topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

საყდრისი - ოქროს უძველესი წარმოების კერა

<უკან დაბრუნება...<<<უძველესი საქართველო // არქეოლოგიური აღმოჩენები>>>


საყდრისი - ოქროს უძველესი წარმოების კერა

ავტორები: ირ.ღამბაშიძე, თ.შტოლნერი, ა.ჰაუპტმანი, გ.მინდიაშვილი, გ.გოგოჭური, ი.ჯაფარიძე

გამომცემლობა "მწიგნობარი",

თბილისი, 2010

სტატიის წყარო: http://www.scribd.com/doc/215365132/sakdrisi

file:///C:/Users/user/Downloads/215365132-sakdrisi.pdf

უძველესი სამთო საქმისა და ლითონის წარმოების კვლევები მადნებით მდიდარ კავკასიის ქვეყნებში ინტენსიურად XX საუკუნის შუა ხანებიდან იწყება. ამ პერიოდში აქტუალური ხდება უძველესი ლითონის არტეფაქტების ქიმიურ-ტექნოლოგიური შესწავლა, რაშიც ფასადაუდებელი შრომა აქვთ გაწეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად.ს.ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომლებს ც.აბესაძეს, რ.ბახტაძეს, ნ.დვალს, ასევე მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორს აკად.ფ.თავაძესა და განყოფილების გამგეს თ.საყვარელიძეს, აგრეთვე არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ინტერდისცი პლინარული განყოფილების გამგეს გ.ინანიშვილს. მათი თაოსნობით იწყება საქართველოში არქეომეტალურგიულ კვლევებში ახალი მეთოდების დანერგვა, რის შედეგადაც უძველეს სპილენძის არტეფაქტებს მაღალკვალიფიციური ანალიზები გაუკეთდათ. მიღებული შედეგები უძველესი ლითონის წარმოებისადმი მიძღვნილ მრავალ მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომს დაედო საფუძველად. საქართველოში და საერთოდ კავკასიაში, უძველესი სამთო წარმოების ძეგლების კვლევა - ძიებას რეგიონის მასშტაბით სისტემატური ხასიათი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა გვიანი ნეოლითისა და ადრე ბრინჯაოს ხანის სამთო ძეგლების მოძიება, არქეოლოგიური მონაპოვრების საფუძველზე ცხადი გახდა, რომ საბადოებიდან მადნების მიღებას სწორედ ამ პერიოდში უნდა ჩაჰყროდა საფუძველი და სავარაუდოდ თვით მადანი, მადნეული საბადოებით მდიდარი კავკასიონის მთაგრეხილებიდან უნდა მოეპოვებინათ. ადრეულ გამოკვლევებში აღნიშნულია, რომ ლითონის არტეფაქტებში დარიშხანისა და ანთიმონის შემცველობა, მიუთითებს ადგილობრივი ნედლეული ბაზის გამოყენებაზე. ე.ჩერნიხის აზრით, ჩრდილოეთ პონტოს მეტალურგიული ზონის (CMP) დარიშხანის წარმოება ძვ.წ. III ათასწლეულში უმთავრესად კავკასიურ მადნებზე იყო დაფუძნებული. ანტიმონის მოპოვება-წარმოებისა და გამოყენების კვლევა-ძიებისას, დღესდღეობით, უპირველეს ყოვლისა ვეყრდნობით ამიერკავკასიის გეოლოგიურ მონაცემებს. როგორც ცნობილია, პრეისტორიული ანტიმონის მოპოვების ერთდაერთ მხარეს საქართველოში რაჭა წარმოადგენს. მომავალმა გამოკვლევებმა უნდა გვიჩვენოს, არის თუ არა ანტიმონი, კავკასიის ლითონების ის განსაკუთრებული მახასიათებელი, რომელიც ლითონების წარმოების ადრეულ პერიოდში ვრცელდება ჩრდილოეთ მესოპოტამიასა და ლევანტის კორიდორამდე. საყურადღებოა ნაჰალ მიშმას ლითონის ნივთები, რომლებიც ხასიათდებიან შენადნობის ამ უჩვეულო შემადგენლობით (Tadmor M. და სხვ. 1995) და მაინც, ბევრი საკითხი რჩება გადაუჭრელი. ერთის მხრივ იმის გამო, რომ ალპური მთიანეთის საბადოები ანატოლიაში, მცირე კავკასიონზე, ჩრდილოეთ და დასავლეთ ირანში, უძველესი სამთო საქმის კუთხით არასაკმარისად არის შესწავლილი. გამონაკლისს წარმოადგენს 1980-90-იან წლებში შესწავლილი ანატოლიის მადნეული საბადოები (Wagner, Öztunali 2000; Wagner et al. 2000). მეორეს მხრივ, არა გვაქვს თანამედროვე ანალიზების მრავალჯერადი მონაცემები, რომლებიც ახსნიდნენ ბრინჯაოს ხანაში ლითონების შემადგენლობის თავისებურებებს. წარმატებული გამოდგა უახლესი მეთოდების გამოყენებით ლითონის ნივთების შესწავლა საქართველოსა და სომხეთში (Gambashidze და სხვ. 2001; Meliksetian, Pernicka et.al 2003). ასევე, მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩატარდა თურქულ-იტალიური ექსპედიციის მიერ არსლანთეფეზე, სადაც თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რაოდენ მრავალფეროვანია იქ აღმოჩენილი ლითონის არტეფაქტები და მათი შენადნობები (Frangipane და სხვ. 2002, A.Hauptmann და სხვ. 2003). ლითონების შენადნობების კვლევის სფეროში არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რაც მომავალში საფუძვლიანი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ, თუ რა ცოდნა გაგვაჩნია კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში, პრეისტორიული სამთო საქმის წარმოების შესწავლაში (სურ.1, იხ. გვ.89).

აფხაზეთსა და სვანეთში სისტემატურად ხდებოდა ძველი გამონამუშევრების გამოვლენა და ფიქსაცია (ინანიშვილი და სხვ. 1998; Tschartolani 2001; B.Maisuradze, G.Gobedschischwili 2001) (სურ.2). საქართველოს ტერიტორიაზე სამთო-სადაზვერვო სამუშაოებს ატარებდა სამთოინჟინერი თეიმურაზ მუჯირიც, რომლის წლიურ ანგარიშში (Т.Муджири 1987. გვ.57, ტაბ.3-1), მიკვლეული საბადოების 37 გამონამუშევრიდან 22 ამ რეგიონში (აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა) მდებარეობს. ასევე მნიშვნელოვანია მის მიერ შედგენილი საქართველოს სამთო ძეგლების სიაც. როგორც ცნობილია, აფხაზეთში, ბაშკაცარას გამონამუშევრის მიხედვით, სპილენძის დამუშავება III ათასწლეულიდან იწყება. ძეგლი ტრადიციული C14-ის მიხედვით საკმაოდ, ხანგრძლივი პერიოდით, ძვ.წ. III და II ათასწლეულებით თარიღდება (ცხრ.N1, გვ.55). რაჭისა და სვანეთის სპილენძის მაღაროებში (თსცჰარტოლანი 2001) კი პირიქით, ძეგლები მხოლოდ მონაპოვარი მასალის მიხედვით არის დათარიღებული.

არტეფაქტები განათხარში, ან ნაყარ ფუჭ ქანებშია ნაპოვნი (მაგ.გვიანბრინჯაოს ხანის სატევარი ქვაციხურადან, ანდა შუა ბრინჯაოს ხანის ყუამილიანი ცული ზაარგაშის N2 გამონამუშევრიდან). ეს ნივთები სამთო იარაღებს არ განეკუთვნება და სამთო საქმეში პრაქტიკულად არ გამოიყენება. საინტერესოა ისიც, რომ ამ მონაპოვრებთან ერთად, ადგილზე, სამთო იარაღები საეროდ არ ფიქსირდება. ზაარგაშის მაღაროსა და ქვაციხურას ტერიტორიაზე დადასტურებული ლითონის არტეფაქტები შესაძლოა, მოგვიანებით ამ ადგილზე შემთხვევით მოხვედრილიყვნენ. გამონაკლისს წარმოადგენს რაჭის მაღალმთიანი ზონის მონაკვეთი-ღების (გონა) ჩრდილოეთით მდ. რიონის მარცხენა შენაკად ჩვეშურას ხეობა, სადაც არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა უძველესი სამთო გამონამუშევრები (სურ.1, იხ.გვ.89). აქ ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა დადასტურებული სპილენძის, დარიშხანისა და ანტიმონის მაღაროები. საგების, ზოფხითოსა (რიონის ხეობა, Cu/SB) და ჭყორნალის მაღაროები დათარიღდა C14-ის მეშვეობით და მათი ასაკი განისაზღვრა II ათასწლეულის დასაწყისით (B.Maisuradze, G.Gobedschischwili 2001. აქვე, სურ.2, გვ.54). ჭყორნალი, ამასთანავე წარმოადგენს განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევას - გამონამუშევრები მდებარეობს ზემოთ მთაში და დღესაც მოქმედი გზით უკავშირდება ბარში მუშათა, თუ მთამადნელთა ერთგვარ დასახლებას. ჭყორნალის ამ გამონამუშევარში აღმოჩნდა საზიდარი გობი, რომელიც თავისი ფორმის მიხედვით შუა ევროპის შესაბამის ძველ ნიმუშებს სრულიად შეესაბამება (G.Kyrle 1918. 30, Fig.36; Th.Stöllner et al. იბეჭდება; სურ.3).

დიდ კავკასიონზე ჩატარებულ სამთო-კვლევით სამუშაოებთან შედარებით, მცირე კავკასიონის საქართველოს მონაკვეთზე რეგულარული კვლევა-ძიება პრაქტიკულად არ ჩატარებულა. მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ცნობილია ცალკეული სამთო ძეგლები, როგორიცაა ფიოლეტოვო, ნახიჭევანის ქიულ-თეფესთან - ორდუბადი, ზოდი (A.Schachner 2002. F.Kroll 2002). ჩრდილო-აღმოსავლეთი თურქეთთან უპირველეს ყოვლისა დავასახელებთ ძვ.წ. IV ათასწლეულში გამოყენებულ საბადოს მურღულთან (G.Wagner და სხვ. 1989, bes.653)

ოქროს მოპოვება საქართველოში

და საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროები

საყდრისის ოქროს უძველესი გამონამუშევარი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთ პროვინცია ქვემო ქართლში, ბოლნისისა და დმანისის რაიონების გასაყარზე, მდ.მაშავერას მარცხენა მხარეს, სადაც მდ.მაშავერა კაზრეთის ხევიდან მომდინარე მდ.კაზრეთის წყალს უერთდება (სურ.4, იხ. გვ.89). შუა საუკუნეების წერილობით წყაროებში ეს ადგილი მოიხსენიება სოფ. აბულმუგის სახელით. აბულმუგში ორი ნასოფლარია: ერთი მადნის გორის სამხრეთი ფერდის ძირას, შარაგზის მახლობლად, მეორე კი - იმავე გორის ჩრდილო კალთის ძირას, წყაროსთან. სოფელში XI – საუკუნეში აგებული დარბაზული ტი პის ეკლესია დგას, რომელიც XVIII საუკუნეში განუახლებიათ (სსე 1972). სოფ.აბულმუგს, პირველად ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს, რომელიც მიუთითებს, რომ ამ სოფლის მაცხოვრებლები „მადნის მთიდან მოი პოვებენ სპილენძს, რკინასა და ლაჟვარდს” (ვახუშტი ბაგრატიონი 1941. გვ.39). XVIII საუკუნის დასაწყისში აბულმუგისა და სარკინეთის (კაზრეთის ხეობა სახელი ეფუძნება რკინის მოპოვებას) სახელწოდებებში იგულისხმებოდა არა ამ დაბების ვიწრო მიდამოები, არამედ უფრო დიდი, კრებითი, რაიონები. ამდენად, აბულმუგის სახლწოდებით გაერთიანებული უნდა ყოფილიყო რკინის საბადო „რკინის მთაზე” (დემურ-დაღი), სპილენძის სულფიდური საბადო დამბლუდში (უკანგორი) და მეორადი სპილენძის საბადო თვითაბულმუგში (ი.გძელიშვილი 1967. გვ.248)1. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია, რამდენიმე უბნის გამაერთიანებელი სახელი „აბულმუგი”, დღევანდელი მონაცემების საფუძველზე საყდრისზეც ვრცელდება. ამდენად, ამ მთათა სისტემას, რომელიც ადრეულ გეოლოგიურ გამოკვლევებში აბულმუგის საბადოს სახელით არის ცნობილი, ამჟამად საყდრისის ოქროს საბადოს უწოდებენ და მასში გამოყოფილია 5 ცალკეული, ოქროს მატარებელი ზონა (კ.ბუაძე და სხვ. 2001.)

