topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გურჯი ხათუნი, დედოფალი თამარი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ქართველები>>>


ლაშა გაბელიას ფოტო

ჯაველიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.4, გვ.579-580, თბ., 1979 წელი.

თამარი, გურჯი - ხათუნი (XIII საუკუნე) - საქართველოს მეფის რუსუდანის ასული. მამამისი მოღის ედ-დინი იყო არზრუმის გამგებლის ტოღრილის ძე. 1236 წელს მიათხოვეს რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრვე II-ს (1236-1246). თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ-უ-ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკის სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა. სულთნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით სულთნის ქვრივი - გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ალ-დინ რუმისთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რომელიც სელჩუკური არქიტექტურული მშვენებაა.

წყარო: ჟამღთააღმწერელი, წგნ.,: ქართლის ცხოვრება, ს.ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.2, თბ., 1959.

ლიტ.: ჯაველიძე ე., გურჯი ხათუნის (დედოფალი თამარის) და ჯელალ - ედ - დინ რუმის ურთიერთობის ისტორიიდან, "ცისკარი", 1970, N1.

თამარ დედოფალი – (გურჯი ხათუნი) // ჟურნალი “ცისკარი”, 1970 წ. N1, გვ.106-117.

თამარ დედოფალი – (გურჯი ხათუნი) – თამარ მეფის შვილიშვილი. რუსუდანის ასული თამარი სელჯუკიანთა სასულთანოს დედოფალი იყო „გურჯ ხათუნად“ წოდებული, რომელსაც უმღეროდა აღმოსავლეთის პოეზია.

მოხდა ისე, რომ მე-13 საუკუნის საქართველოს უმძიმესი პოლიტიკური მდგომარეობის გამო თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდანის ასული თამარი სელჯუკიანთა სასულთნოს დედოფალი გახდა. იგი დიდი პატივით მიიღეს თავისი მეუღლის ქვეყანაში. უზომოდ შეყვარებულმა სულთან ყაისედინ ქაიხოსრო მეორემ გადაწყვიტა სიმბოლურად წარმოეჩინა თავისი დიდებული ქართველი მეუღლის თამარის, ანუ როგორც მას სიყვარულით უწოდებდა "გურჯი ხათუნის" პიროვნება. 1236 წელს გამოსცა სახელმწიფოს ახალი ფული-მონეტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ფაფარაყრილი ლომი და სხივოსანი მზე. მზის დისკოში ნატიფი და მშვენიერი ქალის თამარის სახე იკვეთებოდა. ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა "შირ-უ-ხურში", მზე და ლომი, რომელიც შემდგომ სელჯუკთა სხვა სულთანებმაც გამოიყენეს, მოგვიანებით კი სპარსელებმაც გაითავისეს. ასე, რომ ქრისტიანი, ლაღად აღზრდილი ქართველი მეფის ასულისთვის ისლამის სამყაროში ცხოვრება მძიმე და არასასურველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ "სიტურფით აღმატებულსა" და გონებგამჭრიახ, მტკიცე ხასიათის მქონე თამარს უაღრესად დიდი ავტორიტეტი მოუპოვებია სულთანის კარზე. თავისი ქველმოქმედებით, "სათნოებითა და უბიწოებით", დიდსულოვნებით, "ღატაკთა მფარველობითა" და "ღვთის მოშიშობით" იმდენად შორს გაუთქვამს სახელი, რომ იგი ლეგენდებსა თუ "წმინდანთა ცხოვრების" აღმწერის თხრობის ობიექტად ქცეულა. თუმცა დედამისის რუსუდანის შესახებ ამას ვერ ვიტყოდით. როგორც "ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს - რუსუდანმა სიძესა და ქალიშვილს მათთან სტუმრადმყოფი ბიძაშვილის დავით ულუს შესახებ  მისწერა: `მოჰკალით ჩემი ძმიშვილი, მანდ რომ დიდი ხანია გიზითო. "ლაშა-გიორგის შვილის დავით ულუს მოკვლით რუსუდანს სურდა თავისი შვილის დავით ნარინისათვის ტახტისაკენ გაეკაფა გზა. როცა სიძე-ქალიშვილმა სასტიკი უარი შემოუთვალეს, მაშინ გაავებულმა რუსუდანმა ფარულად სიძეს გაუგზავნა თავისი ასულისა და დავით ულუს შესახებ ცილისმწამებლური წერილი, რასაც სულთან ყაისედინის აღშფოთება მოჰყვა. მან "უპატიოდ განითრია ცოლი თვისი, მოფხურითა თმათა და ფერხითა ძლიერად უხეთქნა პირსა მისსა მშვენიერსა." ცემით სისხლი ადინა, სალოცავი ხატები დაულეწა და სიკვდილით დაემუქრა თუ ქრისტეს სჯულს არ დატოვებდა.

