topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

აბლარი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ახალქალაქის რაიონის ძეგლები / ეკლესია - მონასტრები>>>

ნ.ვაჩეიშვილის ფოტოები - (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - (+)

აბლარი - ნასოფლარია ახალქალაქის რაიონში, მდებარეობს იმავე სახელწოდების მდინარის სათავეში. მოხსენიებულია აბ-ის სახელითაც. XVI ს-ის ბოლოს აბლარში უკვე აღარავინ ცხოვრობს და დღეისათვის ნასოფლარის კვალი თითქმის წაშლილია. ნასოფლარი აბლარი (აბი), რომლის ანალოგიური სახელი გვხვდება სამცხეში და აბული, ერთი წარმომავლობის სახელები ჩანს. ნასოფლარში შემორჩენილია დარბაზული ტიპის გაძარცვული, პერანგშემოცლილი და დანგრეული ეკლესია. მიმოფანტულია მრავალი პოსტამენტი.

მ.ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ.335-404.

გამოყენებული ბმული: http://ka.wikipedia.org/wiki/აბლარი

 

ნ.ვაჩეიშვილი, დ.ბერძენიშვილი, ი.ელიზბარაშვილი, ც.ჩაჩხუნაშვილი, ჯავახეთი, ისტორიულ - ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ. 2000. გვ.61

ფარავნის მარჯვენა შემდინარის სათავეებთან, მთის ძირში შემორჩენილია XIII საუკუნის საკმაოდ დიდი დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. აქ ნასოფლარი აბლარი ყოფილა. მისგან ამჟამად მხოლოდ უშველებელი ქვის ლოდებიღაა დარჩენილი, რომელნიც ეკლესიის გარშემოა მიმოფანტული. ეკლესიის ზომები და მისი ნაშთების იმპოზანტურობა, მის გარშემო შემორჩენილი სტელის ბაზები მეტყველებენ ამ პუნქტის მნიშვნელოვნებაზე. აბლარის ეკლესიის ატყორცნილი სილუეტი მკვეთრად იკითხება დიდი და მცირე აბულის ფონზე. ნასოფლარის სახელწოდება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სპარსულ სიტყვასთან "აბ", რაც წყალს აღნიშნავს, "წყლიან ადგილს" (შდრ.: აბი, აბული, აბისი), აბლარი წყლების სათავეში მდებარეობს, მისი ტერიტორია ნახევარკუნძულს წააგავს. დღეს ეს ადგილი უკაცრიელია და სწორედ ეკლესია არის ერთადერთი მეტყველი ნიშანი ადამიანის აქ არსებობისა. ამ მონუმენტურ პეიზაჟში, გრანდიოზული მთებით გარშემოტყმული ეს პერანგ-შემოცლილი, თითქმის განახევრებული, კამარაჩამოქცეული ეკლესია მაინც ამაყად გამოიყურება. ეკლესია გარედანაც და შიგნიდანაც შესანიშნავად დამუშავებული ქვის ბლოკებით იყო ნაგები, იგი შორიდანვე თავისი აზიდული პროპორციებით იპყრობს ყურადღებას. და მართლაც, მიახლოვებისას აშკარად იგრძნობა ფორმების ზესწრაფვა. მეტი სიმაღლის ილუზიის შესაქმნელად ეკლესიის მოცულობა მთლიანად ზემოთკენ ვიწროვდება. პილასტრიც ქვემოთ უფრო განიერია, ზემოთ ვიწრო. კონქი ბრტყელი და შეისრული თაღითაა დასრულებული, სატრიუმფო თაღი კონქის ამ ატყორცნილ სვლას მიყვება. იქმნება მხატვრული ეფექტი განსულიერებისა და ზესწრაფვის, ამ კედლების "რომანულ" წყობაში "გოთური" არქიტექტურის მისტიური განსულიერება იგრძნობა. საყურადღებოა ერთადერთი გაფორმების ელემენტი: საკურთხევლის კედელში კაპიტელის დონეზე ჩატანებული ვერძის თავის პირობითი გამოსახულებებია რქების ვოლუტისებრი ხვეულით - შესანიშნავი ნაზავი წარმართულ - ქრისტიანული აზროვნებისა. XVI საუკუნის ბოლოს აბლარი მოსახლეობისაგან დაცლილი ნასოფლარი იყო, რომელსაც მაინც შეწერილი ჰქონდა წლიურად 2500 ახა. 1857 წ. ნასოფლარი აბლარი მემამულე მელქონ ხოჯავაროვის მფლობელობაში იყო.