1. საყდრისი 1 - ყაჩაღიანი;

2. საყდრისი 2 - მამულისი;

3. საყდრისი 3 - აღმოსავლეთ ფოსტისქედი;

4. საყდრისი 4 - დასავლეთ ფოსტისქედი;

5. საყდრისი 5 - კვირაცხოველი.

XIX ს-ში ცნობილი იყო, რომ მაშავერას ხეობის სპილენძის საბადოებში - დამბლუდში, ჯანბაგჩაში (კუცენბახის მინის ქარხანასთან), აბულმუგში - სპილეძის გარდა ოქრონარევი ვერცხლის მადანიც მოი პოვებოდა. ტყვიანარევი ვერცხლი იყო დამბლუდში. უკანასკნელთან მიმართებაში პირველადაა ნახსენები, რომ აქ სპილენძისა და ვერცხლის მადანთან ერთად ოქროს მადანიც არსებობს. ასევე აღწერილია, რომ მაშავერაში, აბულმულგის მოპირდაპირე მხარეს, კაზრეთსა და ბალიჭს შორის, ირეცხებოდა ალუვიური ოქრო. დამბლუდთან ნახსენებია ვერცხლით მდიდარი და პოლიმეტალური ტყვიის მადანი. შემდეგ ნათქვამია, რომ “კაზრეთის ხევში (კაზრეთის ხეობა, დღეს მდ.კაზრეთულა), რომელიც რკინის მთიდან (დღეს ლოქის მასივი) ჩამოედინება, და ბაშკიჩეთთან (დღეს დაბა დმანისი)... ოქროს ქვიშას მოიპოვებდნენ” (დ.ბერძენიშვილი 1979, ციტატა მოტანილია – „Материалы по изучение экономического быта гос.крестян закавказкого края”- 1887. ტ.VII გვ.337). ძეგლის ახლომახლო მდებარე უამრავი საბადოებიდან დღემდე მხოლოდ მადნეული მუშაობს. იგი პოლიმეტალურ მადნებს, უპირველეს ყოვლისა სპილენძს, ოქროს, ტყვიასა და თუთიას მოიპოვებს. თანამედროვე ღია კარიერი მდებარეობს კაზრეთის ხეობის ზემოთ, რომელიც გაიხსნა XX საუკუნის 20-იან წლებში. მაშავერას დასავლეთით მდებარე საბადოების სარტყლის დაზვერვა მუდმივად ხდებოდა მადნეულის ღია კარიერზე მომუშავე გეოლოგების მიერ. ბოლო დროინდელ საბადოთმცოდნეობით ანგარიშებში აბულმულგთან კავშირში დასახელებულია მთლიანად ხუთი ოქროს გამადნება, ბევრი მათგანი 1970-იან და 1980-იან წლებში დაზვერვითი სამუშაოების დროს მოინიშნა, რათა შემდგომში დაემუშავებინათ. 1950-იან წლებში ბოლნისის რაიონში სამთო-არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა არქეოლოგმა იოსებ გძელიშვილმა, რომელიც წერს, რომ ბოლნისის რაიონში სპილენძის მეორადი გამადნება ზედაპირზე მხოლოდ სამ ადგილასაა ცნობილი – წითელსოფელში, ქვემო ბოლნისთან და აბულმუგში. ამასთან სპილენძის (?) ძველი გამონამუშევრები აღმოჩენილია, აგრთვე წითელისოფლის (ძვ.ხატისსოფლის) მიდამოებში, „მადნეულის გორის” სამხრეთ კალთაზე და აბულმუგში. აქ 2 მეტრის სიღრმეზე გადანაყარი ფუჭი ქანების სქელ ფენასთან ერთად დაფიქსირდა ნახშირის ნატეხები, ნაცარი და ათეულობით ქვის ურო. უროები დამზადებულია მაგარი ჯიშის მოგრძო რიყის ქვებისაგან. ბევრ მათგანზე კარგად ჩანს ინტენსიური ხმარების კვალი და წელზე ხელოვნურად ამოკვეთილი სახელურის დასამაგრებელი სარტყელი (ი.გძელიშვილი 1967. გვ.248). ეს არის პირველი მეცნიერული მოხსენიება სამთო საქმისა საყდრისი I-ში (ადგილმდებარეობის აღსანიშნავად შემდგომში გამოყენებული იქნება ტოპონიმი საყდრისი). XX საუკუნის 80-იან წლებში გეოლოგების მიერ, საყდრისში გაყვანილი იქნა N34 შტოლნა. მან, ზედაპირიდან 25 მ. ქვეშ, დააზიანა უძველესი გამონამუშევრები, რომელიც სამთო ინჟინერ თ.მუჯირის მიერ იქნა აღწერილი და აზომილი. სადაზვერვო სამუშაოების ანგარიშში (Т.Муджири 1987. გვ.57) ძირითადად მოცემულია ბოლნისის შემოგარენსა და აბულმულგში ჩატარებული სადაზვერვო სამუშაოების შედეგები. მას დეტალურად აქვს წარმოდგენილი მაღაროს აღწერილობა და გეგმების ესკიზები, ასევე ზოგიერთი ფოტოსურათი (Т.Муджири. 1987. გვ.95). აღწერილობებიდან არ ჩანს, ნახა თუ არა მან 2004 წელს ჩვენს მიერ მიკვლეული საყდრისის 1/1, 1/2 და 1/3 გამონამუშევრები. მისი აღწერილობები იმდენად დეტალურია, რომ შეუძლებელია ნახვის შემთხვევაში ეს ყველაფერი გამორჩენოდა. სავარაუდოდ, ეს შტრეკი თ.მუჯირის საყდრისში ყოფნის შემდგომ უნდა იყოს გაყვანილი. ანგარიშში იგი სხვა ადგილს აღწერს და ამას თან ურთავს ფოტოს, რომელიც ჩვენი ვარაუდით საყდრისის მიწისქვეშა N2 გამონამუშევარი უნდა იყოს. იგი აღნიშნავს, რომ მაღაროების იატაკზე მრავლად იყო მოძიებული ქვის უროები. იძლევა ძველი მაღაროების გეგმებსა და ფუჭი ქანების აღწერილობებს. დათარიღება გაურკვეველია. გამონამუშევარი, როგორც ეს გეოლოგების წრეშია მიღებული, შუა საუკუნეების პერიოდს განეკუთვნება. ეს მოსაზრება გაამყარა რუსუდან მეფის (დაახ. 1230 წ.) 12 c. ვერცხლის მონეტის პოვნამ. იგი ქვედა გეოლოგიურ შტოლნაში (შტოლნა N34) რკინის ცულთან ერთად იყო აღმოჩენილი (ინფორმაცია მოგვაწოდა გეოლოგმა მიხეილ ჭოხონელიძემ და სოფ. ბალიჭის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა. ამ უკანაკნელმა ცული გეოლოგ მორის აზარაშვილის ხელით გადმოგვცა). თ.მუჯირი პირველია, რომელიც აბულმულგის (საყდრისის) გამონამუშევრის არსებითად უფრო ადრეულ თარიღზე ლაპარაკობს და ოქროს სამთო საქმიანობას პრეისტორიულ ხანაში შესაძლებლად მიიჩნევს. საქართველოსა (რაჭა, აფხაზეთი) და სომხეთის (ზოდი) სხვა მაღაროებიდან მოპოვებული ქვის უროების საფუძველზე იგი ამ მაღაროს ძვ.წ. აღ. II ათასწლეულით ათარიღებს. შემდგომში თ. მუჯირი ახდენს გამონამუშევრების სიღრმეების შედარებას და ამით, ასევე ამყარებს თავის შეფასებებს. იგი საჭიროდ თვლიდა საყდრისში არქეოლოგიური კვლევა-ძიებას ჩატარებას, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ პრეისტორიულ ხანაში და ანტიკურ საქართველოში უდიდესი როლი უნდა ეთამაშა არა მარტო ალუვიურ (ქვიშრობულ) ოქროს, არამედ ასევე ოქროს სამთო წესით მოპოვებასაც (Т.Муджири. 1987, გვ.111). ოქროს პირველი სისტემატური საძიებო სამუშაოები საქართველოსა და საერთოდ ამიერკავკასიაში, დაიწყო XVIII საუკუნის ბოლოს, სამთო ექსპედიციის მთავარი ხელმძღვანელის მუსინა-პუშკინის მიერ. მუსინა-პუშკინის, ეიხვალდის (1802-1806 წ.), ლოგინოვის (1806-1807 წწ.), ალექსეევის (1814 წ.), კასპინსკის (1820 წ.), სიმონოვიჩის (1875, 1885 წწ.) სადაზვერვო სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა რამოდენიმე ქვიშრობული ოქროს საბადო - ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთ - ყაზახში მდ.განჯინკზე, ასტაფინსკოე, კაშკარი, ძალიბან-ჩაი, ტერტერი და ასევე მდ.მტკვრის ხეობაში. ოქროს ძირითადი საბადო კი აღმოჩენილი იქნა ყაზახთან ფორებიან კვარცში (Годабрелидзе 1933). საქართველოს ტერიტორიაზე 1875-1885 წწ. სამთო ინჟინრის გ.წულუკიძის მიერ სადაზვერვო სამუშაოები ჩატარდა ბორჩალოს რაიონში, მდ.მაშავერის აუზსა და მის შენაკადებში - მდ.ფინეზაურს, მდ.დამბლუდსა (უკანგორულა) და კაზრეთულაში. მდ.დამბლუდის შუა და ქვედა დინება დაახ. 10 კმ. სიგრძეზე გამოირჩევა ოქროს დიდი შემცველობით (4-დან 40-მდე ხვედრითი წილი [Доля] - 100 ფუთ ქვიშაზე) მდინარის კალაპოტის ღრმად გაბურღვა არ მოხერხდა, ოღონდ აღსანიშნავია, რომ სიღრმესთან ერთად იზრდებოდა ქვიშაში ოქროს შემცველობა. ოქრო იყო წვრილი, მაგრამ ამასთან გვხვდებოდა პატარა ნაწილაკებიც, რომელთა წონა 7-დან 83,5 წილს (доля) აღემატებოდა.

1 წილი (ხვედრითი წილი, доля) = 44, 4349 მლგ.

1 ფუტი = 16,38 კგ.

1 მისხალი (ზოლოტნიკი, Золотник) = 4,26 გრ (Годабрелидзе 1933).

ბოლნისის რაიონში არსებულ და განსაკუთრებით კი კაზრეთის ძველი საბადოების კვლევისადმი მიძღვნილ ყველა სტატიაში აშკარად ჩანს, რომ საყდრისის ოქროს მაღარო XX საუკუნემდე პრაქტიკულად მივიწყებული იყო. ძირითადად იცოდნენ, რომ არსებობს ალუვიური ოქროს საბადო და მას მცირე რაოდენობით ამუშავებდნენ. პირველად, 1970-იანი წლებიდან ხელახლა გაჩნდა ეკონომიკური ინტერესი ოქროს შემცველი მადნის ძარღვებისადმი და გეოლოგები შეეცადნენ დაეწყოთ მისი მოპოვება. საერთოდ ოქრო ბუნებაში, ძირითადად, თვითნაბადი სახით მოი პოვება, მაგრამ ამასთან ერთად არის როგორც ოქროს ძირითადი-პირველადი მადნის საბადოები, აგრეთვე მეორადი საბადოებიც, ანუ მდინარეული, რომელიც ირეცხება. მადნისეული ოქროს საბადო გამოირჩევა ვერცხლის მაღალი შემცველობით, რომელშიც ვერცხლის მინარევი მერყეობს 2-დან 20%-მდე. ოქროს, რომლის შემცველობაშიც ვერცხლი 20%-ზე მეტია, ეწოდება ელექტრუმი. ოქრო ხშირად პირველადი საბადოდან მეორად საბადომდე, ძალინ გრძელ გზას გადის და ხანგძლივი ბუნებრივი გადაადგილების დროს სუფთავდება, ანუ ნიადაგისა და ატმოსფერული ზემოქმედების შედეგად ხდება მადანში ვერცხლის ოქსიდირება, რის შედეგადაც იგი იკარგება. ამიტომ ქვიშრობული ოქრო გაცილებით უფრო სუფთაა, ე.ი. ვერცხლით ღარიბია, ვიდრე თვით მადანი. სწორედ, მადნისეული ოქროს მოპოვების უძველეს კერას წარმოადგენს საყდრისის გამონამუშევრები, სადაც ეს პროცესი კვლევების მიხედვით ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამეცნიერო კვლევებმა საყდრისში, მრავალი საინტერესო თეორია და კითხვა წარმოშვა, რაც ასე აქტუალურს ხდის ოქროს მოპოვებისა და გადამუშავების ისტორიაში უძველესი სამთო მოპოვების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გარკვევა-დაკონკრეტებას.

