topmenu

 

ყანჩავეთის (ყანჩაეთის) კაბენი

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტერბი>>>

(+)

ყანჩაეთი (ყანჩავეთი) - სოფელი ახალგორის რაიონში, ხარულის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე ყანჩაურისხევის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1000 მ, ახალგორიდან 6 კმ-ში. სოფელში მდებარეობს შუასაუკუნოვანი ეკლესია (IX-XIII სს.) - ყანჩაეთის კაბენის ეკლესია, რომელიც მდიდარია ჩუქურთმებით და მოხატულობით. ეკლესია დაზიანებულია, 2008 წლამდე ნაწილობრივ რესტავრირებულია და ფრესკების ნაწილი ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ამჟამად ეს ტერიტორია ოკუპირებულია.

კაბენის (ყანჩაეთის) მონასტერი (ახალგორის რ.), IX ს., ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.14, გვ.119-121. გამ. "ციცინათელა", თბ., 2007 წ.

კაბენის - ყანჩაეთის მონასტერი IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ახალგორის რაიონში სოფელ ყანჩაეთის მახლობლად (სოფელი ყანჩაეთი მდ.ქსნის მარჯვენა შენაკადის - მდ.ყანჩაურისხევის ნაპირებზეა, ახალგორიდან 6 კმ-ზე, ზღვის დონიდანნ 1000 მ-ზე.). ყანჩაეთის მონასტრის დიდი გუმბათოვანი ტაძარი XIII საუკუნეში საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. განირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. თავდაპირველად "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა ყოფილა. უძველეს ფენას მიეკუთვნება რვაწახნაგა ყელზე აღმართული გუმბათი, ნალისებრი ფორმის აფსიდი, 4 გუმბათქვეშა თაღი და საყრდენების ნაწილი. საშენ მასალად გამოყენებულია თეთრი, ნასვრეტებიანი ტუფი (კონსტრუქციულ ელემენტებში) და რიყის ქვა. კვადრატიდან წრეზე გადასვლა ხდება ტრომპებით. გუმბათსა და გუმბათის ყელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომლებიც საღებავებით შესრულებული სამხრეთ ფასადის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, IX საუკუნის დამდეგს მიეკუთვნება.

რუსუდან მეფისაშვილი, ვახტანგ დოლიძე.

(+)

ყანჩაეთის კაბენი - ბიბლიოგრაფია, მის შესახებ სტატიები:

1. სოფ.ყანჩაეთი [ყანჩავეთი]. წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი // შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა. IV. - თბ., 2008. - გვ.193. უაბსიდო ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოცემულია კედლის ფრაგმენტის ფოტო.

2. კუჭავა ნ. ყანჩაეთის არმაზი // გაზ. "სახალხო განათლება". - 2002. - 24 აპრ. - გვ.VII. სოფ.ყანჩაეთთან აგებული ტაძრის ისტორიულ -არქიტექტურული ღირებულების თაობაზე.

3. ოთხმეზური გ. შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკა. ყანჩაეთი. კაბენის მონასტერი. არმაზი. წმ.გიორგის ეკლესია // ოსთა საკითხი. - გორი-თბილისი., 1996. - გვ.128-129. ტაძრების აგების თარიღის განსაზღვრა არსებული წარწერების მიხედვით.

4. Амиранашвили Ш. История грузинского искусства. Т.1. - М., 1950. - С.278-279.

5. Шевякова Т. К вопросу о возникновении и характере фресковых росписей в Грузии VIII-X вв. //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - 1962. - N1. - С.256-264 с табл.

6. სოფ.ყანჩავეთი. ეკლესია //შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა. IV. - თბ., 2008. - გვ.188-189. გვიანი შუა საუკუნეების, სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით ნაგები ეკლესიის ხუროთმოძღვრების მოკლე აღწერილობა. მოცემულია ეკლესიის გეგმა და სამხრეთი ხედის ფოტო.

7. ყანჩავეთის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია - მონასტრები და სიძველეები. - თბ., 2011. - გვ.74-75.

8. ყანჩაეთი. კაბენის ღმრთისმშობლის მონასტერი//ქსნის ხეობა. - თბ., 2013. - გვ.89–90. კაბენის ღმრთისმშობლის ტაძრის ისტორია და მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოხსენიებულია ექვთიმე თაყაიშვილი. ტექსტს ახლავს ფოტომასალა გვ.16-17, 18, 20, 69.

9.კაბენის (ყანჩაეთის) მონასტერი (ახალგორის რ.), IX ს., ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.14, გვ.119-121. გამ. "ციცინათელა", თბ., 2007 წ.