topmenu

 

მცხეთის ჯვარი - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

მცხეთის ჯვარი, ბიბლიოგრაფია:

1. ჯვარის დიდი ტაძარი მცხეთაში //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1971.- გვ.125-129. ტაძრის აღწერილობა, შინაგანი სივრცის დახასიათება, შედარება სხვა ძეგლებთან, ნაგებობის გუმბათის როლი მხატვრული სახის გადაწყვეტაში.

2. ახვლედიანი ბ. მცხეთის ჯვრის ტაძრის ზოგიერთი შეკეთების თარიღისათვის //საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შრომები.- 1963.- N4.- გვ.11-25. ტაძრის სამშენებლო მასალათა დადგენა და ძეგლის აღდგენის თარიღი.

3. ბერიძე ვ. მცხეთის ჯვარი //ფრესკა.- 1970.- N3.- გვ.21-25. ტაძრის მხატვრულ-ისტორიული აღწერილობა.

4. უნდა ვუშველოთ ჯვრის მონასტერს //თაყაიშვილი ექვ. რჩეული ნაწერები. ტ.1.-თბ., 1968.- გვ.172-174. ძეგლის დაცვის აუცილებლობაზე.

5. ლორთქიფანიძე მ. ზაქარაია პ. შენიშვნები ერთი წერილის გამო //ლიტერატურული საქართველო.- 1968.- 20 დეკემბერი. მცხეთის ჯვრის ამგების სომხური წარმოშობის შესახებ პ.მურადიანის მოსაზრების გაბათილება.

6. მაისურაძე ზ. მცხეთის ჯვარის რელიეფის რესტავრაციისათვის //ძეგლის მეგობარი.- 1969.-N18.- გვ.5-8. მცხეთის ჯვრის მშენებელ ერისთავთა ოჯახის წევრების რელიეფურ გამოსახულებათა დაზიანებული ნაწილების შესახებ.

7. მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი. მცხეთის ჯვარი //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ.1.- თბ., 1936.- გვ.59-62; გვ. 83-114. ძეგლის აღწერილობა, ისტორია. გეგმის, შიდა სივრცის, ფასადების დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.39-43; 63-83. ტაბ.III).

8. ცინცაძე ვ. მცხეთის ჯვარის ტაძარი //ძეგლის მეგობარი.-1976.-N40.-გვ.39-40. ძეგლის აღდგენა-რესტავრაციის პირველი რიგის სამუშაოთა პროექტი.

9. ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: მცხეთის ჯვარი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955.- გვ.43-45. ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, მკაცრი დეკორი, ბუნებასთან შერწყმის ოსტატობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XI, სურ.12).

10. მცხეთის ჯვარი //იამბე, ციხის ნაშალო.- თბ., 2007. - გვ. 136. ტაძრის შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულება.

11. ალავიძე ო. მცხეთის ჯვრის ტაძარი //ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა და გეოგრაფია სკოლაში.- 1980. - N3.- გვ.44-48. ტაძრის აგების ისტორია, ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ანალიზი.

12. ანდღულაძე ნ. მცხეთის ჯვარი //მეცნიერება და ტექნიკა.- 1980.- N7.- გვ.61-64. აგების ისტორია და არქიტექტურული მიმოხილვა.

13. ანდღულაძე ნ. მცხეთის ჯვარი.- თბ., 1982.- 35გვ. ფოტოალბომი. ტაძრის ხუროთმოძღვრული და დეკორატიულ სისტემათა ანალიზი.

14. ბარნაველი ს. ქართული შუა საუკუნეების რელიეფის დამუშავების საკითხისათვის //ძეგლის მეგობარი.- 1976.- N40.- გვ.31-38. ჯვრის ტაძრის მხატვრული გაფორმების თავისებურებანი.

15. გაბაშვილი ც. პორტალები ქართულ არქიტექტურაში.- თბ., 1955. ერისმთავარ სტეფანოზის მიერ (VI-VII სს.) აგებული ტაძრის ცენტრალური სარკმლის ქვეშ შესასვლელში მოთავსებული ჯვართამაღლების რელიეფური კომპოზიციის ანალიზი.

16. დავრიშაშვილი ი. ქართული ხუროთმოძღვრება // გუშაგი.- 1989.- N18.- გვ.65-66. ტაძრის აგების ისტორია.

17. ეპისტოლეთა წიგნი.- თბ., 1968. - გვ. 176 - 180. განხილულია მცხეთის ჯვრის პოსტამენტის დაზიანებული წარწერა.

18. ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.- თბ., 1977.- გვ.9-10. მცხეთის ჯვრის მშენებლობის მოკლე ისტორია, არქიტექტურული დახასიათება.

19. ზაქარაია პ. მცხეთის ჯვარი.- თბ., 1962. ბუკლეტი. ძეგლის მოკლე არქიტექტურული დახასიათება.

20. ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა.- თბ., 1972.- გვ.13-16. ტაძრის არქიტექტურული მიმოხილვა და აგების მოკლე ისტორია. ტექსტს ახლავს ჯვრის ტაძრის ოთხი ფოტო.