სამთო - არქეოლოგიური კვლევები საყდრისში

2004-2006 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, 2007 წლიდან კი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის, ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმისა და რურის უნივერსიტეტეტის ერთობლივი პროექტების ”ინტერდისციპლინარული კვლევების ახალი მეთოდების დანერგვა სამთო არქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში” და “ოქრო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ფოლკსვაგენის ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული, განხორციელდა სამთო-არქეოლოგიური და გეოლოგიური ექსპედიციები ქვემო ქართლში, სვანეთსა და არაგვის ხეობებში. 2004 წელს, პროექტის ფარგლებში არჩევანი შეჩერდა ადგილ საყდრისზე, რომელიც მდ.მაშავერას ხეობაში დაბა კაზრეთთან ახლოს მდებარეობს (სურ.5, გვ.59) და სადაც ოქროს უძველესი გამონამუშევრებია დადასტურებული.

მცირე კავკასიონის ამ მონაკვეთზე, მადნების უძველესი მოპოვების შესწავლის საქმეში, მნიშვნელოვანი აღმოჩენები იყო მოსალოდნელი. გათხრების ჩასატარებლად შერჩეული იქნა ბოლნისის დიდი საბადო, სადაც რამდენიმე დიდი ვულკანური, მასიური, სულფიდური გამონამუშევარია დადასტურებული და დღეს უმეტესწილად პოლიმეტალური მადნები (სპილენძი, ოქრო და სხვ.) მოიპოვება. უძველესი დროიდან მცირე კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე მდინარეების – მაშავერას, ხრამისა და მტკვრის ნაყოფიერი ველები სოფლის მეურნეობისათვის ხელსაყრელი პირობებით გამოირჩეოდა. ეს ადგილები ჯერ კიდევ ძვ.წ. VI-V ათასწლეულებიდან, დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ლითონის მოპოვებასთანაც. რისი დასტურიცაა აქვე აღმოჩენილი ადრეული მეტალურგიის აშკარა ნიშნები მთელს კავკასიაში, კერძოდ კი შულავერ-შომუთეფეს კულტურის ძეგლებზე (ხრამის დიდი გორა, არუხლო, იმირის გორა) გამოვლენილი სამუშაო იარაღები და ლითონის ნივთები. ამ ტერიტორიაზე იდეალურია არა მარტო ლანდშაფტი, არამედ კლიმატიც. აქ მადანგამოვლინებები ადვილი მისადგომია და მათი დამუშავება აფხაზეთის, რაჭისა და სვანეთისაგან განსხვავებით წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ხოლო დაბალი უღელტეხილები და ზეგნები აადვილებს მიმოსვლას, როგორც სომხეთთან, ისე ანატოლიასა და სამხრეთით მდებარე სხვა რეგიონებთან. ქვემო ქართლის ვაკის ჰავა სხვადასხვა სახის, სუბტროპიკული ან კონტინენტურია. მთისწინეთსა და მთათა კალთებზე ზომიერად ნოტიო, ზამთარი ზომიერად ცივი და ხანგრძლივი, ხოლო ზაფხული თბილი ჰავით გამოირჩევა. ვაკე ნაწილში ასევე ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, მაგრამ იცის ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა +12-13° C. ყველაზე ცივი თვე იანვარია, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 0,0° - 0,3 C-მდე ეცემა. ყველაზე ცხელი კი - ივლისია, როდესაც ჰაერის ტემპერატურა +40° აღწევს. ნალექების თვალსაზრისით წელიწადში საშუალოდ 400-500 მმ–მდე მოდის (სსე, გვ.453). სადაზვერვო სამუშაოების დროს ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ საყდრისის საბადო გამოირჩეოდა ოქროს შემცველი კვარცის ძარღვების სიმრავლით, სადაც რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით სილიფიცირებული რიოლითური ტუფისა და იგნიმბრიტებისაგან აგებული ბორცვია (სურ.6, გვ.90). ამ ვულკანოგენური ქანების წყობაში დალექილია სხვადასხვა მიმართულებების ჰიდროთერმული კვარცის ძარღვები; ეს არის ტიპიური, გეომეტრიულად კომპლექსური, სართულებიანი გამადნება. ჰიდროთერმულმა პროცესებმა გამოიწვია ასევე ქანების წყობის სილიფიცირება კვარცის ძარღვების მიდამოებში. წარმოდგე-ნილი ქანი ხასიათდება თავისი სიმკვრივით (ირ.ღამბაშიძე, ტ.შტოლნერი და სხვ. 2008). ძველი გამონამუშევარი ლანდშაფტში ადვილად შესამჩნევია. ჩანგრეული, ერთმანეთთან ძალზედ მჭიდროდ მდებარე, გამონამუშევრის ჩასასვლელები აშკარად მიუთითებდა, რომ საბადო უძველეს დროში იყო ათვისებული. ამავდროულად საყდრისში კარგად იკვეთება გასული საუკუნის 30-იან წლებში, ოქროს მომპოვებლების მიერ ჩატარებული მუშაობის კვალი (სურ.6, გვ.90). ძეგლის პრეისტორიულ ასაკს ასევე ადასტურებს ადგილზე მიმობნეული ქვის უროების სიმრავლე და მრავალფეროვნება. 2004 წელს გაიწმინდა ღია შესასვლელი (გამონამუშევარი B1). პარალელურად სამუშაოები ჩატარდა მიწის ქვეშ 25 მ. სიღრმეზე N34 შტოლნაში იქ, სადაც ჩრდილოეთის შტრეკის გაყვანის დროს გადაკვეთილი იყო სამი უძველესი მაღარო, ანუ შემდგომში მაღარო N1; შტრეკის სამხრეთის კედელზე კარგად იყო გამოკვეთილი კლდეში გაყვანილი სამი გვირაბის ჭრილი, რომლებიც ჩვენს მიერ 1/1, 1/2 და 1/3-ით დაინომრა. მაღაროები 1/2 და 1/3-ში კარგად ჩანდა კულტურული ფენები, სადაც სამთო იარაღებს შორის კერამიკული მასალა და ხის ნახშირის ფრაგმენტები აღმოჩნდა. გაკეთდა პირველი ჭრილი და აღებული იქნა ხის ნახშირის სინჯი დათარიღებისათვის (14C-ის დათარიღება: 2σ –მერყეობის ინტერვალით. ძვ.წ. 3085-2917 წწ.). შედეგი სრულიად შეესაბამებოდა 2004 წელს მაღარო 1/2 ის პროფილის გაწმენდის დროს დადასტურებული თიხის რამოდენიმე ნატეხის არქეოლოგიურ თარიღებს. ამით მაღარო სენსაციურად ადრეული პერიოდით დათარიღდა და მიეკუთვნა ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურას. საყდრისში რეგულარული სამთო-არქეოლოგიური გათხრების დაწყების მიზანი იყო სამთო სამუშაოების მასშტაბისა და გამონამუშევრებიდან გამოტანილი მადნის რაოდენობის დადგენა. ასევე, უფრო მეტი მყარი არგუმენტის მოძიება გამონამუშევრების წარმოების თარიღების მისაღებად. შესასწავლი ტერიტორია, მიწის ზედაპირზე არსებული გამონამუშევრების ჩასასვლელების მიხედვით, დაყოფილია ოთხ ნაწილად ანუ  A, B, C, D – უბნებად (სურ.7, გვ.91). თითოეულ ამ უბანს გააჩნია თავისი კუთვნილი ფუჭი ქანების ნაყარი, სადაც დიდი რაოდენობით ქვის იარაღი და ასევე ქვის იარაღის ფარმენტია დადასტურებული. ფუჭი ქანების ნაყარი სავარაუდოდ ცალკეულ სამთო-გამონამუშევრის ჩასასვლელების პირებს ერთმანეთისაგან ყოფს. შესასვლელები და ფუჭი ქანების ფენები ქრონოლოგიურად თანადროული უნდა იყოს. ფუჭი ქანების ნაყარიდან აკრეფილია დაახლ. 2500 ქვის იარაღი. ამასთანავე გამოჩნდა ჩრდილო-დასავლეთით ორი დიდი ფუჭი ქანის ნაყარი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია უინვენტარო სივრცით. ბორცვის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე არსებული ღარი, ყველაზე დიდი ზომის გამონამუშევარს უნდა ეკუთვნოდეს. იგი 64 მ. სიგრძეზე ჩრდილოეთიდან, სამხრეთის მიმართულებით მომრგვალებულ ბორცვზე გადადის (სურ.9, გვ.90). ამ ღარის სიგანე 3-დან 5 მეტრამდე აღწევს. როგორც გათხრების შემდგომ გახდა ცნობილი, ადგილი უნდა ჰქონოდა დიდმასშტაბიანი ნგრევის პროცესს. ჩამონგრევის შედეგად მან გადაკეტა სხვა ირიბადმკვეთი გასასვლელები, რომლებიც როგორც ჩანს, ჩრდილოეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით იყო მიმართული. ეს ადგილი გამონამუშევარ A-ს უნდა ეკუთვნოდეს. A გამონამუშევრის შესასვლელის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს გამონამუშევრების B კომპლექსი, რომელშიც მარაოსებურად გაშლილი ხუთი შესასვლელია გაერთიანებული (სურ.11, გვ.62) და (გამონამუშევარი B 1-5) ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობენ. გამონამუშევრები სამხრეთით, ცენტრალურ მონაკვეთზე, პრაქტიკულად ერთმანეთშია ჩანგრეული. აქ არ ჩატარებულა საჭირო გამაგრებები და სავარაუდოა, რომ მთა მოგვიანებით ჩამოინგრა. ჩამოშლა მოხდა მთიანი მონაკვეთის შესუსტებით, რაც შესაძლოა მიწისძვრის ან ფიზიკური გამოფიტვის შედეგი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ამ ძარღვის დამუშავება თითქმის 8 მ. სიღრმემდე ხდებოდა. იგივე სურათი გამოიკვეთა გამონამუშევარი B1-ში, სადაც მოზრდილი ზომის გამონამუშევრებში საკმაოდ კარგად იყო შემონახული ძველი გვირაბების ნაშთები, ძირითადი კედლები და მათი გამაგრებები. გამონამუშევარი B1 2007 წელს ხელახლა გაიწმინდა და მასთან ერთად სადაზვერვო თხრილები იქნა გაყვანილი ბუნებრივ კლდეში (სურ.9, გვ.90). გამონამუშევარი B აღმოსავლეთით უერთდება გამონამუშევარ C-ს (სურ.7, გვ.91). იგი შედგება მხოლოდ ერთი აღმოსავლეთ-დასავლეთისაკენ ორიენტირებული ძარღვისაგან, რომელიც თავის მხრივ ჰკვეთს გამონამუშევარ B4 და B5-ს. ეს ნათლად მიგვითითებს, რომ სწორედ აქ ხდებოდა ერთმანეთში ჩამჯდარი სართულებიანი გამადნებების ყველა მიმართულებით მოპოვება. აქედან გამომდინარე, გამონამუშევრების ერთმანეთით გადაჭრა სულაც არ არის მოულოდნელი. გამონამუშევარი C ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჩაჭრილია მეორე, ჩრდილო-დასავლეთიდან წამოსული გამონამუშევრით. სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ბოლო, მეოთხე, D გამონამუშევარი, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთ ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ - სამხრეთ - აღმოსავლეთის ხაზზე და მხოლოდ ერთი ძარღვისაგან შედგება. შესასვლელების კომპლექსიდან სამხრეთით მდებარეობს ორი, ზედაპირთან ახლოს არსებული, გამონამუშევარი (E და F). ორივე გამონამუშევარის შემთხვევაში, საქმე გვაქვს პატარა ჯიბეებთან, რომლებიც იქ წარმოქმნილ მადნის ძარღვზეა ღრმად ჩაჭრილი. ისინი ხასიათდებიან ძალიან ვიწრო გამადნებით და სავარაუდოდ მათი მოპოვება არ იყო. ასევე საინტერეოა, რომ გამონამუშევრების ნაპირებზე, დაახლოებით ექვს ადგილზე, აღმოჩნდა ე.წ. „გასამდიდრებელი ფოსოები”, რომლებიც ბუნებრივ კლდეში ოქროს შემცველი მადნის ხელით დამუშავების შედეგად არის გაჩენილი (სურ.12, ზემოთ მარცხნივ, გვ.63). A გამონამუშევარის წინ თავმოყრილი ფოსოებიანი ქვები (ე.წ. ამბოსები) ნათლად ადასტურებს, რომ მადნის გასამდიდრებელი სამუშაო მოედნები ბევრ სხვადასხვა ადგილზე იყო გამართული (სურ.9, იხ.გვ.90; სურ.10, გვ.61), მაგრამ მიუხედავად ამისა სამუშაო იარაღების მთელ კომპლექსს, რომელიც საყდრისშია აღმოჩენილი აკლია გამამდიდრებელი სამუშაოებისათვის აუცილებელი იარაღები. ხელსაფქვავებისა და სხვა წვრილი ქვის იარაღის არარსებობა გვაფიქრებინებს, რომ საბოლოო გამდიდრება სხვა ადგილაზე ხორციელდებოდა. ეს სამუშაოები უფრო მეტად ივარაუდება წყალთან ახლოს, ან უშუალოდ სამთო საქმით დაკავებული საზოგადოების საცხოვრებელ ადგილებთან. 2007 წელს ბალიჭი - ძეძვების ნასახლარზე აღმოჩენილი საფქვავები და სანაყი ქვები გასამდიდრებელი სამუშაოების ასეთი დანაწევრების მაგალითი უნდა იყოს. ჩვენი ვარაუდით, რომ საბოლოო გამდიდრებისათვის ოქროს შემცველი ქვიშა ნამოსახლარზე მიჰქონდათ და იქ ხდებოდა მისი შემდგომი გადამუშავება. ეს მოსაზრება 2008 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნათლად დადასტურდა ბალიჭი - ძეძვების ნამოსახალარის N2 ნაგებობის სახლოსნოში.