დედის ამ ვერაგობამ ჭეშმარიტად მორწმუნე თამარი აიძულა მეუღლისთვის ანგარიში გაეწია, მაგრამ თამარ დედოფალს ორთოდოქსალური ისლამი და მისი დოგმები არასოდეს მიუღია. მან იწამა ისლამში არსებული ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც შედარებით ახლოს იყო და ენათესავებოდა მის მორწმუნე ქრისტიანულ სულს. ეს იყო სუფიზმი, რომლის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი იყო აღმოსავლეთის უდიდესი პოეტი და მოაზროვნე ჯალალედ-დინ რუმი-მევლანა. შემდგომში იგი იქცა "გურჯი ხათუნის" სულიერ მეგობრად და მისი იდეები იწამა თამარ დედოფალმაც. ჯალალედ-დინ რუმის აზრით, ადამიანი არის სამყაროს დამაგვირგვინებელი ეტაპი. იგია კოსმოგონიური უწყვეტი წრიული მოძრაობის ცენტრალური წერტილი, სადაც მთავრდება განსხეულება და სრულყოფა ხილვადი სამყაროსი და საიდანაც იწყება სრულქმნა და ამაღლება ღვთიური სულისა. ამიტომაც უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე ადამიანს. ვიდრე მოვკვდებით უნდა გავიგოთ ერთმანეთის ყადრი და უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი.

აღმოსავლეთის ეს დიდი მოაზროვნე პირველი იყო, ვინც აღიარა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა. თამარ დედოფლის შესახებ იგი თავის ერთ ეპისტოლეში წერდა: "მწყალობელი და დიდსულოვანი, საეჭვო საქმეთაგან განრიდებული, ჭეშმარიტი მონა ღმრთისა, ქალბატონთა ღირსება, მათ შორის ყველაზე უმწიკლო და ნამუსიანი კეთილბუნებოვანი და სათნომყოფელი, მომავლის მჭვრეტელი, სიკეთის მთესველი...

როცა თამარ დედოფლის მეუღლე სულთანი ყაისედინი ქაიხოსრო მეორე მოკლეს თუ გარდაიცვალა, ქვეყნის განმგებლობა ხელთ იგდო სულთანის მრჩეველმა და ვეზირმა სულეიმან ფერვანამ და სელჯუკიანთა ტრადიციების მიხედვით მისი მეუღლე დედოფალი თამარი – გურჯი ხათუნი გახდა. მასაც თავდავიწყებით შეჰყვარებია თამარ დედოფალი და მის ყოველ ბრძანებასა თუ თხოვნას უსიტყვოდ ასრულებდა. იგი ეთაყვანებოდა "ქვეყნიერების დედოფლის" სულიერ მამას ჯალალედ-დინ რუმსაც, რომელიც მათ სამფლობელოში ქალაქ კონიაში დასახლდა და დიდ ზეგავლენას ახდენდა აღმოსავლური ფილოსოფიური და პოეტური აზროვნების განვითარებაზე.

ჰეგელი თავის "ესთეტიკაში" მრავალჯერ იმოწმებს ჯალალედ-დინ რუმს, ხოლო "სულის ფილოსოფიაში" მას მშვენიერსა და აღმატებულს უწოდებს. გოეთეც დიდ პატივს სცემდა აღმოსავლეთის ამ გენიალურ პოეტს. ჩვენთვის კი საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ უდიდეს მოაზროვნეებამდე ექვსი საუკუნით ადრე ჯალალედ-დინ რუმის გენიალობასა და სიდიადეს თამარ დედოფალიც გრძნობდა და აღიარებდა.ამიტომაც აირჩია იგი თავის სულიერ მამად და მეგობრად, მფარველობდა მის ოჯახსა და შთამომავლობას. სელჯუკების საისტორიო წყაროების დადასტურებით, ჯალალედ-დინ რუმის ნახატი სურათის შექმნისა და მისთვის თურბეს ე.ი. აკლდამის აშენების ინიციატორი, სულისჩამდგმელი და დამფინანსებელი იყო თამარ დედოფალი, “გურჯი ხათუნი”, რომელსაც დიდად აფასებდა აღმოსავლეთის პროგრესული საზოგადოებრიობა. ჯალალედ-დინ რუმის გრანდიოზული აკლდამა 21-ე საუკუნეშიც ქალაქ კონიის არქიტექტურული მშვენებაა.

