭურჭლები ორგვარით ერთი-ოდნავპირგადაშლილი, მეორე-რკალისებურად, თანაბრად პირმოყრილი. ძეგლზე გვხვდება ჭურჭლის ორგვარი შემკულობა: რელიეფური და ჭდეული. რელიეფური ორნამენტი VI ჰორიზონტიდან ჩანს, ჭდეული კი მხოლოდ III სამშენებლო ჰორიზონტიდან. ამ ორგვარი ორნამენტის კომბინაცია, იშვიათად, მხოლოდ პირმოყრილ ჭურჭლებზე გვხვდება, მათ პირი ირიბად აქეთ დაჭდეული, მის გასწვრივ კი კოპები შემოუყვება. აღსანიშნავია, რომ სამოსახლოს IX-VII ჰორიზონტებში თიხაში გასამჭლევებლად შერეულია მხოლოდ არაორგანული მინარევი-დანაყილი ბაზალტი, ხვინჭა, ზოგჯერ ქარსიც, VI-I-V ჰორიზონტების თიხის ნაწარმის ნაწილს ზედაპირზე ეტყობა ბზის მინარევი, III ჰორიზონტზე კი უკვე კეცშიც გვხვდება არაორგანულ მინარევებთან ბზის კომბინაცია. II სამშენებლო ჰორიზონტზე ცალკე გამოიყოფა მცირერიცხოვანი ნამჯანარევი ნაწარმი. ამგვარი კერამიკა I ჰორიზონტზე მნიშვნელოვნად კლებულობს. შულავერის გორაზე მოპოვებულ მასალაში (ცოტაა ძვლისა და რქის იარაღები. 'სხვადასხვა ჰორიზონტების ამგვარ ინვენტარში გარკვეული განსხვავება შეინიშნება. ძვლისა და რქის იარაღების ფორმა და რაოდენობა თანდათანობით იზრდება. სამშენებლო ჰორიზონტების მიხედვით, ქვევიდან ზევით.
IX-VII ჰორიზონტზე ამგვარი იარაღი ძირითადად წარმოდგენილია სადგისების სახით. აქვეა აღმოჩენილი ერთი რქის წანაზარდისაგან დამზადებული თოხი და ერთი მსხვილფეხა საქონლის ბეჭის ქედისაგან დამზადებული მიწის საჩიჩქნი იარაღი. VI ჰორიზონტზე გვხვდება მრგვალღეროიანი საპრიალებელი და დაზიანებული კოვზი. ლულოვანი ძვლისაგან ნაკეთები საპრიალებელი V ჰორიზონტზე ჩნდება, ხოლო ნეკნისაგან დამზადებული საპრიალებლები II და I ჰორიზონტზეა აღმოჩენილი. I ჰორიზონტზევე გვხვდება თხელფირფიტოვანი ძვლის დაკბილულგვერდებიანი დანისებური მოყვანილობის ნივთები და ერთადერთი სატარენახვრეტიანი ირმის რქის ცული. შულავერის გორის III და II ჰორიზონტზე აღმოჩნდა ოვალურთავიანი ისრისპირი, I ჰორიზონტზე კი რომბულთავიანი ისრისპირი. ამავე ჰორიზონტზეა გაპობილი ეშვის ოთხკუთხა მოყვანილობის ფირფიტისაგან ნაკეთები საკიდი. აქვეა ეშვი დამუშავების კვალით. შულავერის გორის მიწის დასამუშავებელ საჩიჩქნ თუ თოხისმაგვარ რქის იარაღებს არა აქვთ გამჭოლი სატარე ნახვრეტი, ამგვარი იარაღი მხოლოდ ზედა ჰორიზონტზეა აღმოჩენილი. მეტად საინტერესოა ბორცვის ზედაპირზე ნაპოვნი გამომწვარი თიხის ანთროპომორფული ქანდაკება ქალისა, რომელიც მეტად სქემატურია: წარმოდგენილია კონუსური სხეულით, დამჯდარი, ფართოდ გაშლილი, წინ გაჭიმული ფეხებით; არც თავი, არც მვლავები გამოსახული არ არის, ფეხებზე კი დატანილია რვა-რვა მოკლე ჰორიზონტალური ნაჭდევი, ტორსზეც ასევე ნაჭდვით თავთავისებური სახეა მოცემული. შულავერის გორაზე გათხრილ ცხრა სამშენებლო ჰორიზონტში აღმოჩენილია 1805 ცალი ნატკეცი ობსიდიანი და 216 ცალი სხვა ქანის ქვა, რომელთაგან თითქმის ნახევარზე მეტი მზა იარაღების წილად მოდის. ეს მასალა ასახავს ამ ნამოსახლარზე ქვის ინდუსტრიის თანამიმდევრულ განვითარებას. იარაღების დასამზადებლად უპირატესად იყენებდნენ ვიწრო და საშუალო ზომის ლამელებს. გვხვდება აგრეთვე ფართო დანისებური ლამელებიც. შედარებით იშვიათად გამოყენებულია ოთხკუთხა, სამკუთხა და მომრგვალო ფორმის მცირე, საშუალო და დიდი ზომის ანატკეცები. ნუკლეუსები ცოტაა აღმოჩენილი. გვხვდება მცირე და საშუალო ზომის კოუსისებური ნუკლეუსები. შედარებით მცირეა დიდი ეგზემპლარები. შულავერის გორის ნამოსახლარის იარაღთა მეორადი დამუშავების ტექნიკას ძირითადად ახასიათებს წვრილი დამაბლაგვებელი და ნაკლებად წვრილი წამამახვილებელი რეტუში, რომელიც დატანლია ზურგის, უფრო იშვიათად კი მუცლის მხრიდან. ამგვარი რეტუში ორივე სამუშაო პირზეა დატანილი და ხშირად საწინააღმდეგო სიბრტყეზე მდებარეობს.
იყენებდნენ აგრეთვე მსხვილ დამაბლაგვებელ და მსხვილ წამამახვილებელ რეტუშს. იარაღების ტექნიკურ - მორფოლოგიური ანალიზის შედეგად ირკვეეა, რომ აქ ძირითადი სახეობის ნავეთობანი რეტუშირებული ლამელებია. მრავალრიცხოვან ჯგუფად არის წარმოდგენილი აგრეთვე რეტუშირებული ანატკეცები. განსაკუთრებულ სერიას შეადგენენ გვერდამოღარული იარაღები, რომლებიც უფრო ხშირად, გაფორმებულია წვრილი, იშვიათად კი მსხვილი დამაბლაგვებელი რეტუშით. რაოდენობის მიხედვით სოლიდურ ჯგუფს შეადგენს საჭრისები. მათი დიდი უმრავლესობა ნაკეთებია რეტუშირებული და ურეტუმო ლამელების გადატეხის კუთხეზე. ცალკე სერიად არის წარმოდგენილი საფხეკები, მათი უმრავლესობა ბოლოკიდურა საფხეკებია, რომლებიც ნაკეთებია გვერდრეტუშირებულ ლამელებზე. ორჯერ უფრო ნაკლებია ანატკეცებზე ნაკეთები ბოლოკიდურა საფხეკები. შულავერის გორის ობსიდიანის ინვენტარში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ერთი ან ორი სამუშაო პირის მქონე ასტამისებურ იარაღებს. ისინი დამზადებულია უპირატესად ლამელებზე. ძალზე მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი ლამელებსა და ანატკეცებზე ნაკეთები ასიმეტრიული მოყვანილობის ბურღები, სახვრეტები და დაბალი კონუსური მოყვანილობის ნუკლეუსისებური მასიური საფხეკი. შულავერის გორის ობსიდიანის ინვენტარისათვის დამახასიათებელია კომბინირებული იარაღები და ნამზადებად ძველი, უვარგისი იარაღების გამოყენება. ორ ზედა ჰორიზონტში აღმოჩენილია „შომუ-თეფეს ტიპის“ ნამგლის ჩასართის ერთეული ეგზემპლარი. ქვის უხეშ საპობ იარაღებთან ერთად, რომელთაც აქვთ ორმხრივ შესწორებული დიდი ჩამონატეხები, აღმოჩენილია გახეხილი სოლისებური სათლელი და ორი გახეხილი სატეხი. VII ჰორიზონტზე აღმოჩნდა ერთი რეტუშორი. შულავერის გორის ობსიდიანის კოლექციის მცირე ნაწილის ტრასოლოგიური ანალიზის შედეგად განისაზღვრა: ნამგლის ჩასართები, ძვლისა და ხის დასამუშავებელი იარაღები. გვხვდება ხმარებიდან გამოსული ნუკლეუსებისაგან დამზადებული რეტუშორები. შედარებით მცირეა ცხოველთა ტყავის დასამუშავებელი იარაღები: სახოკები, სახვრეტები და ბურღები. შულავერის გორის ქვის ინვენტარს ემატება აგრეთვე ხელსაფქვავები, სანაყები, ხელჩაქუჩები, სახეხი ქვები, მიწის საჩიჩქნი ჯოხების დამამძიმებელი, ლახტისთავის ფრაგმენტი. მასალა ინახება ს.ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.
ბიბლიოგრაფია:
1. ო.ჯაფარიძე, ა.ჯავახიშვილი, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1966), „მაცნე“ N3; 1967.
2. ო.ჯაფარიdე, ა.ჯავახიშვილი, უძველესი მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე, თბ., 1971.
3. ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1971 წწ.), თბ., 1975.
4. თ.კიღურაძე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამoწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაცია, თბ., 1976.
5. А.И.Джавахишвили, Строительное дело и архитектура поселении Южного Кавказа V-lll тыс. до н.э. Тб., 1973.
იმირის გორა (ტაბ.IX-XVIII)
იმირის გორა მდებარეობს სოფ.იმირის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, შულავერის ღელის მარცხენა ნაპირზე. შულავერის ჯგუფის ნასოფლარებში იგი სიდიდით მეორე ძეგლია. იმირის გორა წაგრძელებული ოვალის მოყვანილობისაა. მისი სიგრძეა 90 მ., სიგანე - 80 მ; სიმაღლე თანამედროვე ველის დონიდან 4 მეტრამდეა. არქეოლოგიური გათხრები იმირის გორაზე ტარდებოდა 1967, 1968, 1969 და 1971 წლებში ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ. იმირის გორის სამოსახლო ბორცვის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე გაითხარა 2100 კვ.მ ფართობი, გაკეთდა სტრატიგრაფიული ჭრილი და დასავლეთ ნაპირთან გაივლო რადიალური საძიებო თხრილი. შურფის დასავლეთ ნაწილში გამოიკვეთა გრუნტში ჩაჭრილი 6,5 მ სიგანის და 1,25 მ სიღრმის ღრმული, რომელიც არხისა თუ თხრილის პროფილის მსგავსია. ზონდაჟის შედეგად დადგინდა, რომ გრუნტი თვით ნასოფლარის ქვემოთ უფრო მაღლა დევს, ვიდრე მის გარეთ; დასახლებას თხრილი შემოუყვება გარშემო. დასავლეთით სამოსახლოს ნაშთები 30 მეტრზე ვრცელდება ბორცვის გარეთ, აღმოსავლეთით კი სამოსახლოსათვის დამახასიათებელი მასალა გამოვლენილია 50-100 მ დაშორებით, ნასოფლარის მოსაზღვრე მდინარის ნაპირის ფლატეში. იმირის გორაზე გამოვლინდა შვიდი სამშენებლო ჰორიზონტი, რომელზედაც გაითხარა 80 ალიზის შენობა. სამოსახლოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული აქ გამართული სხვადასხვა ქრონოლოგიური პერიოდის (ადრებრინჯაოს ხანიდან გვიანფეოდალურ ხანამდე) სამარხებით, რომელთა ორმოები ჩაჭრილია 3 მეტრის სიღრმეზე. იმირის გორაზე აღმოჩენილი ნაგებობები არსებითად შულავერის გორის მსგავსია, მაგრამ მაინც ახასიათებს ზოგი თავისებური ნიშანი. აქ სამშენებლო მასალად გამოყენებულია ალიზი და შემაკავშირებელი თიხის ხსნარი. იმირის გორაზე ალიზი უფრო წესიერი მოყვანილობისაა და ნაკლებად ამოზურჰული, სოფლის განაშენიანება უფრო თავისუფალია, შეიმჩნევა შენობების განლაგების გარკვეული წესი. სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები სამერნეო ეზოს გარს შემოუყვებიან და ერთ საცხოვრებელ კომპლექსს ქმნიან. საცხოვრებელი კომპლექსი წარმოდგენილია წრიული საცხოვრისით და ასეთივე სამეურნეო დანიშნულების რამდენიმე სათავსით, რომელიც ჩართულია წრიულსავე ეზოს გარშემო შემოვლებულ გალავანში. სამეურნეო დანიშნულების წაკვეთილი, მცირე კონუსის მოყვანილობის ნაგებობები იმირის გორაზე, შულავერის გორის მსგავსად, ზემოდან წნულით ან ხის სახურავით უნდა ყოფილიყო გადახურული. იმირის გორის ცენტრალურ ნაწილში გამოვლინდა მოზრდილი წრიული მოედანი, სადაც ნაგებობები არ აღმოჩენილა, რომლებიც, როგორც ჩანს, ცენტრალური მოედნის ირგვლივაა განლაგებული. სხვადასხვა ჰორიზონტებზე ივარაუდება სოფლის ცენტრისა და მის გარშემო გაშენებული ნაგებობების ადგილის შენაცვლება. იმირის გორის საცხოვრებელი ნაგებობის კედელსა და იატაკზე შეინიშნება ცეცხლის კვალი. კერის ნაშთები და შულავერის გორისათვის დამახასიათებელი წყლის რეზერვუარები შენობაში არ აღმოჩენილა. სხვა ძეგლების მსგავსად, იმირის გორაზეც ძირითადი სამეურნეო საქმიანობა ეზოში წარმოებდა, აქვე, ზღუდის კედელთან, არის გამართული კერებიც, ხოლო საცხოვრებელი ძირითადად თავშესაფრად წარმოგვიდგება.