მიწისზედა არქეოლოგიური სამუშაოები

საყდრისში მიწისზედა არქეოლოგიური გათხრებისათვის არჩევანი შეჩერდა A გამონამუშევრის ჩრდილოეთ ნაწილზე (შესასვლელი A/ ფუჭი ქანის ნაყარი A), რადგანაც აქ ფუჭი ქანების ნაყარი და შესასვლელის პირი დაუზიანებელი ჩანდა (სურ.7, გვ.91). სავარაუდო იყო, რომ მიწისქვეშა მაღარო N1 (იხ.ქვემოთ), რომელიც დაზიანდა თანამედროვე შტოლნის გაყვანის შედეგად, ოდესღაც ამ ადგილთან იყო დაკავშირებული.

სურ.11. - საყდრისი. გამონამუშევარი B. 2008 წლის გათხრების დროს გამოვლენილი შესასვლელები (ფოტო ტ.რაბზილბერი).

სურ.12. - მადნის გასამდიდრებელი ქვის ამბოსები და კლდეზე გაკეთებული ფოსოები (ფოტო ტ.რაბზილბერი).


A და B გამონამუშევრების შესასვლელები და მათ წინმდებარე მოედნები

საყდრისში, ცენტრალური ბორცვის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე, განლაგებულია გამონამუშევარ A-ს კომპლექსი. იგი შედგება შვიდი სხვადასხვა შესასვლელისაგან. შესასვლელების წინა მდებარე მოედანი მადნების პირველადი დამუშავებისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ტერიტორია ამოვსებული იყო მონატეხი ქვებისა და ფუჭი ქანების ნაყარისაგან, რომელშიც საკმაოდ მძლავრად, განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილში, შერეული იყო, ალბათ გადანახული, ქვის უროები და სანაყი ქვები. შესასვლელის შევსებაში არ გამოკვეთილა კულტურული ფენა. ჭრილები უმეტესად ასახავენ ბუნებრივ შევსებასა და ეროზიული პროცესების შედეგად გაჩენილ კვალს. მოპოვებული იარაღებიდან გამომდინარე (ქვის უროები, ამბოსები) საფიქრებელია, რომ გვერდებზე დაგროვილი ფუჭი ქანების ნაყარი გამონამუშევრის შესასვლელებში, მოგვიანებით, ხელახლა უნდა ჩაყრილიყო. თუ როდის ჩაიყარა ბოლოს ფუჭი ქანების ეს ნაშალი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამ ფენებში აღმოჩენილი გვიანანტიკური და ადრე შუასაუკუნეების კერამიკის ცალკეული მონაპოვარი ადასტურებს, რომ გამონამუშევარში ფუჭი ქანების ჩადინება დიდი ხნის მანძილზე გრძელედებოდა. არქეოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ გამონამუშევარ A –ს შესავლელიდან სიღრმეში, რამდენიმე გვირაბი იყო გამართული. მათ შორის ყველაზე მცირე ზომის AA 1 გვირაბია (სურ.9, იხ. გვ.90; სურ.10, გვ.61). ეს გვირაბიც ამოვსებული იყო პრეისტორიული ხანის ფუჭი ქანების ნაყარით. შესავლელი ოვალური მოყვანილობისაა. კედლებს აშკარად ეტყობა ქვის უროებით ნამუშევრის კვალი. გვირაბი მოკლეა და ვრცელდება აღმოსავლეთის მხარეს. მისი ასეთი მცირე ზომები გვაფიქრებინებს, რომ იგი სასინჯი გამონამუშევარი უნდა ყოფილიყო. საინტერესოა ამავე ტერიტორიაზე დადასტურებული სხვა პატარა გამონამუშევრების შესასვლელებიც. აღმოსავლეთის კედელში გამოვლენილ A-3 გვირაბში შესასვლელი, რომელიც ასევე ამოვსებული იყო ნაშალი ფენით და არქეოლოგიური გათხრების დროს გამოიკვეთა ორი კულტურული ფენა. ფენები ერთმანეთისაგან გამიჯნულია სტერილური ფენით. პირველი - ქვედა ფენა, მტკვარ-არაქსულ პერიოდს განეკუთვნება, სადაც მრავალრიცხოვან ქვის იარაღებთან ერთად, ამავე პერიოდის თიხის ჭურჭლის ფარგმენტი იქნა აღმოჩენილი. სავარაუდოა, რომ თიხის ჭურჭლის ნატეხს ჭრაქის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ვინაიდან, მასში დადასტურებული მასა სრულიად დანახშირებული იყო. მეორე - ზედა ფენა, გვიანანტიკურ ხანას განეკუთვნება. ამ ფენაშიც თიხის ჭრაქი იქნა ნაპოვნი, რომელიც ტი პოლოგიურად ზუსტად ესადაგება ამ პერიოდის თიხის ჭრაქების ტიპებს საქართველოში. აღსანიშნავია, რომ გამონამუშევრის თავზე, კლდოვან ქანზე, შემორჩენილია რკინის წვეტიანი იარაღის ნაკვალევი, რაც აშკარა დასტურია იმისა, რომ გვიან ანტიკურ ხანაში მადანს რკინის წვეტიანი იარაღის მეშვეობით მოიპოვებდნენ (სურ.15, იხ. გვ.66; სურ.16, იხ. გვ.69). ერთობ საინტერესო სიტუაციაა ამ გამონამუშევრის ჩრდილო - დასვლეთ მხარეს, სადაც ჩვენი აზრით, მომავალშიც მნიშვნელოვანი აღმოჩენებია მოსალოდნელი. ჩვენი ვარაუდით, აქ მთამადნელთა ბანურ სახურავიანი ქოხი უნდა მდგარიყო. როგორც ჩანს, ქოხი გვირაბის ჩანგრევის დროს არის ჩაქცეული (სურ.17, იხ.გვ.69), რასაც პროფილში კარგად გამოკვეთილი კულტურული ფენების განლაგებაც ადასტურებს. ამ ადგილზე ნაპოვნი იქნა სრულიად განხვავებული ქვის იარაღები. ისეთები როგორიცაა: მცირე ზომის კომბინირებული ქვის სატეხ-საფხვნელები, როდინები, მადნის ხელსაფქვავები, ანუ ის იარაღები, რომლებიც მადნის წმინდად დასაფხვნელად არის საჭირო. ქვის იარაღებთან ერთად აღმოჩნდა მტკვარ-არაქსული პერიოდის სხვადასხვა თიხის ჭურჭლის ნატეხები და ცილინდრული სადგრის ფრაგმენტი (სურ.18, იხ.გვ.70; სურ.19, იხ.გვ.70). გვირაბის ჩაქცევას, რომელსაც ქოხის ნგრევა უნდა გამოეწვია, ადამიანთა მსხვერპლი მოჰყოლია. ამას ადასტურებს სხვადასხვა დონეზე აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ნაშთები. დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ ორი ინდივიდის ჩონჩხის ფრაგმენტებია (თავის ქალების მიხედვით) ჩაქცეულ ფენაში დადასტურებული. უფრო ღრმად, A შესასვლელში მიკვლეული იქნა ორად განშტოებული ცენტრალური გამონამუშევარი (A6/7), რაც მიუთითებს გამონამუშევრის გავრცობის მიმართულებას ჩრდილო - აღმოსავლეთისაკენ. ამით ისინი პირდაპირ უკავშირდებიან მიწისქვეშა 1/3 მაღაროს, სადაც მტკვარ-არაქსული პერიოდის კერამიკის ნატეხები და ძვლის იარაღები იქნა აღმოჩენილი.

სურ.14. - საყდრისი. გამონამუშევარი A. წყლის რეზერვუარი. (ტ.რაბზილბერი).

სურ.15. - გამონამუშევარი A3 შესასვლელი. კულტურული ფენების განლაგება მაღაროში. ქვედა ფენა მტკვარ არაქსის პერიოდი. ზედა გვიან ანტიკური (ფოტო. ჯ.გარნერი)

გამონამუშევარ A-ს ზედაპირზე, კლდოვან ქანში ამოჭრილია ოვალური ფორმის ორმო, რომელსაც სავარუდოდ, წყლის რეზერვუარის ფუნქცია უნდა შეესრულებინა და დაფხვნილი მადნის ადგილზე გასასინჯად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ეს მოსაზრება ჩვენი პროექტის წევრს, გეოლოგ დავით ღამბაშიძეს ეკუთვნის და ჩვენც სრულიად ვიზიარებთ მას (სურ.14, გვ.65). გამონამუშევარ B კომპლექსის შესასვლელები განლაგებულია გამონამუშევარ A-ს აღმოსავლეთით. კომპლექსში გაერთიანებულია ხუთი შესასვლელი, რომელთა კედლებზე შემორჩენილია პრეისტორიული იარაღებით მუშაობის კვალი. ფაქტი ერთია, ადგილზე ხუთი შესასვლელის გარდა კიდევ უნდა ვივარაუდოთ სხვა შესასვლელებიც, რომლებიც წინა სხვა შემთხვევების მსგავსად ამოვსებული უნდა იყოს ნაშალითა და ფუჭი ქანების ნაყარით. გამონამუშევარ B-ს ტერიტორიაზე გამოვლინდა დიდი რაოდენობით ქვის უროები და ამბოსებების ფრაგმენტები. ასევე, საინტერესოა ნაყარ ფენაში დადასტურებული გვიანანტიკური ხანის კერამიკის უმნიშვნელო და მტკვარ-არაქსული პერიოდის თიხის ნაწარმის ფრაგმენტების აღმოჩენაც. გამონამუშევრების A და B-ს შორის არსებული მოედანი, ასევე დაფარული იყო ფუჭი ქანების მძლავრი ნაყარით, სადაც კლდოვან ქანში ჩაჭრილი ორმოებია დადასტურებული. ამ ორმოების ფუნქცია ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. საინტერესოა AB მოედანზე მიკვლეული დიდი ორმო, რომელსაც დასავლეთი მხარე ამოშენებული ჰქონდა დიდი ნატეხი ქვით ამოყვანილი კედლით. კედლის წყობაში გამოყენებული იყო უკვე ხმარებიდან გამოსული ამბოსის ქვებიც. აშკარაა, რომ კედელი მოგვიანო პერიოდში არის ამოშენებული. ორმოს გაწმენდამ აჩვენა, რომ აქ კიდევ ერთი გვირაბის ჩასასვლელი უნდა ყოფილიყო. ამდენად, ცხადი გახდა, რომ მაღაროების მიმდებარე ტერიტორია მტკვარ-არაქსულ პერიოდში იწყებს ფუნქციონირებას და მოგვიანო ხანაში ისევ ხდება ამ სამუშაოების განახლება, თუმცა ჩვენთვის უცნობი რჩება, თუ რა ტიპის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ ძვ.წ. I ათასწლეულის მიწურულსა და ახ.წ. I ათასწ. I ნახევარში აქ ხელმეორედ მოსულ მთამადნელებს, ვინაიდან მათი მუშაობის კვალი ჯერ-ჯერობით არ არის მკაფიოდ გამოხატული. ფაქტი ერთია, რომ საყდრისში მოპოვებულ კერამიკულ მასალებს შორის უმრავლესობას მტკვარ-არაქსული კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ნაწარმი წარმოადგენს. უშუალოდ მომდევნო პერიოდების თიხის ნაწარმი კი ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. მცირე რაოდენით გვხვდება გვიანანტიკური და შუასაუკუნეების თიხის ჭურჭლების ფრაგმენტები

