topmenu

 

ალასტანი

<უკან დაბრუნება...<<<ასპინძის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

თ.მესხის ფოტო

ალასტანი  სოფელია ახალქალაქის რაიონში, მდინარე ჭობარეთის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1660 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით. ალასტანი უძველესი ისტორიული სოფელია საქართველოში. XIII-XIV საუკუნეებში იგი იყო საუფლისწულო მამული, ქართველ მეფეთა თუ უფლისწულთა რეზიდენცია - ლაშა-გიორგის ალასტანელ მეფეს ეძახდნენ. ლაშა-გიორგის გარდა ალასტანელი მეფეები ყოფილან დავით და მელქისედეკ რუსუდან დედოფლის შემდეგ. „ეტყობა მონღოლების დროს ერთი შტო ბაგრატიონთა გამეფებულა ალასტანში“ (ე.თაყაიშვილი). ისტორიულად  იყო ორი ალასტანი - ზემო და ქვემო ალასტანი. სოფლის ცენტრში დგას X-XI სს. დარბაზული ეკლესია. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე არის ორი წარწერა. ერთი იკითხება: „ესე მე ოძელმან დავდე ქვა“, მეორე წარწერა ცუდად იკითება. სოფელში ქართული ეკლესიის უკან მდებარეობს XIII-XIV საუკუნეების სომხური ეკლესია.

თ.მესხის ფოტო

ალასტანი (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ.I. - თბ., 1964. - გვ.157-158. სოფ.ალასტანის ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილი წარწერების მოკლე ანალიზი.

2. ალასტანის წარწერა //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. - თბ., 1959. - გვ.123-125. - მოკლე ცნობები სოფლების: ალასტანის, არაკალას, ვარევანის, ყვარშასა და ჯაგრაშენის ეკლესიების წარწერების შესახებ.

3. კათოლიკეთა ეკლესია //ჭიჭინაძე ზ. სამცხე - საათაბაგო. - ტფ., 1905. - გვ.61-62. - მასალები სოფ.ალასტანში 1856 წელს აგებული ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ეკლესიის შესახებ.

4. ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ., 2003.- გვ.32. - მდ.ჭობარეთის ნაპირზე მდებარე ეკლესიის ნაშთის აღწერილობა, ლაპიდარული წარწერების ანალიზი.მოხსენიებულნი არიან: ივანე როსტომაშვილი, მშენებლობის ქვათა შემწირველები ნოშელი და დაჩი საოლის ძე.

5. Ростомов И. Ахалкалакский уезд в археологическом отношении. - Тфл. - 1898. - 136 с с рис.

თ.მესხის ფოტო