იმირის გორაზე გათხრილ წრიულ-გუმბათური ნაგებობებისაგან განსხვავდება №8 შენობა, იგი წარმოადგენს ოდნავ წაგრძელებული ოვალის გეგმის (4,25X3,60 მ) ნაგებობას, რომელსაც მიშენებული აქვს სათავსო-დერეფანი. ჩრდილო-დასავლეთ კედელში დატოვებულია 80 სმ სიგანის კარის ღიობი, რომლის ორივე მხარეს პერპენდიკულარულად მიშენებულია 1,20 მ სიგრძის ორი კედელი. შენობის ცენტრში აღმოჩნდა ოვალური მოყვანილობის მცირე კერა, ხოლო კედლის ძირში ასეთივე ფორმის მუდმივი. ცეცხლის შესანახი კერა. სათავსო-დერეფანი, შენობასთან შედარებით, დაბალია. მას ჩრდილოეთისაკენ გაჭრილი კარი აქვს, დასავლეთ კედელში კი სარკმელი აქვს დატანებული. დერეფანს ნახევარგუმბათის მოყვანილობა უნდა ჰქონოდა და მთავარ შენობას ეყრდნობოდა. საინტერესოა N 8 შენობაში აღმოჩენილი ინვენტარიც. აქ ნაპოვნია ქვის დასამუშავებელი რიყის ქვის უროები, გრდემლები, კომპრესორები, სალესები. აქვე გამოვლინდა ობსიდიანის ნუკლეუსები, ლამელები, ანატკეცები, ანამტვრევები და ქვის გახეხილ-გაპრიალებული ცულები. ეს ნაგებობა, საცხოვრებელთან ერთად, შესაძლოა სახელოსნოსაც წარმოადგენდა, ხოლო მისი კონსტრუქციის თავისებურება შიდა სივრცის გაზრდით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ძეგლზე გამოვლენილი წრიულ-გუმბათური ნაგებობებისაგან განსხვავებულ კონსტრუქციულ ტიპს წარმოადგენს N9-10 შენობა. იმირის გორაზე ეს ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც ხანძრით არის განადგურებული. N9-10 სათავსო შედგება ოვალური გეგმის (4,5X3,8 მ) მთავარი ნაგებობისა და დასავლეთით მიდგმული 3,2 მ დიამეტრის აბსიდისაგან. შენობას არა აქვს საფუძველი, დგას მოტკეპნილ ბაქანზე, ადგილის რელიეფის თავისებურების გამო იატაკის დონე მთავარ სივრცეში 50 სმ-ზე დაბლაა დაწეული. სათავსოს კედლის წყობა ერთიანია, მას არ ეტყობა გუმბათური სათავსოსათვის დამახასიათებელი სიმრუდე და 28 კვ.მ ფართობს მოიცავს. შენობის მთავარი სივრცის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლს შუა ადგილზე ალიზით გამართულია 40X40 სმ-ის პილონი, რომელიც შენობის ამ ადგილას პილასტრებს ქმნის. მცირე ზომის ალიზის სვეტია მიდგმული ჩრდილოეთის კედელზეც, მთავარი სათავსოს ცენტრალურ ნაწილში, იატაკში გამართულია მარტივი კერა, რომლის ბორდურის ქვეშ დაფენილი იყო ხორბალი. კერის აღმოსავლეთით ამოღებულია წრიული ორმო, რომელშიც აღმოჩნდა ორმხრივ ზედაპირმოსწრებული სფერული რიყის ქვა. სათავსოს მცირე ნაწილის თიხატკეპნილ იატაკშიც ჩადგმული იყო სწორკუთხა ბრტელი ქვა, რომელიც ისევე, როგორც მთავარ სათავსოში, გამოყენებული უნდა ყოფილიყო შენობის ცენტრში მდგარი საყრდენი ხის ბოძის ბალიშად.
აღსანიშნავია, რომ მცირე სათავსოს დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა სწორკუთხა თიხატკეპნილი ბაქანი - პოდიუმი. აღნიშნული სათავსო, ცრუ გუმბათის ნაცვლად, გადახურული უნდა ყოფილიყო ბრტყელი, ბანური სახურავით, რომელშიც გამოყენებული იყო სვეტებზე დაყრდნობილი ხის კონსტრუქცია. N9-10 შენობა იმდენად განსხვავებულია სხვა სათავსოებისაგან, რომ შესაძლოა საკულტო დანიშნულების ნაგებობად ჩაითვალოს. იმის გამო, რომ იმირის გორის ზედა I-IV სამშენებლო ჰორიზონტები დაზიანებულია გვიანდელი სამარხებoთ, აქ აღმოჩენილი მასალა ერთად არის განხილული. ასევე გაერთიანებულია VII-VI ჰორიზონტის მონაპოვარიც, რაც გამოწვეულია გათხრილი ფართობისა და აღმოჩენილი მასალის სიმცირით. ცალკე განიხილება მხოლოდ V სამშენებლო ჰორიზონტის მასალა, რომელიც კარგად გამოიყოფა როგორც ზედა, ასევე ქვედა ჰორიზონტებისაგან. იმირის გორის VII-VI სამშენებლო ჰორიზონტებში გვხვდება სამი სახის კერამიკული ნაწარმი: 1. შედარებით სქელკედლიანი, უხეშზედაპირიანი, მოშავო-მოყავისფროდ გამომწვარი ჭურჭელი. იგი ნაძერწია მსხვილმარცვლოვანი თიხისაგან, რომელშიც გასამჭლევებლად შერეულია ხვინჭა ან დანაყილი ბაზალტი. სუსტადაა გამომწვარი. მისი ძირები ყველა ქუსლიანია. ერთი ჭურჭლის ფრაგმენტს პირთან დაძერწილი აქვს ნუშისგულისებური კოპები. მეორე ჯგუფის ნაწარმი წარმოდგენილია კარგად მოგლუვებული, ზედაპირგაპრიალებული ჭურჭლით, რომელიც მტკიცედ, ღიაფრად არის გამომწვარი. თიხაში გასამჭლევებლად შერეულია დანაყილი ბაზალტი. ამგვარი ჭურჭლის ერთი, მცირე ზომის ფრაგმენტი შემკულია ირიბად დატანილი პარალელური ნაჭდევებით. მესამე ჯგუფმი ერთიანდება შედარებით თხელკედლიანი, ღია ფერის მტკიცედ გამომწვარი ჭურჭელი, გაპრიალებული ზედაპირითა და სარჩულით. ამ ჯგუფის კერამიკა ნაძერწია წმინდად განლექილი თიხისაგან, რომელშიც გასამჭლევებლად შერეულია წმინდად დანაყილი ბაზალტი, იშვიათად კი წვრილად დაკეპილი ნამჯა. აქვეა აღმოჩენილი dვლის სხვადასხვაგვარი სადგისები, ოთხი საპრიალებელი, რომელთაგან ერთი ლულოვანი ძვლისაგანაა დამზადებული, მეორე - გაპობილი ნეკნისაგან, ხოლო მეოთხე - ბეჭის ძვლის ქედზეა ნაკეთები. ამავე ჰორიზონტზე აღმოჩნდა გაპობილი ლულოვანი ძვლის „დანა - საპრიალებლები“. იმირის გორის ზედა VI სამშენებლო ჰორიზონტებში იზრდება კერამიკის რაოდენობა. განაგრძობს არსებობას VII- VI ჰორიზონტის დამახასიათებელი სამივე ჯგუფის ნაწარმი, თუმცა შეიმჩნევა მეორე და მესამე ჯგუფების კერამიკის მატება. აქ გვხვდება ბევრი ახალი ფორმაც; 1. საშუალო ზომის კასრისებური მოყვანილობის ჭურჭელი - პირმოყრილი, შებერილი მუცლითა და ფართო ბრტყელი უქუსლო ძირით; მათი კედლები, გარდატეხის გარეშე, თანაბრადაა მორკალური პირიდან ძირამდე; 2. ქილისებური ჭურჭელი, მცირედ შებერილი მუცლით, სუსტად პროფილირებული დაბალი ყელით, ბრტყელი, იშვიათად დაბალქუსლიანი ძირით; 3. ფართოპირიანი, ძირისავენ ოდნავ შევიწროებული ქილები, ბრტყელი, დაბალქუსლიანი ძირით; 4. დაბალყელიანი, ოდნავ პირგადაშლილი, შებერილმუცლიანი, ბრტყელძირიანი ქილები. პირველი და მეორე ჯგუფების კერამიკისათვის დამახასიათებელია რელიეფური ორნამენტი, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ხშირად გვხვდება პირის გასწვრივ დატანილი კონუსური და ნუშისგულისებური რელიეფური კოპები. ჩნდება ორ ან სამ რიგად დატანილი კონუსური კოპები, ზიგზაგისებური მაღალი ხაზები, რელიეფური რკალით მოზღუდული კოპები და ნალისებური ნახევარწრეები. აღსანიშნავია დაბალი, ვიწრო „თევზიფხური“ ორნამენტი და ასევე რელიეფურად გამოსახული ანტროპომორფული ფიგურა. მრავალფეროვანია იმირის გორის ზედა ჰორიზონტების ძვლისა და რქის ნაწარმი. ძალზე გავრცელებულია გაპობილლულოვანი ძვლის სხვადასხვაგვარი სადგისები, საპრიალებლები. აქ გვხვდება შულავერის გორისათვის უცნობი მსხვილფეხა საქონლის ბეჭის ძვლის ქედისაგან ნაკეთები საპრიალებლები და გაპობილი ნეკნის თხელფირფიტოვანი „საპრიალებლები“.
იმირის გორის V-I ჰორიზონტებში განაგრძობს არსებობას რომბულთავიანი ისრისპირი და თხელფირფიტოვანი ძვლის დანისებური მოყვანილობის ნივთები. IV-I ჰორიზონტებში აღარ ჩანს ლულოვანი ძვლის „დანა-საპრიალებელი.“ იმირის გორის V სამშენებლო ჰორიზონტზე ჩნდება მსხვილფეხა საქონლის წვივის ძვლისაგან დამზადებული, ზემოდან გაკეთებული სატარენახვრეტიანი თოხი. ამგვარი იარაღის რაოდენობა ზედა ფენებში იზრდება. IV ჰორიზონტზე პირველად ჩნდება მსხვილფეხა საქონლის ბეჭის ძვლის სატარენახვრეტიანი თოხი და მსხვილფეხა საქონლის მეტაპოდიაზე ნაკეთები მრგვალსატარენახვრეტიანი იარაღი, მათი რაოდენობა მატულობს „შურფის“ მასალაში. ძეგლზე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ირმის რქის ფუძისა და წანაზარდებისაგან დამზადებული სატარენახვრეტიანი თოხები და ცულები. აქვე გვხვდება სხვადასხვა მოყვანილობის „მუფტა“. იმირის გორის არაატრატიფიცირებული მასალიდან აღსანიშნავია მკვეთრად პროფილირებული გვერდწიბოიანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი, საინტერესოა აგრეთვე ჭურჭლის პირის ფრაგმენტი, რომელიც მართი კუთხითაა გადმოკეცილი და ქობაზე ირიბი ნაჭდევები დაუყვება. აქვეა მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები. მის მოყვითალო-მოვარდისფრო ზედაპირზე დატანილია განიერი პარალელური მოყავისფრო ზოლები, კეცში დიდი რაოდენობით აქვს შერეული დაკეპილი ნამჯა. იმირის გორის დsსავლეთ- ნაპირზე გაკეთებულ შურფში, სამოსახლოს ძირითადი ფენებისათვის დამახასიათებელ კერამიკასთან ერთად, აღმოჩნდა ერთი წითლად შეღებილი და ერთიც მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტი, რომელსაც რელიეფური გეომეტრიული ორნამენტი ამკობს. თიხის მცირე ნაკეთობები ნასახლარის ზედა ფენებში წარმოდგენილია რეალისტურად შესრულებული ქალის დაზიანებული ფიგურით და გამოუწვავი თიხისაგან დამზადებული მინიატურული ჭურჭლით. იმირის გორის ენეოლითურ ნამოსახლარზე აღმოჩენილია 7160 ცალი გაპობილი ობსიდიანისა და ქვის მასალა. მათგან სტრატიფიცირებული მასალის წილად შვიდი სამშენებლო ჰორიზონტიდან მოდის 3562 ცალი ობსიდიანი და 188 ცალი სხვა ჯიშის ქვის ქანი. ნატკეცი მასალის ნახევარი მეორედ არის დამუშავებული. ნამზადებად გამოყენებულია უპირატესად 2 სანტიმეტრამდე სიგანის მქონე სწორი ან ოდნავ ამოზნექილი პროფილის პრიზმული ლამელები. ორჯერ უფრო ნაკლებია მცირე ოთხკუთხედის, სამკუთხედის და მომრგვალებული მოყვანილობის ანატკეცებზე ჩამოყალიბებული იარაღები. იმირის გორის ნუკლეუსები წარმოდგენილია ძირითადად ვიწრო, საშუალო და დიდი კონუსური ცალებით. გვხვდება აგრეთვე ამორფული და ვიწრო პრიზმული ერთეული ეგზემპლარები.