A გამონამუშევრის წინმდებარე ნაყარი ფუჭი ქანების არქეოლოგიური გათხრები

A გამონამუშევრის ზედაპირზე ნაყარი ფენის სიმძლავრე მერყეობს 1 მ-დან 1,5 მ-მდე ფერდის აყოლებით Dდა მოქცეულია დიდი მონატეხი ქვებით სავსე ჰუმუსური ფენის ქვეშ - გაყავისფერებული მცოცავი გრუნტის ზემოთ. ამ ფენის შემთხვევაში საქმე ეხება აშკარად ფერდის კოლუვიუმს, რომელმაც ფერდის ეროზიის პროცესში ადრეული პერიოდის იატაკზე დაგროვილ ფუჭი ქანების მასალა გადაფარა. ამ დაკვირვებით დადგინდა, რომ აქ ფუჭი ქანების ჩამოდინებული ნაყარის დიდი ნაწილი, მხოლოდ, ფერდის ეროზიის დაწყების შემდეგ გაჩენილა. ფერდობის ეროზია შესაძლებელია პრეისტორიულ ხანაში სამთო საქმიანობის გამო ბუნებრივი მცენარეული საფარის ხშირი გაკაფვის შედეგად მომხდარიყო. სამთო საქმიანობის დასაწყისშივე მოხდა თუ არა ეს, ჯერ მაინც გაურკვეველია, რადგანაც ამის მიზეზი ასევე შეიძლება ყოფილიყო ძლიერი ნალექები. უძრავ იატაკზე შეინიშნება მოყავისფრო თიხა, რომელიც პრინციპში ქიმიურად გამოფიტული ვულკანური ქანებისაგან შედგება

პროფილები გზების ჭრილებზე და ნაყარი ფუჭი ქანების გავრცელება

ნიადაგის აგებულების აღწერა კარგად შეიძლება A ფუჭი ქანის ნაყარის ჭრილის ქვედა ნაწილის (იხ.ზემოთ) მიხედვით. საუბარია ნიადაგის კლასიკურ პროფილთან, რომელიც შედგება მოთეთრო-მონაცრისფრო ვულკანოგენური თიხის მინერალებისაგან. მის ზემოთ არის გაყავისფერებული დაახლოებით 30 სმ-დან 40 სმ-მდე სიმძლავრის B ჰორიზონტი, რომელიც ჰოლოცენურ, რკინის ხანის შემდგომ დროინდელ, ნიადაგის ფორმირების პროცესზე მიუთითებს. მის ზემოთ კი საბოლოოდ 20 სმ-დან 60 სმ-მდე სიმძლავრის A ჰორიზონტია, რომლეშიც, ასევე ფუჭი ქანების ფენებია დალექილი. მცენარეული საფარი სამთო საქმის დაწყებამდე დიდ როლს თამაშობდა ნიადაგის ფორმირებაში. იგი დაზიანდა მოგვიანებით ფერდის კოლუვიუმის შედეგად და მხოლოდ სამთო საქმის შეწყვეტის შემდეგ მოხდა მისი ხელახალი შეუფერხებელი გავრცობა. ამის დანახვა შეიძლება 5 სმ-დან 10 სმ-მდე დაუზიანებელი ჰუმუსური ფენის ნაპირის მიხედვით. ფერდის კოლუვიუმი დაფიქსირდა A ფუჭი ქანის ნაყარის, პროფილის ჩრდილო-დსავლეთ ნაწილში. აშკარაა, რომ ეროზიულმა პროცესებმა ყველაზე ძლიერად სწორედ ფუჭი ქანების ფენებით დაფარულ ადგილებზე იმოქმედა.

საყდრისის მიწისქვეშა გამონამუშევრები

XX საუკუნის 80-იან წლებში, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, მიწისქვეშა გეოლოგიური შტოლნებისა და შტრეკების გაყვანის დროს დაზიანდა უძველესი გამონამუშევრების მთელი კომპლექსი (სურ.20, გვ.93; სურ.21, გვ.94; სურ.22, იხ. გვ.95). გამონამუშევარ N1–ში სამი უძველესი მაღაროა დაზიანებული, ხოლო N2-ში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთ ადგილზე ჩანს დაზიანება.

მაღარო 1/1

მაღარო 1/1 გადაჭრილია ქვემოდან თანამედროვე შტრეკით და გამოიყურება, როგორც ოვალური, ირიბად ჩაჭრილი ცარიელი სივრცე. როგორც ჭრილმა გვიჩვენა, უძველესი მიწისქვეშა მაღარო უფრო ღრმად აღარ ვრცელდება და იმ ადგილზე არც მადნის ძარღვის გაგრძელება შეინიშნება. ამისათვის არც სხვა რაიმე მინიშნება მოუცია თანამედროვე შტრეკის ძირზე ჩატარებულ დაკვირვებებს. საფიქრებელია, რომ ასაფეთქებელმა სამუშაოებმა მხოლოდ მაღაროს ჯიბის ძირი დააზიანა. მაღარო 1/1 შახტური ტიპისაა (ვერტიკალური გამონამუშევარი), რომელიც შედგება სამი პატარა გამონამუშევარი ნიშისაგან. ორი გამონამუშევარი სამხრეთისაკენ არის გაყვანილი, მაშინ როცა ერთი ნიშა ჩრდილოეთის მიმართულებით გამადნების გასწვრივ მდებარეობს. მთლიანობაში ამ ადგილას მადნის ძარღვი არცთუ ისე მომგებიანი უნდა ყოფილიყო, რადგანაც გამონამუშევრის გამოსავლები მინიმუმამდე იყო შეზღუდული. სამთო გამონამუშევრის ზღვის დონიდან 788 მ-ზე მდებარეობს. ამჟამინდელი მონაცემებით, მაღარო 1/1 არ უნდა იყოს დაკავშირებული 1/2 და 1/3 მაღაროებთან, რადგან ისინი პირდაპირ გარეთ გადიან. ჩატარებული აზომვების მიხედვით ივარაუდება, რომ ზედაპირამდე 4 მ. სიმაღლის შევსება უნდა იყოს დარჩენილი.

გამონამუშევარი 1/2 და მისი ჩრდილოეთ მხარის გაგრძელება

მაღარო N1 ტერიტორიაზე ძირითადად მადნის მოპოვება ხდებოდა მაღარო 1/1-სა და 1/3 შორის მდებარე მაღარო 1/2-ში. იგი ასევე დაზიანდა თანამედროვე შტოლნის გაყვანის დროს. სწორედ, ამ მაღაროში დადასტურდა პირველივე სადაზვერვო სამუშაოების დროს მტკვარ - არაქსული კერამიკა და ნახშირის ნაშთები. (სურ.24, გვ.74; სურ.25, გვ.73). დღესაც შეინიშნება გამონამუშევრის სამხრეთ კედელთან ძარღვის ღია მონაკვეთი, რომელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ ეცემა. გაწმენდის შემდგომ შესაძლებელი გახდა, ამ გამონამუშევრის სამხრეთის მხარის მთელი ტერიტორიის დანახვა. განსაკუთრებით კარგად შტოლნის სამხრეთი კედელი იკითხება. გამონამუშევარი ვიწრო, გრძელი ოვალის მოყვანილობისაა, რომელიც შევსებულია კულტურული ფენით (სურ.23, გვ.73; სურ.24, გვ.74). კულტურულ ფენაში კარგად ჩანს გამოყენებული უროების შემცველი და ნახშირის ფენები. ამ გამონამუშევრის იატაკზე აღმოჩენილი იქნა მტკვარ-არაქსული პერიოდის თიხის ორი ნატეხი და ობსიდიანის ანატკეცი (სურ.25, იხ.გვ.73). ჩრდილოეთისაკენ შემორჩენილი იყო მიწისქვეშა გამონამუშევრების გაგრძელება, სადაც ჯერ კიდევ ჩანდა გამონამუშევრის ჭერის ნაწილები და გვერდითი კედელი, რომლებიც გადაურჩა ასაფეთქებელ სამუშაოებს. მხოლოდ შტრეკის გზაჯვარედინზე დაგროვილი ნაგვის აღების შემდეგ გამოჩნდა გამონამუშევრის ძირის სხვა, შემორჩენილი ნაწილებიც, რითაც შეიძლება აღდგენილი იქნას მიწისქვეშა გამონამუშევრის სრული სურათი (სურ.26, გვ.77; სურ.27, იხ.გვ.78). აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილია ცეცხლის გამოყენების კვალი. კედლის ძირში თავმოყრილი იყო გამოყენებული უროების გროვები. ჩრდილოეთისაკენ კედლის ძირში ასევე შემორჩენილია მცირე ზომის ღრმულები, რომელიც ჩვენი ვარაუდით გასანათებელი ჭრაქებისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი (სურ.26, იხ. გვ.77).

 

სამუშაოებმა ნათელი გახადა, რომ მადნის მოპოვება როგორც გამადნების სამხრეთით, ასევე ჩრდილოეთის მიმართულებით ერთნაირად ხდებოდა. მაღარო 1/2 ჩრდილოეთის მხარეს უფრო ღრმად ვრცელდება დამრეცი, ვიწრო გვირაბის სახით. მის ჩრდილოეთის გაგრძელებას უფრო ღრმად დასავლეთის მხარეს განშტოება აქვს, რომელშიც უროებისაგან კედელია ამოშენებული (სურ.28, გვ.79; სურ.29, გვ.79). იქვე, ცეცხლით გამურულ კედელზე, დაფიქსირდა ქვის უროს დანარტყამი კვალი, რაც ჩვენი აზრით ძალიან მყარი არგუმენტია იმისა, რომ სამთო საქმეში ცეცხლით ხდებოდა მადნიანი ადგილის გახურება და შემდგომ მისი მონგრევა (სურ.30, გვ.80). გამონამუშევარში საინტერესოდ იკითხებოდა ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებული ნაყარი ფენები. ფხვიერ, მონატეხ ქვებიან ფენებთან ერთად გვაქვს უხეში შევსებაც, რომელშიც ხის ნახშირია დაფიქსირებული. ეს კი უშუალოდ იმაზე მიუთითებს, რომ გასანათებელ საშუალებად ცეცხლი უნდა ყოფილიყო გამოყენებული. გამონამუშევარში თიხის ნატეხებთან და ღარიანი სატარის მქონე უროებთან ერთად, აღსანიშნავია ძვლის იარაღებიც, რომლებიც საქონლის ნეკნისა და ირმის რქისაგან არის დამზადებული (სურ.31-32, გვ.81). მათ პირზე კარგად ეტყობათ გამოყენების კვალი. არქეომეტალურგიული კვლევების შედეგად დადაგინდა, რომ გამონამუშევრის შევსება დიდი რაოდენობით ოქროს მადანს შეიცავს. მაღარო 1/3 მიწისქვეშა უძველეს მაღაროებს შორის უკიდურეს დასავლეთით დაფიქსირდა მაღარო 1/3 (სურ.22, გვ.95; სურ.23 გვ.73). იგი გადაჭრილი იყო თანამედროვე, აღმოსავლეთისაკენ გაგრძელებული, შემაერთებელი შტრეკით. ამასთანავე აშკარაა, რომ გეოლოგიური სამუშაოების დროს ჩაჭრილია სამხრეთის მხრიდან მომავალი მაღაროს ჯიბის ჩრდილოეთის დაბოლოება. მაღარო 1/3 გამაგრებული აღმოჩნდა თანამედროვე ტექნოლოგიებით. მათი მოხსნის შემდგომ კარგად გამოჩნდა მაღაროს ჭერი და სამხრეთის მხარეს კულტურული ფენით ამოვსებული უძველესი გვირაბი. ამიტომ, გამონამუშევრის ნიშაში შესვლა 6 მ-მდე გახდა შესაძლებელი. ჩატარებული სამუშაოების დროს გაიხსნა მიწისქვეშა გამონამუშევრის ნაწილი, რომელიც თანამედროვე შტრეკისაკენ არის მიმართული. გამონამუშევარის ჭერიცა და იატაკიც საფეხურებად ეშვება სამხრეთის მხრიდან. მაღაროს ძირზე სამთო ნარჩენების მასიურმა დაგროვებამ აჩვენა, რომ სამუშაოები გამონამუშევრის გაფართოვებამდე თავდაპირველად მის ფსკერზე ჩაუტარებიათ. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ თანამედროვე შტრეკის ჩრდილოეთით მიკვლეული იქნა მაღაროს დაბოლოება. გამონამუშევრის დაბოლოების ზედა ნაწილში 1,6 მ. სიმაღლეზე, შემორჩენილი იყო ცეცხლისა და უროს გამოყენების კვალი. მას ქვედა მხრიდან ემიჯნებოდა ჯერ კიდევ გაუხსნელი მადნის ძარღვი, რომელიც 10-20 სმ სიგანეზე მოპოვებისთვის აღარ იყო ხელსაყრელი. აღებულმა სინჯებმა ოქროს მაღალი შემცველობა აჩვენა, რითაც შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ მოპოვებული ოქროს რაოდენობაზე. 2 მ. სიგრძის ძირზე დაგროვილი იყო სხვადსხვაგვარი ფენები. ჩრდილოეთის მიმართულებით დახრილი ციცაბო ნაყარი არ იძლეოდა საშუალებას მთელ სიგრძეზე დაგვეფიქსირებინა ფენების კომპლექსი. ამ ფართობზე გამოიყო და გაითხარა დაახლოებით რვა ფენა, მაშინ როცა სამხრეთის მიმართულებით გავლებულ პროფილზე 12 ფენა დაფიქსირდა. შტრეკის სამხრეთით დაახლოებით 2 მ. სიგრძეზე გაიწმინდა ფენა, რომელსაც აღმოსავლეთის მხარეს კარგად დამუშავებული ჯიბე ჰქონდა გაკეთებული. ჯიბეში თავმოყრილი აღმოჩნდა ქვის უროებისა და სამთო იარაღების დიდი რაოდენობა. მათ შორის ძვლის იარაღიც, რომელსაც სავარაუდოდ როგორც „საფხეკს” ისე იყენებდნენ (სურ.30, გვ.80; სურ.32, გვ.81). ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს გამოყენების კვალი. საინტერესოა ასევე კომპლექსი, რომელიც გამონამუშევრის ჯიბის ძირზე აღმოჩნდა. ეს იარაღების გროვა შედგებოდა ერთი დიდი, განსაკუთრებით ლამაზად გამოყვანილი და ორი, უფრო მცირე ზომის, ქვის უროსაგან (სურ. 33, გვ. 82). იარაღები, როგორც ჩანს, ამ ადგილზე განზრახ არის დაწყობილი. ასეთივე მსგავსი გროვა იქნა ნაპოვნი მიწისქვეშა გამონამუშევარ N2-ის ნიშაში. სამუშაოებით დადგინდა, რომ 1/2 და 1/3 მაღაროები მართლაც წარმოადგენენ ზედაპირზე ერთადერთ გასასვლელს. საბოლოოდ 1/3 მიწისქვეშა გამონამუშევრისა და მიწისზედა გამონამუშევრის A გვირაბების გაერთიანებამ ცხადი გახადა ოქროს უძველესი გამონამშევრების ერთიანი სისტემის არსებობა.

