topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ინწობა - ლ.ჭილაშვილი

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ინწობა (საბუე)>>>

ინწობა - ჭილაშვილი ლ. კახეთის ქალაქები. - თბ., 1980. - გვ.15-18.

თუ კარგად ჩავუკვირდებით საქართველოს ბარისა და მთის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის ცალკეულ ეტაპებს, აქ დამოკიდებულებების განსხვავებული ფორმები იქნება მისაგნები, რომლებიც განსაზღვრავდნენ არა მარტო ურთიერთობის ხასიათს, არამედ დასახლებათა ტიპების წარმოშობასაც კი. ჩვენ ბარისა და მთის ურთიერთობაში სამი ძირითადი ეტაპის გამოყოფა ვცანით მიზანშეწონილად. პირველი ეტაპი უძველესი დროიდან იწყება, როდესაც მთისა და ბარის ურთიერთობას ასე თუ ისე მძლავრი კულტურულ - ეკონომიკური ფაქტორი თავისებური მშვიდობიანი დამოკიდებულების ელფერს აძლევდა. არქეოლოგიური მასალების შეჯერების შედეგად ადრინდელი საფეხური ჯერ კიდევ ადრებრინჯაოს ხანიდან ივარაუდება28. პირველი ეტაპი სრულდება ქართული ადრეფეოდალური სახელმწიფოს ფორმირების დროს. ამ დროს ბარი ძლიერ პოლიტიკურსა და კულტურულ-ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს მთაზე. ქრისტიანობის გავრცელების საბაბით მატულობს პოლიტიკური დაწოლაც. მთისა და ბარის ეკონომიკური ურთიერთობის ბაზაზე აღმოცენებული ქალაქები და მსხვილი დასახლებანი ამ დროს საეკლესიო სამისიონერო ცენტრებადაც იქცნენ. ასეთებად გვევლინებიან მთიდან ბარზე გამომავალ ხეობებში არსებული მნიშვნელოვანი დასახლებანი: ნათლისმცემელი, ნეკრესი, გავაზი, არეში, ლაკვისტი, მაჭი, ბოსტან-ქალაქი, რუსთავი, კაკი, გიში. აღნიშნული პუნქტებისა და ქრისტიანულ-მისიონერული ცენტრების აქტიური მოქმედების შედეგად მთის მნიშვნელოვანი ნაწილი ათვისებულ იქნა, როგორც პოლიტიკურად, ისე იდეოლოგიურად (ქრისტიანობით). ქრისტიანობის დანერგვასთან დაკავშირებით მთაში ვრცელდება ქართული დამწერლობა და კულტურა29. ქრისტიანულ-იდეოლოგიურმა და კულტურულ-ეკონომიკურმა მჭიდრო კავშირმა განაპირობა მთისა და ბარის მოსახლეობის შედარებით მშვიდობიანი თანაცხოვრება. ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები მთისა და ბარის ურთიერთობის მარეგულირებლის როლში გამოდიან. მეორე ეტაპი ქართული ფეოდალური მონარქიის ძლიერების ხანაზე მოდის. ამ დროს მთის დიდი ნაწილი, ისევე როგორც ამიერკავკასიის ვრცელი ტერიტორია, უშუალოდ ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ორგანული ნაწილი ან მისი ყმადნაფიცია. ასეთ ვითარებაში მთისა და ბარის ურთიერთო.ბის მარეგულირებელი პუნქტები ჰკარგავენ ოდინდელ ფუნქციებს და მათი როლი ძირითადად კულტურულ-ეკონომიკური რგოლის მნიშვნელობით განისაზდვრება. ამ პერიოდში ხელახალი ძალით ამოქმედდა მთისწინა ზონების სამეურნეო-ეკონომიკური ერთეულები, რომელთა წინამავალი ფორმები ჯერ კიდევ წინაფეოდალურ ხანაში უნდა ვეძიოთ. უკანასკნელი წლების არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურებს, რომ გაღმა კახეთის მთის წინა რეგიონში ყალიბდებიან კარგად ორგანიზებული სამიწათმოქმედო ერთეულები მაღალგანვითარებული საირიგაციო სისტემებით, რომლებიც გამოიყოფიან კავკასიონიდან ალაზნის ველისაკენ გამომავალი მდინარების (ხევების) აუზებში, თითქმის ყველა ორმდინარეთში, ისე რომ, აღნიშნული სამიწათმოქმედო ერთეულები მოქცეულია, ერთი მხრივ, კავკასიონსა და ალაზანს და, მეორე მხრივ, ალაზნის მარცხენა შენაკადებს შორის. რაც მთავარია, ცალკეული მათგანი გარკვეულ საეკლესიო ეპარქიას შეადგენს რომელიღაც ტაძრის მოთავეობით30.

ასეთ სიახლეს შეიძლება თვალი გავადევნოთ მაინცდამაინც IV-VI საუკუნეებიდან, თუმცა დარწმუნებული ვართ ამ დროს საეკლესიო ცენტრები წარმართული ტაძრების მემკვიდრენი უნდა ყოფილიყვნენ. ჩვენ სათანადო ადგილზე გვექნება მითითებული ზოგი მათგანის წინამავალი წარმართული კულტის შესახებ მთვარის ღვთაებიდან ტრანსფორმირების გზით კოპალასა და წმ.გიორგის ქრისტიანულ სიმბოლომდე. ასეთნაირად ჩანს ჩამოყალიბებული და დაფუძნებული ერთი ერთეული ინწობისა და ჩელთის ორმდინარეთში ნათლისმცემლის (ფიქალების) მოთავეობით, ჩელთის წყალსა და დურუჯს შორის ნეკრესის ზონა, დურუჯსა და ბურსას შორის ცენტრით დუბეში; ბურსასა და ავანის წყალს შორის. ავანის წყალსა და შოროხევს შორის - ძველი გავაზის ერთეული, შოროხევსა და არეშის წყალს შორის ცენტრით არეშში. ლაკვის ხევსა (თანამედროვე მდ.კაბალი) და ნეინის წყალს შორის ლაკვის ერთეული, ნეინისა და მაჭის წყლებს შორის მაჭის ერთეული და ა.შ. კაკისა და გიში ერთეულებამდე (სურ.1) ყველა მათგანი ირიგაციით მოწყობილი სამიწათმოქმედო ზონაა, სათანადო საეკლესიო ეპარქიით და რელიგიური ცენტრით. არ გამოვრიცხავთ, რომ ისინი ადმინისტრაციულ ერთეულებსაც წარმოადგენდნენ. როგორც ზევით ითქვა, აღნიშნული ზონები პირველ რიგში კარგად მოწყობილი სამიწათმოქმედო ერთეულებია, რომლებიც ინტენსიურად ამოქმედებულან სწორედ ერთიანი  მონარქიის ძლიერების დროს, მთისა და ბარის ეკონომიკური ნიველირების პირობებში, როდესაც საკუთარი მთის მოსახლეობის უზრუნველყოფა სამეურნეო პროდუქტებით, საკუთარი ბარის მეშვეობით უნდა მომხდარიყო, როდესაც იქმნებოდა განსხვავებული გეოგრაფიული და სამეურნეო ზონების ერთიანი, მყარი ეკონომიკური რგოლი. ასეთი ისტორიული სურათის წარმოდგენისას არ უნდა გაგვიკვირდეს მარან ბეღლების სიმრავლე და სავარგულების მასშტაბურობა, რაც ასე გამოკვეთილად ჩანს აღნიშნული ძეგლების არქეოლოგიური კვლევის დროს. განსაკუთრებული ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ერთეული კარგად მოწყობილი სამეურნეო ზონის შთაბეჭდილებას ახდენს და ეს პირველ რიგში ყურადდებას იმსახურებს სათანადო საირიგაციო სისტემებით. ძველი ნაარხალებია დადასტურებული ინწობის ხევში, ავანსა და შოროხევს შორის (ძვ.გავაზი), მდ.არეშის წყლის ორსავ მხარეს (არეშის ერთეული), თანამედროვ მდ.კაბალის (ლაკვისტის, ბელაქნის წყლის (ბოსტან-ქალაქის), მდ.კატეხის (რუსთავის) ხეობებში, შექი-გიშის მიდამოებში (მდ.გიშის წყლიდან გამოღებული რუ) და სხვ., რაც განსაკუთრებული ყურადდების მიქცევას მოითხოვს. ყველა ეს ძველი საირიგაციო სისტემა დაკავშირებული გვგონია იქვე არსებულ საეკლესიო ცენტრებთან. რომელთა ფიქსაციაც მოხერხდა თითქმის უკლებლივ ყველა სამიწთმოქმედო (ადმინისტრაციულ?) ერთეულში. ასეთებად გვესახება ჩამოთვლილი ერთეულების საეკლესიო ცენტრები, რომლებიც უკლებლივ ადრეული ქრისტიანული ხანის ძეგლებს წარმოადგენენ. ინწობა-ჩელთის ორმდინარეთში ასეთი რელიგიური ცენტრის როლი ჩვენი დაკვირვებით ეკავა ინწობის ხევის თავში მდებარე ნათლისმცემელს (ფიქალები), რომელმაც ჩვენამდე მეტად სახენაცვალი ფორმით მოაღწია. ეკლესიის ნაშთები, რომელიც XVI საუკუნეში, მანამდე კი XII- XIII სს. (არქეოლოგიური მასალი მიხედვით) საფუძვლიანად გადაკეთებულა, გ.ჩუბინაშვილის დაკვირვებით, ზეგანისა და ნეკრესის გეგმარებას უახლოვდება და ექცევა ზედაზენის, აკურისა და ალვანის ძეგლების არქიტექტურული, თავისებური ჯგუფის სფეროში31 (სურ.2). ჩელთის წყლისა და დურუჯის ორმდინარეთში ადრექრისტიანული ხანის საეკლესიო ცენტრად ნეკრესი გვევლინება. სათანადო გამოკვლევების წყალობით დღეს კარგადაა ცნობილი, რომ ნეკრესი საეკლესიო ნაგებობათა კარგად დაცული კომპლექსით მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, სადაც ჯერ კიდვვ ქრისტიანული მოძღვრების გარიჟრაჟზე IV საუკუნეშივე აღმოცენდა ერთ-ერთი პირველი საეკლესიო ნაგებობა (სურ.3). იგივე ნეკრესი დაკავშირებული ჩანს ერთ-ერთი ასურელი მამის აბიბოს ნეკრესელის სახელთანაც.32. ამ დროის ნაგებობათა რიგს განეკუთვნება ნეკრესის სამეკლესიანი ბაზილიკა (სურ.4).

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

28. Р.М.Мунчаев, Кавказ на заре бронзового века, М., 1975, с.149-196

29. Д.М.Атаев, Нагорный Дагестан в раннем вредневековье, Махачкала, 1963, с.196-214; აქვე იხ.ლიტერატურა

30. ლ.ჭილაშვილი, ძველი გავაზი? გვ.94-96

31. Г.Н.Чубинашвили, Архитектур Кахетии, текст, с.178, 181

32Г.Н.Чубинашвили, დასახ.ნაშრ., გვ.37-45; 173-177.