topmenu

 

წირქოლი

წირქოლი - VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი შიდა ქართლში (ქსნის ხეობა), სოფელ წირქოლში. მიეკუთვნება გარდამავალ ხანას (VII - Xსს.). ნასვრეტებიანი ტუფით ნაგები წირქოლის ეკლესია, სხვა ქართულ ტაძრებთან შედარებით, უჩვეულო ფორმებით და არქიტეტურული თვისებურებებით გამოირჩევაა. გეგმით წაგრძელებული ფორმის, ორკალთიანი სახურავით გადახურული ნაგებობა მარტივი მასებით გარედან სამლოცველოს წააგავს. შიდა კონსტრუქცია ბევრად უფრო რთულია. აღმოსავლეთით ნახევარწიული აფსიდა აქვს, მის ორივე მხარეს კი თითო სათავსი.

 

 

 

 

 

*************************************************************************
წირქოლი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.- თბ.,2005.-გვ.74-75.
წირქოლის VIII საუკუნის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალ ხანას (VII - X სს.) მიეკუთვნება. იგი შიდა ქართლში, სოფელ წირქოლში მდებარობს. ნასვრეტებიანი ტუფით ნაგები წირქოლის ეკლესია სხავ ქართულ ტაძრებთან შედარებით უჩვეულოდ გამოიყურება. გეგმით წაგრძელებული ფორმის, ორკალთიანი სახურავით გადახურული ნაგებობა მარტივი მასებით გარედან სამლოცველოს წააგავს.... <<ტექსტი სრულად აქ ......
***********************************************************************************
მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ქსნის ხეობა.-თბ.,1968.-გვ.69-70, გვ.72.
წირქვალი (წირქოლი) მდებარეობს ქსნის მარჯვენა მხარეს. სოფელი გაფანტულია უბნებად და დაყოფილია 7 უბნად. სულ არის 120 კომლი. მათი გვარებია: მორბედაძე, ხუტაშვილი, ხრიკული, ფიცხელაური, მეგრელიშვილი (მეგრელიანი) და სხვ..ამ სოფლის მებატონენი ყოფილას ერისთავი და მუხრანბატონი, რომელთაგან მეკომური წლიურად უხდიდა ორ მანეთს.... << ტექსტი სრულად აქ <<
***********************************************************************************
წირქოლის ციხე, წირქოლის ეკლესია // ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ 15, თბ., "ციცინათელა", გვ. 237-241.
წირქოლის ეკლესია. ქსნის ხეობაში, ამ მდინარის მარჯვენა ნაპირზე, წირქოლის ციხის მახლობლად დგას VIII საუკუნსი ეკლესია/ იგი ქართული ხუროტმოძღვრების გარდამავალ ხანას (VII საუკუნის II ნახ - X საუკუნის I ნახ.) განეკუთვნება. ნაგებია ნასვრეტებიანი ტუფით. სხვა ქართულ ქართულ ტაძრებთან შედარებით უჩვეულოდ გამოიყურება. გეგმით წაგრძელებული ფორმისაა, გადახურულია ორკალთიანი სახურავით, გარედან სამლოცველოს წააგავს. შიგნით კონსტრუქცია გაცილებით რთულია და მოულოდნელი.....<< ტექსტი სრულად აქ ...<<
***********************************************************************************
წირქოლი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.40-41
წინა ხანის ხელოვნებისაგან დაშორება მკაფიოდ გამომჟღავნდა ორ სხვა ეკლესიაში, რომლებიც შიდა ქართლში მდებარეობს, თბილისის ჩრდილო - დასავლეთით, ქსნის ხეობაში. ეს ეკლესიებია წირქოლისა და არმაზისა. წირქოლი მდინარის მარჯვენა მაღალ ნაპირზე დგას, მთის კალთაზე, ციხის მახლობლად - ეს ციხე X ს-ის ამბებთან დაკავშირებით იხსენიება ქართულ მატიანეებში...<<ტექსტი სრულად აქ...<<