topmenu

 

წირქოლი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<< ეკლესია - მონასტრები>>>

წირქოლის ეკლესიები (ახალგორის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ქანდაკება და მხატვრობა ქართული ხელოვნების განვითარების ძველ ხანაში: წირქოლი //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ.I.- ტფ.- 1936.- გვ.207-208. სამ ქვაზე გამოსახული რელიეფის (დანიელი ლომების ორმოში)მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.162).

2. წირქოლი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.- თბ., 2005.- გვ.74-75. VIII საუკუნეში ნასვრეტებიანი ტუფით აგებული ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება, დეკორაციული თაღების აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ეკლესიის ორი ფოტო.

3. ზაქარაია პ. ახალგორის რაიონი.-თბ.,1981.-გვ.5-6. მოკლე ცნობა IX საუკუნის ძეგლის - უყელო გუმბათიანი (რაც საქართველოსათვის დამახასიათებელი არ იყო)ეკლესიის შესახებ.

4. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ქსნის ხეობა.- თბ., 1968.- გვ.69-70, გვ.72. ღვთისმშობლის სახ. დარბაზული ეკლესიის (VIII ს.) არქიტექტურული დახასიათება. აღნიშნულია წირქვლის თეთრი წმინდა გიორგის სახ. ეკლესია.

5. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1995.- გვ.66. წირქოლის გუმბათიანი ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვბრული აღწერილობა.

6. წირქოლი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.- გვ.40-41; გვ.117-118. წირქოლისა და არმაზის ხუროთმოძღვრების შედარებითი დახასიათება. ტექსტს დართული აქვს სიგრძივი განივი კვეთი. ანაზომი ვლ.წილოსანისა.

7. სოფ.წირქოლი. ეკლესია წმ.გიორგი (თეთრი)//შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა. IV.- თბ., 2008.- გვ.245-246. ძეგლის ხუროთმოძღვრული (აბსიდი, სარკმელი, ნიშა, ტრაპეზი, კანკელი, ფრესკის ნაშთი, კამარა, იატაკი) აღწერილობა. მოცემულია ეკლესიის გეგმა და სამხ.-დას.ხედის ფოტო.

8. სოფ.წირქოლი. ეკლესია "წმ.მარიამის" // შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა IV.- თბ., 2008.- გვ.246-247. სოფლის შემაღლებულ ადგილას, ფლეთილი ქვითა და აგურით ნაშენი ეკლესიის ფასადების დამუშავების ტექნიკის, შიდა სივრცისა და აგურის წყობაში ჩაძირული დიდი ჯვრის შესახებ. მოცემულია ეკლესიის გეგმა და სამხრეთ დას.ხედის ფოტო.

9. სოფ.წირქოლი. ეკლესიის ნანგრევი; წირქოლის ეკლესია; სოფ.წირქოლი, სოფლიდან ჩრდ.4 კმ.-ზე მთაში, ეკლესია წმ.გიორგი (კომპლექსი) //შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.IV.-თბ.,2008.-გვ.249-251; გვ.253-254. სოფ.წირქოლსა და მის მიდამოებში ნაგები რამდენიმე ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. დართულია ძეგლების გეგმები და ფოტოები.

10. გვასალია ჯ. ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. III.- თბ., 1967.- გვ.43. მოკლე ცნობა წირქოლის ციხის მდებარეობისა და სამშენებლო პერიოდების შესახებ.

11. წირქოლის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთი და სამხრეთი საქართველო (V-X სს.).- თბ., 1980.- გვ.220-222. რეზ.რუს.ენაზე. განხილულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული წირქოლის ეკლესიის 957/967 წლების (ლეონ მეფის) საამშენებლო წარწერა. მოცემულია სალიუსტრაციო მასალა (ტაბ.84, 85, სურ.1-3).

12. ხუნდაძე თ. ძველი აღთქმის სიუჟეტები რელიეფურ ფრაგმენტებზე წირქოლიდან //AСДEMIA. ტ.III.- 2001.- გვ.81-92. რეზ.ინგლ.ენაზე. საქართველოს ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული წირქოლის რელიეფის მხატვრულ-კომპოზიციური და ტექნიკური შესრულების ხერხების ანალიზი, აგების სავარაუდო თარიღის (IX ს.) განსაზღვრა.

13. წირქოლის ციხე, წირქოლის ეკლესია // ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ 15, თბ., "ციცინათელა", გვ. 237-241.