topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გ.დვალაშვილი - ესბეკის ეკლესია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება..<<<ესბეკის კომპლექსი // ტაო კლარჯეთის ძეგლები>>>

(+)

ესბეკის ეკლესია - გიორგი დვალაშვილი // გუმბათი. - თბილისი, 2008. - ISSN 1987-5819. - 14-20 აპრილი. - N15 (29). - გვ.30

ესბეკი მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის ვილაეთში, მდინარე ოლთუნისწყლის (თურქულად ოლთუნჩაის) მარცხენა ნაპირზე, იშხნის მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მთავარი საავტომობილო გზიდან სოფელ პამუკლუდან ერთი კილომეტრის მოშორებით ესბეკისაკენ მიმავალი გზა გადადის მდინარეზე გადებულ ხიდზე, ჩაუვლის ტივაზორს და ესბეკამდე მანძილი აქედან დაახლოებით 4 კილომეტრია. ესბეკის მიდამოებში ნიადაგი ნაყოფიერია, მაგრამ პატარა ხეობა შეზღუდული ბუნებრივი რესურსებით და წყლის ნაკლებობა გვიჩვენებს, რომ წინათ, ისევე, როგორც ახლა, მას შეეძლო შეენახა მხოლოდ მცირეოდენი მოსახლეობა. X საუკუნის შუახანებამდე აგებული სხვა მონასტერების მსგავსად, ამ ადგილსაც სტრატეგიული ადგილამდებარეობა აქვს, კარგად არის დაცული ბუნებრივი სიმაგრეებითა და მის აღმოსავლეთით აღმართული ციხით ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, მასში დგას პატარა ეკლესია კედლის მხატვრობით. ესბეკში არის შემდეგი ნაგებობები: ბაზილიკური ეკლესია, სათვალთვალო კოშკის ნაშთები, რაღაც საერო შენობის ნანგრევები და აგურით ნაშენი დარბაზული ნაგებობა. ყველა ეს ნაგებობა, გარდა ეკლესიისა, შემოზღუდულია ქვის კედლით, რომლის სიმაღლე ალაგ-ალაგ 3-4 მეტრს აღწევს. ესბეკი, როგორც ჩანს ტაო-შავშეთ-კლარჯეთში ერთადერთი დასახლება იყო, რომელიც ხშირად განიცდიდა წყლის ნაკლებობას. ამას ამტკიცებს ქვის მსხვილი კედელი ზედ მოწყობილი არხით. ის გამოიყენებოდა როგორც აკვედუკი, წყლის გადმოსაგდებად ორასიოდე მეტრით დაშორებული მთებიდან. კედლის სიმაღლე 1 მეტრიდან 7 მეტრამდე მერყეობს. ეს შუასაუკუნეების აკვედუკი თავის დანიშნულებას ასრულებდა ბოლო ხანებამდე, სანამ ის არ შეცვალა მიწისქვეშა მილებმა, რომლებმაც _ ესბეკის მცხოვრებთა სამწუხაროდ - შეამცირა წყლის მიწოდება. სამნავიანი ბაზილიკა აგებულია ესბეკის აღმოსავლეთით მდებარე მთებში მოპოვებული ქვით. ბლოკები მიახლოებით თანაბარ რიგებადაა დალაგებული. ზოგი მათგანი საკმაოდ დიდია (1.00X1,15 მ). ალაგ-ალაგ მათ ენაცვლება მოკლე რიგები, რომლებიც პარეხთას ქვედა ეკლესიას მოგვაგონებს. დუღაბის გული შიდა და გარე საპირე წყობას შორის საკმაოდ ფართოა და კედლის მთელი სისქის თითქმის ნახევარს შეადგენს. აფსიდი, რომელიც ბაზილიკის მართკუთხა გეგმაშია მოქცეული, ამოყვანილია 3 სმ სისქის აგურით. ეკლესიას ორი შესასვლელი კარი აქვს, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ბაზილიკის ერთ-ერთი სპეციფიკური თავისებურებაა სარკმლის არარსებობა არა მხოლოდ დასავლეთით, არამედ გვერდითი ნავების გრძივ კედლებზეც. ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ ეკლესიის მშენებლობისას უსაფრთხოების საკითხს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მასზე ზრუნვას მოწმობს ციხისა და კოშკის არსებობაც ეკლესიის მახლობლად, მის აღმოსავლეთით. ეკლესიის ერთადერთი დიდი სარკმელი აფსიდშია მოწყობილი. მისი ფორმა და ზომა გვაფიქრებინებს, რომ თავიდან ის ბევრად ვიწრო უნდა ყოფილიყო და გაუფართოებიათ აფსიდის მოხატვის შემდეგ, როცა საჭირო გახდა მეტი შუქი. პასტოფორიუმების სარკმლების ზომა არ შეცვლილა, ისინი უჩვეულოდ ვიწროა. უშიშროების მიზნით ნაკარნახევი სიფრთხილის მიუხედავად, ეკლესიას სინათლის დამატებითი წყარო უნდა ჰქონოდა შუა ნავის ცანგრეული ზედა კედლებიდან, ეკლესიას სინათლის დამატებითი წყარო უნდა ჰქონოდა შუა ნავის ამჟამად ცანგრეული ზედა კედლებიდან. გარედან შენობას არა აქვს არავითარი არქიტექტურული პლასტიკა. მორთულობის ან წარწერის კვალი არ ჩანს. პასტოფორიუმი უშუალოდ არ უკავშირდება აფსიდს, მათში მოხვედრა შეიძლება მხოლოდ დასავლეთიდან, ძალიან ვიწრო შესავლელებით. ყველა ეს თვისება გამომჟღავნებულია ამ რეგიონის VIII-IX საუკუნეთა ბაზილიკურ ეკლესიებში, განსაკუთრებით პარეხთას ქვედა ეკლესიაში. აღმოსავლეთ ნაწილის მსგავსი გადაწყვეტა თავს იჩენს არა მხოლოდ ბაზილიკებში, არამედ ტაო-კლარჯეთის ადრე შუა საუკუნეთა ცენტრალურ ეკლესიებშიც, როგორიცაა ხანცთა და დოლისყანა. ისევე, როგორც ნუკას საყდარსა და პარეხთას ქვედა ეკლესიაში, ესბეკშიც თვალსაჩინოა გრძივი თაღების გაზრდილი მალები – ისინი თითქმის ორჯერ სჭარბობს განივი თაღების სიგანეს. ასეთი ფართოთაღებიანი ბაზილიკები, რომლებიც ჩრდილოეთ-სირიულ წარმომავლობას ამჟღავნებს, კარგადაა ცნობილი საქართველოში V საუკუნის ბოლოდან - მაგალითად, ბაზილიკები ურბნისში (V-VI საუკუნეები), ვაზისუბანში (V-VII საუკუნეები) და არეშში (VIII-IX საუკუნეები). ესბეკის ეკლესიის მთელი ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო. ფერწერისაგან მხოლოდ აფსიდში დარჩა ძალზე ცუდად შემონახული, გაცრეცილი ფრაგმენტები. მკრთალად განირჩევა "მოციქულთა ზიარება”. მოციქულები დაჯგუფებულნი არიან აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს, ხოლო ქრისტე წარმოდგენილია არა ერთხელ, არამედ ორჯერ. ქრისტესა და მოციქულთა სახეები რბილად არის დამუშავებული XI საუკუნის ტრადიციის შესაბამისად, მაშინ, როცა მათი ერთი შეხედვით თითქოს გადაწერილი სამოსი უაღრესად ხისტ, ხაზოვან სტილს ავლენს. ესბეკის ეკლესიის სახურავი აშკარად მოჭიქული კრამიტით იყო დახურული, ეკლესიის გარშემო შეინიშნება იშხნის სახურავის მოჭიქული კრამიტის მსგავსი ღია მწვანე ფრაგმენტები. ადრეულ წერილობით წყაროებში არც ეკლესია და არც ესბეკის გეოგრაფიული მდებარეობა მოხსენიებული არ არის. თვით ეკლესიასაც არა აქვს რაიმე წარწერა. სამშენებლო მეთოდისა და ნაგებობის არქიტექტურული ტიპის გათვალისწინებით ის შეიძლება სავარაუდოდ IX საუკუნის ბოლოს ან სულაც X საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნოს.

თსუ-ს გეომორფოლოგი

გიორგი დვალაშვილი