topmenu

 

ჩუნჩხა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ჩუნჩხა - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.XI, გვ.170, თბ., 1987 წელი.

სოფელი ჯავახეთში, ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1663 მეტრზე.  მდინარე ფარავნის მარცხენა მხარეს. მდებარეობს ზღვის დონიდან 1660 მ-ზე, ახალქალაქიდან დაშორებულია 11 კილომეტრით.

სოფელი ჩუნჩხა - ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ., 2003. - გვ.28.

სოფელი ჩუნჩხა ახალქალაქის პლატოს დასავლეთ კიდეზეა გაშენებული, სადაც დგას დარბაზული ტიპის ეკლესია. ეკლესია საკმაოდ მაღალია. სახურავის დასავლეთ კეხზე დაშენებულია სამრეკლო. ეკლესიის ფასადები არ გამოირჩევა დიდი მორთულობით. აღმოსავლეთ ფასადზე რელიეფური გამოსახულებაა - დანიელი ლომების ხაროში. ნაგებობა გადაკეთებულ - აშენებულია XIX საუკუნეში. ეკლესიის ეზოში ბევრია გამოკვეთილი საფლავის ქვა. აქვეა 2 მეტრის სიმაღლის ოთხკუთხა სტელა, თუმცა ზედა ნაწილი აკლია. იგი ქვაჯვარი ყოფილა.

ეკლესიის სამხრეთ - დასავლეთ შემოგარენში ძველი ციხისა და ნასახლარის ნარჩენებია. შემორჩენილია რამდენიმე შენობის კედლები და ვეებერთელა ქვისაგან ნაგები გალავანი.

ჩუნჩხის ეკლესია (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. სოფელი ჩუნჩხა //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ., 2003. - გვ.28. - დარბაზული ტიპის მაღალი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.

2. ჯავახეთი //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული. - თბ., 1997. - გვ.14-15; გვ.II. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - ფონდის მიერ ჯავახეთში მოწყობილი ექპსედიციის შედეგები; მოცემულია სოფ.ჩუნჩხადან ჩრდ.-აღმ.-ით აგებული, ძლიერ დაზიანებული (ჩაქცეულია კამარა, სამხ. და აღმ. მონაკვეთები დანგრეულია) ნაისას ეკლესიის აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს გეგმა და ნახაზები.