მაღარო 2

N1 მაღაროს გვერდით, თანამედროვე ძირითადი შტოლნის მეორე, ჩრდილოეთ, განშტოებაში, გამოჩნდა კიდევ ერთი პრეისტორიული მაღარო N2, რომელიც აზომვითი სამუშაოების მიხედვით 10 მ-მდე გრძელდება. მისი გაწმენდის შემდეგ შესაძლებელი გახდა ჩრდილო-სამხრეთისაკენ ორიენტირებული გამონამუშევრის ფრაგმენტის გამოვლენა (სურ.34, გვ.82). მაღარო N2, პირველისაგან განსხვავებით ჩრდილოეთიდან იყო ათვისებული. ეს გამონამუშევარი სავარაუდოდ მიწის ზედა გამონამუშევრებს B1-2, უფრო სწორად კი გასასვლელ B2 - ეს უნდა უკავშირდებოდეს. დღეს ამ ფართობთან მისვლა მხოლოდ მიწის ქვეშა გვირაბიდან არის შესაძლებელი. თვითონ შესასვლელი კი ზემოდან ფლეთილი ქვებით, ლოდებით, არის დახშული. აქვე აღმოჩნდა ძირითადად დამწვარი ქვებისა და წვრილად დამტვრეული ღორღის შევსებაც. დამსხვრეული და ფრაგმენტირებული სამტვრევი იარაღების დიდი რაოდენობა გვავარაუდებინებს, რომ აქ საქმე ეხება ცეცხლის გამოყენებით მორყეული ქანების პირველად დამუშავებას. სამხრეთით შეუძლებელი გახდა ძირისა და გამონამუშევრის დაბოლოებამდე მიღწევა, რადგან ძირიც და შევსებაც აშკარად სამხრეთისაკენ იყო ჩაშლილი. ზედა გამონამუშევრის ხილული დაბოლოება, ასევე სამხრეთისაკენ იხრება და მიმართულია ახლად გაყვანილი შტრეკისაკენ. ჩრდილოეთით აღმოჩნდა ოდნავ ზევით მიმართული ნიშა, რომელიც იატაკთან შევსებული იყო დაქუცმაცებული მასალით. ამ მასალაში აღმოჩნდა ოთხი ღარიანი სამტვრევი ურო. სამი მათგანი საკმაოდ დიდია, თანაც ზედმიწევნით ორიგინალური და ლამაზი ფორმისაა. სამტვრევი იარაღები უხმარია, რომლებსაც მხოლოდ დარტყმის მცირე კვალი ეტყობათ. თუკი შევეცდებით ამ იარაღების შენახვის მიზეზების დადგენას, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ამ ადგილას დაუგროვებიათ უხმარი უროები სამუშაო ტარების გარეშე, რომლებიც ნიშაში იყო დაწყობილი და ამასთან რაიმე დეტალური მინიშნება იმაზე, რომ აქ საქმე გვაქვს სამთო საქმის კულტთან, რასაც სხვა ადგილებიდან ვიცნობთ2, ჯერ არ შეგვხვედრია

ქვედა ჰორიზონტი

გეოლოგების, მალხაზ ნაცვლიშვილისა და ტარიელ ყველაშვილის ზეპირი გადმოცემის მიხედვით, მაღაროელებს თავის დროზე სულ ქვედა დონის შტოლნის (N47) ძირზე, შეხვედრიათ ასევე “ძველი” გამონამუშევარი. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, მიწისქვეშა მაღაროების სიღრმე შესაძლოა რამდენიმე მეტრით მეტი ყოფილიყო _ ვიდრე მანამდე ივარაუდებოდა. დღეისათვის ყველაზე ღრმა ადგილი მაღარო 1/2-ში მდებარეობს, ზედაპირიდან 22-24 მეტრის სიღრმეზე. ქვედა ჰორიზონტი კი კიდევ უფრო ღრმად, 28 მ-ის სხვაობით არის გაყვანილი (სურ.35, იხ.გვ.96). ამ ადგილზე აღსანიშნავია ძველ დროში ათვისებული საბადო, რომელიც ჩვენ რამოდენიმე ცდის შემდეგ აღმოვაჩინეთ დასავლეთ-ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების გვერდით მესამე ქვერშლაგში და ირიბი გვირაბის გასასველის ზედა ბოლოში, მაღარო 1/2-ის ქვეშ, სადაც კარგად ჩანდა თვით მადნის ძარღვიც კი. ღია ბზარში გამომუშავების აშკარა კვალი არ დაფიქსირდა, მაგრამ დასაშვებია, რომ ეს გვირაბი 1/2-ის გამონამუშევართან იყოს დაკავშირებული. კითხვაზე - არის თუ არა ეს ის მადნის ბზარები, რომელთა ამოღებაც ზემოდან ხდებოდა, მართლაც მიაღწიეს თუ არა მტკვარ-არაქსელმა მთამადნელებმა გამონამუშევრის ქვედა ძირს? პასუხის გაცემა ჭირს. სიმაღლის პირველადი გაანგარიშებით ნათელი გახდა, რომ ორივე ამოღებული საბადო ძალიან მცირე სიმაღლის სხვაობითაა ერთმანეთზეა განლაგებული. ასე რომ, მადნის ეს ძარღვი შეიძლებოდა გვირაბის ყველაზე ქვედა განშტოებაშიც ყოფილიყო.

სურ.24. კულტურული ფენების განლაგება 1/2 გვირაბში (პ.ტომასი).

ზოგიერთი შენიშვნა სამთამადნო იარაღებთან დაკავშირებით

მიწისქვეშა გამონამუშევრებში ჩატარებულმა გათხრებმა დაგვიდასტურა ვარაუდი მაღაროებში თავისებური იარაღების გამოყენების შესახებ. ჩვენამდე მოაღწია უამრავმა ქვის ურომ, რომლებიც როგორც მიწისქვეშა გვირაბებში, ისე მიწის ზედაპირზე იქნა აღმოჩენილი (სურ.8, გვ.92). ინვენტარის სიმრავლე მეტყველებს იმაზე, რომ საქმე საკმაოდ მაგარი ქანების დამუშავებას ეხებოდა, რომლის დროსაც ბევრი სამუშაო იარაღი უბრალოდ იმტვრეოდა. რთული სამთო სამუშაოების შესასრულებლად სხვადასხვა ტი პის სამტვრევი უროები გამოიყენებოდა (სურ.37, გვ.84). სწორი უროები - ირიბი, ან მაღალწიბოიანი ტარის დასამაგრებელით (ტიპი 1ა/ბ), ცილინდრის ფორმისებური (ტიპი 2ა/ბ) და მძიმე უროები (ტიპი 4ა/ბ) - ეს უკანასკნელი ინსტრუმენტებიც ალბათ მაღალწიბოიანი ტარებით ხასიათდებოდნენ - საკმაოდ შევიწროებულ ნაპრალებში, ძალზე შეზღუდულ სამუშაო სივრცეში, ეფექტურად მოიხმარებოდა (სურ.37, იხ.გვ.84). ასევე ხშირია იარაღები წერაქვისებური დაბოლოებებით, რომლებიც როგორც წესი ცილინდრის ფორმისებურ უროებთან კომბინაციაში გვხვდება. ამ იარაღების გამოყენება კარგად ჩანს მიწისქვეშა გვირაბების კედლებზე. ნიჟარისებურად ამომტვრეული კედლები ქვის უროების დარტყმის კვალს ატარებენ (სურ.26, გვ.77). ასეთივე ზემოქმედების დასტურია მოგრძო, ჩაჩხვლეტილი ჭდეები, რომელსაც მაღალწიბოიანი ტარის მქონე, თოხის ფორმისებური ქვის უროები და აგრეთვე წვეტიანი იარაღები ტოვებენ. ამრიგად, კარგად დასტურდება, სამტვრევი და სოლისებური წვეტიანი იარაღებით გვირაბებში მუშაობა. რაც შეეხება ამ მიზნით ცეცხლის გამოყენებას, ის ჯერ კიდევ ერთ-ერთ შესაძლო თეორიად რჩება. მიწისქვეშა გვირაბების ზოგიერთ კედელზე და კლდის ქანზე აშკარად შეინიშნება მომრგვალებული ზედაპირი, როგორც ის ცეცხლის გამოყენების დროს იცის (სურ.26, გვ.77), მაგრამ ასეთი ადგილები ბევრი არ არის და შესაძლებელია, რომ ისედაც ვიწრო გვირაბებში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცეცხლი არცთუ ისე დიდ როლს თამაშობდა. სწორედ, ამის შედეგია ბევრი ქვის იარაღის არსებობა. ცეცხლის კვალთან და ურო/სატეხებთან ერთად აღმოჩნდა, ასევე ძვლის სოლები (სურ.32, გვ.81). თუმცა ჯერ-ჯერობით ძნელია იმის გარკვევა, თუ როგორ გამოიყენებოდნენ ისინი მაღაროებში. ბოლოს უნდა შევეხოთ მადნის გამდიდრების საკითხს: მაღაროებში არსებობს ადგილები, სადაც მადნის უხეშად დანაწევრება უნდა მომხდარიყო. ამას ადასტურებს დიდი ზომის სანაყებისა და ამასთან ერთად დამტვრეული ამბოსის ქვების აღმოჩენა. ასევე აღსანიშნავია ჯამის ფორმისებური ჩაღრმავება კლდის შვერილზე, გამონამუშევარ 1/2_ის ჩრდილო-აღმოსავლეთის კედელში, დაახლოებით მიწის ქვეშ 5 მ. სიღრმეზე. სავარაუდოა, რომ ამ ადგილზე მადანს აცალკევებდნენ ფუჭი ქანისაგან. როგორც ჩანს, უშუალოდ მიწის ზედაპირზე ხდებოდა მადნის უფრო წმინდად დანაწევრების პროცესი. ამას გვაფიქრებინებს, ერთის მხრივ ამბოსის ქვების დიდი როდენობა, რომელიც უპირველეს ყოვლისა წინამდებარე მოედანთან ახლოს შესასვლელ NA-სთან იქნა აღმოჩენილი. მეორეს მხრივ კი, გასამდიდრებელი პატარა ჩაღრმავებები, რომლებიც გამონამუშევრების კიდეებზე იქნა მიკვლეული (სურ.12, გვ.63), ანუ იქ, სადაც ინტენსიური გამამდიდრებელი სამუშაოები ტარდებოდა. ამას უნდა დავუმატოთ ეროზიულ გამოსავლებთან, მიწისქვეშა გამონამუშევრების ზედა შემავსებელ ფენებში ნაპოვნი (შესასვლელი A) მრავალფეროვანი ქვის იარაღები, რომლებიც მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ უკვე სხვა ფუნქციით არის სამთო საქმიანობაში გამოყენებული (სურ.29, გვ.79; სურ.34, გვ.82). იმ ადგილზე, სადაც სავარუდოდ მთამადნელთა ქოხი იგულისხმება, აღმოჩნდა ქვის ხელსაფქვავის რამდენიმე ქვედა დიდი ფილა. მადნის საბოლოო გასამდიდრებელი სამუშაოები თვით საყდრისის მაღაროების ტერიტორიაზე დიდი მასშტაბით არ უნდა განხორციელებულიყო. ჯერ-ჯერობით ნაპოვნია მხოლოდ რამდენიმე, ხელისგულისოდენა სასრესი ქვა, ხოლო მათი შესატყვისი ქვედა ქვები აღმოჩენილი არ არის. ბალიჭი-ძეძვების ნამოსახლარზე აღმოჩენილი საფქვავი და მადნის გამდიდრებისათვის საჭირო სხვა იარაღები კი ამ კუთხით ბევრის მთქმელია. რაც შეეხება მადნის საბოლოო გამდიდრებას და ოქროს გარეცხვას, ჩვენი ვარაუდით, ამ საქმიანობისათვის შესაფერისი უნდა ყოფილიყო ბალიჭი-ძეძვების ნამოსახლარი, რომელიც მდინარეების მაშავერას და უკანგორულას შორის მდებარეობს.


