topmenu

 

პტენა

<უკან დაბრუნება...<<<ახალქალაქის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - (+)

კობა ხარაძე - ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, თბილისი, 2003. - გვ.27.

პტენას ეკლესია. - ჟღერს ქვის ჰარმონია, საკითხავი ყმაწვილთათვის, ნაკვეთი მესამე, ტ.14, გამ."ციციათელა", თბილისი, 2007 წ., გვ.287.

სოფელი პტენა (პრტენა) ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ფარავნის ღრმა კანიონის თავზეა გაშენებული, ზღვის დონიდან 1679 მეტრზე. სოფელში შემორჩენილია წმ.გიორგის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია. იგი X საუკუნეში აუგიათ, ხოლო XV საუკუნეში რესტავრაციის დროს გადაუკეთებიათ. ფასადები დიდი თლილი კვადრებითაა მოპირკეთებული. X საუკუნის ტრაპეზის ქვა ახლა ეკლესიის გარეთაა. აქვეა ძველი ქვაჯვარი, სტელების კვარცხლბეკები, ყოჩებისა და ცხენების ქანდაკებები. თვით გალავანი დაზიანებულია. პტენის წმინდა გიორგის ეკლესია, ვარძიის ღვთისმშობელთან ერთად, ძლიერ სალოცავად ითვლებოდა.

სოფელს პტენაშივეა ქვაჯვარი. იგი საკმაო სიმაღლისაა, რომელზეც მოთავსებულია მხედრული წარწერა: "გვარამაძე, 1893 წელი". აკად. ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ამ სოფლიდან ჩამოტანილი ქვა ინახება, რომელზედაც XIII საუკუნის ასომთავრული წარწერაა მოთავსებული. მასში იხსენიება თამარ და ძე მათი ლაშა.

ცისკარიშვილი ვ. - ჯავახეთია ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. პრტენას წარწერები - გვ.66-67. - თბ., 1959

პრტენას და საღამოს წარწერები

1. ძეგლების აღწერილობა, წაკითხვა და დათარიღება

ა) პრტენას წარწერა

აკად. ს.ჯანაშიას სახ.საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში 1956 წელს მოიტანეს ხელიან-წარწერიანი ქვა, ახალქალაქის რაიონის სოფ.პრტენადან, რომელიც ბაგრატ ადვიძის სახლის კედელში იყო ჩაშენებული. ქვის ზომებია: 1,08X60X35 სმ.

ქვა ოთხწახნაგაა, სამმხრივ ტლანქად დამუშავებული. ქვის პირის ზედა ნახევარზე, ფონის ღრმა დადაბლებით, ამოკვეთილია გაშლილი ხელი; ხელის ორივე მხარეს და ბოლოშიც მოთავსებულია ასომთავრული წარწერა (ტაბ. VIII).

წარწერა ასე იკითხება:

ქარაგმების გახსნით:

ადიდე თამარ და ძე მათი ლაშა, შეიწყალე ბ~ნ გ~რ გ~კს (გამრეკლის?) ძეი.

ბოლო სტრიქონის დასაწყისი ნაწილი - „ბნ გრ“ ჩვენ ვერ გავშიფრეთ. უნდა ვიფიქროთ, რომ აქ პირთა სახელებია შემოკლებული. „გკს“ ჩვენი ვარაუდით უნდა წავიკითხოთ „გამრეკელის“-ად, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, სხვანაირად არა ხერხდება მისი გაშიფვრა და ამასთანავე, როგორც კარგადაა ცნობილი, ამ მხარის (ჯავახეთის) ნაწილი იმ დროს გამრეკელთა მფლობელობაში იყო193.

წარწერა თამარისა და მისი შვილი ლაშა გიორგის სიცოცხლეშია გაკეთებული, რაც იქიდან ჩანს, რომ ორივე ცოცხლად იხსენიება. შესაძლებელია დავით სოსლანის მოუხსენებლობა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ იგი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო. თუ ეს ასეა, მაშინ წარწერა 1207-1213 წწ. უნდა დათარიღდეს (ყოველ შემთხვევაში, თარიღის ქვედა ზღვარი 1193 წ-ზე - ლაშა გიორგის დაბადების წელზე ადრე არ გადაიწევს).

პტენის ეკლესია (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. სოფელი პტენა (პრტენა) //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ., 2003. - გვ.27. - X საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიის, ქვაჯვრის, ტრაპეზის ქვის, ცხენების ქანდაკებებისა და ეკლესიის წარწერების შესახებ. მოხსენიებულნი არიან მეფე თამარი და მისი ძე ლაშა.

2. ცისკარიშვილი ვ. - ჯავახეთია ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. პრტენას წარწერები - გვ.66-67. - თბ., 1959

3. პტენას ეკლესია. - ჟღერს ქვის ჰარმონია, საკითხავი ყმაწვილთათვის, ნაკვეთი მესამე, ტ.14, გამ."ციციათელა", თბილისი, 2007 წ., გვ.287.

 

ფოტოალბომის სრული ვერსია

 

(+)

(+)

(+)

(+)

(+)

(+)

(+)