topmenu

 

ბაიები (ბაიოღლები)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ახალციხის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

(+)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - (+)

ბაიები, ბაიოღლების კომპლექსი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ახალციხის რაიონში, სოფელ წყორძასთან ახლოს, დასავლეთით. აშენებული სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებში. კომპლექსი კლდეშია გამოკვეთილი და შედგება გალავნისგან, ორი ერთმანეთის გვერდით მდგომი ერთნავიანი ეკლესიისაგან, ასევე მცირე გამოქვაბული - სალოცავისგან, რომლიდანაც გაჭრილია გასაძრომ - გვირაბი. გვირაბში შემორჩენილია ოვალური ფორმის ლოდი, რომელიც ხუფივით ეფარებოდა ვერტიკალურად მიმავალ გვირაბს. ასეთი ტიპის გვირაბი გასაქცევის და სამალავის ფუნქციას ასრულებდა მტრის შემოსევებისას. ორი ეკლესია ერთიმეორის გვერდითაა. ერთი, მარცხენა, უფრო დაბალია, მეორე - უფრო მაღალი და დიდ ზომის. გარედან ჩანს მხოლოდ მათი სამხრეთი კედლები. პატარა ეკლესია მთლიანად თლილი ქვითაა ნაშენი. დიდ ეკლესიაში მხოლოდ სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლები და კამარაა ქვისა, დასავლეთის კედლის დიდი ნაწილი და საკურთხეველი კი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიებს გარედან კარგად მოჩუქურთმებული კარნიზი აქვს. დიდ ეკლესიაში მხატვრობის კვალი შეინიშნება. ეკლესიების ქვეშ ორ სართულად განლაგებული სადგომებია (ქვით ნაშენი წინა კედლებით), ხოლო დიდი სამლოცველოდან იწყება კლდეში ამოკვეთილი გასაძრომი და სამალავები. გალავანში შესასვლელი კარი გამოკვეთილია ერთი დიდი გათლილი ლოდისგან.

 

 

 

 

(+)

(+)

ბაიები (ახალციხის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერიძე ვ. სოფ.ბაიებში (ბაიოღლები), კლდეში ნაკვეთი ხუროთმოძღვრული კომპლექსის შესახებ.

2. ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები. - თბ., 1970. - გვ.35-36. - სოფ.ბაიების კლდეში გამოკვეთილი გალავნისა და ორი ეკლესიისაგან შემდგარი შენობათა ჯგუფის აღწერილობა.

3. თორდია კ. ბაიების (მესხეთი) კლდეში გამოკვეთილი ეკლესიები სადგომებით //ძეგლის მეგობარი. - 1986. - გვ.61-65. - სოფ.ბაიების (ბაიოღლები) ორი ეკლესიისა და სადგომების აღწერილობა. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამუშაოების მასალები.

4. ბაიები - ენციკლოპედია „საქართველო“, ტ.1, გვ.336, თბ., 1997

>(+)

ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძრვრული ძეგლები // - თბ., 1970, გვ.35-36.

მდინარე ურავლი მტკვრის შენაკადია. ურავლის ხეობაში მოსახვედრად ახალციხიდან უნდა გავყვეთ გზას. მდ.ფოცხოვის მარჯვენა ნაპირზე. სოფელ წყორძას დასავლთით, სოფ.ქისათიბისკენ მიმავალი ბილიკის მრჯვნივ, აღმართულია მცირე სიმაღლის შვეული კლდეები. ესა ადგილი ბაიების სახელითაა ცნობილი. დაახლოებით კლდის შუა სიმაღლეზე შენობათა მთელი ჯგუფია: გალავნის ნანგრევები, გალავნის შიგნით კი კლდეზე მიბჯენილი, თითქოს კლდეში შედგმული, ორი ერთნავიანი ეკლესიაა ერთიმეორის გვერდით. ერთი - მარცხენა, უფრო დაბალია, მეორე - უფრო მაღალი და ვრცელი. გარედან ჩანს  ეკლესიათა მხოლოდ სამხრეთის კედლები. მცირე ეკლესია თლილი ქვითაა ნაშენი. დიდ ეკლესიაში მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლები და კამარაა ქვით ნაშენი, ხოლო დასავლეთის კედელის დიდი ნაწილი და საკურთხეველი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიებს გარედან კარგად მოჩუქურთმებული კარნიზი აქვთ. მარჯვენა, დიდი, ეკლესიის შინით ძველი მხატგვრობის უმნიშვნელო კვალია დარჩენილი. ეს ეკლესიები მხოლოდ ნაწილია მთელი კომპლექსისა. მათ ქვეშ ორ სართულად განლაგებული რაღაც სადგომებია (ქვით ნაშენი წინა კედლებით), ხოლო დიდი სამლოცველოდან კლდეში ამოკვეთილი გასაძრომი და სამალავები იწყება. კლდეებში სადგომთა ამოკვეთა საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული. კლდის ქალაქი უფლისციხე, კლდეშივე გამოკვეთილი ვარძიის მონასტერი ყველასათვის კარგადაა ცნობილი. მესხეთ-ჯვახეთში კიდევ არა ერთი და ორი მსგავსი ძეგლი მოიპოვება. ბაიები ჯერ არ გამხდარა საგაბგებო შესწავლის საგნად. თავისი სიდიდით იგი ვერ შეედრება უფლისციხესა და ვარძიას, მაგრამ მაინც დიდად საინტერესო ისტორიული ძეგლია. მესხეთში, რომლის მოსახლეობაც საუკუნეთა მანძლზე მოძალადე თურქეთის მიერ იყო შევიწროებული, განსაკუთრებით ბუნებრივი და დამახასიათებელია ამგვარი სიმაგრეები საიდუმლო სამალავებითა და გასასვლელებით. ბაიებში ახლა ბევრი რამ დანგრეული და დაზიანებულია. სადგომების დიდი ნაწილი მიწითაა ამოვსებული, კლდეები ბევრგან ჩამოქცეულია. მაგრამ გადარჩენილ სადგომებშიც ბევრი რამაა საყურადღებო, მაგალითად, გალავანში შესასვლელის მოწყობილობა: თვით კარი, რომელიც საგანგებო ბუდეებშია ჩამაგრებული, ერთი დიდი გათლილი ლოდისგანაა გამოკვეთილი. ამ ქვაბში სათვალთალო ხვრელებია ამოჭრილი. ბაიების ყველა შენობა შეიძლება ერთ დროს არ იყოს აშენებული, ის კი ცხადია, რომ მთელი კომპლექსი მომწიფებულ შუასაუკუნეთა ხანას ეკუთვნის (უფრო საფიქრებელია, რომ იგი XII–XIII საუკუნეზე ადრინდელი არ არის). [გვ.35-36]

Ani Gelashvili-ს ვუხდით მადლობას მოწოდებული მასალებისთვის