21. მალაღურაძე ჯ. საქართველოს ხუროთმოძღვრების ისტორიის მოკლე ცნობები.- თბ., 1989. - გვ. 29 - 30. მოკლე ცნობები მცხეთის ცენტრალურგუმბათოვანი ტაძრის შესახებ.

22. მცხეთის ჯვარი //მაჩაბელი კ. შედევრები და საუკუნეები.- თბ., 2001.- გვ.119-133. ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება, მის შესახებ ისტორიულ წყაროებში დაცული ცნობები.

23. მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა: IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა.- თბ., 1983.- გვ.41-14; 135-136. ტაძრის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის აღწერილობა; ძეგლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმირების კანონზომიერებათა შესახებ (ანაზომები:ნ.სევეროვი).

24. მცხეთის საკრებულო ტაძრის განახლება ამ მიმდინარე საუკუნეში (XIX) //მწყემსი.- 1900.-N12.- გვ.6-7; N8.- გვ.13-14.

25. მცხეთის სობორო // მწყემსი.- 1887.- N1-2. ისტორიულ-არქეოლოგიური მიმოხილვა.

26. მცხეთის ტაძრის შესაკეთებლად შეწირულება //ცნობის ფურცელი.- 1899 (2მარტი).- N762.-გვ.2.

27. მცხეთის ტაძრის განახლება //ცნობის ფურცელი.- 1900 (9აპრ.).- N1094.- გვ.2. მოხსენიებულია არქიტექტორი კ.პ.ტატიშჩევი.

28. მცხეთის ტაძარი // დროება.- 1869. - N50-52. ტაძრის ისტორია და მოკლე აღწერილობა.

29. მცხეთის ჯვარი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.- თბ., 2003.-გვ.35. მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

30. მცხეთის ჯვარი //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო).- თბ., 1987.- გვ.22-25. ტაძრის აგების მოკლე ისტორია, ხუროთმოძღვრული აღწერილობა.

31. მცხეთის ჯვარი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.- თბ., 1990.- გვ.248-253. მცხეთის ჯვრის ხუროთმოძღვრული კომპლექსის (მცირე ეკლესია - აგებულია VI საუკუნეში, გეგმით ჯვაროვანი, სამშენებლო მასალა - მომწვანო ქვიშაქვა; დიდი ტაძარი - დათარიღებული VI-VII საუკუნეებით, ჯვარგუმბათოვანი, გალავანი XVBI- XVII საუკუნეების, შემორჩენილია ფრაგმენტების სახით)ხუროთმოძღვრული აღწერილობა, მხატვრული დეკორის, რელიეფური ქანდაკებებისა და წარწერების ვრეცელი სტილისტური ანალიზი. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა.

32. ჟორდანია თ. ქრონიკები. ტ.1.- ტფ., 1892.- გვ.175-176. ტაძრის წარწერების თაობაზე.

33. როსტომაშვილი ი. ჯაჭვის ჯვრის მონასტერი //მგზავრი.- N1.- გვ.19-26. წარწერებისა და სიძველეთა განხილვა.

34. მცხეთა. ჯვრის ტაძარი. სტელა- ჯვრის კვარცხლბეკი // ქართული წარწერების კორპუსი. I: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-XII სს.).- თბ., 1980.- გვ.95-97; გვ.157-167. ჯვრის სწორკუთხოვანი კვარცხლბეკის აღწერილობა, წარწერების პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა. წარწერების შესრულების სავარაუდო თარიღი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.16; 54-61). მცხეთის ჯვრის ტაძარზე შემორჩენილი აგების თანადროული წარწერები.

35. ღუდუშაური ი. მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი //ძეგლის მეგობარი.- 1985.- N69.- გვ.13-24. საქართველოს კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამმართველოს მიერ მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის აღდგენისა და დაცვისათვის ჩატარებული სამუშაოების შედეგები.

36. შეწირულება მცხეთის ტაძრის განსახლებლად //ცნობის ფურცელი.- 1898 (17ივლ.).- N585.-გვ.1. შემოწირულება დიდი მთავრის ალექსანდრე მიხეილის ძისაგან.

37. შემოწირულება მცხეთის ტაძრის სასარგებლოდ //ცნობის ფურცელი.- 1899 (6იანვ.,8 იანვ.). ცნობა ე.მუხრან-ბატონისა და იაკობ გოგებაშვილის შემოწირულებათა შესახებ.

38. შენგელია მ. ქორჩილავა ჯ. თბილისი, ორთუბანი, წავკისი.- თბ., 1987.- 85გვ. გზამკვლევი.

39. შმერლინგი რ. დოლიძე ვ. თბილისიდან კავკავამდე.- თბ., 1991.- გვ.9. მოკლე ცნობები მცხეთის ჯვრის შესახებ. ტექსტს ერთვის ფოტოები. ტაბ.I-II.

40. ჩიჩუა თ. მცხეთის ჯვარი.- თბ., 2000.- 305გვ. ძეგლის კონცეპტუალური ანალიზი.