აღნიშნული ნამოსახლარის იარაღების მეორადი დამუშავების ტექნიკას ძირითადად ახასიათებს დამაბლაგვებელი და იშვიათად მცირე წამამახვილებელი რეტუში, რომელიც დატანილია ზურგის ერთ ან ორივე გვერდზე, იშვიათად მუცლის მხრიდან, ხშირად მოპირდაპირე სიბრტყეზე. ტექნიკურ-მორფოლოგიური ანალიზით ძირითადი ტიპის იარაღებია ლამელები და ანატკეცები. დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი საჭრისები, რომელთა შორის არის ლამელის გადატეხის კუთხეზე ჩამოყალიბებული გვერდითი, შუალა და კუთხის საჭრისები. გაცილებით ცოტაა აღმოჩენილი ლამელებსა და ანატკეცებზე დამზადებული საფხეკები, რომელთა სამუშაო პირი სხვადასხვა მოყვანილობისაა. გვხვდება მაღალსამუშაოპირიანი, ნუკლეუსისებური საფხეკებიც. მაგარ მასალაზე სამუშაოდ გამოიყენებოდა ერთ ან ორ სამუშაოპირიანი საჭრეთელი. ისინი დამზადებულია ლამელებსა და ანატკეცებზე. მცირე რაოდენობით არის აღმოჩენილი ლამელებზე დამზადებული ბურღები და სახვრეტები. მათი უმეტესი ნაწილი ასიმეტრიულია. თუ შულავერის გორაზე „შომუთეფეს ტიპის“ ნამგლის ჩასართები მხოლოდ ორ ზედა ჰორიზონტში აღმოჩნდა, იმირის გორაზე მათ მეხუთე და ზედა ჰორიზონტებში ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ არასტრატიფიცირებულ ჰორიზონტებში აღმოჩნდა სამკუთხა მოყვანილობის ობსიდიანის ისრისპირი და ერთი ზურგათლილი ტრაპეცია. ამ ტიპის ტრაპეციები აღმოჩენილია არუხლო I-ის ზედა ჰორიზონტში. მიკროინვენტარი წარმოდგენილია იმირის გორაზე ორი რეტუშირებული მიროლამელით. იმირის გორაზე მრავალი კომბინირებული და მეორადი გამოყენების ნაკეთობა გვხვდება. გახეხილ-გაპრიალებული იარაღებიდან აღმოჩენილია 6 ცული და სატეხი, 7 ეგზემპლარი უხეში საპობი იარაღისა და 3 რეტუშორი. გვხვდება აგრეთვე ხელსაფქვავები, უროები, საჩიჩქნი ჯოხების დამამძიმებელი, სახეხები, სანაყები და სხვ. მასალა ინაბება ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ბიბლიოგრაფია:
1. ო.ჯაფარიdე, ა.ჯავახიშვილი, უძველესი მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე, თბ., 1971.
2. ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1971 წწ.), თბ., 1975.
3. თ.კიღურაძე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამoწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაცია, თბ., 1976.
4. А.И.Джавахишвили, Строительное дело и архитектура поселении Южного Кавказа V-lll тыс. до н.э. Тб., 1973.
დანგრეული გორა
შულავერის ჯგუფის ძეგლებიდან მეტად საინტერესოა დანგრეული გორა. იგი ორფენიანი ყოფილა-ადრესამიწათმოქმედო კულტურის ფენას აქ მტკვარ-არაქსის კულტურის ფენებუ ფარავდა. ექსპედიციას ძეგლი განადგურებული დახვდა, რის გამოც მის ადგილზე გაკეთდა მხოლოდ ორი საკონტროლო თხრილი. კულტურული ფენა თანამედროვე ველის დონიდან 1,2 მ სიღრმეზე ჩადიოდა. ძეგლზე საცხოვრებელი ნაგებობის კვალი არ გამოვლენილა. დაფიქსირდა მხოლოდ ერთი სამეურნეო ორმო, თუ მიწური (1,2X1,4 დიამეტრით), რომელიც ქვევით ფართოვდებოდა. ორმოს კედლები და ძირი თიხის ხსნარითაა შელესილი. აღსანიშნავია ორმოს ძირზე მცენარეთა თესლისა და ყურძნის წიბწის აღმოჩენა. ამგვარი კულტურული ნაშთები ვრცელდებოდა ორივე თხრილში გათხრილ ფართობზე. დანგრეული გორის ადგილზე აღმოჩენილ კერამიკულ მასალაში გვხვდება იმირის გორისათვის დამახასიათებელი სამივე ჯგუფის თიხის ნაწარმი. ყველა ჭურჭელი ხელითაა ნაძერწი. თიხაში გასამჭლევებლად შერეულია როგორც არაორგანული, ასევე ორგანული მინარევი. შემკულობა რელიეფურია, მხოლოდ ერთ ჭურჭელს აქვს პირი ირიბად დაჭდეული. აღსანიშნავია ერთი ნამჯანარევი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი წითლად შეღებილი გაპრიალებული ზედაპირით და სარჩულით. იმირის გორის ჭურჭლების მსგავსად, აქაც გვხვდება ძირზე ჭილოფის სპირალური ანაბეჭდი და პირჩადრეკილი ჭურჭლის ფრაგმენტები. აქვე აღმოჩნდა ძვლისა და რქის იარაღები: სადგისები, საპრიალებლები, ორი სატარენახვრეტიანი თოხი და რელიეფური ორნამენტით შემკული კვერთხისთავი. დანგრეული გორის ნატკეცი ქვის კოლექციაში 18 ერთეულია: ერთი ამორფული ნუკლეუსი და ლამელაზე დამზადებული იარაღები. მასალა დაცულია ს.ჯანაშიას სახ.საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ბიბლიოგრაფია:
1. ღლონტი, თ.ხიღურაძე, დანგრეული გორა, "ძეგლის მეგობარი“, №30, 1972.
2. ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1971 წწ.), თბ., 1975.
გადაჭრილი გორა (ტაბ. XX)
გადაჭრილი გორა მიეკუთვნება შულავერის ჯგუფის ძეგლებს. ამ ნამოსახლარზე ექსპედიციას არქეოლოგიური გათხრები არ ჩაუტარებია. ძეგლს კვეთს შულავერის ღელე, რის გამოც წარმოდგენილია მთლიანი ბორცვის ბუნებრივი ჭრილი. ზედაპირულად და ჭრილში შეგროვებული მასალა ზოგად წარმოდგენას გვაძლევს ძეგლის ხასიათის შესახებ. ძეგლის სამშენებლო ჰორიზონტების სისქე ბორცვის შუა ნაწილის ჭრილში 4-5 მეტრია. სამოსახლოს დაახლოებით ცენტრალურ ნაწილში ჩანს ალიზის შენობა, რომელსაც თითქმის მთლიანად აქვს შემორჩენილი გუმბათი და 1 მეტრის სიმაღლეს აღწევს. მასალის ფრაგმენტულობის მიუხედავად, ჩანს რომ ძეგლის თიხის ჭურჭელს შულავერის გორის კერამიკული ნაწარმისათვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ძეგლზე მოპოვებული ნატკეცი ქვის მასალა 114 ერთეულია, ამათგან 77 ლამელებითაა წარმოდგენილი. მათ შორის 25 ურეტუშოა. გავრცელებული იარაღებია საჭრისები, საფხეკები, სახოკები, ხოწი. აქვე აღმოჩნდა ქვის სოლისებური ფორმის ცულის ფრაგმენტი და ძვლის 4 სადგისი.მასალა დაცულია ს.ჯანაშიას სახ.საქ. სახელმწიფო მუზეუმში.
ბიბლიოგრაფია:
1. ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1971 წწ.), თბ., 1975.
ხრამის დიდი გორა (ტაბ.XXI-XXVII)
ხრამის დიდი გორა შეისწავლება ს.ჯანაშიას სახ.საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, 1972-1973 წწ. ა.ჯავახიშვილის, ხოლო 1974-1986 თ.კიღურაძის ხელმძღვანელობით. ძეგლი ყაჩაღანის ჯგუფის ერთადერთი გადარჩენილი ნასოფლარია, რომელიც მდებარეობს მდ.ხრამის მარჯვენა სანაპირო ველზე, სოფ.ყაჩაღანსა და თაქალოს შორის. ნასოფლარი წარმოადგენს O-W მიმართულებით წაგრძელებულ ოვალური მოყვანილობის ბორცვს მისი ფართობი 3 ჰა-ს აღემატება, ხოლო სიმაღლე 5 მეტრია. გათხრილ 225 კვ.მ ფართობზე დაფიქსირებულია 9 სამშენებლო ჰორიზონტი. აღსანიშნავია, რომ ძეგლის სხვადასხვა სამშენებლო ჰორიზონტის საცხოვრებელი კომპლექსები. ერთსა და იმაეე ადგილზეა აგებული, რაც სოფლის გეგმარების ტრადიციულობაზე მიგვანიშნებს. მეტად საინტერესოა ძეგლის ქვედა სამშენებლო ჰორიზონტზე ოვალური გეგმარების ნახევარმიწურების აღმოჩენა. შულავერისა და იმირის სამოსახლოებისაგან განსხვავებით, ხრამის დიდი გორის ნაგებობებში ხშირად ჩანს გამოყენებული კედლის გასამაგრებელი პილონები და კონტრფორსები. სამშენებლო მასალად გამოყენებული ალიზი სტანდარტულია. მისი სიგრძე - 40-42 სმ, სიგანე - 18,22 სმ, სისქე - 7-7,5 სმ. რამდენიმე სათავსოს იატაკი ქვემოთ მოგებული იყო ქვებით. № 49 სათავსოს იატაკზე კი ჭილოფის ანაბეჭდია დადასტურებული. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში დამოწმებულია ორმოები, რომელიც შესაძლოა მსუბუქი გადახურვის დამჭერი ბოძებისათვის იყოს განკუთვნილი.
ეზოებშივე გვხვდება გამოუწვავი ნამჯანარევი თიხისაგან ნაძერწი 3-4 სმ სქელკედლიანი დერგისებური ჭურჭელი - „კერები“, რომელიც ძირითადად მიწაში უნდა ყოფილიყო ჩადგმული. მათი სიმაღლე 1 მეტრს აღწევს, დიამეტრი 70-80 სმ. ამგვარი ჭურჭელი ხშირ შემთხევაში წმინდა ნაცრით არის შევსებული; აქვე გვხდება ძვლისა და რქის იარაღები, ცხოველის ძელები, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, შურდულის ქვები. აღსანიშნავია, რომ ამ ჭურჭლებშია აღმოჩენილი ანტროპომორფული ქანდაკებების უმეტესი ნაწილი. სხვადასხვა ჰორიზონტებზე დადასტურებულია ოვალური მოყვანილობის, ქვებით მოგებული სტაციონარული ღია კერა, რომელიც ხშირად ორი კედლის შეხვედრის კუთხეშია გამართული. კერამიკული ნაწარმი წარმოდგენილია როგორც უხეში, ასევე მოგლუებული თუ გაპრიალებულზედაპირიანი თიხის ჭურჭლით. ყველა ჰორიზონტზე გვხვდება წითლად შეღებილი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მათ უმეტეს ნაწილს ძირზე ჭილოფის სპირალური ანაბეჭდი ეტყობა. ორნამენტაცია მხოლოდ რელიეფურია, ხშირად გვხვდება ნალისებური რელიეფი და ჰორიზონტალური შვერილები. აღსანიშნავია ზედა ჰორიზონტში აღმოჩენილი რამდენიმე მცირე ზომის რბილი ქანისაგან დამზადებული ქვის ჭურჭელი, რომლის ზედაპირი გამოჩორკნილია, სარჩული კი გახეხილ-გაპრიალებული. ერთი ქვის ჭურჭლის ფრაგმენტი რელიეფური სალტით არის შემკული და კონუსური მოყვანილობის სახელური აქვს. გახეხილ-გაპრიალებული ქვის იარაღები ხრამის დიდი გორის მასალებში მრავალრიცხოვანია და წარმოდგენილია ორმხრივლესილი, სოლისებური ცულებით. უნაგირისებურ და სწორზედაპირიან ხელსაფქვავებთან შედარებით მეტი რაოდენობით გვხვდება ვარცლისებურად ჩაღრმავებულ სამუშაოპირიანი ხელსაფქვავის ქვედა ქვები. სამოსახლოზე აღმოჩნდა ორი მასიური ქვის როდინი, ხოლო ფილთაქვების სიმრავლე ხის როდინის არსებობაზე მიუთითებს. ქვის ნაწარმი წარმოდგენილია ხელჩაქუჩებით, მცირე ზომის სანაყებით, გვერდებგადალესილი ტუფის ქვებითა და მრავალრიცხოვანი შურდულის ქვებით. მრავალფეროვანია ძეგლზე აღმოჩენილი ძვლის ნაწარმი. სადგისებისა და საპრიალებლების გარდა, ჩნდება მსხვილფეხა საქონლის ბეჭის ძვლისაგან დამზადებული ზემოდან ჩახვრეტილი თოხები, ლულოვანი ძვლის თოხები და მსხვილფეხა საქონლის მეტაპოდიაზე ნაკეთები თოხები გამჭოლი სატარე ნახვრეტით. ირმის რქის იარაღებს (შორის სჭარბობს თოხები მრგვალი სატარე ნახვრეტით. შედარებით ნაკლებია ირმის რქის ფუძეზე ნაკეთები ცულები და ორიგინალური „კვერთხისთავები“, რომელთაც ორივე ბოლო ბლაგვად აქვთ წაკვეთილი და თითქმის მთლიანად გახეხილ-გაპრიალებულია.
აღსანიმნავია, რომ ირმის რქის იარაღი ხშირად ორნამენტირებულია. განსაკუთრებით საყურადღებოა სამოსახლოზე აღმოჩენილი თიხის ანტროპორფული ქანდაკებები - 60 მთელი თუ ფრაგმენტირებული ფიგურა. ყველა მათგანი მრგვალ სკულპტურას წარმოადგენს, ძირითადად სტილიზებულია და უფრო ხშირად ქალს გამოხატავს, მკაფიო მდედობითი ნიშნებით. აღსანიშნავია სამოსახლოს ქვედა ფენებში აღმოჩენილი სპილენმის მრგვალგანივკვეთიანი ნახევარრკალი, რომელსაც ბოლოები წაწვეტებული აქვს. საინტერესოა ხრამის დიდგორაზე მოპოვებული ქვის მასალები. ყურაღებას იქცევს ის ფაქტი, რომ, ობსიდიანის გარდა, იარაღების დასამზადებლად ფართოდ გამოიყენებოდა კაჟი. 695 ცალი გაპობილი ქვიდან 479 ობსიდიანისაა და 216 კაჟის. საყურადღებოა ისიც, რომ ანატკეც-ანამტვრევების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება ლამელების რიცხვს. იარაღების დასამზადებლად ლამელებსა და ანატკეცებს იყენებდნენ თითქმის ერთნაირი ოდენობით. კლებულობს საჭრისები, შესამჩნევად იზრდება რეტუშირებული ანატკეცების და „შომუთეფეს ტიპის“ ნამგლის ჩასართების რაოდენობა, არ გვხვდება ამოღარული ანატკეცები, მატულობს გახეხილ-გაპრიალებული იარაღები. საფხეკების უმრავლესობა ჩამოყალიბებულია ანატკეცებზე. მათი სამუშაო პირები არ გამოირჩეეა საგულდაგულო დამუშავებით. აღმოჩენილია მასიურ ანატკეცებზე ნაკეთები უხეშად დამუშავებული სამუშაოპირიანი სახოკები. საერთოდ კი ხრამის დიდგორის ქვის ინვენტარი იმავე ნიშნებით გამოირჩევა, როგორიც დამახასიათებელია შულავერისა და იმირის გორის მასალისათვის. შედარებით მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი კონუსისებრი და პრიზმული მოყვანილობის ნუკლეუსები. ბევრია გვერდ და ბოლორეტუშირებული ლამელები, აგრეთვე გვერდამოღარული, რეტუშირებული ლამელები და სათლელისებური იარაღი. თითქმის ყველა საჭრისი ჩამოყალიბებულია ლამელის გადატეხის კუთხეზე. საფხეკების სამუშაო პირს ოვალური, პირდაპირი, ირიბი ან ამოღარული მოყვანილობა აქვს. აღმოჩენილია ერთი ლამელაზე ნაკეთები ბურღი, ერთი ობსიდიანის ზურგათლილი ტრაპეცია მასიური ბაზალტისა და არგილიტის საჩეხი იარაღი. ხრამის დიდგორის ქვის ინვენტარი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ნამოსახლარი შედარებით გვიან უნდა წარმოქმნილიყო, ვიდრე შულაეერის გორა და იმირის გორა. მასალა ინახება ს.ჯანაშიას სახ.საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ბიბლიოგრაფია:
1. ლ.ღლონტი, ა.ჯავახიშვილი, თ.კიდურაძე, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგები (1972-1973 წწ.), სსმაე, IV, თბ., 1975.
2. მ.მენაბდე, თ.კიღურაdე, ზ.ქიქოძე, ქვემო ქართლით არქეოლოგიური ექსპედიციის (1976-1977 წწ.) მუშაობის შედეგები, სსმაე, VI, თბ., 1978.
3. მ.მენაბდე, თ.კიღურაძე, ქ.გოცაძე, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგები (1978-1979 წწ.), სსმაე, VII, თბ., 1980.
4. თ.კიღურაძე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაცია, თბ., 1976.
არუხლო I-IV (ტაბ.XXIII-XLII, LIII-22-25; LIV-1-14, LV-LXII)
ტაბ.23 ტაბ.24 ტაბ.25 ტაბ.26 ტაბ.27 ტაბ.28 ტაბ.29 ტაბ.30 ტაბ.31 ტაბ.32
არუხლოს ჯგუფის ძეგლები მდებარეობს ბოლნისის რაიონში, მდინარეების - ხრამისა და მაშავერას შესართავთან, სოფელ არახლოსა და ასანხოჯალოს შორის. ამ ჯგუფში თავისი ზომებით გამოირჩევა არუხლო I. მისი დიამეტრია 100-150 მ., სიმაღლე-6 მ. ნასოფლარის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კიდევ სამი სამოსახლო ბორცვი. ძეგლს იკვლევდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქვემო ქართლის ექსპედიცია, ტ.ჩუბინიშვილისა (1966-76 წწ.) და დ.გოგელიას (1978-85 წწ.) ხელმძღვანელობით. არუხლო I-ზე გათხრილია 800 კვ.მ-ზე მეტი ფართობი; ამას გარდა, ბორცვის გარშემო და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გავლებულია რადიალური საძიებო თხრილები. ნასოფლარის ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორის გათხრების შედეგად ბორცვის ამ მონაკვეთზე გამოიყო შვიდი სამშენებლო ჰორიზონტი. ექვსი წარმოდგენილია ამ ტიპის სამოსახლოებისათვის დამახასიათებელი ალიზით ნაშენი სათავსოებით. ქვედა, მეშვიდე სამშენებლო ჰორიზონტს მიეკუთვნება თიხნარ გრუნტში ჩაჭრილი ნახევარმიწურები და თხრილები. სამოსახლო ბორცვის დაახლოებით შუა ნაწილში გამოიკვეთა ოვალური მოყვანილობის ცენტრალური მოედნის ნაწილი, რომლის მხოლოდ მეორე სამშენებლო ჰორიზონტზე აღმოჩნდა ცალკე მდგომი N 26 ოთხკუთხა შენობის ჩრდილოეთი ნაწილი. ერთი ასევე ოთხკუთხა №19 შენობა გამოვლინდა ზედა, პირველ სამშენებლო ჰორიზონტზეც. აღნიშნული ნაგებობა კედლის ტიხარით დაკავშირებულია წრიულ-გუმბათურ NN 4 და 39 სათავსოსთან. ნასოფლარის ზედა ფენები დაზიანებულია გვიანდელი სამარხებითა და ორმოებით, რის გამოც საცხოვრებელი კომპლექსების გამოყოფა ზედა ჰორიზონტებზე არ მოხერხდა. მესამე სამშენებლო ჰორიზონტზე უკვე შეიმჩნევა შენობების განლაგების გარკვეული წესი. დადასტურებულია სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებისაგან შედგენილი საცხოვრებელი კომპლექსების ცენტრალური მოედნის ირგვლივ განლაგება. ხშირად სხვადასხვა სამშენებლო ჰორიზონტის საცხოვრებელი კომპლექსები თითქმის ერთსა და იმავე ადგილას არის ნაშენი. დიდი ზომის (4,60 მდე დიამეტრის) საცხოვრებელი შენობა გვხვდება ბორცვის ქვედა, IV-VI სამშენებლო ჰორიზონტზე. სამოსახლოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ბორცვზე დადასტურებული შენობებისაგან განსხვავებული რვა ნახევარმიწური. ამგვარი სათავსოს კონტურები შეინიშნება ბორცვის გარეთ გავლებულ №№ 5, 10, 11 და 23 თხრილების ჭრილშიც. ნახევარმიწურებს აქვთ ოვალური ან წრიული მოყვანილობა, დიამეტრია 2.40-4.60 მ. სათავსოს ნაშთი ჩნდება მხოლოდ თიხნარი გრუნტის დონეზე, რომლის ზემოთაც ნაგებობის კვალი არ დაფიქსირებულა. ნახევარმიწურები გრუნტში ჩაჭრილია 1 მ-ის სიღრმეზე. ზოგიერთ სათავსოში აღმოჩნდა თიხით მოლესილი იატაკი. ორი ნახევარმიწურის ცენტრალურ ნაწილში გაიწმინდა ორმოს ნაშთი, რაც საყრდენი ბოძის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს.
ამგვარი სათავსოები ორ-ორია ერთად განლაგებული და ერთმანეთთან დაკავშირებულია. №№ 11 და 12 ნახევარმიწურები ერთ სიმაღლეზეა ჩაჭრილი გრუნტში. NN13, 14 და №№15, 16 ნახევარმიწურები კი სხვადასხვა დონეზე მდებარეობს. ამათგან №№13 და 15 სათავსო გრუნტში ჩაჭრილია 0,50 მ-ზე და შედარებით მომცრო ზომისაა. მათ ძირზე, თიხით მოლესილ იატაკზე, კარგად შეინიშნებოდა ცეცხლის დანთების კვალი, შევსებაში კი დიდი რაოდენობით ჩნდებოდა ნაცარი. როგორც ჩანს, NN13, 15 ნახევარმიწურები სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებია, ხოლო №№14 და 16-საცხოვრებელი. ნასოფლარის ამ მონაკვეთზე გამოვლენილია ორი სხვადასხვა კონფიგურაციის თხრილი. ბორცვთან ახლოს მდებარეობს ოვალური მოყვანილობის ვიწრო ძირი აქვს, რომელიც 9,83 მ-ის დონეზეა. თხრილის ჩრდილოეთი მონაკვეთი კვეთს N18 ნახევარმიწურს. სამხრეთი ნაწილი ციცაბოდ ადის მაღლა და ქიმისებური შემაღლებით მთავრდება 5,10 მ-ის დონეზე. თხრილის თავზე არც ერთი ალიზით ნაგები ნათავსო არ გამოვლენილა. ამგვარი ნაგებობის ჩრდილოეთი ნაწილი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დგას უშუალოდ თხრილის ქიმისებურ ზვინულზე. როგორც ჩანს, თხრილს თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა და გარკვეულად ზღუდავდა ძირითად ნასოფლარს. აღნიშნული თხრილის ჩრდილოეთით აღმოჩნდა ლინზისებური მოყვანილობის მეორე თხრილი. თიხნარი გრუნტის დონეზე მისი სიგანეა 5,10 მ., სიღრმე- 1,30 მ. თხრილის კედლები ირიბად ეშვება 2,15 მ-ის სიგანის ძირისაკენ, რომელიც გათხრილ მონაკვეთზე თითქმის ჰორიზონტალურად არის განფენილი. ამ „გარეთა“ თხრილის მიერ გადაჭრილია N16, 1 ნახევარმიწურები, რაც, ისევე როგორც N 18 სათავსოს შემთხვევაში, თხრილებთან შედარებით, მათ ადრინდელობაზე მიგვანიშნებს. ამგვარად, არუხლო I-ზე პირველი დასახლება წარმოგვიდგება ნახევარმიწურებით შედგენილი ნაგებობებით, რომელიც შემდგომში დაუზიანებია ძირითადი სოფლის თავდაცვით თხრილს. მსგავსი კონფიგურაციის თხრილები დაფიქსირებულია არუხლო I-ის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილშიც და, როგორც ჩანს, სამოსახლო ბორცვს გარსშემოუყვება. ნახევარმიწურების ინვენტარი არ განსხვავდება საკუთრივ ბორცვზე აღმოჩენილი მასალისაგან. კერამიკა აქაც უხეში, ხელით ნაძერწია, გამომწვარია არათანაბრად, მოვარდისფრო - მონაცრისფროდ მურა ყავისფრამდე. იშვიათია ფრაგმენტები წითელი საღებავის, კვალით. თიხა მსხვილმარცვლოვანია, ქვიშა და დანაყილი ბაზალტის ნარევით რამდენიმე ფრაგმენტს ეტყობა მოგლუვების კვალი. წარმოდგენილია კასრისა და ქილის მოყვანილობის ჭურჭლის ფრაგმენტები, ძირები ბრტყელია, ქუსლკამოყვანილი, ხშირად ძირზე ჭილოფის ანაბეჭდის კვალით. ორნამენტის სახით წარმოდენილია პირს ქვემოთ განლაგებული კოპისებრი რელიეფური აძერწობა. რამდენიმე ჭურჭელს მიძერწილი აქვს შვერილი. N14 მიწურის იატაკზე აღმოჩნდა ძელის ზედა სამშენებლო ჰორიზონტზე ნაპოვნი რელიეფური ანტროპომორფული ნაძერწებით შემკული თიხის ჭურჭლის ანალოგიური ფრაგმენტი. აქვე იყო გამოუწვავი თიხის კოვზი, ძვლის სხვადასხვაგვარი სადგისები, აღსანიშნავია, რომ ნახევარმიწურებში არც ერთი მიწის დასამუშავებელი ძვლისა და რქის იარაღი არ აღმოჩენილა. არუხლო I-ზე აღმოჩნდა ექვსი თანადროული სამარხი. მათგან №N7, 8, 9 სამოსახლოს გარეთ, მის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, გაითხარა. სამივე ქვაყრილიანი ორმოსამარხია, ორ შემთხვევაში სამარხის იატაკი დაფარული. იყო წითელი საღებავით. აქ აღმოჩნდა ობსიდიანის იარაღ-ანატკეცები, ძვლის სხვადასხვაგვარი სადგისები, სარდიონის მძივი და საკიდი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. საინტერესოა საშუალო სიმაღლის წითელად შეღებილი თიხის ჭურჭელი - ვერტიკალურად განლაგებული კოპებით ცილინდრულ ყელზე, რომელიც ფორმით ადრებრინჯაოს ხანის ადრეულ კერამიკასთან პოულობს ანალოგიებს. N№10, 11, 12 სამარხები სამოსახლოზეა გამოვლენილი. მიცვალებული აქაც გვერდზეა დასვენებული მოხრილი კიდურებით. სამარხები უინვენტაროა, მხოლოდ N11 სამარხში აღმოჩნდა ძვლის დანისებური იარაღი და სადგისი. არუხლო I სამშენებლო ჰორიზონტების კვლევის დროს აღმოჩნდა დაახლოებით 5000 ეგზემპლარი ნატკეცი ობსიდიანი და ერთეული ცალები სხვა ქანის იარაღისა. ამათგან ორ ზედა ჰორიზონტზე გამოვლინდა 4000 ცალზე მეტი ნატკეცი ობსიდიანი. მთელი ნამოსახლარის მასალა ერთგვაროვანია როგორც დამუშავების ტექნიკით, ისე ტიპოლოგიურადაც. უნდა აღინიშნოს, რომ ქვედა სამშენებლო ჰორიზონტებში, დაწყებული მესამე ჰორიზონტიდან, მკვეთრად იზრდება მასიური, ფართო ლამელების რაოდენობა. ნუკლეუსები ცოტა გვხვდება. მათში სჭარბობს წვრილი პრიზმული და კონუსური. I ჰორიზონტზე ნაპოვნია წვრილი დისკოსებური ნუკლეუსიც. იარაღების დასამზადებლად უმთავრესად გამოყენებულია სწორი ან ოდნავ ამოზურგული მოყვანილობის მცირე და საშუალო სიგანის პრიზმული ლამელები, აგრეთვე ამავე ზომის სამკუთხედის, ოთხკუთხედის მსგავსი და მომრგვალებული მოყვანილობის ანატკეცები. მაგრამ III ჰორიზონტზე და ქვემოთ გამოყენებულია მასიური ფართო ლამელებიც. ამასთან, I-II ჰორიზონტებში ლამელები და ანატკეცები ნამზადებად გამოიყენებოდა დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით. არუხლო I-ის იარაღების მეორადი დამუშავების ტექნიკისათვის დამახასიათებელია, ძირითადად, წვრილი დამაბლაგვებელი და წვრილი წამამახვილებელი რეტუში.