სტატიის ინტერნეტ-წყარო

* * * * *

ფილმი, რომელიც ჩაფიქრებული იყო როგორც ტელემოთხრობა, ეძღვნება სელჯუკეთის იმპერიის ქართველ დედოფალს, რომელიც ცამეტი წლის ასაკში ცოლად გაჰყვა კონიის პრინცს და მისი გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ქალი სელჯუკეთის იმპერიის მმართველი გახდა. გურჯი ხათუნი იყო თამარ მეფის შვილიშვილი და ფილმი მოგვითხრობს არა მხოლოდ მისი პოლიტიკური მიღვაწეობის შესახებ, არამედ ამ საოცრად ლამაზი და გონიერი ქალის დრამატიზმით აღსავსე პირად ცხოვრებაზეც. მის სახელთან არის დაკავშირებული სელჯუკური არქიტექტურისა და საერთოდ კულტურის აღორძინებაც და ამ მშვენიერი ისტორიული სახელის დაბრუნება საქართველოში, მგონი აუცილებელი იყო. (დავით ტურაშვილი)

https://www.youtube.com/watch?v=F4Cozs-YWyo

 

გურჯი ხათუნი , XIII ს.

რუმის სასულთნოს ქართველი დედოფალი

წყარო: http://qim.ge/gurji%20xatuni.html

გურჯი ხათუნი (თამარი) - თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდანის ასული, მეუღლე რუმის სულთნის ყიას-ედ-დინ ქეიხოსროვისა (1236-1246), დაქვრივების შემდეგ მეუღლე სულთნის ტახტზე აღზევებული მუინ-ედ-დინ სულეიმან ფერვანასი, უახლოესი სულიერი მეგობარი და მიურიდი ჯელალ ედ-დინ მევლანასი. ბაგრატიონები დინასტიური ქორწინებით დაუნათესავდნენ მცირე აზიის სელჩუკთა საგვარეულოს. რუსუდანი დააქორწინეს ერზერუმის გამგებლის - თოღრულ-შაჰის ძეზე (ქართული წყაროებით ორტუღი). ამგვარად გურჯი ხათუნი იყო ”სელჩუკთა თესლ, დავითის მოდგმა” (იბნ ბიბი). გურჯი ხატუნი მამას სახელით არ იხსენიებს არც ქართული წყაროები, რადგან ქარტველებს უღალატა ჯელალ-ედ-დინის შემოსევის დროს, და არც იმდროინდელი მუსლიმი ავტორები. იგი გაქრისტიანდა და ეწოდა დიმიტრი, საქართველოს მეფე რომ გამხდარიყო. მხოლოდ XIII ს.-ის მეორე ნახევრის დროინდელი ეგვიპტელი ისტორიკოსი წერს, რომ ”გურჯი ხათუნის მამის ლაყაფი იყო ღიას ად-დინი” (გ.ჯაფარიძე). ღიას ად-დინი და რუსუდანის ასულის თამარის ”ქმნულკეთილობა” და ”სიტურფე აღმატებულობა” რა ესმა სელჩუკთა სულთანს ქეიხუსროვ II, ”შევედრა მრავალთა ნიჭითა და ზღუენითა რუსუდანს, რათა მიეცა ”ცოლად ასული თვისი თამარი”, თან აღუთქვა ”არდატოვება სჯულისა ქრისტიანეთისა”. რუსუდანი დათანხმდა და მზითვად მისცა აწყური. ეს მოხდა 1236-37 წელს. გურჯი ხათუნის მამა და ქმარი ბიძაშვილები იყვნენ. მუსლიმური სამართლით ასეთი ქორწინება დაშვებული იყო. მართლმადიდებლები კი მხოლოდ მერვე თაობის შემდეგ რთავდა ქორწინების ნებას. ქეიხოსროვ II-მ მეუღლეს გურჯი ხათუნი შეარქვა. დედოფლის მშვენიერებით  უზომოდ მოხიბლულმა გადაწყვია მისი ზეობის ჟამს მოჭრილ მონეტაზე ამოეტვიფრათ გურჯი ხათუნის სახე, რასაც ისლამი სასტიკად კრძალავდა. მაშინ ხერხი იხმარა და ემბლემა შექმნა - მზე ლომის ზოდიაქოში. 1236 წელს მოჭრილ მონეტაზე ფაფარაშლილ ლომთან ერთად მზის დისკოში უმშვენიერესი ქალის სახე ამოატვიფრინა და მაინც დაარღვია მუსლიმთა წესი. აქედან იღებს სატავეს აღმოსავლეთში გავრცელებული ემბლემა - მზე და ლომი,”შირ ვა ხორშიდ”. იგი XIV ს.-ის დასწყისში სელჩუკებიდან გადაიღეს ირანელებმა. (თუმცა ბოლო დროს ამ თვალსაზრისს ეწვით ეტკიდებიან). თამარყოფილ გურჯი ხათუნს მტკიცედ ეჭირა ”სჯული ჭეშმარიტი”, ”სჯული ქრისტესი”, რასაც ხელს უწყობდა ყიას ედ-დინის გულგრილობა მაჰმადის რჯულის მიმართ. ვითარება სრულიად შეცვალა რუსუდან დედოფლის მზაკვრულმა წერილმა. როგორც ”ასწლოვანი მატიანე” გვამცნობს, ლაშას ძე დავითი დედოფალმა ქალიშვილთან და სიძესთან გაგზავნა იმ მიზნით, რომ ”წარწყმიდონ” იგი რათა ”იყოს უშფოთველად ძისა მისისა დავითისათვის არა განყოფად მეფობისა”. მაგრამ სულთანმა და