41. ჩიჩუა თ. ქართული საისტორიო წყაროები და ჯვრის ტაძარზე გამოსახული ადარნასე და სტეფანოზი // ხელოვნება.- 2000.- N5-6.- გვ.167-174. საისტორიო წყაროების მიმოხილვა, ტაძრის მშენებლობის ისტორია. მოხსენიებულნი არიან: ქართლის კათალიკოსები სამოელ III (VI ს.)და კირიონი (VII ს.).

42. ჩუბინაშვილი გ. მცხეთის ჯვარის მცირე ტაძარი // ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე. ტ.II.- 1922.- N2.- გვ.22-65. ტაძრის ხუროთმოძღვრების თავისებურებანი, აგების შესახებ არსებული გადმოცემები.

43. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ.I.- თბ., 1936.- გვ.83-114. მცხეთის ჯვრის მდებარეობა, იტორია, გრეგანი ფორმები და ფასადები,დეკორატიული სისტემა და ნაკვთიანი რელიეფები, დიდი ტაძრის აღწერილობა. ტექსტს ერთვის ილუსტრაციები.

44. ჩუბინაშვილი გ. ქართული არქიტექტურის გზები.- თბ., 1936.- გვ. 15-35. მცხეთის ჯვრის შენობის გეგმის, შიდა სივრცისა და გარეგანი ფორმების, ფასადებისა და რელიეფების ანალიზი.

45. ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: მცხეთის ჯვარი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955.- გვ.42, 43. მცხეთის ჯვარი და მცირე ტაძარი - VI საუკუნის ძეგლთა ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XI, სურ. 4, 5, 6, 7, 12).

46. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.57-61; 69-70. ძეგლის მოკლე აღწერილობა, მცხეთის ჯვრისა და ატენის სიონის რელიეფური ქანდაკებების მიმოხილვა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა.

47. ციციშვილი ირ. ჯვარი.- თბ., 1981. ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურული ანალიზი.

48. ჯვარი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.XI.- თბ., 1987.- გვ.558-559. ცნობები ძეგლის ხუროთმოძღვრებასა და მხატვრული ფორმების შესახებ.

49. ჯვრის წარწერები //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.XI.- თბ., 1987.- გვ.563. ცნობები ჯვრის ტაძრის რელიეფური წარწერების შესახებ.

50. ჯავახიშვილი ივ. ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია.- თბ., 1949.-გვ.155-163. მცხეთის ჯვრის წარწერების პალეოგრაფიულ - ენობრივი ანალიზი.

51."წადიერებითა ყოვლისა ერისა". მცხეთის ჯვარი //საქართველოს სულიერი საგანძური. წიგნი I. - თბ., 2005.- გვ.13-17. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. ისტორიული წყაროები ძეგლის შესახებ, დიდი და მცირე ტაძრების ხუროთმოძღვრული აღწერილობა, ფასადების, ფიგურული რელიეფების განლაგება, ასომთავრული წარწერების მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: ტაძრის მაშენებელი სტეფანოზ ერისმთავარი, მისი ძმა დემეტრე, სტეფანოზის ვაჟი ადარნასე. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.

52. არჯევანიძე ი. თბილისის უახლესი მიდამოები.- თბ., 1940.- გვ. 42-43. მცხეთის ჯვრის მონასტრის (ჯაჭვის მონასტერი) ისტორია და ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ანალიზი.

53. მცხეთა-თბილისის ეპარქია: ჯვრის მონასტერი (მამათა) // გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი.- თბ., 2005.- გვ.65-66. მონასტრის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება, მოკლე იტორია, სამონასტრო საქმიანობის აღდგენა - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არაინ: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, იღუმენი კონსტანტინე (ჭინჭარაული), დეკანოზი ანტონი (ხანთაძე). ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.

54. ბერიძე ვ. მცხეთის ჯვარი // დროშა.- 1987.- N7.- გვ.12. ტაძრის აგების მოკლე ისტორია.

55. მცხეთის წმინდა ჯვრის ტაძარი. -თბ., 2008.- 96გვ. ფოტოალბომი. ტექსტი ქართ. და ინგლ.ენებზე.

56. მცხეთის ჯვარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.- გვ.103-106. მცხეთის ჯვრის მცირე და დიდი ტაძრის აგების ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება, ფიგურული რელიეფების განლაგების თავისებური სისტემა, ასომთავრული წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. მოხსენიებულია ტაძრის გრშემო მდგარი საფორტიფიკაციო ნაგებობები (კოშკი, გალავანი). ტექსტს ახლავს ნ.სევეროვის მიერ შესრულებული ტაძრის ნახატები და განაკვეთი მისი ანაზომის მიხედვით.

57. მცხეთის ჯვარი //კოზმანაშვილი ვ. ღმერთის სავანე. მცხეთა; 2009.- გვ.26-28. მოკლე ცნობა ძეგლის საკულტო და საერო ნაგებობათა შესახებ. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო.