topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გ.გიგაური - დაკარგული ისტორია (2)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<საინტერესო სტატიები>>>

დ ა კ ა რ გ უ ლ ი   ი ს ტ ო რ ი ა

(უძველესი ღვთისმსახურების კვალდაკვალ)

ხელოვნებათმცოდნე გიორგი გიგაური

ჟურნალი "სვეტიცხოველი", N1, 2013. issn 1987-6874

ნაწილი II

<<<დასაწყისი - (ნაწილი I)

ქ ამ და ივ მრავლობითის რიცხვის (=ებ) ნიშანია. ამგვარი ბგერათა ცვლილება ქართულში ჩვეულებრივია. მასასადამე დაბადების "კაშდიმ“ ქართებსა ნიშნავს, ხოლო "ურ-კაშდიმ“ ურ-არტუს ქართებს.“ (ქართ. ერის ისტორია. 1 ტ. გვ.411, 1960 წ.) არსებობს ხალხურ ნაქარგობაში სიმბოლო-ორნამენტი "ხ (ქხ) ადურა“ (ხევს.ლექს. ალ.ჭინჭარაული). შუამდინარეთში ასევე ცნობილია; "ხადუ“ - ძველ აქადურში ჭექა-ქუხილის ღვთაება. არაგვის ხეობაში და კერძოდ ხევსურეთში აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურის დროინდელი კერამიკის ნაშთები და სამარხები. მტკვარ-არაქსის დროის კულტურის ხალხი კავშირურთიერთობაში იყო შუმერულ და მესოპოტამიურ კულტურასთან. ეს ეხება მეტალურგიას და საყოფაცხოვრებო ნივთების არქეოლოგიურ არტეფაქტებს. კულტურული ურთიერთობა ხშირად ერთნაირ გემოვნებას და წარმოდგენებს აყალიბებდა. ქალდეველთა ურის ქვეყანაში ოფიციალური ინფორმაციით არამეულ-სემიტურ ენაზე მოსაუბრე ხალხები ცხოვრობდნენ, მაგრამ ასევე ცნობილია ამ ხალხთა ერთი ჯგუფის პროქართველების შესახებ ცნობებიც(ძვ.ბერძნული ისტორ.წყაროები. გ.ქავთარაძე ანატოლ. ქალთველურ ტომთა საცხოვ.1985). სტრაბონის მიხედვით (გეოგრაფია. XII. 3, 19-24) ტრაპზონსა და ფარნაკიას ზემოთ ცხოვრობდნენ ქალდები-ძველი ხალიბები, რომელსაც ჰომეროსი ჰალიძონებს და ალიბებს უწოდებს. ლაზეთში დღემდეა ტოპონიმები ოფის ხეობაში "ხალდი“ და "ხალდის მთა“, "ხალდიზენი“. ადიღურ ენის მაფსუღურის დიალექტის ხაყუჩურ კილოში ქართველის აღსანიშნავად ძველი სახელია "ხალდე”. ხალდების გავლენით შემორჩენილი ტოპონიმია მთიელ ჩაჩნეთში, ჭანთის თემი "ხილდე“ (ხილდე-ხაროი), კილდე (ხევსურეთი ჭალაისოფელი). ამავე ძირისა აღმოს. საქართველოს მთიანეთის სხვა ხეობის სახელწოდებებიც: "ხდე“, "ხანდო“, "ხადო“. ცნობილია ქალდეველთა ურის (ხალდეველთა ურის) გაუშიფრავი დამწერლობები, რომელიც მსგავსია საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილ ფარულ დამწერლობის ნიშნებთან [16] გვ.604. კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება უძველესი დამწერლობის გაშიფრა?, აქ აუცილებელია ორენოვანი (ბილინგვა) ნაწერი იყოს, რათა სარწმუნო მტკიცებულებად ჩაითვალოს. შეიძლება ადგილობრივი ხალხური ტრადიციული ორნამენტების სახელწოდებების გათვალისწინებაც, თუმცა ეს მეორე გზა გაცილებიც ძნელი დასამტკიცებელია. ენა ცოცხალი ორგანიზმივითაა, "მოძრაობს“ და "სუნთქავს“. გულუბრყვილობა იქნება იმის თქმა, რომ დღევანდელი სასაუბრო ენა 3000-4000 წლის უკანაც ასეთივე იყო. ყოველ შემთხვევაში გრამატიკული ფორმები, პრეფიქსები და სუფიქსები ხშირად იცვლებოდა ისტორიული გარემოებებიდან გამომდინარე, მაგრამ სიტყვათა ფუძეები დიდხანს ცოცხლობს. მოსაძიებელია ისტორიული ხალხის "ხალდების“ გვიანდელი საცხოვრებელი ადგილები,(თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით) რაც გადაურჩა განადგურებას მცირე ნაშთიც ძვირფასია პიქტოგრამების ან სკრიპტების ისტორიისთვის (და არა მარტო მათთვის). კაბალა მრავლისმომცველია, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს სიმბოლოები და ამ სიმბოლოთა წარმომავლობის ისტორიული ხაზები. კაბალას საიდუმლო თილისმათა ნიშნები და გემატრიები ათასწლეულების განმავლობაში ინახებოდა. მათი გამოქვეყნება მოხდა 12-ე საუკუნეში ი.ელიცურის მიერ, შემდგომ ჯონ დიმ და ე.კეპიმ 16-ე საუკუნეში უკვე უმეტესი ნიშნები გამოიყენეს [23]. მათი სიტყვებით "ანგელოზის მითითებით“. ამიტომ, ნიშნებსაც "ანგელოზის დამწერლობა“ უწოდეს. კაბალას სკრიპტების შესახებ რამდენიმე კვლევა არსებობს, მათ შორის ავტორები: ხ.ფარბრიდგე, ხ.ჯენინგი, ტ.უილსონი, დ.მასკენზიე, ნ.ჯენსენ და სხვა. ყველა მიუთითებს რომ, კაბალას სიმბოლო-სკრიპტები უძველესია. დღეს ეს ნიშნები გამოიყენება როგორც "თილისმები" Kabbala talisman). ქართულად "თვალისა“, ანუ "ავის თვალისგან“ დამცავი (კაბალას მიხ.) და დადებითი ენერგიის მომცემნი. კაბალას სიმბოლო-სკრიპტები ზოგი იდეოგრამულია (ლიგატურით), ზოგიერთი მარცვლოვანია. მათი მსგავსება სემიტურ დამწერლობის ნიშნებთან ნაკლებია, ხოლო იბერიულ სკრიპტებთან უფრო მეტია. ასევე პიქტოგრამები შუმერულ და ხარაპულ დამწერლობის ნიშნებთან უფრო მსგავსია. ნიშნების ასტრალური ხასიათი უფრო თვალშისაცემია და ჩამოყალიბებული ფიგურებია. მაგ:კაბალას სიმბოლო-ნიშანი იხსნება როგორც "ზეციური და მიწიერი კავშირის, ანუ მამაკაცური და ქალური კავშირის შემკვრელი. ყოველი არსის ცვალებადობის და განვითარების საწყისი“.

როგორიც არის ჩინური "ინის და იანის“ ნიშან-სიმბოლო Ariel Megadriel-March). მსგავსი ფარული ნიშანი ფიქსირდება "მიწის დედური ღვთაების“ სალოცავში ბისო-ხახმატის ჯვარში (ხევსურეთი) ქვაზე ამოკვეთილი. იხ."ფარული ნიშნები“ სურ.40.[15]

"ხახ“ - ძველ ქართულად მკვრივი ადგილია (გოხი, კოხი, ხოხი). ხევსურეთში გავრცელებული იყო კაცის სახელი "ხახონა“. ცნობილია თუშეთში სალოცავები "ქვედ ხახა“ და |ზედ ხახა“. "ხახმატი“ - "მკვრივი უმეტესი“. ეს სალოცავი ითვლება უხსოვარი დროიდან "რჯულიან-ურჯულოთ“ საკრალურ ადგილად. მიწის დედური ნაყოფიერების სალოცავში არსებობს "ხელის კოშკი“ (სამძიმარის კოში)[8]. ხახმატის სალოცავი კახეთშიც არსებობს (ყვარელი სოფ.შილდა. ახმეტაში) და ჩვენი აზრით, ეს სახელწოდება უძველესი მატრიარქატული პერიოდის კვალს ამჟღავნებს, როცა ქალღვთაება "მეტი“ იყო მამრულ ბუნებაზე. იბერიულ მარცვლოვანი დამწერლობის ნიშნებშიც არის მსგავსი, გამარტივებული ფიგურა (მნიშვნელობა უცნობია). ბისო-ხახმატის ადგილებში   შემორჩენილია არქაული ხასიათის ქვაზე გამოსახული ანთროპომორფული ფიგურა. ადამიანის მსგავსი ფრთიანი ფიგურა ამოკვეთილი ქვაზე. იხ[15] სურ.55. სავარაუდოდ "ქალღვთაების“ გამოსახულებაც გვხვდება "სანეს“ გორთან, ზენა სამხვთო გუდანის ჯვარში, იხ.[15] სურ.11 ასეთი არქაულობა კაბალას სიმბოლოებში არ იგრძნობა, მეტიც, კაბალას თილისმების ზოგიერთ სიმბოლოს ნაპირებში სამკუთხედი "ებმის“ და ამით ლურსმური დამწერლობის გავლენა ემჩნევა. "კონცეპტუალური სიმბოლოები“ აბრაამის მიერ გამოტანილი ქალდეველთა ურიდან (Gardner Laurance. Genezis grall kings. Bantam press, 1999), იქვე, "აბრაამის მიერ მოტანილი ფირფიტები იყო "განაცხადი დაკარგული ცივილიზაციისა“. "განაცხადი იმაზე თუკი რამე კაცობრიობამ იცოდა ძველიდან. შუმერები ასეთ კომპოზიციებს უწოდებდნენ "ბედის ტაბულებს“. ტაბულები იყო როგორც "ხა-გაბალა“ და იყო ნათქვამი, რომ ვინც ფლობდა "გაბალას“, ასევე ფლობდა (ღამ) ცოდნას, უმაღლეს გამოხატულებას კოსმიური ცოდნისას“. "შუმერული უძველესი ქალაქი |ნიპპურ“ ("ჰიბრუ“) გადაითარგმნება როგორც "გადასვლა“, "გადალახვა“, ხოლო ძველ პიქტოგრამებში სახელი "ჰიბრუ“ გამოისახებოდა ჯვრით,. В ранных пиктографических письмах "Н-ибру" изображалось крестом" (А.Л.Оппенхейн). ებერი“-ს წინა გამომხატველი სიმბოლიკა ჯვარი, თავისი ფესვით დაკავშირებულია უძველეს ისტორიასთან“. "დიდი გადასვლა“ - ასე იხსნება უძველეს შუმერულ ტექსტებში შინაარსი“ (Gardner.L). ამ კონტექსტში არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, ხევსურეთის ყოფაში სიმბოლო ჯვრის კულტი და "ჯვარისმსახურების“ მდგრადად ჩამოყალიბებული სისტემა. აქ სიმბოლურად ჯვრის საუფლოა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და სალოცავებში შემორჩენილ პიქტოგრამებშიც ჯვარი განსაკუთრებული ნიშანია ყოველთვის. თუკი სახელწოდება "ებერი“-ს და "იბერი"-ს სემანტიკური კოდი ჯვარს უკავშირდებოდა უძველეს დროს, მაშინ გამოდის, რომ "წმიდა ჯვრის“ შესახებ არსებული გადმოცემები, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში ფიქსირდება, ყველაზე საყურადღებოა. კერძოდ, არსებობდა კიდობანი, რომელშიც ინახებოდა ცოცხალი "წმიდა ჯვარი“. ეს ჯვარი ხალხს ეცხადებოდა მანათობელი მტრედის სახით[9]. ამ კიდობნით ხამხაში (ჩრდილო კავკასიაში) გადასულან ბოლოს და ხალხი მოქცეულა ჯვარისმსახურებაზე (ჯვარისმსახურების დამატასტურებელია ჯვრიანი პიქტოგრამები ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში). ჩვენი აზრით, "ებერის“ და "იბერის“ კავშირი ჯვართან მიუთითებს უძველეს ჯვარისმსახურებაზე, რადგან, სანახ კიდობანში "ცოცხალი ჯვარი“ ინახებოდა. ქართულ ენაზეც თავისუფლად გამოდის სახელის გადასვლები, მაგ;"იბერი“ - "ივერი“ - "ჯვარი“. ცნობილია გამოთქმა: "საბერო ჯვარი“. ჩვენი აზრით, კიდობანთან დაკავშირებით, აქაც, არქაული ხასიათი იგრძნობა და კონკრეტიზირებულია, იგი უფრო მნიშვნელოვანი მითიური ნივთის "ბუდეა“. ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ ხსენებული კიდობანი ებრაულ უფლის კიდობანთან გაიგივდა და ამიტომაც "გაუფერულდა“ მის შესახებ გადმოცემები. შუმერულ, აქადურ ჩანაწერებში სახელწოდება "ნიპპურ“- "ხაბირ“ - "ებერ“ მნიშვნელობები ჯვარს წარმოაჩენს ("ფესვით ჯვარს უკავშირდებაო“. იხ.Gardner Laurance), თამამად შეიძლება ვიფიქროთ, საერთოდ ჯვარისმსახურების ისტორიულ ხაზზე. ამ დროს ბიბლიური ტერმინი ებრაულად: "ბერეშიტ“ (დასაბამი), კიდევ სხვანაირადაც იქცევს ყურადღებას, რადგან ერთმანეთში "ჩაწნული“ (ჩაშატული, გადაჯვარედინებული) დროის და სივრცის შექმნა, სამყაროს საწყისში საინტერესოა. ეს ინფორმაცია მყარდება უამრავი, ძველი გრაფიკული (ჯვრისებური) გამოსახულებების ფონზე, რომელიც არა მარტო ქართულ, არამედ უძველეს შუმერულ და იბერიულ (პირენეის ნახევარკუნძული) საკულტო კულტურაშიც მყარად იყო დამკვიდრებული. ჯვრის სიმბოლოები ჩანს კაბალასთან დაკავშირებულ ჰექსოგრამებში და პიქტოგრამებში. კაბალას სიმბოლო-სკრიპტები ებრაული დამწერლობიდან მკვეთრად განსხვავებულია, უფრო მეტიც, ძველ სემიტურ ნიშნებთან მსგავსება ნაკლებია. ცნობილია სემიტური დამწერლობის ნიშნები როგორიცაა: ძველ ფინიკიური, ქანაანური, არამეულის ნიშნები, ასურული, ძველი არაბული, სინაის მთის სკრიპტები, სამხრეთ სემიტური დამწერლობები: სამუდის, საბეური, საფეის, ძველ ეთიოპური და სხვა [16. 17]. კაბალას სიმბოლოებში ჩანს ჯვრის ნაირსახეობები, ვარსკვლავები, მბრუნავი ფორმები და წრიული ფიგურები. გეომეტრიული ისეთი ნიშნები, რომელიც შუმერულ და ვედურ სიმბოლო-ნიშნებშია. რაც კაბალაში თილისმების ნიშან-სიმბოლოების სახით შემორჩა, მსგავსი საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში სალოცავებში და ამ სალოცავებთან დაკავშირებულ კოშკებზეა დაფიქსირებული. ამ სალოცავებში კი ძველი  აღთქმის არქეტიპი ღვთისმსახურებაა შემორჩენილი, რომელმაც მაცხოვრის (ქრისტეს) მოსვლა აღიარა და შერწყმულია რიტუალურად ხუცობის ტექსტებში. თეოლოგიურად ამ ფაქტის დახასიათება ძალიან რთულია, დღევანდელი გადასახედიდან, მით უმეტეს რომ, მთელი საქართველოს მასშტაბით ეთნოგრაფიულად ასეთი კვლევა არ ჩატარებულა. მეტ-ნაკლებად ყველა რეგიონში შემორჩენილა ასეთი ღვთისმსახურების ნაშთები, მაგ:კახეთში ზედაშეს ღვინის გახსნის რიტუალი და "ნანა“ ღვთაების უძველესი ლოცვები და "ანინა-მანინას“ სავედრებელი დარ-ავდრის ლოცვა, რომელიც ფერეიდნელ ხალხშია (თორელი ფერეიდნელები. ლექსო მამულაშვილი.) შემორჩენილი, სალოცავში საქონლის შეწირვა, დედა-ღვთაების იგივე "ადგილის დედის“ საკულტო ადგილები, სალოცავის და დედაბოძების რქებით შემკობა, ქართულ ტრადიციულ საკულტო ობიექტებზე (ფარული ნიშ. მსგავსი) სიმბოლოების გაკეთება, მაგ.ქართლ-კახეთში ზედაშეს ღვინის ქვევრის პირებზე, სამეგრელოში ცხენის დაღები, სვანეთში ლიფანალური ნიშნები, ტრადიციულ ქართულ ქუდებზე და ყაბალახებზე ჯვრის სიმბოლოებით მორთვა, რიტუალური საახალწლო "ბასილას“ პურ-საწირები და მათი სიმბოლოები, სახალწლო ტრადიციული ჩიჩილაკების ჯვრებით მორთვა, დედაღვთაების მიხედვით ქალის სახელზე ძე-დ შემოჩენილი სახელები, მაგ."ამირან-დარეჯანისძე“ (მითიური), "ნანაისძე“, "მარაისძე“ , "თამარისძე“ (ანალოგიურია, გასკონიის ბასკი მამაკაცები დედის სახელით მოიხსენიებიან) და სხვა სახელ-ჩვეულებანი სათავეს წინაქრისტიანული დროიდან იღებენ. ძველ ბერძნული ასლებში "ოიდიპოსიის წიგნი“ საინტერესო ინფორმაციაა "ებერ“-ის სუბსტანტის წარმოშობასთან დაკავშირებით, რომ თავიდან მატრიარქალური იყო მათი რწმენა და მერე გადაირქმნა. ამის ნაკვალევია ებრაულში დედის ხაზის არსებობა. აღსანიშნავია ერთი ფაქტი, ძველი აღთქმის (არქეტიპი)   ღვთისმსახურების ნაშთები სემიტურ ენაზე მოსაუბრე სხვა ხალხებში არ არსებობს, ანუ ამ ღ ვ თ ი ს მ ს ა ხ უ რ ე ბ ა ს   უ ფ რ ო    ძ ვ ე ლ ი   წ ა რ მ ო მ ა ვ ლ ო ბ ა    ა ქ ვ ს,  ვ ი დ რ ე   ი ნ დ ო ე ვ რ ო პ უ ლ ი   ა ნ ა ფ რ ო ა ზ ი უ ლ ი   ე ნ ე ბ ი   ჩ ა მ ო ყ ა ლ ი ბ დ ე ბ ო დ ა. საქართველოში ამდენი ხნის და ისტორიული მოვლენების გამოვლით შენარჩუნებული ძველი აღთქმის მსგავსი ღვთისმსახურება, ახალ აზრს წარმოშობს და მის გენეზისს წარმოაჩენს. კერძოდ, პროქართველებს ჰქონდათ ღვთისმსახურება, რომელი უძველეს ენაზე წარმოიშვა და მტკიცე და "წმიდა“ იყო. საკითხი ეხება შემოტანილ სპარსულ კერპთთაყვანისმცემლობამდელ და მზის თაყვანისმცელობის წინარე რწმენის საკითხის გარკვევას და ქართულ ენაში დაცულ ინფორმაციას. ჩვენი აზრით, ე.წ. "ღვთაებრივი“ სიმბოლო-ორნამენტები საკულტო ობიექტებთან არა მარტო აპოტროფიული, არამედ იდეის მატარებელნი იყვნენ. საღვთო წერილში არის ერთ, ძალიან საინტერესო საგანზე საუბარი, "შეჩერებული ქვა“ (Камень  преткновения)-ღმერთის მიერ მოცემული და დადებული იერუსალიმში, რომელიც ჩვენს ყურადღებას იქცევს, "და მივცემ მათ თეთრ ქვას და მასზე იქნება, ახალი სახელი, რომელიც არ იცის არავინ, მხოლოდ მან ვინც მიღებს“ (გამოცხ. 2:17-18). ბასილ კესარიელის განმარტებაში "ქვა“ -ს მაგიერ "რიცხვია“ ნახმარი (შეადარეთ ქართ. "შემოთვლილი“ და "ნათქვამი“). ფშავ-ხევსურეთში არსებობდა და არსებობს საიდუმლოდ "ცოცხალ ქვასთან“ დაკავშირებული გადმოცემაც, რომელიც სალოცავის (კვრივში) თასში ჩასმული ინახებოდა და ძალიან ტაბუირებული იყო მის შესახებ ინფორმაციაც კი. იგი თითქოს ღვთიშვილებისგან დანატოვარი "ცოცხალი“ კვერცხის ფორმის თეთრი ქვაა, რომელსაც "მკადრეები“ ემსახურებოდნენ თავისებური წესების დაცვით. "მეფის რუსეთის კავკასიაში გამოჩენის შემდგომ, მას საფარველი დასდო ღმერთმა“ (ხევს. სოფ.კისტანი გ.ჭინჭარაული 85 წ. 2004 წლის ჩანაწ.). ეს ერთერთი დიდი საიდუმლოა უძველეს ღვთისმსახურებაში და ვფიქრობთ, ქართულ-კავკასიური ინფორმაცია უფრო არქაული გადმოცემაა. საინტერესოა რომ, არსებობდა "წმიდა ჯვარი“, რომელიც უძველესი დროიდან მოდიოდა. ასეთი ჯვარი კაბალას სიმბოლოებშიც არის და გარეგნული ფორმით შუმერულ სიმბოლოებს ჰგავს. აღნიშნული ჯვარი საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში საკმაოდ გავრცელებულია და ცნობილია როგორც   სარიტუალო (ფხოური) ჯვარი. ჩვენი აზრით, მოსაკვლევია ე.წ."ჰენოხის ენის“ შესახებ გადმოცემები და კაბალაში "წმიდა ჯვრის“ ისტორიული წარმომავლობა (იხ."ჰიბრუს“-ს შუმერული სიმბოლო) [27], რადგან მსგავსი ჯვარი საქართველოს ეთნოგრაფიულ დეკორში გავრცელებული ნიშანია და ასომთავრული "ჰოეს“ გრაფიკული ფორმაც ასეთ ჯვრთან ჩანს კავშირში.

რას ამბობს კაბალას (რელიგიური არსი) სამყარო ასტრალურ-გეომეტრიულ სიმბოლო-ნიშნებზე?. ანგელოზის დამწერლობა" უძველესი დროის სიმბოლოების საფუძველზე წარმოიშვა და საიდუმლოებიდან თანდათან გამომჟღავნდა. თავიდან ეწოდებოდა "ბერეშით“ - საწყისი [24]. "ღმერთმა დახედა სიმბოლოებს (რომლებიც დაწერა) და შექმნა სამყარო“ (ზოჰარი). შეადარეთ ქართული გამოთქმა "ბედისწერა“, სადაც ჩანს რელიგიურ-მაგიური გააზრების საკითხი. "პირველი ნიშნები რომელიც მიმართულებას აძლევს ყველაფერს“ (კაბალას მიხედვით). "ასეთი ნიშნები გამოყენებული იყო მანამ, სანამ ადამიანი გაჩნდებოდა“ (ეიდენის ენა), ანგელოზები როცა საუბრობდნენ ადამიანებთან (Voarchadumia) ცნობარიდან. (კაბალას მიხ.) მეორენაირად "მდინარეზე გამსვლელი“ (ებერი) დამწერლობა. კაბალაში ცნობილია 200-ზე მეტი ანგელოზის სახელი და მათ შორისაა: ბარაქიელი, არაგუელი, ასაელი, აზაზაელი, არაქიელი, ნანაიან, არმისაელ, გალიელი, ომაელი, მებანიან,ბეზალიელი, ეზექიელი, სარიელი, აბა, აბატონ, აბდია, აბულიელ, ალისტარიონ, ალალიელი, ამატორ, ამელეთი, ანანაელი, ამბერ, არმაიტა, აფსუ, არაფიელი, არაეჩია, არჩანა, არჩანგელ, არურუ, ადად, აზრაული, ბარბოლ, ბარიელი, დარიელი, დარდარიელი, გაზარდიელი, გურიელი, კაბჩიელი, კუტიელი, პურიელი, ქუაბრიელი, საბლო, საჩიელი, გუარდიანი და სხვა. იდეოლოგიურ-სტრატეგიული პოზიციიდან გამომდინარე უფრო ძველი სახელები დემონურ ძალის მქონე ანგელოზების სახელებად არის მიღებული და მათ შორისაა მაგ: კობალა, კობალე, უპირ, ზეპირ და სხვა (G.Brecher).[22] ("ელი“ - ძალა - ღვთური ძლიერი, ძველ ებრაული ენით). სახელები (ბიბლიური ჩანაწერების) მხოლოდ თანხმოვნებით იყო ფიქსირებული და გამომდინარე აქედან შეიძლება სხვადასხვა ნაირადაც წარმოითქმებოდა მაგ."ასაელი“ (იგივე ასაელ, ასაიელ, ასაიელი). კაბალას ანგელოზთა სახელების უმეტესობა ებრაული ენიდან გამომდინარე ძნელი ასახსნელია, თუ საიდან მოვიდა ისეთი სახელები როგორიცაა, მათ შორის "არჩანა“, "ასაელი“, "არაეჩია“, "არაგუელი“, "გურიელი" და ა.შ. ყურადღებას იქცევს ძველ ებრაულად დემონის სახელწოდება "ზეპირ“ და ხევსურული გადმოცემით მავნენი, ზოგჯერ "ზეპირ“ გამოდიან (ზედაპირზე გამოდიან). "ზეპირ“ სახელწოდება, რომ მხოლოდ ძველ ქართული ენით შეიძლება აიხსნას, ეს უდაოა. ასევეა სახელი "კოპალა“, რომელიც ძველი დროის საბრძოლო "კომბალის“(კოპიანი ჯოხი) სახეცვლილი ფორმაა. "კოპალა“ ბოროტების, იგივე დევების განადგურებაში იღებდა მონაწილეობას და დღეს სალოცავის სახელია თუშ-ფშავ-ხევსურეთში.   ჩვენი აზრით, მითოლოგიური ებრაული "ჰენოხის ენა“ შესაძლებელია სწორეთ, ამ საიდუმლო ინფორმაციის შემნახავი ენა იყო. სემი, ქამი და იაფეტი ერთი მამის შვილები იყვნენ და ერთ ენაზეც საუბრობდნენ, ხოლო შემდგომ მოხდა ენის გადასხვაფერება. ებერიანთა ენა სემიტური იყო უკვე, ქალდეველთა ურშივე?, თუ, იქიდან გასვლის შემდგომ მოხდა სემიტიზაცია?, ამის ამოცნობა დღეს ძნელია. "Что касается шумерской культуры и  цивилизации, нет сомнения в том, что протоевреи (отцы Абраама) впитали и ассимилировали многое из жизни шумеров” (М.Зильберман) [28]. ფაქტია ძველ აღთქმაში დაცული სახელ-ტერმინები ებრაულში აღარ გვხვდება და გვაქვს საქართველოში ძველი აღთქმის არქეტიპი ღვთისმსახურება, თავისი ფარული ნიშნებით, რომელიც ზოგადქართული ხასიათისაა. ჩვენი აზრით, ბიბლიის მკვლევარების ბუდეს, შტადეს, ჰოლცინგერის და სხვა მკვლევარების დასკვნები დღეს შეიძლება კორექტირდეს, ბიბლიის ძირი ებრაელ ხალხს ნამდვილად უკავშირდება, მხოლოდ ენაში მოხდა ცვლილებები ისტორიულად. ოფიციალური ინფორმაციით კაბალას თილისმების სიმბოლოები აღებულია ძველი ივრითის და ბერძნული ნიშნების მიხედვით (ეს საკითხი ღრმად კვლევას მოითხოვს). უდაოა მათი არქაული მოხაზულობის ფიგურები უძველეს ქალდეველთა ურის ქვეყანას უკავშირდება, სადაც იმდროინდელი კოსმოგონიურ-კოსმოლოგიური ცოდნა - წარმოდგენები იყრიდა თავს [21]. (აქ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საქართველოში მრავალფეროვანი ძველი პიქტოგრამების, ასევე დეკორის კოსმოლოგიური ხასიათი და ქართულ ენაში შემორჩენილი უამრავი ვარსკვლავის (ან ცათა) სახელწოდებები, რომელიც ცალკე საკვლევი თემაა.) კაბალას სიმბოლოების ჯგუფში თვალშისაცემია ე.წ. Malachim script,[25] რომელიც ყველაზე მეტად მსგავსია საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილ ფარულ ნიშნებთან. მსგავსება ტექნიკურ მხრივაც საინტერესოა, რადგან ნიშნები "დაჭვრეთით“ "ჩაჭვრეთით“ იგივე "წერტ-ილების“ გამოყენებით არიან შექმნილნი [23]. ეს ნიშნების ჯგუფი გამოაქვეყნდა 1675 წელს გ.აგრიპას მიერ და დღემდე გამოიყენება მასონურ ნიშნებში, ისე, როგორც სიმბოლო-ნიშნები დაფარულად უძველესიდან გამოიყენებოდა. მათი მნიშვნელობები და ფორმები განსხვავებულია სემიტური დამწერლობის ნიშნებიდან, მაგ:ნიშანი "ხარი“ (Alef).

