topmenu

 

სამთავროს ტაძარი - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება

სამთავრო (მცხეთა), ბიბლიოგრაფია:

1. ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა. - 1972. - გვ.11-13. სამთავროს მონასტრის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება და მოკლე ისტორია. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტოები.

2. სამთავრო //ზაქარაია პ. XI-XVIII საუკუნის ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა. XI-XII სს. თბ., 1975. - გვ.47-64. ანსამბლის მთავარი ნაგებობის - XI საუკუნის პირველ ნახევარში აგებული დიდი ტაძრის აღწერილობა, გუმბათის, ფასადების, თაღების, სარკმელებისა და ორნამენტების დახასიათება. 3. ზაქარაია პ. სამთავრო. თბ., 1955. XI საუკუნის ძეგლის - სამთავროს ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული დახასიათება.

4. "მიყუარან მე მაყუალნი ესე შენნი"... სამთავრო //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.184-185. ტაძრის მოკლე აღწერილობა და დეკორაციული მორთულობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ტაძრის საერთო ხედის, აღმ.ფასადისა და სარკმლის მორთულობის ფოტოები.

5. მცხეთა-თბილისის ეპარქია: სამთავროს წმ.ნინოს მონასტერი (დედათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.61-63. ძეგლის დაარსების ისტორია: "ჩახაზული ჯვრის" ტიპის მაცხოვრის სახელობის ტაძრისა და წმინდა ნინოს სახელობის პატარა ეკლესიის არქიტექტურა, მხატვრული გაფორმება-ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი), მონაზონი ნინო (ჯულაყიძე), არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე), არქიტექტორ-რესტავრატორი ნ.ზაზუნიშვილი. ტექსტს ახლავს ტაძრების ფოტოები.

6. განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): სამთავრო //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.63-64. ძეგლის ინდივიდუალური თავისებურებებისა და განსხვავებული მხატვრული ხედვის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXVII. სურ.2).

7. განვითარებული ფეოდალიზმი: სამთავროს ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.94-95. შედარებითი დახასიათება XI საუკუნის ძეგლებთან .

8. თბილისი-მცხეთა // ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.- თბ., 1977.- გვ.14-16. ცენტრალურ-გუმბათიანი ტაძრისა და სამრეკლოს მოკლე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.

9. სამთავრო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX. - თბ., 1985. - გვ.10-11. XI საუკუნის საეპისკოპოსო ტაძრის - სამთავროს -ხუროთმოძღვრებასა და მხატვრულ გაფორმებაზე. აღნიშნულია მცირე ზომის გუმბათოვანი ეკლესია და სამრეკლო.ტექსტს ახლავს ტაძრის დეტალისა და სამაროვანის ფოტოები.

10. მცხეთა, სამთავრო // ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.57, გვ.141-142. მოკლე ცნობა ქვაზე ნაკვეთი, მდიდარი ორნამენტით გამორჩეული ტაძრის შესახებ. მოცემულია ეკლესიის ზომები, გეგმა ვლ.წილოსანის ანაზომის მიხედვით. ტექსტს ახლავს ფოტოები (ტაბ.101-104).

11. სამთავრო //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. - თბ., 1951. გვ.221-233. ტაძარსა და ტაძარში დაცულ სიძველეებზე არსებული ბერძნული წარწერების ვრცელი აღწერილობა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.

12. სამთავროს კომპლექსი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების აღწერილობა. ტ.5.- თბ., 1990. გვ. 253-257. სამთავროს ხუროთმოძღვრული კომპლექსიდან შდიდი ტაძრის, წმ. ნინოს სახ. ეკლესიის, სამრეკლოს, კარიბჭის, საცხოვრებელი სახლებისა და სასამსახურო შენობების ვრცელი მხატვრულ-ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.

13. გოგებაშვილი ი. საგანძური. - თბ., 1982. - გვ.248. მოკლე ცნობა სამთავროს ტაძრის შესახებ.

14. სამთავრო //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.14. მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ ქართ. და ინგლ. ენებზე. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ფოტო.

15. ჭანიშვილი გ. სამთავრო: წმინდა ნინოს დედათა მონასტერი - თბ., 2008. - 252 გვ. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. მონოგრაფია. ტერმინ სამთავროს შესახებ; დედათა მონასტრის დაარსება; სამთავროს მთავარეპისკოპოსები; მონასტრის წინამძღვრები, იღუმენები, სულიერი მოძღვრები; სამთავროს დედათა მონასტრის აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს მდიდარი საილუსტრაციო მასალა.

16. სამთავროს კომპლექსი //კოზმანაშვილი ვ. ღმერთის სავანე. მცხეთა; 2009. - გვ.30-32. მოკლე ცნობები კომპლექსში შემავალი დიდი ტაძრის, წმ. ნინოს სახ.ეკლესიის, სამრეკლოს, გალავნის ნაწილისა და კოშკის შესახებ. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.

17. სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალული ქალბატონის ვინაობის განსაზღვრისათვის ჩატარებული კომპლექსური კვლევის შედეგები - ა.სიხარულიძე, ლ.ბითაძე, ე.ყვავაძე, თ.ასათიანი, ქ.დიღმელაშვილი // ჟურნ. ანალები. ისტორიის, ეთნოგრაფიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის ჟურნალი. №8, 2012. გვ.351-377.