ერთ-ერთი უპირველესი, აქამდე გადაუჭრელ პრობლემათაგანია, თუ სად წავიდა საყდრის ოქრო. წინასწარ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საყდრისში საკმაოდ დიდი რაოდენობის ოქროს მოპოვებას უნდა ჰქონოდა ადგილი. სწორედ ამ პროცესებთან დაკავშირებული წერილობითი წყაროები და საზოგადოების ყოფაში დამკვიდრებული, ჩვევები, რომელიც ამ დინამიურ პროცესს მოუძებნიდა ახსნას და მეტ-ნაკლებად გასაგებს გახდიდა, ფაქტიურად არ გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე, საყდრისის ოქროს გეოქიმიური იდენტიფიკაცია არც ისე ადვილი საქმე უნდა იყოს. პირველ რიგში ის ფაქტია საყურადღებო, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეულ და განვითარებულ ფაზაში სამხრეთ კავკასიაში თითქმის არც ერთი ოქროს ნივთი არაა აღმოჩენილი. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს, როგორც ეს საყოველთაოდ ცნობილია, მის სამხრეთით შესწავლილი არსლანთეფეს სამეფო სამარხი (Frangipane 2004; Frangipane at al. 2004), რომელიც საყდრისის თანადროულია და რომლის სამარხეული კომპლექსი კავკასიის არქეოლოგიურ კულტურებთან მჭიდრო კავშირ-ურთიერთობებს ასახავს.


სურ.26. მაღარო N1; გვირაბი 1/2 ჩრდილოეთის გაგრძელება. აღმოსავლთის კედელზე კარგად ჩანს ცეცხლის კვალი და ქვის იარაღები (ფოტო პ.ტომასი).


სურ.27. მაღარო N1; გვირაბი 1/2-ის ჩრდილოეთის გაგრძელება. ზედხედი (ფოტო პ.ტომასი).


სურ.28. მაღარო N1; გვირაბი 1/2-ის ჩრდილოეთის გაგრძელებაში აღმოჩენილი დასავლეთის განშტოების შესასვლელი (ფოტო პ.ტომასი).


სურ.29. მაღარო N1; გვირაბი 1/2-ის ჩრდილოეთის გაგრძელება ქვის უროების კედელი დასავლეთის გვირაბში (ფოტო პ.ტომასი).


სურ.30. მაღარო N1; გვირაბი 1/2-ის. ჩრდილოეთის გაგრძელება ჩრდილოეთის კედელზე შემორჩენილი ცეცხლის კვალი და ქვის უროს დანარტყამი ადგილი (ფოტო ტ.შტოლნერი).


სურ.31. მაღარო N1; გვირაბი 1/2-ის ჩრდილოეთის გაგრძელება. აღმოსავლეთის პროფილში აღმოჩენილი ირმის რქის იარაღი (ფოტო პ.ტომასი).


სურ.32. საყდრისის მიწისქვეშა N1 მაღაროში აღმოჩენილი ძვლის სამთო იარაღები (ტ.რაბზილბერი).

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ (+)

სურ.33. მაღარო 1/3 –ის ჯიბე, სადაც ქვის დიდი უროების საწყობი იქნა აღმოჩენილი (ფოტო. პ.ტომასი).

სურ.34. მაღარო N2. აქ გვირაბები ერთმანეთის თავზეა განლაგებული. ქვედა გვირაბში აღმოჩნდა უხმარი დიდი უროების საწყობი (ფოტო ტ.შტოლნერი).


სურ.36. საყდრისში აღმოჩენილი ქვის უროების კლასიფიკაცია. (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ (+))


სურ.37. საყდრისის ოქროს მადნის გადასამუშავებელი ქვის იარაღების კლასიფიკაცია.

სურ.38. საყდრისის საფხვნელი და გასამდიდრებელი ქვის იარაღების კლასიფიკაცია.

დასკვნა

ამრიგად, როგორც ბოლო დროს ჩატარებულმა სამთო-არქეოლოგიურმა და საბუნებისმეტყველო კვლევებმა აჩვენა, საქართველოში, კერძოდ ბოლნისის რაიონში, ადგილ საყდრისში, დადასტურდა ოქროს წარმოების უძველესი კერა მთელს ევრაზიაში, რომელიც მოძიებული მასალების მიხედვითა და ინტერდისცი პლინარული კვლევების შედეგად ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით თარიღდება. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ აღმოჩენილია უძველესი ოქროს მოპოვებისათვის განკუთვნილი ყველა ის იარაღი, რომელიც განვითარებულ პრეისტორიულ ეტაპზე სამთო საქმიანობაში გამოიყენებოდა. საყდრისს, როგორც მიწისქვეშა გამონამუშევარს, გააჩნია ყველა კომპონენტი, რომელიც მას ძვ.წ. IV-III ათასწლეულების წინა აზიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის მსგავს ძეგლებთან აკავშირებს. საყდრისში მოპოვებული მტკვარ-არაქსის კულტურის ტიპიური კერამიკა და 14C-ის თარიღები ეჭვგარეშე აყენებენ მის ასეთ ადრეულ ასაკს. გამომდინარე აქედან, საყდრისი ერთ-ერთი უძველესი ოქროს მაღაროა მსოფლიოში. საყდრისის გამონამუშევრები თითქმის ნახევარი ათასწლეულით უსწრებს წინ ეგვიპტის აღმოსავლეთ უდაბნოდან ცნობილ უძველეს ოქროს მაღაროებს3. იგი უძველესი ძეგლია, სადაც პრესტიჟული ლითონის – ოქროს - სამთო წესით მოპოვების დეტალების შესწავლაა შესაძლებელი. როგორც ცნობილია, სპილენძისა და ბრინჯაოს ხანის ადრეული პერიოდებისათვის ოქროს მიღება მხოლოდ რეცხვის გზით ხდებოდა, ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძვ.წ. IV ასთასწლეულის ბოლოსა და III ათასწლეულის დასაწყისში, სახეზეა მაღაროებში ოქროს სამთო წესით მოპოვება. საყდრისის მაღაროებთან ახლოს, სოფელ ბალიჭთან, ადგილ “ძეძვებში” აღმოჩენდა ნამომოსახლარი, მთამადნელთა მნიშვნელოვანი დასახლება. ტერიტორია უჩვეულოდ დიდია, მას 62 ჰა ფართობი უჭირავს. მაღაროსა და ნამოსახლარის კავშირი მადნის მოპოვება_გადამუშავების პროცესთან აშკარაა. ასევე ცხადია, რომ მადნის გამდიდრების პირველი და მეორე ეტაპი მაღაროს შესასვლელებთან უნდა განხორციელებულიყო, ხოლიო Aმისი შემდგომი დამუშავება და მისგან ლითონის მიღება უკვე დასახლების ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო. ამის დასტურია ბალიჭი-ძეძვების არქეოლოგოური გათხრები. ბალიჭ-ძეძვების ნამოსახლარის როლი პროდუქციის შექმნის პროცესში შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანიც აღმოჩნდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი მადანით და ბრინჯაოს ხანის მაღაროებით მდიდარ მახარეში მდებარეობს, სადაც მსგავსი დანიშნულების მაღაროთაგან საყდრისის მაღარო ერთადერთი არ უნდა ყოფილიყო.

---------------------------------------------------------------------------------------

1.ალბათ იგულისხმება აბანოსხევის ხეობასა და კვირაცხოველზე სპილენძის გამადნებები, სადაც 2007 წელს სხვადასხვა პერიოდის მაღაროებთან ერთად, ასევე პრეისტორიული ხანის სპილენძის მადნის გამონამუშევრები დადასტურდა.

2.პრეისტორიული ეპოქებისათვის დამახასიათებელი საუკეთესო კომპლექსები ჯერ -ჯერობით გვაქვს ადგილ რუნდა გლავადან: Jovanovi é 1976; Jovanovi é 1982. აიბუნარში დაგროვილი განძები და დაკრძალვის წესები მეორადი, სარიტუალო გამოყენების შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევიან - Черных 1978. 203-217; Černych 1982. 5-15.

3.ეგვიპტის ოთხ რეგიონში ოქროს საბადოების სამთო მოხმარება ივარაუდება ძვ.წ. აღ. III ათასწლეულის II ნახევრიდან. II ათასწლეულში კი ამას უკვე ეპიგრაფიკული ძეგლებიც ადასტურებენ.

ილუსტრაციები

ABBILDUNGEN

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე (+)

1. 

სურ.1. – უძველესი სამთო ძეგლების რუკა სამხრეთ კავკასიაში.

Add.1. - Karte der ältesten Bergbaufundorte im Südkaukasus.

Рис.1. Карта древнейших горнорудных памятников Южного Кавказа.

2

სურ.2. - საქართველოში უძველესი სამთო ძეგლების რადიოკარბონული თარიღები.

Abb.2. 14C-Datierungen prähistorischer Grubenbaue aus Georgien, nach Inanischwili et al. 2001 und unpublizierten Daten aus Sakdrissi.

Рис.2. Радиокарбонные даты древнейших горнорудных памятников Грузии (Г.Инанишвили и др. 2001) см. табл.1.

3

სურ.3. - ხის გობი და ქვის სალტიანი უროები რაჭის უძველესი სამთამადნო გამონამუშევრებიდან (გ.ინანიშვილის მიხედვით 2001).

Abb.3. - Funde von Rillenschlegeln und eines Fördertroges aus der ältesten Erzlagerstätte in Ratscha.

Рис.3. Деревянное корыто и каменные молоты с обручами из древнейших горных выработок (Г. Инанишили и др. 2001).

4

სურ.4. - 2007 წლის დაზვერვების შედეგად დადასტურებული ძეგლები მაშავერას ხეობაში.

Abb.4. - Das Maschwera-Tal mit verschiedenen Fundplätzen nach dem Survey 2007 (prähistorischer Bergbau; Altbergbau anderer Zeitstellung; Siedlungen der Früh- und Spätbronze- und Früheisenzeit; Gräberfelder der Früh- und Spätbronze- und Früheisenzeit); Vorlage: DBM, A.Hornschuch.

Рис.4. Памятники из ущелья р. Машавера обнаруженные разведкой 2007 года. (обработано Г. Штепенсоном).

5.

სურ.5. - საყდრისის ტოპორუკა GPS კოორდინატებით.

Abb.5. - Topographische karte von Sakdrissi mit GPS Koordinaten.

Рис.5. Топографическая карта Сакдриси с GPS координатами.

6

სურ.6. - საყდრისის "ყაჩაღიანის” აეროფოტო. ადრებრინჯაოს ხანის ოქროს გამონამუშევრები და გეოლოგიური საძიებო სამუშაოების დროს გაყვანილი თანამედროვე გზები (ფოტო ირ.ღამბაშიძე).

Abb.6. - Der Kachagiani Hügel von Sakdrissi mit den Pingenzügen des frühbronzezeitlichen Goldbergwerkes und den modernen Wegen des sowjetzeitlichen Explorationsbergbaues; Foto: GNM, Irina Gambaschidze.

Рис.6. Аэрофотоснимок Сакдрисской т.н. «Качагианской» горы. Сходы выработок рудников золота раннебронзового века и дороги, проведенные во время геологических поисковых работ советского периода.(Фото Ир.Гамбашидзе).

7.

სურ.7. - საყდრისი. უძველესი გამონამუშევრების საერთო გეგმა (ა.ჰორნშუ, გ.შტეფენსი)

Abb.7. - Übersichtsplan zu den montanarchäologischen Befunden des Goldbergwerkes von Sakdrissi; Planvorlage: G.Steffens/A.Hornschuch.

Рис.7. Общий план древнейшей выработки Сакдриси.

8

სურ.8. - საყდრისის ოქროს გამონამუშევრების ზედაპირზე 2005 და 2008 წწ. დადასტურებული ქვის იარაღების სიტუაციური გეგმა. (ა.ჰორნშუ, გ.შტეფენსი).

Abb.8. - Teilausschnitt des Obertagebefundes des Goldbergwerkes von Sakdrissi mit eingetragenen Steingeräten und den Grabungsflächen der Grabung 2005 und 2008; Planvorlage: G.Steffens.

Рис.8. Ситуационный план нахождения каменных орудий, обнаруженных на поверхности выработок золота Сакдриси 2005 и 2008 гг.

9

სურ.9. - საყდრისი უძველესი ოქროს მაღაროების A და B შესასვლელების წინამდებარე მოედნები (ჯ.გარნერი, გ.შტეფენსი, ტ.შტოლნერი).