იარაღის გვერდებზე რეტუში დატანილია ზურგის ან მუცლის მხრიდან, ხშირად მოპირდაპირე სიბრტყეზე. ხშირია ერთ იარაღზე სხვადასხვა ტიპის რეტუშის შერწყმა. არუბღო I-ის ნამოსახლარის იარაღების ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენს რეტუშირებული ლამელები და ანატკეცები. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ქვედა სამშენებლო ჰორიზონტებში, მესამედან დაწყებული, ძალზე მაღალია გვერდამოღარული იარაღის რაოდენობა მაშინ, როდესაც ზედა ორ ჰორიზონტში მათ არცთუ ისე მრავლად ვხვდებით. ძირითადად ეს არის გვერდამოღარული ლამელები. ამოღარულ ანატკეცებს შორის ქვედა ჰორიზონტებში გვხვდება ისეთებიც, რომელთა გვერდები ამოღარულია არა რეტუშით, არამედ ფართო ჩამონატეხებით ზურგის მხრიდან. დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ბოლოათლილი ნაკეთობა, რომლები ტრასოლოგების მიერ განისაზღვრება, როგორც სატეხისებური იარაღი. მათ ნამზადებად გამოყენებულია ძირითადად ვიწრო ანატკეცები, გაცილებით იშვიათად კი ლამელები. სჭარბობს ერთსამუშაოპირიანი იარაღები. არუხლო I-ის ნამოსახლარის ობსიდიან ინვენტარში ბევრია საჭრისები, ძირითადად ლამელის გადანატეხის კუთხეზე ჩამოყალიბებული, გვხვდება გვერდითი, შუალა და კუთხის საჭრისები. საფხეკებში სჭარბობს ბოლოკიდურა ფორმები, ქვედა ჰორიზონტებში - უპირატესად ლამელებზე დამზადებული. რამდენადმე ნაკლებია ანატკეცების გვერდებზე ნაკეთები საფხეკები. გარკვეული სერიით არის წარმოდგენილი არუხლო I-ის ინვენტარში სახვრეტები, ორ ზედა ჰორიზონტში უფრო მრავლად ანატკეცებზე ნაკეთები. III ჰორიზონტში ისინი თითქმის თანაბარი რაოდენობით გვხვდებიან ანატკეცებზეც და ლამელებზეც, ქვედა ჰორიზონტებში კი პირიქით, მეტია ლამელებზე ნაკეთები. I და IV ჰორიზონტებში აღმოჩნდა ლამელებზე ნაკეთები ორი ბურღი. I სამშენებლო ჰორიზონტის ინვენტარში არის 5 გეომეტრიული მიკროლითი, 3 ტრაპეცია და 2 სეგმენტი. რამდენიმე გვერდრეტუშირებული მიკროლამელა აღმოჩნდა I და II სამშენებლო ჰორიზონტებზე. I ჰორიზონტის ინვენტარში გვხვდება ერთი ფოთლისებური მოყვანილობის ყუნწიანი ისრისპირი. I და III ჰორიზონტებზე აღმოჩენილია ბაზალტის კაჟისა და ობსიდიანის მასიურ ანატკეცებზე დამზადებული რამდენიმე სახოკისებრი იარაღი. გახეხილ გაპრიალებული იარაღები ნამოსახლარზე წარმოდგენილია სოლისებური ცულებითა და სატეხებით; ამგვარი იარაღი მცირე რაოდენობითაა, მაგრამ მაინც პირველ ჰორიზონტში რამდენადმე მეტია, ვიდრე დანარჩენებში. არუხლო I-ის ქვის ინვენტარში გვხვდება ხელსაფქვავები, სახეხები, სანაყები, ფილთაქვები, ხელჩაქუჩები, მცირე ზომის გრდემლები. ტრასოლოგიური მეთოდით შესწავლილია ინვენტარის მცირე ნაწილი. ფუნქციონალური ანალიზის შედეგად აქ განისაზღვრა ხორცის დასამუშავებელი დანები, ნამგლის ჩასართები, ხოწები, ბოლოკიდურა და გვერდითი საფხეკები, სარანდი დანები, სატეხისებური იარაღები, საჭრისები, სახვრეტები, ბურღები და ა.შ. ამ იარაღების ნაწილი დამახასიათებელი იყო მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის მეურნეობისათვის. აქვე გვხვდება შინამრეწეველობაში გამოსაყენებელი იარაღიც. არუხლო I -III-IV სამშენებლო ჰორიზონტების ქვის ინდუსტრიის მიხედვით შეინიშნება ძეგლის არა მარტო კულტურული, არამედ ქრონოლოგიური სიახლოვე შულავერის გორასთან და იმირის გორასთან. არუხლო II-ის სამოსახლო ბორცვი მდებარეობს არუხლო I-ის სამხრეთ - დასავლეთით. ნასოფლარი წაგრძელებული მოწყვანილობისაა - 70X100 მ; სიმაღლეა 3 მ. ძეგლზე ჩატარდა მცირე მასშტაბის სადაზვერვო სამუშაოები. 1973 – 74 წწ. ბორცვის ჩრდილოეთ ნაწილში გაითხარა 32 კვ.მ. ფართობი. სამოსახლოზე გამოიყო სამი სამშენებლო ჰორიზონტი. I სამშენებლო ჰორიზონტი დაზიანებული აღმოჩნდა. ოთხკუთხა მოყვანილობის გვიადელი ქვის შენობით და სამეურნეო დანიშნულების ორმოებით. II სამშენებლო ჰორიზონტის დამწვარი და წითელი საღებავით შეღებილი თიხატკეპნილი იატაკის ფრაგმენტი აღმოჩნდა 2 მ-ის სიღრმეზე. ამავე ჰორიზონტზე გაიწმინდა ალიზით ნაგები 2,60 მ-ის დიამეტრის სათავსო. მის ქვემოთ გამოვლინდა III სამშენებლო ჰორიზონტის ალიზით ნაშენი ნაგებობის ფრაგმენტი, რომელიც იდგა განმარხებულ ნიადაგზე. ნასოფლარზე აღმოჩნდა არუხლო I-სათვის დამახასიათებელი კასრისებური და ქილისებური თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ძვლისა და რქის იარაღები.
არუხლო II-ის ნამოსახლარზე მოპოვებულია რამდენიმე ობსიდიანი იარაღი და ყველა მათგანი, მცირე გამონაკლისის გარდა, მეორედაა დამუშავებული. იარაღების ნამზადებად გამოყენებულია სწორი პროფილის პრიზმული მოყვანილობის მსხვილი და საშუალო სიდიდის ლამელები. იარაღების მეორადი დამუშავების ტექნიკისათვის დამახასიათებელია დამაბლაგვებელი რეტუში. იმის გამო, რომ კოლექცია მცირეა, ზოგიერთი სახეობის იარაღი წარმოდგენილია მხოლოდ ერთეული ეგზემპლარით. არხუხლო II-ის ძირითადი იარაღის ტიპი არის ერთმხრივ ან, უფრო იშვიათად, ორმხრივრეტუშირებული ლამელა. მნიშვნელოვანი რაოდენობითაა წარმოდგენილი საჭრისები, რომელთა შორის სჭარბობს ლამელების გადატეხის კუთხეზე ჩამოყალიბებული. არის აგრეთვე შუალა, გვერდითი და კუთხის საჭრისები. ამოღარული იარაღები წარმოდგენილია გვერდამოღარული ლამელებით. წვეტანა იშვიათია. გახეხილი იარაღებიდან არუხლო II-ზე აღმოჩენილია სოლისებური ცული. ტრასოლოგიური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ წამყვანი სახეობის იარაღებია ხოწები, ერთი ან ორპირიანი ნამგლის ჩასართები, საჭრისები და დანები. აქ, შომუ-თეფეს ნამგლის ჩასართების გარდა, წარმოდგენილია უფრო სრულყოფილი ჩასართებისაგან შემდგარი ნამგლები, რომლებიც ჩასმულია მოღუნულ ბუდეში, საფხეკები, ოპირიანი ხერხები, სატეხისებური საგნები, რეტუშორი და ცული. მრავლად აღმოჩნდა კომბინირებული იარაღი. არუხლო III მდებარეობს სოფ.ასანხოჯალოს ჩრდილოეთით 50 მ-ზე. მისი დიამეტრია 80 მ., სიმაღლე-3,5 მ. ბორცვის აღმოსავლეთ ნაწილში 1969 წელს გაიჭრა შურფი (4X 4 მ), რომელსაც აღმოსავლეთით მიება 1X20 მ სიგრძის სადაზვერვო თხრილი. შურფის სტრატიგრაფიული მონაცემების მიხედვით სამოსახლოს ამ მონაკვეთზე გამოიყო ორი სამშენებლო ჰორიზონტის კულტურული ფენა. აქ დაფიქსირებულია ალიზით ნაგები შენობის ფრაგმენტი. 1,70 მ-ის სიმაღლეზე გრუნტის დონიდან, თიხატკეპნილი იატავის ქვეშ აღმოჩნდა ორმოსამარხის ნაშთი. ძეგლზე მოპოვებული კერამიკული მასალა არუხლო I-სა და II-ის თიხის ჭურჭლის იდენტურია. ძვლის იარაღი წარმოდგენილია სადგისებითა და საპრoალებლებით. არუხლო III-ის ქვის ინვენტარში 200-ზე მეტი ობსიდიანის იარაღი აღმოჩნდა. ქვედა ჰორიზონტში იარაღები მასალის ნახევარზე მეტია, 6 ნუკლეუსის ნატეხია, დანარჩენი დაუმუშავებელი ლამელები და ანატკეცებია. იარაღების წამყვანი სახეებია რეტუშირებული და ამოღარული ლამელები. ამოღარული ანატკეცები ძალზე ცოტაა. საჭრისები უპირატესად დამზადებულია გატეხილი ლამელის კუთხეზე, მცირე ოდენობით არის აღმოჩენილი აგრეთვე შუალა, გვერდითი, კუთხის და ნისკარტისებური საჭრისები, რეტუშირებული ანატკეცები, ლამელებზე ნაკეთები ასიმეტრიული წვეტანები და სხვა. არუხლო III-ის ობსიდიანის ინვენტარის ტრასოლოგიური გამოკვლევის შედეგად წამყვანი ტიპის იარაღებად წარმოგვიდგება ორპირი ნამგლის ჩასართები, ერთი ან ორსამუშაოპირიანი ხოწები, დანები, საჭრისები, სათლელისებრი დანები. დანარჩენ სახეობათა იარაღები წარმოდგენილია ნაკლები რაოდენობით. ეს არის საჭრისები, უმეტესად გვერდით საჭრისები და სატეხისებური იარაღი. ძეგლის ინვენტარში ჭარბობს კომბინირებული იარაღი. არუხლო III-ის სამხრეთ-დასავლეთით 100 მ-ზე მდებარეობს არუხლო IV სამოსახლო ბორცვი, რომელიც დაზიანებულია სამანქანო გზის მიერ. ეს ნასოფლარი ჯგუფში ყველაზე პატარაა. შემორჩენილი დიამეტრი 40 მ-დეა, სიმაღლე - 1,20 მ. მასალა ინახება ბოლნისის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ტაბ.33 ტაბ.34 ტაბ.35 ტაბ.36 ტაბ.37
ტაბ.38 ტაბ.39 ტაბ.40 ტაბ.41 ტაბ.42 ტაბ.53
ტაბ.54 ტაბ.55 ტაბ.56 ტაბ.57 ტაბ.58 ტაბ.59
ტაბ.60 ტაბ.61 ტაბ.62
ბიბლიოგრაფია:
1. ტ.ჩუბინიშვილი, ენეოლითური კულტურა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, თბ., 1970.