დედოფალმა არ ისმინეს ბიძის ძის მოკვლის ბრძანება. პირიქით, ”შეიყუარეს” და ”თვისთა თანა ჰყუეს პატივითა”. გაბრაზებულმა რუსუდანმა დაივიწყა დედობრივი სიყვარული და მისწერა სულთანს” ”ამისთვის მენება მოკულა ძმისწულისა ჩემისა დავითისი, რომე ცოლსა შენსა და ასულსა ჩემსა ძმისწული ჩემი დავითი თანა-ეყოფის”. სულთანმა ირწმუნა დედისაგან ტქმული. მან თმებით ატრია და სისხლი ადინა ტამარს, სიკვდილით დაემუქრა ”უკეთუ არა დაუტეოს სჯყლი ქრისტესი და მუსულმან იქმნას”. ამგვარი იძულებით გამაჰმადიანებული გურჯი ხათული ძალიან მალე მართლმორწმუნე მუსლიმის შარავანდედით იმოსება. საქმე ის არის, რომ იგი ეზიარა არა ორთოდოქსულ ისლამს, არამედ მის სუფიურ მიმდინარეობას - მევლევიობას. მისი დამაარსებელი იყო მევლანა - აღმოსავლეთის ყველა დროის უდიდესი მოაზროვნე -ჯელალ-ედ-დინ რუმი. გურჯი ხათუნი მთელი არსებით მიენდო მევლანას. იგი გახდა დედოფლის სულიერი მამა, რაც განაპირობა პოეტის მსოფლმხედველობამ: პანთეისტობა, ადამიანის წარმოსახვა სამყაროს გვირგვინად, ქალისა და მამაკაცის გათანაბრება - ”ქალი მზის სხივია”, ადამიანის სრულყოფილება და არა რიტუალური სამსახური ღვთისა, ჭეშმარიტება - ღმერთი ერთია. ეასაა, რომ სხვადასხვა ხალხი მას სხვადასხვა სახელს არქმევს. სული ცოდნასა და გონებასტან არის დაკავსირებული, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს ენას. მევლანამ, მუჰამედისაგან განსხვავებით, ყველა ყველა რელიგიას ტანაბრად მიაგო პატივი. ამრიგად, მევლევიობა არ მოითხოვდა გამაჰმადიანებას. გურჯი ხათუნი შეიძლებოდა ქრისტიანად დარჩენილიყო და ისე გაჰყოლოდა მევლანას მოძღვრებას. მევლანასა და გურჯი ხათუნის მეგობრობის ფაქტები აღწერილია აჰმედ ევლაქის 1318-58 წლებში დაწერილ წიგნში ”მეცნიერთა ცხოვრება” (ვსარგებლობ თაჰსინ იაზიჯის თურქული თარგმანით). მევლანას ცოლო ამბობს: ”ეპოქის დედოფალი, ქვეყნიერების ქალბატონი, სულთნის მეუღლე გურჯი ხათუნი მევლანას მემკვიდრეთა მეგობარი და თავად მევლანას წმინდანობასა და სასწაულმოქმედებებთან დაკავშირებული საგნების მიმართ. მან უამრავი ფული გადაიხადა რუმის პერანგსა და იაგუნდის ნატეხში პოეტმა უბრალო ქვიდან რომ მიიღო. მეფურად დაასაჩუქრა მევლანას მეუღლე, რომელმაც დედოფალს ის ქვიშა გადასცა, ღამის მოგზაურობიდან დაბრუნებულ მევლანას ფეხზე რომ შემორჩა. თავად მევლანაც ხშირად მიმართავდა მეგობარს. 70 000 დირჰემი მიუცია გურჯი ხათუნს შეიხ სალაჰ ედ-დინის ქალიშვილის სამზითვოდ. გურჯი ხათუნი მავლანას მიმდევრების ქომაგი და სემწე იყო. ჯელალ ედ-დინ რუმის დღემდე შემორჩენილ წერილთაგან სპეციალისტები ორის ადრესატად გურჯი ხათუნს მიიჩნევენ. გურჯი ხათუნის ინიციატივით შეიქმნა მევლანას პორტრეტი. ასეთივე გადამწყვეტი როლი უთამაშია მას მწვანე თურბეს მშენებლობბის საქმეში. მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მათმა მემკვიდრეებმაც გააგრძელეს. ცნობილია, რომ გურჯი ხათუნის ასულმა აინ-ულ-ჰაიათმა ერზერუმში დიდი ხნით მიიწვია ჯელალ-ედ-დინ რუმის შვილი პოეტი სულთან ველედი. ერთი სიტყვით, ჯელალ-ედ-დინ რუმის სსახელს თანავარსკვლავედივით დაჰყვება თამარყოფილი გურჯი ხათუნის სახელი. 2007 წელი იუნესკოს მიერ ჯელალ-ედ-დინ რუმის წლად იყო გამოცხადებული. პროფ. მ.თოდუა გამოეხმაურა ამ მოწოდებას და სპარსულიდან თარგმნა პოეტის სტრიქონები, მიძღვნილი გურჯი ხათუნისადმი: ”მოწყალე და დიდსულოვანი, საეჭვო საქმეთაგან განრიდებული ჭეშმარიტი მონა ღვთისა, ბანოვანთა ღირსება - მათშორის ყველაზე უმწიკვლო და ნამუსიანი, კეთილბუნებოვანი და სათნოდმყოფელი, მომავლის მჭვრეტელი, სიკეთის მთესველი, დიდად პატივდებული, ხელმწიფური ბუნების მქონე, მეფეთა მეფის შთამომავალი ხათუნი”