Abb.9. - Senkrechtaufnahme des Vorplatzes vor Grube A und B des Goldbergwerkes von Sakdrissi nach Abgraben der Haldenschuttschichten; Vorlage/Umsetzung: A.Hornschuch/G.Steffens.

Рис.9. Площадки у входа А и В древнейших золотых рудников Сакдриси.

10

სურ.10. - საყდრისი. გამონამუშევარი A, წინაპლანზე მაღარო A1 შესასვლელი. მარჯვნივ ზევით – მაღარო A3 შესასვლელი. ზედაპირზე წყლის რეზერვუარი (ფოტო ტ.შტოლნერი)

Abb.10. - Sakdrissi, Grube A, in Vordergrund Pinge A1.

Рис.10. Сакдриси. Выработка А. На переднем плане вход в шахту А1.

11

სურ.11. - საყდრისი. გამონამუშევარი B. 2008 წლის გათხრების დროს გამოვლენილი შესასვლელები (ფოტო ტ.რაბზილბერი).

Abb.11. - Sakdrissi, Grube B. Die Pingen nach dem Ausgrabungen 2008.

Рис.11. Сакдриси. Выработка В. Выявленные входы после раскопок 2008 года.

12.

სურ.12. - მადნის გასამდიდრებელი ქვის ამბოსები და კლდეზე გაკეთებული ფოსოები (ფოტო ტ.რაბზილბერი).

Abb.12. - Aufbereitungsgeräte (Scheidsteine mit Pochmulden) und Pochmulden auf Felsabsätzen randlich der Gruben A und B; Vorlage: Th.Rabsilber.

Рис.12. Каменные амбосы (подставки) для измельчения руды и выемки, выдолбленные в скале.

13

სურ.13. - ობსიდიანის ისრის პირი. აღმოჩენილია საყდრისის AB მოედანზე (ფოტო ტ.რაბზილბერი)

Abb.13. - Pfeilspitze aus Obsidian, freigelegt auf dem Grube AB.

Рис.13. Обсидиановый наконечник стрелы найденный на АВ площади Сакдриси.

14

სურ.14. - საყდრისი. გამონამუშევარი A. წყლის რეზერვუარი. (ტ.რაბზილბერი).

Abb.14. - Sakdrissi. Grube A. Wasserzisterne.

Рис.14. Сакдриси. Выработка А. Водный резервуар.

15

სურ.15. - გამონამუშევარი A3 შესასვლელი. კულტურული ფენების განლაგება მაღაროში. ქვედა ფენა მტკვარ-არაქსის პერიოდი. ზედა გვიან ანტიკური (ფოტო. ჯ.გარნერი)

Abb.15. - Pinge A3. Verteilung der Kulturschichten in Bergwerk. Untere Schicht – Kura-Araxes Kulturzeit Obere Schicht – Spätantikezeit.

Рис.15. Вход в выработку А3. Расположение в шахте культурных слоев. Нижний слой Кура-Аракского периода. Верхний - позднеантичный.

16

სურ.16. - თიხის ჭრაქი. აღმოჩენილი გამონამუშევარ A3 –ში, ზედა ფენაში (ტ.რაბზილბერი).

Abb.16. - Tonlampe aus der Pinge A3, in oberer Schicht.

Рис.16. Глиняная лампада обнаруженная в верхнем слое выработки А3.

17

სურ.17. - გამონამუშევარი A. ჩრდილო-დასავლეთი პროფილი. პროფილში კარგად ჩანს ქვის უროები და ჩაქცევის კვალი.

Abb.17. - Grube A. Nordwestprofil. Im Profil siet man gut Steinhämmer und Absturzspurren.

Рис.17. Выработка А. Северо-западный профиль. Видны каменные молоты и следы обрушения.

18

სურ.18. - გამონამუშევარ AA-ს Aჩრდილო-დასავლეთი პროფილის გაწმენდის პროცესი. აღმოჩნდა მადნის გადასამუშავებელი ქვის იარაღები, მტკვარ-არაქსის პერიოდის კერამიკა და ცილინდრული სადგრის ფრაგმენტები.

Abb.18. - Grube A. Steinwerkzeuge zur Erzverarbeitung mit Kura-Araxes Keramiksherben und mit einem Fragment des Zylinderförmige Herdsteles nach der Freilegung des Westprofils.

Рис.18. Выработка А. Выявленные, после зачистки северо-западного профиля, каменные орудия для переработки руды, фрагменты керамической посуды и цилиндрическая подставка Кура-Аракского периода.

19.

სურ.19. გამონამუშევრი A ჩრდილო-დასავლეთ პროფილში აღმოჩენილი თიხის ცილინდრული სადგრის ფრაგმენტი.

Abb.19. - Grube A. Fragment eines zylinderförmigen Tonherdstelles.

Рис.19. Выработка А. Выявленный в северо-западном профиле фрагменты глиняной цилиндрической подставки.

20

სურ.20. საყდრისის მიწისქვეშა მაღაროების საერთო გეგმა და ჭრილები (გ.შტეფენსი).

Abb.20. - Sakdrissi, Kachagiani-Hügel, Explorationsbergbau, Horizont 1, Grundriß der bronzezeitlichen Grube mit den drei Abbautaschen bzw. dem Nordvortrieb der Grube 1/2, Stand der Grabungen 2007; Vorlage: DBM, G. Steffens.

Рис.20. План и разрезы подземных шахт Сакдриси.

21

სურ.21. საყდრისის N1 მაღაროს 3D მოდელი. 1/1, 1/2 და 1/3 გვირაბებით (გ.შტეფენსი).

Abb.21. - Sakdrissi, Explorationsbergbau, Horizont 1, 3D-Visualisierung der drei Grubenbaue von Grube 1; Vorlage: G.Steffens.

Рис.21. Объемная модель Сакдрисского рудника №1 с выработками 1/1,1/2 и 1/3 в «3D» проекции.

22

სურ.22. მაღარო N1, სამხრეთის მხარის დაზიანებული გვირაბები (პ.ტომასი, ტ.შტოლნერი).

Abb.22. - Sakdrissi, Explorationsbergbau, Grube 1, die drei Gruben, die durch den Explorattionsbergbau angeschnitten wurden; Foto Th.Stöllner.

Рис.22. Рудник №1. Поврежденный профиль южной стороны.

23

სურ.23. მაღარო N1; გვირაბი N1/2. კულტურული ფენები (ფოტო პ.ტომასი)

Abb.23 Sakdrissi, , Grube 1/2, Profile durch die Versatzverfüllung des Grubenbaues; Vorlage: P.Thomas.

Рис.23. Профиль шахты №1/2.

24.

სურ.24. კულტურული ფენების განლაგება 1/2 გვირაბში (პ.ტომასი).

Рис.24. Расположение культурных слоев в шахте 1/2.

Abb.24. - Verteilung von Kulturschichten im Bergwerk1/2.

25.

სურ.25. 1/2-დ 1/3 მაღაროებში დადასტურებული მტკვარ-არაქსული პერიოდის კერამიკის ნატეხები, ობსიდიანისა და ძვლის იარაღები (ტ.რაბზილბერი).

Abb.25. - Sakdrissi, Grube 1/2 und 1/3, Funde aus den Versatzschichten; Vorlage: Th.Rabsilber.

Рис.25. Обнаруженные в шахтах 1/2 и 1/3 Кура-Аракские керамические фрагменты, орудия из кости и обсидиана.

26

სურ.26. მაღარო N1; გვირაბი 1/2 ჩრდილოეთის გაგრძელება. აღმოსავლთის კედელზე კარგად ჩანს ცეცხლის კვალი და ქვის იარაღები (ფოტო პ.ტომასი).

Abb.26. - Grube 1/2. N- Erweiterung .Auf dem Ostwand siet man gut Feuerspuren und Steingeräte.

Рис.26. Продолжение выработки северного края 1/2. На восточной стене видны следы огня и каменных орудий.

27

სურ.27. მაღარო N1; გვირაბი 1/2-ის ჩრდილოეთის გაგრძელება. ზედხედი (ფოტო პ.ტომასი).

Abb.27. - Grube 1/2 N-Erweiterung. Blick von oben.

Рис.27. Продолжение северной стороны шахты 1/2; вид сверху.

28

სურ.28. მაღარო N1; გვირაბი 1/2-ის ჩრდილოეთის გაგრძელებაში აღმოჩენილი დასავლეთის განშტოების შესასვლელი (ფოტო პ.ტომასი).

Abb.28. - Weststreckeeingang in der N- Erweiterung des Grube 1/2.

Рис.28. Обнаруженный в северном продолжении шахты 1/2 вход в западный туннель.

29

სურ.29. მაღარო N1; გვირაბი 1/2-ის ჩრდილოეთის გაგრძელება ქვის უროების კედელი დასავლეთის გვირაბში (ფოტო პ.ტომასი).

Abb.29. - Grube 1/2. N- Erweiterung. Die Schlägemauer im Weststrecke.

Рис.29. Шахта 1/2, северное продолжение, стена из каменных молотов в западном туннеле.

30

სურ.30. მაღარო N1; გვირაბი 1/2-ის. ჩრდილოეთის გაგრძელება ჩრდილოეთის კედელზე შემორჩენილი ცეცხლის კვალი და ქვის უროს დანარტყამი ადგილი (ფოტო ტ.შტოლნერი).

Abb.30. - Grube 1/2. N-Erweiterung. Auf der Nordwand sind Feuerspuren und mit Steinhammern geschlagene Orte erhalten.

Рис.30. Шахта 1/2, северное продолжение, следы огня и ударов каменного молотов на поверхности северной стене.

31

სურ.31. მაღარო N1; გვირაბი 1/2-ის ჩრდილოეთის გაგრძელება. აღმოსავლეთის პროფილში აღმოჩენილი ირმის რქის იარაღი (ფოტო პ.ტომასი).

Abb.31. - Grube 1/2. N-Erweiterung. Gerät aus dem Hirschgeweih im Ostprofil.

Рис.31. Шахта 1/2 , северное продолжение; найденное в восточном профиле орудие из оленьего рога.

32.

სურ.32. საყდრისის მიწისქვეშა N1 მაღაროში აღმოჩენილი ძვლის სამთო იარაღები (ტ.რაბზილბერი).

Abb.32. - Sakdrissi. Knochengeräte aus dem Grube N1.

Рис.32. Костяные орудия горняков обнаруженные в Сакдрисской подземной шахте №1.

33

სურ.33. მაღარო 1/3 –ის ჯიბე, სადაც ქვის დიდი უროების საწყობი იქნა აღმოჩენილი (ფოტო. პ.ტომასი).

Abb.33. - Abbautasche 1/3. Freigelegte Grosse Rillenschlägeldeppo.

Рис.33. Карман шахты 1/3 со складом каменных больших молотов.

34

სურ.34. მაღარო N2; აქ გვირაბები ერთმანეთის თავზეა განლაგებული. ქვედა გვირაბში აღმოჩნდა უხმარი დიდი უროების საწყობი (ფოტო ტ.შტოლნერი).

Abb.34. - Sakdrissi, Grube 2, Blick in den Abbauraum.

Рис.34. Шахта №2; в нижней шахте обнаружен склад неиспользованных больших молотов.

35

სურ.35. საყდრისი. ქვედა ჰორიზონტი. თანამედროვე N47-ე შტოლნაში აღმოჩენილი 1/5 მაღარო და ოქროს მადნის ძარღვი (ფოტო ტ.შტოლნერი).

Abb.35. - Sakdrissi. Untere Horizont. In Moderner Stollen entdekte alte Grube 1/5 und Erzgang.

Рис.35. Сакдриси; нижний горизонт; современная штольня №47; рудная жила и шахта 1/5.

36

სურ.36. საყდრისში აღმოჩენილი ქვის უროების კლასიფიკაცია.

Abb.36. - Steingeräteklassifikation des Goldbergwerkes von Sakdrissi mit Abbau- und Aufbereitungsgeräten; Zeichnungen P.Thomas.

Рис.36. Классификация каменных орудий для обогащения и добычи золотой руды из Сакдриси.

37

სურ.37. საყდრისის ოქროს მადნის გადასამუშავებელი ქვის იარაღების კლასიფიკაცია.

Abb.37. - Klassifikation der Steingeräte zur Verarbeitung des Golderzes von Sakdrissi.

Рис.37. Классификация каменных орудий для обогащения золотой руды из Сакдриси.

38.

სურ.38. საყდრისის საფხვნელი და გასამდიდრებელი ქვის იარაღების კლასიფიკაცია.

Abb.38. - Klassifikation der Reib und Aufbereitungsgeräten des Goldbergwerks von Sakdrissi.

Рис.38. Классификация каменных орудий для обогащения и помола золотой руды из Сакдриси.

 

 

 

 

 

  • დოკ. ფილმი - ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში

 

https://www.youtube.com/watch?v=wwWTK5ghLwE

 

დოკ.ფილმი - საყდრისი

https://www.youtube.com/watch?v=gLIcUmt1KQo#t=471