იგი ჯგუფის თავშია და "მეთაურად“ წარმოდგენილია. მისი ფორმა საინტერესოდ ემსგავსება ხევსურეთის, თუშეთის და სამცხე-ჯავახეთის ფარულ ნიშნებს. მათ შორის ხევსურეთში და თუშეთში სალოცავებში დაცულ ფარულ ნიშნებს იხ. ("ფარული ნიშნები“) სურ.77. 154. 198. 202. 253. (ამ კონტექსტში არ შეიძლება არ შევნიშნოთ ასომთავრულის "ხ“ (ჴ), მსგავსი გამარტივებული მოხაზულობა და მისი პიქტოგრაფიული სავარაუდო სახელიც "ხარი“). ფხოურ ლექსიკონში (ხევსურულში) "ხარი“ ეპითეტია კარგი ვაშკაცის და იგი სალოცავის სახელსაც უკავშირდება, მაგ."ნახარელა ღვთისმშობელის ჯვარი“, "მოხარნადე“ "კოპალაის ხარი“, "ნახარელას მობურთვალი“, "სანახარელონი“ და ა.შ (ხევს.ლექს.ალ.ჭინჭარაული). ვფიქრობთ რომ ასეთი სახელწოდებები წინაქრისტიანული დროისა და მიწათმოქმედების კულტურის "ხარი“-ს კულტს უკავშირდება, რომელიც ზოგად ქართულია. "სულეთს ხარი ხნავს ცალრქა, ბარაქა მესტუმრეთია“, საკრალური ხარის რქა, რომელიც "წდეა“ მოგვიანებით, ანუ საწყაოა სარიტუალო ლუდისთვის, ქერის ასაწყავად (ზ.კიკნაძე - ჯვარი და საყმო. ნაწ.3). ანალოგიურია (ესპანური) იბერიული ხარის კულტის დამადასტურებელი არტეფაქტებიც. საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში სალოცავთან დაკავშირებული ხარის სახელწოდება და მისი სავარაუდოდ გრაფიკული ფარული ნიშანი (რომელიც ასევე სალოცავებშია) ღრმად კვლევას მოითხოვს პერსონალურად. ცნობილია გამოთქმა "ხარატული“, რომელიც "ჯვრისებურ“ გამოსახულებას ეწოდება ნაქარგობაში.   აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რწმენა დაკავშირებულია მითოლოგიურ "ღვთიშვილების“ მოსვლასთან და მათგან დადგენილ წესზე. წარმართული ელემენტები გვერდით შემატებულია, ხოლო ცენტრალური ხაზი "მერიგეს“ წეს-რიგზეა აწყობილი. "მერიგეს“ (მორიგე, მარიგე) მხოლოდ ფშავ-თუშ-ხევსურეთში კი არა, ძველი აღთქმის გვიანდელ ტექსტებშიც გვხვდება და ჩანს ძველ ქართულ მონოთეისტურ რწმენაში "არსთა გამრიგე“ მთავარია, მაგ:"ერთადერთო გ ა მ რ ი გ ე ვ , ერთადერთო მეუფევ, ერთადერთო მართალო“ (2 მაკაბელთა1: 24.25), "ღმერთო ყოვლის  გ ა მ რ ი გ ე ვ,  მოწყალებით“ (3 მაკაბელთა 5:28), "არამედ ყოველთა ძალთა  გ ა მ რ ი გ ე ვ უზენაესი ღმერთი“ (1 მაკაბ. 7:9) და ა.შ. თარგმანის ძიებით ძველ ებრაულში ასეთი სახელწოდება არ ჩანს, (მხოლოდ მსგავსებაა, გვიან აღმოჩენილ უძველეს შუმერულ ენაშია "რიგმუ“ და "მე“ - მარადიული სიცოცხლის დვრიტა. შუამდ. მით. ზ.კიკნაძე) და იგი, ადრექრისტიანული პერიოდის ქართული ლექსიკონით ითარგმნა სწორედ. ასევეა "კვრივთან“ დაკავშირებითაც, რომელიც ძველ აღთქმისეულ ტექსტშია, მაგ:"ანეას ქურუმებმა გადაიხადეს ფული და მეფეც მცირედი ამალით კ ვ რ ი ვ ი ს  გალავანში შევიდა“(2 მაკაბელთა 1; 15). ჯვარ-სალოცავის "კვრივი“ შეუვალი ადგილია დღესაც ფშავ-ხევსურეთში და თუშეთში. "კვრივი“ მიწაზე ღვთის კარია, სიმბოლურად ცის კარისა. "ღვთის კარი“ და "ცის კარი“ (ანუ   გასასვლელი) მონაცვლეობით იხსენიება ხუცობებში [5.8]. ჯვარ-სალოცავებთან დაკავშირებულია დაბალი რანგის მსახურის "ჩანჩხის“ სახელწოდება, რომელიც უძველეს "ხი“ სუფიქსიან, (ხალდეურ სამყაროს), სახელწოდებებს უკავშირდება [2]. გვ.21, 22, 26, 27. ჯვარისმსახურების რწმენასთან დაკავშირებულ საკულტო ძეგლებში, დღევანდლამდე მოღწეული დეკორატიული ასტრალური სიმბოლოები "ღვთაებრივ“ ნიშნებად არის მიჩნეული და ნიშნების ამოჭრაც "ღვთაებრივ საქმედ“ იყო მიჩნეული. სიცოცხლის ხის ერთგვარი გაგრძელებაა   დედაბოძი, ქართულ დარბაზში და საკულტო ობიექტია. "ხევსურეთში გავრცელებული ტრადიციული ორნამენტის სიმბოლოები ოდითგანვე არსებობდა საქართველოში და მაგიურ-აპოტროფიულ ხასიათს ატარებდა“, (გ.ჩიტაია) [11]. თუშ-ფშავ-ხევსურეთში "სიცოცხლის ხის“ სიმბოლოა ჯვარ-სალოცავის "ალვის ტანი“ (დროშის ტარი) და ერთერთ "ლაბარუმ-ჯვარზე“ (სამკაპა ჯვარი), რომელიც უკანა ფშავში აქვს დაფიქსირებული ვ.ბარდაველიძეს 1930-იან წლებში (აღ. საქ. მთიან. ტრად. ძეგლ. ტ.1, ფშავი. "გიორგი წყაროსთაულის ჯვარი“. უკანა ფშავი), "ლაბარუმ-ალვისტანის“ ტარზე ფარული ნიშნებიც არის, ვერცხლის ფირფიტებზე დაჭვრეთილი (ეს საინტერესო უნიკალური ფორმის     "ლაბარუმ - ალვისტანის - ჯვარი“ 1930-იან წლებში დაიკარგა. ინფორმ. ხევისბ. ივ.წელაური 80 წ. ვაკისოფელი). პიქტოგრაფიული და   ფარული (სკრიპტული  ნიშნები ნამდვილად უკავშირდება ამავე რეგიონში შემორჩენილ ღვთისმსახურებას, რომელიც ძველი აღთქმის არქეტიპია (კაბალას თილისმების სიმბოლოებიც ამის მსგავსია, მათ შორის ჯვრები და ასტრალური წრე-სპირალები). ოპონენტები, რომლებიც საწინააღმდეგოს ამბობენ და საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონის ეთნიკურ ქართველებს, სემიტური ხალხის მიგრაციის შედეგად წარმოიდგენენ, უნდა აღინიშნოს ღვთისმსახურების ძველქართული ლექსიკონი და ფარული ნიშნების უმეტესად მსგავსება შუმერულ, ძველ ინდურ (ხარაპას ნიშნები), კრეტულ და იბერიულ დამწერლობის ნიშნებთან [16]. იბერიულ (იბერიის იგივე, პირენეის ნახევარკუნძულის) დამწერლობის ნიშნების გარდა დიდი მსგავსებაა იბერიულ (პეტროგლიფების) და ბასკურ დეკორატიულ ასტრალურ - კოსმოლოგიურ სიმბოლო - ორნამენტებთან (ტრადიციული ბასკური სასაფლაოს ქვების დეკორი და სახლის ავეჯის ხეზე კვეთილი გეომეტრიული ორნამენტებიც). ცალკე საკვლევია, ბასკურ ტრადიციულ ორნამენტებთან დაკავშირებით ჯვრის ფიგურები, რომელიც მხრებთან ოთხი სხვადასხვა დეკორით გამოირჩევა და ასეთივე ორნამენტებს ჩვენ ვხედავთ, ძველიდან გადმოსულ, შუასაუკუნეების ქრისტიანულ ტაძრების ორნამენტებშიც (რკონის, სკრის, წილკნის და წუნდის ტაძრის ორნამენტები). ჩვენი აზრით, ქართულ-ბასკური ორნამენტების მხატვრული მსგავსება და სახელწოდებებიც ღრმად საკვლევი თემაა, რომელიც ახალ ფურცელს გადმოშლის უძველეს დროის გემოვნება-წარმოდგენის შესახებ და ამ ორნამენტების სახელწოდებების კავშირ - ურთიერთობაზე ახალ სიტყვას იტყვის ("ქართველი დასავლისანი“ ბ.კესარიელი, გ.ნოსელი, გ.მთაწმიდელი). იბერიის (პირენეის) ნახევარკუნძულზე არსებობდა მდინარე "ებრო“ და მის ეტიმოლოგიას უკავშირებენ "იბერს“ (იბერ - ებერ, ასეთი გადასვლა ნაცნობია ენათმეცნიერებისთვის). 