topmenu

 

ბოჭორმა - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება

ბოჭორმა (თიანეთის რ-ნი) ბიბლიოგრაფია:

1. ალიბეგაშვილი გ. ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიის მოხატულობა //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XII სამეცნიერო სესია 1957 წლის 21-22 მაისს. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.- თბ., 1957.- გვ.9-10 //ძეგლის მეგობარი. - 1967. - კრ.9. - გვ.25-29. - ძეგლის მოხატულობის შესრულების მანერა, კომპოზიციური თავისებურებები, წმინდა გიორგის ცხოვრების სცენების მხატვრობის სტილისტური ანალიზი.

2. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. - თბ., 1961. - გვ.43 -44. - ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შემორჩენილი წარწერების ენობრივ-სტილისტური ანალიზი.

3. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.121. - ცნობები ბოჭორმის შესახებ.

4. ბოჭორმა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II. - თბ., 1977.- გვ.496. - ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა სოფ. ბოჭორმაზე, შემორჩენილი ციხესიმაგრის ( წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სასახლე და სხვა ნაგებობანი)ვრცელი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. აღნიშნულია შემორჩენილი XII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ტექსტს დართული აქვს წმ. გიორგის სახ. ეკლესიის სამხრ.-დას.-ის კარიბჭის ფოტო.

5. ვაჩნაძე დ. სასახლეები ჭერემსა და ბოჭორმაში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია. - 1991. - ნ2. - გვ.158-171. - ბოჭორმის ისტორია, X საუკუნის ეკლესიისა და სასახლის ნანგრევების ხუროთმოძღვრული დახასიათება.

6. ბოჭორმა //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. - თბ., 1988. - გვ.80-85. - ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

7. შუაფეოდალური ეპოქის ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (X-XV სს.): ბოჭორმა //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002.- გვ.179-184. - ბოჭორმის ციხის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა; გეოგრაფიული გარემო; ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილი. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.79; ტაბ.63).

8. ციხეები და ციხესიმაგრეები:ბოჭორმა //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი. - თბ., 1962. - გვ.40-47. - ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნაგებობების არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.VII; სურ.1, 2).

9. სიმაგრეები: ბოჭორმა //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. - თბ., 1973. - გვ.70-75. - ძეგლის ისტორია, ორი ნაწილისაგან შემდგარი ციხის, ექვსაფსიდიანი გუმბათიანი ეკლესიის, ცილინდრული კოშკის, "მეფის დარბაზის", სასახლისგალავნის ნანგრევების აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: მემატიანე ომან ხერხეულიძე, ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი, ვახტანგ ბატონიშვილი, მეფე ერეკლე II. ტექსტს ერთვის ტაბ.21.

10. ოქროპირიძე ა. წითელი ფერის სიმბოლური გააზრების ზოგიერთი ასპექტი შუა საუკუნეების ქართულ მხატვრობაში // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე : ისტორიის...სერია. - 1983. - N3. - გვ.156-166 // რწმენა და ცოდნა. - 2000. - N3. - გვ.29-33. - ცეცხლისა და , შესაბამისად, წითელი ფერის საღმრთო წერილისეული ტრადიციის გააზრების ცდა და მისი მისადაგება ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოხატულობასთან.

11. სონღულაშვილი ჯ. კიდევ ერთი ცხრაკარა ივრის ხეობაში //ძეგლის მეგობარი. - 1974. - N36.-გვ. 18-22. - ციხის მახლობლად აღმოჩენილი სასახლის ნანგრევების არქიტექტურული აღწერილობა.

12. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1955.- გვ.58. - მოკლე ცნობა ბოჭორმის X საუკუნის ეკლესიაზე.

13. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995.- გვ.95. - ბოჭორმის ეკლესია-მოკლე ხუროთმოძღვრული მიმოხილვა.

14. ოქროპირიძე ა. ქტიტორის გამოსახულება წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში //ლიტერატურა და ხელოვნება. - 1990. - N1. - გვ.235-251.

15. ვაჩნაძე დ. სასახლეები ჭერემსა და ბოჭორმაში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის ...სერია. - 1991. - N2. - გვ.158-171. - ბოჭორმის, ჭერემისა და ნეკრესის სასახლეების შედარებითი დახასიათება.

16. ციხესიმაგრეები: ბოჭორმა //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები. - თბ., 2001. - გვ.102-104. - შუა საუკუნეების ციხის მდებარეობა, აგების სავარაუდო დათარიღება, მემატიანე პაპუნა ორბელიანის ცნობა ციხის შესახებ, მოკლე აღწერილობა. ტექსტს ერთვის ციხის გენგეგმა და ფოტო.

17. ციხეები და ციხე-დარბაზები: ბოჭორმა //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები. - თბ., 1965. - გვ.90-96. - ციხის მოკლე ისტორია და ხუროთმოძღვრული აღწერილობა.

18. განვითარებული ფეოდალიზმი: ბოჭორმა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. გვ.81. - მოკლე ცნობა ბოჭორმის შესახებ. ტექსტს ახლავს გეგმა.

19. განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): ბოჭორმა //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.58. - მოკლე ცნობა X საუკუნის ტაძრის შესახებ.

20. ბოჭორმა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2. - თბ., 2004. - გვ.370-373. -  სოფ.ბოჭორმის ტერიტორიაზე განლაგებული ისტორიული ძეგლების: ბნელი ხატის (დგას სოფლის აღმ.-ით, დარბაზული ტიპის, დათარიღებულია გვიანდელი შუა საუკუნეებით, დაზიანებულია), ეკლესიის (მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დარბაზული ტიპის, დაზიანებულია), ეკლესიის (დგას სოფლის ჩრდ.-აღმ.-ით, ქისტაურებში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, ეკლესიის კამარა ნახევარწრიული ფორმისაა), კოშკის (დგას ე.წ.ადგილ მქივანაში, დათარიღებულია შუა საუკუნეებით, აგებულია რიყის ქვითა და კირის ხსნარით, შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე) სამების სახ. ეკლესიის (დგას სოფლის ჩრდ.-ით, დარბაზული ტიპის, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დაზიანებულია), ციხესიმაგრის (გეგმით რთული, ტეხილი მოხაზულობის; შედის: რამდენიმე კოშკი, X საუკუნის, ექვსაფსიდიანი ცენტრალურგუმბათოვანი, წმ.გიორგის სახ.ეკლესია, სამრეკლო, მცირე ეკლესია, ცილინდრული კოშკი, სასახლე) ვრცელი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.

21. ოქროპირიძე ა. ბოჭორმის წმ. გიორგის ეკლესია საჭიროებს გადაუდებელ შველას // "მუზა". - 1998. - სექტ. (N10). - გვ.1.