2.ტ.ჩუბინიშვილი, ლ.ნებიერიძე, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის 1969 წლის საველე მუშაობის ძირითადი შედეგები. არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში, 1969 წ., თბ., 1971.
(+)
წოფი (ტაბ. XLIII, LIII 1-21)
წოფის ნამოსახლარი მდებარეობს მარნეულის რაიონში, სოფ.წოფის სამხრეთით 1 კმ-ზე, მდ.ბანუშჩაის მარცხენა კონცხისებურ ტერასაზე. ძეგლს 1965, 1969 და 1976 წლებში სწავლობდა ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიცია ტ.ჩუბინიშვილის ხელმძღვანელობით. გათხრების შედეგად მიწისზედა ნაგებობების კვალი არ გამოვლენილა. შედარებით დაცულ ფართობზე აღმოჩნდა 27 ორმო, რომელთა დიამეტრი 1.80 მ-ს არ აღემატება (მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღმოჩნდა ორმოში ბათქაშის ფრაგმენტები). ძეგლზე მოპოვებული კერამიკა ძირითადად უხეშია, ქილის ფორმის ბრტყელი, დაბალქუსლიანი ძირით, იშვიათად შემკულია კოპებით. გვხვდება სფერულტარიანი, პირგადაშლილი, ძაბრისებურყელიანი ჭურჭელი, რომელთა შორის ზოგიერთს ტალღისებური პირი აქვს. თიხის ნაწარმს კეცში შერეული აქვს დანაყილი კვარცი და ობსიდიანი, არის ბზენარევი კერამიკაც. აქვე გვხვდება წმინდა თიხისაგან ნაძერწი თხელკედლიანი, ვარდისფრად შეღებილი და გაპრიალებულზედაპირიანი ჭურჭლის ფრაგმენტები. საინტერესოა გობისებური ფორმის ჭურჭელი, რომლის ქობა ოთb ადგილას ამოზიდულია და გარეთ გადაშლილი. ჭურჭლის ზედა ნაწილს შემოუყვება სველ თიხაზე გაკეთებული მრგვალი ნახვრეტები. ქვის ინდუსტრია წარმოდგენილია ხელსაფქვავებით და მცირე ზომის სანაყით, ქვის გახეხილ-გაპრიალებული ცულებით. ობსიდიანის ნაწარმში გვხვდება რეტუშირებული ლამელები, ანატკეცები გამოყენების კვალით. იარაღებში სჭარბობს საჭრისები, საფხეკები და სახვრეტები. აქვეა აღმოჩენილი რამდენიმე სეგმენტი და ერთი სწორფუძიანი ორმხრივ დამუშავებული ისრისპირი. აქვე აღმოჩნდა სამი ირმის რჭის ფუძეზე ნაკეთები სატარენახვრეტიანი თოხი და ძვლის სადგისები. საინტერესოა თიხის ხარის ფიგურა. ორმოების შევსებაში გვხვდება აშკარად მოგვიანო ხანის ჩარხზე დამზადებული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ამ მასალისა და არქაული იერის მქონე ინვენტარის ერთად აღმოჩენა ტერასის გადარეცხვით შეიძლება იყოს გამოწვეული. შეააბამისად, ძეგლზე დარღვეული კულტურული ფენებია წარმოდგენილი. ამ მოსაზრებას ადასტურებს ორი გარემოება: 1. ძეგლზე დაფიქსირებული ორმოების მხოლოდ ქვედა, ძირის ნაწილია შემორჩენილი, ზოგიერთ შემთხვევაში ორმო წარმოდგენილია მოყვითალო გრუნტზე შესამჩნევი მუქი ლაქით. თვით ორმოს მაქსიმალური სიმაღლე 40 სმ არ აღემატება. 2. კორდოვანი ფენის ქვემოთ, თითქმის მთელ გათხრილ ფართობზე, დადასტურდა ღორღნარევი ფენა (10-16 სმ).
ამგვარად, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჯერ გადარეცხილია ენეოლითური ხანის მასალის შემცველი ორმოები, შემდეგ კი მასზე დაფენებულია არქეოლოგიური მასალის შემცველი ღორღნარევი შრე. წოფის ნამოსახლარზე აღმოჩენილია ათას ექვსასამდე ნატკეცი ობსიდიანი, რომელთაგან მესამედზე მეტი მოდის მზა იარაღებზე; 3%-ით ნაკლებს შეადგენს ნუკლეუსები, დანარჩენი ინვენტარი წარმოდგენილია ანატკეცებით. ლამელებისა და ობსიდიანის ნამტვრევების სახით, მეორადი დამუშავების გარეშე. ამ ნამოსახლარის იარაღთა ნამზადებად გამოყენებულია. წვრილი ანატკეცები, ძირითადად ოთხკუთხა მოყვანილობის; საშუალო და ფართო მსხვილი ლამელები, რომელთა შორის სჭარბობს სწორი პროფილის პრიზმული ლამელები. ნუკლეუსები უმეტესად წარმოდგენილია წვრილი პრიზმული ორმხრივი დაწახნაგებით. გვხვდება აგრეთვე დიკოსებური მოყვანილობის წვრილი ნუკლეუსები. წოფის ნამოსახლარის იარაღთა მეორადი დაშუშავების ტექნიკა ხასიათდება წვრილი დამაბლაგვებელი და წვრილი წამახვილებელი რეტუშით, რომელიც დატანილია უპoრატესად ერთ ან ორ გვერდზე ზურგის, იშვიათად მუცლის მხრიდან. იარაღის ტექნიკურ-მორფოლოგიური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ მათი ძირითადი სახეობებია ერთ ან ორგვერდრეტუშირებული და გვერდამოღარული ლამელები. თითქმის ერთნაირი რაოდენობით არის წარმოდგენილი ისეთი სახეობის იარაღები, როგორიცაა რეტუშირებული ანატკეცები, ანატცებზე ნაკეთები ასტამები, საფხეკები და საჭრისები. საფხეკებს შორის დამახასიათებელია ლამელებსა და ანატკეცებზე ნაკეთები ბოლოკიდურა საფხეკები, ერთეული ეგზემპლარებია ანატკეცებზე ნამზადები მომრგვალო მიკროსაფხეკები. საჭრისებს შორის ჭარბობს ლამელის გადატეხის კუთხეზე და ანატკეცებზე ნაკეთები. შემდეგ მოდის გვერდის, შუალა, კუთხოვანი და კომბინირებული საჭრისები. ინვენტარში მნიშვნელოვანი ოდენობით გვხვდება წვეტიანები. ასიმეტრიული, ძირითადად ლამელებზე ნაკეთები სხვა ტიპის იარაღები წარმოდგენილია ერთეული ცალებით - გეომეტრიული მიკროლითები დაბალი სეგმენტის ფორმით, სამკუთხა მოყვანილობის სწორფუძიანი ორმხრივდამუშავებული ისრისპირი, გახეხილ-გაპრიალებული სოლისებური მოყვანილობის ცული. გამოირკვა, რომ წოფის ნამოსახლარზე პრაქტიკულად ერთნაირი რაოდენობითაა იარაღების ძირითადი ჯგუფები: დანები, ნამგლის ჩასართები და საფხეკები. მათი უმრავლესობა გვერდითი სამუშაოპირიანი იარაღებია, რომლებიც ნაკეთებია უმეტესწილად რეტუშიან ან ურეტუშო ლამელებსა და ანატკეცებზე. ინვენტარის დიდ ნაწილს შეადგენს ხოწები და ამოღარული იარაღები. ჭარბად არის წარმოდგენილი რეტუშიან და ურეტუშო ლამელებსა და ანატკეცებზე ნაკეთები სარანდი დანები, სატეხისებური იარაღები, საჭრისები, ბურღები და სახვრეტები, ერთეულ ცალად - სანადირო იარაღის ჩასართები (მიკროსეგმენტები და ისრის წვერები), საჭრისი, ხერხი და გახეხილი ცული. ბევრია კომბირებული იარაღი. წოფის ინვენტარში აღმოჩენილია „შომუ-თეფეს ტიპის“ შედგენილი ნამგლის ჩასართები. არის აგრეთვე ამ ნამოსახლარზე ცნობილი დაკბილული მსხვილრეტუშიანი სამკელი დანა. აქვეა ნაპოვნი ორი დიდი ზომის ობსიდიანის ლამელა. დანისებური ლამელები იხმარებოდა უკვე როგორც ტარიანი დანების ჩასართები. საფხეკებში სჭარბობს რეტუშიან და ურეტუშო ლამელებსა და ანტკეცებზე ნაკეთები გვერდითი საფხეკები, მსგავსადვე ნაკეთები ადრეული იერის ბოლოკიდურა საფხეკები და რამდენიმე მიკროსაფხეკი. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.
ტაბულა 53 (+)
ბიბლიოგრაფია:
1.გ.გრიგოლია, თ.ტატიშვილo, ქვემო ქართლის უძველესი ძეგლები, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული", ტ.I., თბ., გვ.67-70.
2.ტ.ჩუბინაშვილი, ლ.ნებიერიძე, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის 1969 წლის საველე მუშაობის შედეგები, „არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს“, თბ., 1971.
3.Т.Н.Чубинашвили, К древней истории Южного Кавказа, Тб., 1971.
4.Д.Д.Гогелия, Л.М.Челидзе, Г.Б.Авалишвили, Краткий отчёт о полевой работе Квемо-Картлийской археологической экспедиции за 1985-86 гг., ПАИ в 1986 г.