5-6 ორნამენტის სიმბოლო ან სახელწოდება შეიძლება სხვაგანაც იყოს განმეორებული და შემთხვევითობა იყოს, ხოლო, 20 ერთეულზე მეტი ორნამენტი, ჩართული ანალოგიურ გეომეტრიულ კვეთილობასთან და სახელწოდებები რწმენის სამყაროდან, უკვე, ამ   ხალხის უძველეს საერთო გენეზისზე მიუთითებს. ჩვენი აზრით, ასტრალური-კოსმოლოგიური სიმბოლო - ნიშნების წარმოშობა დედამიწისეული წარმოდგენებიდან ნამდვილად არ აიხსნება, ისე როგორც სიცოცხლის და ადამიანის წარმოშობა, მხოლოდ, დედამიწაზე სამოღვაწეოდ ვერ აიხსნება. ეს ორი უდიდესი საიდუმლო დიდ კოსმოსურ წესრიგთან და მოვლენებთან და სიცოცხლისეულ მისიასთან, ერთმანეთთან, ნამდვილად ურთიერთკავშირშია. რას ამბობს დღევანდელი დაკვირვებით, სხვადასხვა დაინტერესებული ხალხი მთის, კერძოდ ხევსურთის ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით: "ჩვენი აზრით, ხევსურული ჯვრის |ხატ-სიმბოლო“ სამყაროს შესახებ უძველესი საკრალური ცოდნის დანაშთია. ვფიქრობთ, რომ კავკასიის მთებში შეხიზნული ქართველური ტომების მიერ საოცარი სიცოცხლისუნარიანობით შემონახული ეს ხატ-სიმბოლო თავის წიაღში ყოვლადწმიდა სამების წინასახეს ჯერ კიდევ მაცხოვრის განკაცებამდე ატარებდა და ფლობდა ცოდნას კოსმიური წესრიგის პირველსაწყისის შესახებ, რასაც ქრისტიანობამ ახალი, კიდევ უფრო ღრმა სულიერი დატვირთვა და დადასტურება მისცა. თუმცა, ამ ცოდნის სრულყოფილად წვდომასა და გააზრებას ჯერ კიდევ ხანგრძლივი ძიება და სათანადო სულიერი მომზადება დასჭირდება“ (უცნობი ავტ.) რაც კი ეთნოგრაფიული ჩანაწერებია, ან მშრალი ინფორმაციაა, ან ქრისტიანული პოზიციდან დანახულია, ხოლო ისეთი ინფორმაცია, რომელიც "შიგნით“ მდგომი ადამიანთა მიერ იქნებოდა გამოთქმული, იშვიათია. გვინდა, სხვა თვალითაც შევხედოთ მთის წეს-რიტუალებს (რიგის ყენება) და გარემო სიცოცხლისათვის შეთავსების ხარისხიანობით განვიხილოთ. გვინდა მოვიყვანოთ, ის სუბიექტური, და ობიექტური მოსაზრებები, რაც 1985-86 წლებიდან დღემდე, გავაკეთეთ, სხვადასხვა დღესასწაულებზე. ზოგი მათგანი ჯვარის მსახურიც იყო, ხოლო ზოგიერთი ადგილობრივი   დამკვირვებლის თვალით დანახულია. ვერბალური ინფორმაცია, რომელიც განყენებული აზროვნებით მოდის საინტერესოა. "იგი უძველესია, ნამდვილია, ხალხურია და წმინდაა“, ასეთია ადგილობრივი აზრი. "მთის სალოცავებში დამკვიდრებული წესები ხალხის ცხოვრებისათვის სარგებლიანობით და სწორი ცხოვრების განმსაზღვრელად გვევლინება“ (ადგ. ჩანაწ.) გადმოცემით "ღვთისშვილების მიერ ნასწავლები და მითითებული“. სალოცავის საყმოებში შემუშავებული წესები, რამდენიმე ათასეული წლების გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბდა და მტკიცეა. მაგ:ცალკეულ სალოცავის საყმოში მკაცრად იყო დაცული ეგზოგამიურობა, ერთი ჯვარის საყმოში მიუღებელი იყო ქორწინებები. სწორი ცხოვრებისთვის და სწორად გამრავლებისთვის მიმართული წესები ღრმად გამჯდარი იყო ხალხში. ასევე ითქმის შესაწირავთან დაკავშირებითაც. შესაწირავად ნაგულისხმევი ცხოველი სწორად, ჯანსაღად უნდა ყოფილიყო გაზრდილი (ხარ-კურეტს მეტად ფრთხილად ზრდიდნენ) და ჯანმრთელი უნდა შეწირულიყო. "მხოლოდ ასეთი შენაწირი ცხოველის ხორცი ითვლებოდა საკვებად. სხვანაირად "დაკვლა“ უკვე მკვლელობაა   და "უსახელოდ“ დაკლული ცხოველი ეშმაკისაა და არაა მისაღები, მისი ხორცის საკვებად გამოყენება“. საღვთოდ შეწირული ცხოველის ხორცის შენახვაც მნიშვნელოვანი იყო. მას "საძმობის“ ხორცი ეწოდებოდა, რაც "მოძმეებისთვის“ გასაყოფად იყო განკუთვნილი ("ცხრა ფუთი მარილი უნდა ჭამო, სანამ მეგობარს აირჩევ და მიენდობი“ ხალხური).  სახელწოდება "საძმობის“ ხორცი დღესაც შემორჩენილია. მთიან პირობებში ხორცის მიღება აუცილებელია და აქედან ჯანსაღი პროდუქტი (დალოცვილი ცხოველი), ჯანსაღი ფიზიკური მონაცემებისთვის იყო აუცილებელი. სალოცავში სისხლიან შესაწირავზე უფრო დიდი სამსახურია ხის დარგვა, საკრალურ ტერიტორიაზე. ადამიანის ურთიერთობა ბუნებასთან, ფლორასთან და ფაუნასთან ჰარმონიულად იყო ჩამოყალიბებული. ამისთვის საინტერესოა სალოცავებთან დაცული აღკვეთილები "ხატის ტყეები“. ხატის ტყეში მყოფი გარეული ცხოველიც ხელშეუხებელია. ასევა, ადამიანის ზომიერად, სწორად კვების ან აღზრდის წესებია. "პურ-საწირების“ და სარიტუალო ლუდის დუღებას თავის ღრმად საკრალური შინაარსი ჰქონდა, კეთების დროს მთელი თემიდან განაწილებით "ჩაიტვირთებოდა“   დადებითი დიდი ენერგია. რატომ, იყო ასეთი მიდგომა?, თუკი ამას სხვა თვალით შევხედავთ, იგი მხოლოდ პიროვნების და თემ-სოფლის ურთიერთობის ინსტიტუტით არ შემოიფარგლებოდა. მასში უფრო მნიშვნელოვანი იდეა ჩანს ჩადებული, რომ ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ "ნაწილია მთელისა“, ხოლო ის მთელი კი უფრო დიდის ნაწილია და ა.შ. (არქეოასტრონომიული ცოდნა). "რიგის ყენება“ (რიტუალი) თვითონ მოძღვრების გარეშე აგრძნობინებდა ადგილობრივ ადამიანს ამ სამღვთო სიწმიდეს, რომელიც მუდმივმყოფადია და სიცოცხლისთვის მარადამაღორძინებელის ნიმუშია. საოცარია, უამრავ ეთნოგრაფიულ კვლევებში ასეთი სიღრმე შეუცნობლად დარჩა, როცა გენიალურმა მწერალმა გ.რობაქიძემ "ენგადში“ დაინახა და აღწერა სწორად. იგი ამბობს მთელის და ნაწილის ურთიერთმიმართების შესახებ. ასეთია ხალხური "გაუცნობიერებელი“ სიბრძნე ძნელად აღსათქმელი, მაგრამ არა შეუღწევადი. მთის სალოცავებში უდიდესი ძალა იკრიბება, ცოცხალი ორგანიზმივითაა, მაგ:განმაწმიდავებელ წყლად იქცევა ჩვეულებრივი წყაროს წყალი, როცა იგი სალოცავში შიგნით შედის (ერთ დღე-ღამეს იმყოფება) და მერე გამოდის სარიტუალოდ. ასევე, საინტერესოა სარიტუალო "ალვისტანი“ (დროშა), რომელიც გარდა საკრალურობისა, დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია. დროშასთან ერთად, სპეციალურად მთაზე ასვლა და მოლოცვა, ერთგვარი "საღვთო“ ენერგიის მიღებაა და იქიდან დაშვება კი "ფერხისაის" სიმღერით უკვე მიწიერად ღმერთისადმი მადლის მიძღვნააა. "საღვთო რიტუალი გაჟღენთილია სიცოცხლისთვის საჭირო მუდმივ ამაღორძინებელ წესებთან და მთის გარემოდან გამომდინარე ჯანსაღი სიცოცხლისთვის სწავლებაა“ (ჩაწერ.დღეობაზე). "თვითონ რიტუალი თავისი წესებით მოძღვრავს თავის საყმოს და ამით მუდმივ მზადყოფნას ნერგავს. იდეოლოგია თვითონ რიტუალებშია, რომელიც სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე“ (დღეობაზე). რიტუალი "ადიდებს“ "მოძრაობს“ "დღესასწაულობს“ და ჯანსაღი ცხოვრებისთვის ბიძგის მომცემია. სალოცავში აუცილებელია ნამარხულევი, განბანილი, მომზადებული, სუფთა ტალავრით მისვლა. ხმამაღლობა დაუშვებელია, რიგის ყენება დინჯია, თვითოეული ოჯახი თავთავისიწილით მოდის. დღეობის ბოლოს სრულდება სარიტუალო ცეკვა და სიმღერა. ასევე, ადგილობრივი გარემოდან გამომდინარე მიღებულია სალოცავთა დიდი ქვებით აგება (სიმკვიდრე და სეისმურად მდგრადობა). წყაროთა დალოცვა ("წყალთ დალოცვა“) მიცვალებულისთვის, რომელიც წარსული ადამიანისთვის იმქვეყნიური საჭიროებისთვის და არ დავიწყებისთვისაა. აქ, მისტიურ-სიმბოლური დანიშნულება ურთიერთგადაჯაჭვულია. ასევე, საინტერესოა რიტუალების დროს პურ-საწირების "ღვთაებრივი“   სიმბოლო - ორნამენტებით გაფორმებაც, რომელიც არა მარტო საღვთო საპატივსაცემო იყო, არამედ ამქვეყნიური ცხოვრებისთვისაც საჭიროებდა. "აქ გამომსახველობითი ფორმები, მაგალითის მიმცემად ჩანდა და ადამიანი ამ ფორმებით ყოველთვის უნდა ყოფილიყო დაკავებული. აქ, აპოტროფიულობა და ენერგიის თავწყარო ერთადა კონცენტრირებული“ (ჩაწერ.დღეობაზე). "ასტრალურ-კოსმოლოგიურ“ გეომერტიულ ფორმებთან შეხამებული უნდა ყოფილიყო ყველანაირი საღვთო ობიექტი თუ საცხოვრებლის სამყოფელი გარემო, ნივთები და იარაღიც კი. სალოცავებში ქვის პიქტოგრაფიული ნიშნებიც დალოცვას, სადიდებელს, საღვთო ადგილის ლოკალურ სახელწოდებებს მიუთითებდა, ჩვენი აზრით. "სალოცავი იყო მაგალითის მომცემი ადამიანისთვის და მისი სწორად ცხოვრების მიმთითებელი. როგორც ავღნიშნეთ, მთის რიტუალებში ყოველთვის ხაზგასმულია, რომ ადამიანი "ნაწილია მთელისა“, ხოლო მთელი კი უფრო დიდს ეკუთვნის და ა.შ. სულის და სხეულის ისეთი ზღვრული დამოკიდებულება და თან ერთიანობის და ტოლერანტულობის შეგრძნებაა, აქ, ყველაფერზე იმდენად ზეაღმატებული, რომ ამის მსგავსი ძნელია სხვა კონფესიებში მოიპოვებოდეს. აქ რიტუალები გრძნობას აღძრავენ და ამით წინამძღვრობდა ერი. უძველესი ღვთისმსახურება საკაცობრიო განზოგადოებული წესებითაა შემონახული, რომელიც გვიან შემოსულ ქრისტიანულ დოგმებს შერწყმულია. ადამიანთა აზროვნების გარიჟრაჟზე, როცა სიწმიდე იმდენად სუფევდა, რომ ღმერთსთან პირდაპირ საუბრობდა და რჩევებსაც ისმენდა. საწყისი მდგომარეობა შემდგომ შეიცვალა და გონებაში უამრავი იდეოლოგიები ამოტივტივდა, რომელიც ამბიციურ საფუძველზე წარმოიქმნებოდა, ვიდრე ღმერთსთან მიახლოების სურვილის გამო. მთაში, ყოველი ადამიანი საგმირო სახელს ეძებდა და საერო-სასულიერო საქმეში გამოჩენილი საქმისთვის (ან თავგანწირვისთვის), სალოცავში მისი ხსენება ჰარმონიულად იყო დამკვიდრებული, მაგ: მის სახელზე "საკარგყმო“ თასი იდგმებოდა და მას განსაზღვრულ დროს და განსაზღვრულ წესზე გამოიყენებდნენ. პიროვნების საქმის დამახსოვრება უფრო ხდებოდა, ვიდრე მისი ვიზუალური პორტრეტისა. გმირის სახე შეიძლება აღარც ხსომებოდა ხალხს, მაგრამ ჩადენილი საქმე და სახელი წინ იყო დაყენებული, ამ წესით. ამით ხაზგასმული იყო საგმირო საქმის ეროვნული ხასიათის საზომით "დაფასება“, ეს უფრო მეტად რჩებოდა ხალხის მეხსიერებაში და მეტად მოსაწონი იყო“ (ჩაწერ. დღეობაზე). საინტერესოა, ქართული ტრადიციული მეომრული კოდექსის შესახებ გამოთქმული აზრი. მთის სალოცავებთან არის დაკავშირებული მეომრული კოდექსის წესები, რომელთაც ვიცნობთ "კაცის კაცობის წესებით“. "უპირველესად უნდა გავიხსენოთ, ქართველი კაცის ცხოვრებას იმთავითვე განაპირობებდა რწმენა უზენაესი ძალებისა. მაღალ ზნეობრივ პრინციპებზე დაფუძნებული სამოქმედო კოდექსის თვითოეული მუხლი უფლისადმი სათნო მსახურების გამომხატველად მიიჩნეოდა. უფლის "ყმა", "მოყმე“ - ასე უწოდებდნენ სარწმუნოების დაცვის სამსახურში მყოფ მეომარს. მთაში ამბობენ "ლაშარის ყმას სხვისი ყმობა არ მოუდისო“. (გ.კოკოშაშვილი. ჟურნ. სვეტიცხოველი. 2014). ასეთია, უძველესი ჩამოყალიბებული რწმენის შესახებ გამოტანილი სხვადასხვა მკვლევართა მოსაზრებები, რომელიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულია გამოცემებში ან ჩაწერილია ადგილზე. ამრიგად, საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში შემორჩენილი ღვთისმსახურება პროქართულ ენაზე ჩანს წარმოქმნილი და სათანადო ფარული ნიშნებითაც "დალოცვილი“ და განმტკიცებული (ეროვნული ღვთისმსახურება). ძველ საქართველოში მონოთეისტური რწმენის არსებობა მოითხოვს ღრმა ანალიზსს, რომელიც მომავალში პროფესიულ დონეზე უნდა გაგრძელდეს. "იბერი“ და "ებერი“ ეტიმონები არამარტო გარეგნულ-შინაარსობრივ მსგავსებებს ამჟღავნებენ, არამედ, მათ ისტორიულ რწმენის წესებშიც ბევრი თანხვედრაა. ეს თანხვედრები შემთხვევითობას რომ მივაწეროთ, ნაკლებად სავარაუდოა. ღრმად გამოსარკვევია ფარული ნიშნების იბერიულ (პირენეის) დამწერლობასთან გენეტიკური კავშირი და ამ დამწერლობის მიმართება "ებერიანთა“ დამწერლობასთან (ეს უკანასკნელი თუკი არსებობდა), რომელიც ძველ ებრაულში სიმბოლოების სახით შემომრჩალა (17 საუკუნეში გამომჟღავნდა). გამოსარკვევია მითიური გადმოცემა "ებერის“ შესახებ (მდინარეზე გადამსვლელი) და მისი კავშირი ისტორიულ "იბერის“ სახელის (წყლის ხალხი) საკრალურ მნიშვნელობასთან. ქართული ფარული ნიშნების ძველებური მხატვრული ფორმები შესაბამისობაშია ადგილობრივ ხალხურ თეოგონიურ წარმოდგენებთან და რიტუალებთან, რომელიც დღეს მითოსური ბურუსით მოცულა. ფარული ნიშნები და ადგილობრივი დეკორატიული ტრადიციული ორნემენტებიც საკულტო ობიექტებთან და ღვთისმსახურების რიტუალურ წესებთან კავშირ-ურთიერთობაშია. ჩვენი წერილი არ ითვალისწინებდა სისტემური კვლევის წესებს, ეს უკვე პროფესიონალი მკვლევარების და მეცნიერების საქმეა. ჩვენ გამოვთქვით აზრი და ახლა საქმე სხვებმა, ანუ მომავალმა თაობებმა უნდა გააგრძელონ. ფაქტია, საქმე ეხება მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დამარხულია და ტაბუირებულია ნაწილობრივ. საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში ძველი აღთქმის მსგავსი ღვთისმსახურება მოითხოვს სიღრმისეულ წვდომას, რადგან ამას პროქართული ენის ერთ-ერთი უცნობი ისტორია აქვს შენახული და მოელის პროფესიონალთა ფუნდამენტურ კვლევას.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ქართლის ცხოვრება. ს.ყაუხჩიშვილის რედაქციით. თბ. 2. 1959