მოამზადა ცისანა აბულაძემ

წყაროები  და სამეცნიერო ლიტერატურა:

1. ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო რევაზ კიკნაძემ, თბ. 1987

2. Onder M. Kismir C. Mevlana – Hayati, Sahsieti, Fserleri, Koniya, 1959 წ.

3. იბნ ’აბდ აზ-ზაჰირი, 1976 წ. სრული სათაური იხ. გ.ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში, თბ. 1995 წ

4. ა.გაწერელია, დედოფალი თამარი (გურჯი ხათუნი) და პოეტი ჯელალ-ედ-დინ რუმი, ლიტ-ული გაზეთი, 1960, N41, 42, 43

5. ნ.შენგელია, მცირე აზიის სელჩუკები და საქართველო (XI-ის უკანასკნელი მეოთხედი - XIII ს.), თბ. 2003

6. ე.ჯაველიძე, გურჯი ხათუნისა და ჯელალ-ედ-დინ რუმის ურთიერთობის ისტორიიდან, ცისკარი, 1970, N1

7. გ.ჯაფარიძე, ახალი არაბული წყარო XIII ს-ის საქართველოს ისტორიისათვის, ცისკარი, N1, 1980

8. მ.თოდუა, ქრისტეს მოსავი მუსულმანი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი, 2007, N9, გვ.3-10

9. Ahmet Eflak “Ariflerin Menakibleri, ანკარა, 1953-1954, ტ.I -ტ.II

10. გ.ჯაფარიძე, ბაგრატიონები და სელჩუკიანთა საგვარეულო, გაზეთი ”ქართველი ერი”, ივლისი, N25, თბ. 1993 წ.

11. Ibrahim Hakki Konyali, Erzurum Tarihi, სტამბოლი, 1960