(+) (+)
სიონი (ტაბ. XLIV-XLV)
სიონის ნასახლარი მდებარეობს მარნეულის რაიოის სოფ.სიონში, მდ.ხუდისწყლის მარცხენა ტერასაზე. ძეგლს შეისწავლის ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვეო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიცია თ.კიღურაძის ხელმძღვანელობით. სიონი, როგორც წოფი, გეოგრაფიულად შულავერ-შომუთეფეს კულტურის გავრცელების ზონაშია მოქცეული. ორივე ძეგლი, შულავერის კულტურის ძეგლებისაგან გასხვავებით, შედარებით მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან. სიონში ადრესამიწათმოქმედო პერიოდის მხოლოდ ერთი ფენაა, რომელიც წარმოდგენილია ერთი, მაქსიმუმ ორი სამშენებლო ჰორიზონტით. აღნიშნული კულტურული ფენა დაზიანებულია შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის სამარხებით. ვარაუდობენ, რომ ძეგლზე წარმოდგენილია ნახევრადმიწურები, რომელთა ქვის საძირკველზე ალoზის კედელი უნდა მდგარიყო. აქ აღმოჩენილი მასალა თითქმის ერთგვაროვანია, მეტად მრავალრიცხოვანია კერამიკული ნაწარმი, რომელიც ფრაგმენტებით არის წარმოდგენილი. თიხის ჭურჭელი მთლიანად ხელით ნაძერიწია. გავრცელებულია დაბალყელიანი, გამობერილმუცლიანი ჭურჭლებიწ მაღალყელიანი და პირმოყრილი ქილის ფრაგმენტები. აქვეა ერთი ჯამისებური ჭურჭლის ფრაგმენტი. თიხის ჭურჭლის ზედაპირი ძირითადად მოყავისფრო, მოვარდისფროა. იშვიათია აგურისფრად გამომწვარი. ჭურჭლის ნაწილს ზედაპირიც და სარჩულიც შავი ფერისაა, ხოლო მცირე ნაწილს ზედაპირიც და სარჩულიც შავი ფერისაა, ხოლო მცირე ნაწილს ვარდისფრად კარგად გაპრიალებული სარჩული და ლეგა ფერის ზედაპირი აქვს, კერამიკა კარგადაა გამომწვარი, კეცში შერეულია როგორც ორგანული, ასევე არორგანული ნივთიერებები. ძირითადად გავრცელებულია ბრტყელძირა, რამდენიმე ფრაგმენტი კი მომრგვალებულძირიან ჭურჭელს ეკუთვნის. რელიეფური ნაძერწობა, ორნამენტის სახით, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დადასტურებული. სამაგიეროდ, სიონში აღმოჩენილ კერამიკას ახასიათებს პირების შემკობა სხვადასხვა ორნამენტით: სწორი ან ირიბი ვიწრო ჭდეებით, სავარცხლისებური შტამპით დატანილი ნაჭდევებით, წრიული ან ოვალური ფოსოებით და სხვა. რამდენიმე ფრაგმენტს აქვს პირთან ტალღისებური ნაპირი. ქვის მასალა წარმოდგენილია ობსიდიანით. მის საერთო რაოდენობამი მეტია ანატკეც-ანამტვრევები, რომელთა შორის სჭარბობს დამუშავებული ცალები. იარაღების ნაწილი დამზადებულია ლამელებზე. არის ერთი მიკროლამელაც. ლამელების ერთი ჯგუფი დამუშავებულია მცოცავი ან დაწოლილი რეტუშით ზურგის მხრიდან. იარაღებს შორის სიმრავლის მიხედვით სჭარბობს სათლელისებური იარაღები: საფხეკები, საჭრისები და სხვა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ N1 სათავსოში აღმოჩნდა „შომუთეფეს ტიპის“ ნამგლის ჩასართი. სიონის ადრესამიწათმოქმედო ფენას ეკუთვნის ბაზალტის უხეში საჩეხ-საპობი იარაღი, სხვადასხვა მოყვანილობის სახეხ-სასრესები და ერთი გახეხილ-გაპრიალებული იარაღის ფრაგმენტი. ძვლის იარაღი წარმოდგენილია ადრესამიწათმოქმედო პერიოდისათვის დამახასიათებელი სადგისებით და ერთი ბეჭის ძვლისაგან დამზადებული ცულისმაგვარი იარაღით. სიონში აღმოჩენილია ობსიდიანის ნუკლეუსი. იარაღების მეტი ნაწილი გაფორმებულია ლამელებზე როგორც დამაბლაგვებელი, ისე წამამახვილებელი რეტუშით, რომელიც დატანილია ზურგის ან მუცლის მხრიდან. სიონისათვის დამახასიათებელი არ არის საწინააღმდეგო სიბრტყეზე მდებარე რეტუში, სამაგიეროდ აქ გვხვდება მაღალი მცოცავი რეტუშით გაფორმებული იარაღების სერია. იარაღის ძირითადი ტიპები წარმოდგენილია რეტუშირებული ლამელებით. ამოღარული და სატეხისებური იარაღები დამზადებულია ლამელებსა და ანატკეცებზე. 295 ანატკეცს გვერდზე ეტყობა ნაწილობრივი რეტუშის და გამოყენების კვალი. საფხეკები წარმოდგენილია ძირითადად ლამელებსა და ლამელისებურ ანატკეცებზე ნაკეთები ბოლოკიდურა ფორმებით. მათი სამუშაო პირი სხვადასხვა მოყვანილობისაა. რამდენიმე ცალი გამოყვანილია მცოცავი რეტუშით ზურგის მხრიდან. აქ ორი მიკროსაფხეკია. აღმოჩენილია 7 სახოკი, დამზადებული მასიურ ანატკეცებზე, რომელთაც სამუშაო პირი უხეშად აქვთ გამოყვანილი. ინვენტარში ბევრია საჭრისი, ძირითადად ლამელის გადატეხვის კუთხეზე ჩამოყალიბებული. გვხვდება შუალა და გვერდითი საჭრისი. სახვრეტების უმრავლესობა ნაკეთებია ანატკეცებზე. გამოიყოფა ლამელებზე ნაკეთები 5 დანა, რომელთაც ერთი გვერდი დამუშავებული აქვთ გამაფხიანებელი რეტუშით, მოპირდაპირე გვერდი კი დაბლაგვებულია. ერთი გრძელი, ვიწრო ლამელაა, რომლის ორივე გვერდი დაბლაგვებულია ციცაბო მაღალი რეტუშით, რის გამოც ლამელის განივკვეთი ტოლფერდა ტრაპეციაა. სიონში აღმოჩნდა ერთი „შომუთეფეს ტიპის“ ნამგლის ჩასართი. კიდევ 4 ნამგლის ჩასართს სამუშაო პირზე დამახასიათებელი ბზინვა ეტყობა. ერთი ნამგლის ჩასართი ნაკეთებია კაჟის ლამელაზე, რომლის ცალი გვერდი დაკბილულია წნევითი რეტუშით. ნამოსახლარის ინვენტარში გვხვდება რამდენიმე კომბინირებული იარაღი. ქვის ხელსაფქვავები არ აღმოჩენილა. ოსტეოლოგიურ მასალაში სჭარბობს შინაური ცხოველების ძვლები, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ნამოსახლარზე მესაქონლეობას ერთგვარად წამყვანი როლი ეკავა მეურნეობაში. მასალა ინახება ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ბიბლიოგრაფია
მ. მენაბდე, თ.კიღურაძე, სიონის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1981.
არუხლო VI (ტაბ. XLV1-L.)
არუხლო VI მდებარეობს ადრესამიწათმოქმედო ნასოფლარის, არუხლო I-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით 600 მეტრზე, გვიანბრინჯაოს ხანის ყორღანის ყრილის ქვეშ. ძეგლის გათხრები აწარმოვა არქეოლოგიური კვლევის ცნტრის ქვემო ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დ.გოგელიას ხელმძღვანელობით. აქ გაითხარა 6X6 მ ფართობი, რომლის ჩრდილოეთით გაკეთებულ საკონტროლო ჭრილში ენეოლითური ფენის სიმძლავრე 1 მეტრამდეს. ამ ფართობზე 0,20-0,30 მ-ის სიღრმეზე თანამედროვე ველის დონიდან ნაგებობის კვალი არ გამოვლენილა, კულტურული ფენა კი ჭარბად შეიცავდა არქეოლოგიურ მასალას. მატერიალურ ნაშთებში ყველაზე მრავალრიცხოვანია -ხელით ნაძერწი კერამიკული ნაწარმი, რომელიც ძირითადად ფრაგმენტებითაა წარწმოდგენილი. თიხის ჭურჭელი კარგადაა გამომწვარი, თიხაში გასამჭლევებლად შერეულია როგორც არაორგანული ნივთიერებანი (ხვინჭა, ქარსი, სილა, კირქვა), ასევე ორგანული მინარევი (ნამჯა, ბზე). ძირითადად გავრცელებულია კასრისებური ფორმის, ოდნავ პირგადაშლილი, შებერილმუცლიანი ჭურჭლები და ჯამისებრი ჭურჭლის ფრაგმენტები. ამ უკანასკნელს, ზოგ შემთხვევაში, უსწორმასწორო პირი და ჯერ კიდევ სველ თიხაზე დატანილი გამჭოლი ნახვრეტები აქვს ტანზე. ჭურჭლის ზედაპირი. იშვიათად კარგად მოგლუვებული და გაპრიალებულია, რამდენიმე ფრაგმენტს ემჩნევა ანგობის კვალი. პირები უმეტესად მომრგვალებულია; იშვიათად გვხვდება წაკვეთილი, ბრტყელი პირებიც. აქ აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ბრტყელძირიანია, ხასიათდება დაბალი, ოდნავგამოყვანილი ქუსლით ან ბლაგვკუთხა გადასვლით კედელზე. სამი ფრაგმენტი შემკულია რელიეფური ორნამენტით, კოპისებური დანაძერწით და რელიეფური სარტყელით. ძვლის იარაღები წარმოდგენილია ორი სადგისით და ერთი ოვალურსამუშაოპირიანი საპრიალებლით. საკმაოდ მრავალფეროვანია ქვის იარაღი. აქ აღმოჩნდა: დისკოსებური ფორმის ბაზალტის ნუკლეუსი, რომელსაც ორივე გვერდზე ეტყობა ათლის კვალი; ქვის ოვალურგანივკვეთიანი გახეხილ-გაპრიალებული ცული; ქვის ვიწრო სათლელისებური იარაღი; რამდენიმე ქვის ცულის ნამზადი. აქვე აღმოჩნდა ტუფის 2 სახეხ-საპრიალებელი. მრავალფეროვანია ობსიდიანის იარაღები, რომელთა მეტი ნაწილი ლამელაზეა ნაკეთები. გვხვდება ანატკეცებსა და ანამტვრევებზე დამზადებული იარაღებიც. იარაღებს შორის მრავალრიცხოვანია საფხეკები, სათლელი -ხოწები, დანები, სახვრეტები, ბურღები, კომბინირებული იარაღები და სხვა. ზედაპირიდან 0,3-0,4 მ-ის სიღრმეზე აღმოჩნდა სამეურნეო თუ საკულტო დანიშნულების სამი ორმო. ენეოლითურ ფენაში ნაპოვნია რამდენიმე ბათქაშის ფრაგმენტი და ოვალური მოყვანილობის ბრტყელზედაპირიანი ქვა, რომელიც, შესაძლოა, ბოძის საყრდენ, იატაკში ჩასმულ ბალიშად გამოიყენებოდა. N1 ორმო ოვალური მოყვანილობისაა, მისი დიამეტრიი 0,80 მ, ძირისაკენ ოდნავ ფართოვდება, ჩაჭრილია 0,50 მ-ის სიღრმეზე. ორმოში აღმოჩენილი მასალიდან აღსანიშნავია ტაფისებური თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი, რომელსაც უსწორმასწორო პირის ქვემოთ დატანილი აქვს გამჭოლი ნახვრეტები; აქვე აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ორი ფრაგმენტი, რომელსაც პირთან მიძერწილი აქვს მასიური ოვალურგანივკვეთიანი ყური, რელიეფური კოპით ორნამენტირებული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი, ირიბი ხაზებით პირდაჭდეული ჭურჭლის ნატეხი და გამომწვარი თიხის კვირისთავი. მასალა ინახება ბოლნისის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ბიბლიოგრაფია
Д.Д.Гогелия, Л.М.Челидзе, Г.Б.Авалишвили, Краткий отчёт о полевой работе Квемо-Картлийской археологической экспедиции за 1985-86 гг., ПАИ в 1986 г.
წითელი სოფელი (ტაბ.LI)
(+)
ნამოსახლარი მდებარეობს ბოლნისის რაიონში, წითელი სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე. ძეგლის გათხრები აწარმოვა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქვემო ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დ.გოგელიას ხელმღვანელობით. ადრესამიწათმოქმედო კულტურის მასალა გამოვლინდა აქ გათხრილ 18 სამეურნეო დანიშნულების ორმოში. მათი შემორჩენილი სიმაღლე 0,30-1,10 მეტრამდეა. დიამეტრი ორმოს პირთან 0,60-1,10 მ-ია, ძირისაკენ ფართოვდება; როგორც ჩანს, ზემოდან ეფარა ოვალური მოყვანილობის გათლილი ბრტყელი ქვა. აქ აღმოჩენილი კერამიკის ნაწარმი „ხელით ნაძერწია, მურამოყავისფროდ, მოშავოდ ან მონაცრისფროდ გამომწვარი. თიხა მსხვილმარცვლოვანია, ზოგ შემთხვევაში სხვა არაორგანულ მინარევებთან ერთად კეცში შერეული აქვს ობსიდიანის ნამტვრევები. ძირითად ფორმად წარმოგვიდგება დაბალყელიანი, შებერილმუცლიანი ჭურჭლები, არის თხელკედლიანი ფრაგმენტებიც. გავრცელებულია ჭურჭლის პირების შემკობა. რამდენიმე შემთხვევაში პირზე დატანილია ირიბი ნაჭდევები, გვხედება სხვადასხვა მოყვანილობის ფოსოებით შემკული პირის ფრაგმენტები. ერთ შემთხვევაში ჭურჭლის პირი ირიბად დატანილი სავარცხლის შტამპით არის დაჭდეული. ქვის მასალა წარმოდგენილია ერთი გატეხილი ხელსაფქვავით, მცირე რაოდენობის კაჟისა და ობსიდიანის იარაღ-ანატკეცებით. ორ შემთხვევაში დადასტურდა ობსიდიანის ლამელაზე დატანილი მაღალი მცოცავი რეტუში. ორშოებშივე აღმოჩნდა ცხოველის ძვლების ნაშთები და ბათქაშის რამდენიმე ნატეხი. მასალა ინახება ბოლნისის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ბიბლიოგრაფია:
Д.Д.Гогелия, Л.М.Челидзе, Г.Б.Авалишвили, Краткий отчёт о полевой работе Квемо – Картлийской археологической экспедиции за 1985-1986 гг. ПАИ в 1986 г.