2. ივ.ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია 1. 1913,

3. თ.ყაუხჩიშვილი, ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ. თბ.1960

4. გ.მელიქიშვილი ქართველები, მათი წარმომავლობის საკითხი. თბ. 1965

5. ვ.ბარდაველიძე - აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა სასულიერო ტექსტები. მას. "საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“ ნარკ. 1. თბ. 1938

6. ი.სურგულაძე ქართული ხალხური ტრადიციული ორნამენ. სიმბოლიკა მეცნ. თბ. 1986

7. თ.ოჩიაური. ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან,საქ. სსრ.მეცნ. აკად. გამ-ბა. თბ. 1954

8. ს.მაკალათია ხევსურეთი. თბ. 1984

9. ალ.ოჩიაური ქართული ხალხური დღეობების კალენდარი. მეცნ. თბ.1988

10. ლ.მოლოდინი, გ.ჩაჩაშვილი ორნამენტი. ქართული კოსტუმის კატალოგი. 1.ხევსურეთი. 1964

11. ვ.ბარდაველიძე, გ.ჩიტაია. ქართული ხალხური ორნამენტი. თბ. 1939

12. ორბელიანი სულხან-საბა - სიტყვის კონა

13. კ.წერეთელი ბიბლიის ებრაული ლექსიკონი. თბ. სახელ. უნივერს. 2001

14. გ.ქავთარაძე. ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისთვის. თბ. 1985

15. გ.გიგაური ფარული ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბილისი. 2010

16. Д. Дирингер. Алфавит. М. 1963

17. В. Истрин. Возникновеные и развитие писма. М.1965

18. X. Фарбридге Иследования в библейские и семитских симболизма. 1960

19. О. Н.Штейнберг. Еврейскый и Халдейскый этимологический словарь.1878

20. E.Gordon. Sumerian proverds Philadelfia. 1959

21. J.Henson. Biblicsl Hebrew. University of Wisconsin, Madison, Wisconsin.2008

22. G.Brech er. Das transcendentale, magie ud magische neilarten im Talmud, Pp1,39,v:enna 1950

23. G.k. Agrip. De occulta philosophia.  1533

24. D. Mackenzie Migration of Symbols

25. Sefer Raziel Homalach, Steve Savebow

26. Библия ветхого и нового завета. Канон. М. 1990

27. С.М.Крамер Исторя начинается в Шумере.  М. 1965

28. М.Зильберман. Истоки. История мифология и религия претков Евреев М.2004

29. А.Л.Оппенхейн. Древняя месопотамия М. 1990

The lost history

(following the  footpinds of the God serving Ceremony)

The  encient God serving ceremony preserved in the east region of Georgia is combined with the rules of Christianity. The sphere of our research is the ancient God serving ceremony in this region which doesn,t include Jewish names or titles. This ceremong preserved up to now by the ancienct Georgian language and traditions. Here also exist. He old stones with ancient pictographic written language onit. It was published monograph on this subjest "Secret symbols” in the east Georgia 2010. Highland (Tseraculi (pick-shaped) script) Georgi Gigauri. Some pictographic symbols and signs are decorative where exist Georgian character this tradition of the God serving ceremony requests deep analysis and it belongs to the sphere of research of linguists paleographists, ethnograpersl and theologists.