ჯავახი (ტაბ.LII)
ჯავახის ენეოლითური ხანის სადგომი მდებარეობს დმანისის რაიონში (1000 მ-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან), მდ.მაშავერას მარცხენა, მაღალი ტერასის ძირში. ადრესამიწათმოქმედო ხანის კულტურული ფენა აქ აღმოჩნდა ფარდულის ქვემოთ, სადაც არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გაკეთდა სადაზვერვო თხრილი. აქ აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი წაროდგენილია ხელით უხეშად ნაძერწი თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტით. ერთს კორპუსზე დატანილი აქვს გამჭოლი ნახვრეტი. ქვის ინდუსტრია წარმოდგენილია ობსიდიანის იარაღ -ანატკეცებით. ქვის იარაღების მეორადი დამუშავების ტექნიკით და ტიპოლოგიური შემადგენლობით ჯავახის მასალა ახლოს დგას სიონის ქვის ინვენტართან. მასალა ინახება არქელოლოგიურ კვლევის ცენტრში.
ბიბლიოგრაფია
Д.Д.Гогелия, Квемо – Картлийская археологическая экспедиция 1979-1980 гг ПАИ 1980 rr., Тб., 1982.
კახეთის ენეოლითური ძეგლები
ენეოლითიის ხანის ნამოსახლარები შეისწავლება ლაგოდეხის რაიონის სოფელ ულიანოვკასთან კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ კ.ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდის მასალა აქ გამოვლენილია ბორცვებზე. №1 და №2 ნამოსახლარი განადგურებულია. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა №3 ნამოსახლარზე. ბორცვის დიამეტრი 70 მ., სიმაღლე 1,5 მ. ძეგლი ერთფეროვანია, დაზიანებულია ბედენური ხანის სამარხით და სადრენაჟე არხებით. გამოვლენილ თიხის ჭურჭელზე გვხვდება რელიეფური კოპები, ჰორიზონტალური შვერილები. არის მასიურყურიანი ჭურჭლის ფრაგმენტები. აქვეა აღმოჩენილი პირდაჭდეული და ზემოდან ჩახვრეტილფოსოებიანი კერამიკის ფრაგმენტები, ტალღისებურპირიანი კერამიკა და სხვა. ქვის ინდუსტრია წარმოდგენილია ობსიდიანის ნუკლეუსებით, რიყის ქვის გახეხილ-გაპრიალებული ცულებით, ობსიდიანის იარაღ-ანატკეცებით და ნავისებური მოყვანილობის ხელსაფქვავით. ძვლის იარაღი შედარებით მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. გვხვდება სადგისები, საპრიალებელი და ერთი კოვზის ფრაგმენტი. მსგავსი მასალა აღმოჩნდა N4 ნამოსახლარზე, რომელიც ერთი კილომეტრითაა დაცილებული N3 ნამოსახლარისაგან. ბორცვის დიამეტრია 40-50 მ, სიმაღლე - 1,5 მ. ორივე ძეგლზე გამოვლენილია სამეურნეო დანიშნულების ორმოები (დიამეტრი 0,4-1,0). ასევე ენეოლითურ ხანას განეკუთვნება ყორღანული სამარხის - „დამწვარი გორის“ - ქვემოთ გამოვლენილი კულტურული ფენა. ძეგლზე მიწურის ტიპის ნაგებობის არსებობა ივარაუდება. მასალა ინახება სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ბიბლიოგრაფია:
1. ვ.ვარაზაშვილი ძვ.წ IV ათასწლეულის შუა ხანების მასალები იორ-ალაზნის აუზიდან, კაე, IV, თბ., 1980.
2. მისივე, ნამოსახლარი „დამწვარი გორა“, 1980 საველე მუშაობის შედეგები, კაე, IV, თბ., 1984.
დელისი
საყურადღებოა თბილისში, ე.წ. დელისის ნამოსახლარზე, მიკვლეული კულტურული ფენა, სადაც ენეოლითური ხანის სამოსახლოებისათვის დამახასიათებელი მასალა აღმოჩნდა. ძეგლი შეისწავლებოდა თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ. რ.აბრამიშვილის ხელმძღვანელობით. წინამტკვარ - არაქსული ხანის კულტურული ფენა გათხრილ ფართობზე თითქმის მთლიანად დარღვეულია და ყველა დონეზე, თვით გრუნტზედაც. აღმოჩენილია ადრე და შუაბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი შევპრიალა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ძეგლზე ივარაუდება სარლასტიანი წრიული ნაგებობის არსებობა. თიხის ჭურჭლის ერთეულ ფრაგმენტებს აქვს შულავერ - შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი რელიეფური ორნამეტი. კერამიკული ნაწარმი გარკვეულ მსგავსებას პოულობს სიონის თიხის. ჭურჭლის ზოგიერთ ფორმასთან, თუმცა განსხვავებულია ქვის ინვენტარი. აქ წარმოდგენილი ობსიდიანის იარაღ - ანატკეცები ძირითადად უსახოა და დაბალია მეორადი დამუშავების ტექნიკა. მასალა ინახება თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაში.
ბიბლიოგრაფია:
1. რ.აბრამიშვილი, ე.გოგაძე, ნ.თუშიშვილი, კ.კალანდაძე, დ.მუსხელიშვილი, ალ.რამიშვილი, დიდი თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები, „საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1972 წ.“, თბ., 1973.
2. რ.აბრამიშვილი, დელისის ნასახლარი, „თბილისის არქეოლოგიური ძეგლები“, თბ., 1981.
არაგვის ხეობის ენეოლითური ძეგლები
არაგვის ხეობაში, მდ.არაგვის მარჯვენა ტერასაზე, ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რ.რამიშვილის ხელმძღვანელობით მიაკვლია მტკვარ-არაქსის კულტურის წინარე ხანის ძეგლებს. სოფ.ბოდორნაში ენეოლითური ხანის კულტურული ფენა დაზიანებულია ადრე შუასაუკუნეების პერიოდის სამარხებითა და ქვაყრილებით. აქვე აღმოჩნდა სამეურნეო დანიშნულების ორმო. მისი დიამეტრი 1,80 მეტრია. თანამედროვე მიწის ზედაპირიდან ჩაჭრილია 1,40 მეტრზე. აღმოჩენილი ენეოლითური მასალა მცირერიცხოევანია. კერამიკული ნაწარმი წარმოდგენილია უსახო ნიმუშებით. აქვეა ნაპოვნი გატეხილი ხელსაფქვავი, ქვის სახეხ-საპრიალებელი, რეტუშორი და ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევები დამუშავებისა და გამოყენების კვალით. სოფ.ჟინვალში ენეოლითური ხანის კულტურული ფენა აღმოჩნდა ადრე შუასაუკუნეების სამაროვნის ქვეშ. გამოვლენილი ენეოლითური მასალა წარმოდგენილია უსწორმასწორო, ტალღისებურპირიანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებით, სუსტად პროფირილებული ცილინდრულყელიანი ჭურჭლის პირგვერდის ნატეხებით, ქვის მცირე ზომის სანაყებით, ხუთი გახეხილ-გაპრიალებული ხელცულითა და ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევებით. სოფ.არანისში ენეოლითური ხანის კულტურული ფენა დაზიანებულია ფეოდალური ხანის ნასახლარითა და მტკვარ-არაქსული ეპოქის სამეურნეო ორმოებით. რამდენიმე შემთხვევაში ამ ორმოებს ჩაჭრილი აქვთ ენეოლითური მასალის შემცველი ფენა. ძეგლზე აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი წარმოდგენილია უსწორმასწორო, ტალღისებურპირიანი ჭურჭლისა და ირიბი ხაზებით პირდაჭდეული პირისა და კორპუსის ფრაგმენტებით. ერთი პირგადაშლილი ჭურჭლის ფრაგმენტი შემკულია ნაჭდევი ორნამენტით. აქვე აღმოჩნდა ქვის ცულის ნამზადი, მცირე ზომის სანაყი და ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევები. საყურადღებოა ირმის რქის ფუძისა და წანაზარდისაგან ნაკეთები იარაღის და ძვლის სადგისების აღმოჩენა. სოფ.აბანოსხევთან, მდინარე არაგვის მარცხენა I ტერასაზე, ერთი კილომეტრის რადიუსით, სამ პუნქტში აღმოჩნდა ენეოლითური ხანის კულტურული ფენა: „ხიმშიანთმიწები“, ”ნაქალაქარი“ და „წყალსაცავის ზონა“. აქ აღმოჩენილია ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი კერამიკული მასალა და ქვის იარაღები. მსგავსი მასალა გამოვლინდა აგრეთვე სოფ.ჩინთის მახლობლად და ხერთვისში, ძველი ჰესის ტერიტორიაზე. მასალა ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ბიბლიოგრაფია:
1 გ.ჩიქოვანი, არაგვის ხეობის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლების ტოპოგრაფია და გავრცელების რუქა, ხელნაბეჭდი დაცულია არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.
2.Р.Рамишвили, Б.Джорбенадзе, М.Маргвелашвили и др., Археологические исследования в Арагвском ущелье. ПАИ в 1977 г., Тб., 1980.
3. Р.Рамишвили, Б.Джорбенадзе, М.Маргвелашвили и др., Археологические исследования в Арагвском ущелье. ПАИ в 1978 г., Тб., 1981.
4.Р.Рамишвили, Б.Джорбенадзе, М.Маргвелашвили и др., Археологические исследования в Арагвском ущелье. ПАИ в 1982 г., Тб., 1985.
ბერიკლდეები
ძეგლი აღმოჩენილია ქარელის რაიონში მდინარე მტკვრის და მისი მარცხენა შენაკადის, ფრონეს შესართავთან მდებარე კონცხზე. ნამოსახლარს იკვლევს ს.ჯანაშიას სახ.საქართველოს სახელმწიფო მზუეუმის ექსპედიცია ალ.ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. გათხრილ 800 კვმ ფართობზე დადასტურებულია 195 სმ სისქის ხუთი კულტურული ფენა: მტკვარარაქსამდელი, მტკვარარაქსული, ბედენური, შუაბრინჯაოს და გვიაბრინჯაოს, რომელთა შორის სტერილური შრეები არ გამოვლენილა. ენეოლითური ხანის ფენის სიმძლავრე 25 სმ-ია და უშუალოდ გრუნტზე მდებარეობს. აქ აღმოჩდა სქელკედლიანი, დიდი ზომის ნამჯანარევი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები; საშუალო ზომის. სფერულტარიანი ჭურჭლები, მკვეთად გადაშლილი პირით, რომელთაც მოვარდისფრო ნაპრიალები ზედაპირი ღია მოყავისფრო ანგობით აქვს დაფარული. ცალკე ჯგუფში ერთიადება უხეშად ნაძერწი კვერცხისებურტანიანი 40-50 სმ სიმაღლის ჭურჭლები დაბალი ცილინდრული ყელით. აქვე აღმოჩდა კაჟის ნეოლითური იერის ლამელები და საფხეკი. მასალა დაცულია ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმი.
ბიბლიოგრაფია:
Л.И.Глонти, А.И.Джавахишвили. Новые данные о многослойном памятнике эпохи энеолита = поздней бронзы в Шида Картли- Бериклдееби. КСИА, 192 М., 1987.
თანდიწყარო I
თანდიწყარო I ენეოლითურ ნამოსახლარის ნაშთი მდებარეობს სოფელ ხელთუბნის (გორის რაიონი) სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, ე.წ. თანდიწყაროს მიდამოებში, აქვე აღმოჩენილი ხელთუბნის N 10 ყორღანის ყრილის ქვეშ. ნამოსახლარის კულტურული ფენა, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 0,55 მეტრია, წარმოდგენილი იყო ერთ დონეზე გაშლილი რიყის დამტვრეულ ქვებთან ერთად განფენილი თიხის ჭურჭლის ნატეხებით, ცხოველთა ძვლების ფრაგმენტებით და სხვა. აქვე გაიწმინდა რამდენიმე ენეოლითური მასალის შემცველი ორმო და შენობის მოლესილ - მომწვარი იატაკის მცირე ნაშთი. თანდიწყარო I, აღმოჩენილი თიხის ფორმით, ბიბილოსებური თუ დასერილ-დაჭდეული პირით, გახეხილ-გაპრიალებული ქვის ცულით, დისკოსებური ხელსაფქვავებით და ობსიდიანის იარაღით ბევრ საერთოს პოულობს წოფის. სიონის, წითელი გორების, არაგვის ხეობისა და დასავლეთ საქართველოს მღვიმური ენეოლითური კულტურის მასალასთან. მასალა ინახება არქეოლოგიურ კვლევის ცენტრში.
ბიბლიოგრაფია:
1.Г.М.Миндиашвили, Экспедиция Горииского района, ПАИ в 1983 г., Тбидиси, 1986
2. Г.М.Миндиашвили, Г.Ч.Чиковани, Экспедиция Горииского района в 1986 г.
<<<გაგრძელება - ნაწილი II
|