topmenu

 

სვეტიცხოველი-მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

სვეტიცხოველი, მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:

1. ალადაშვილი ნ. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის დასავლეთის ფასადის რელიეფი //ძეგლის მეგობარი. - 1971. - N26. - გვ.33-39. ტაძრის დასავლეთის ფასადზე გამოსახული რელიეფური კომპოზიციის - ქრისტე და ორი მფრინავი ანგელოზი წმინდა ზიარების ფორმაში- განხილვა და მხატვრობის შესრულების სავარაუდო თარიღი.

2. ბერიძე ვ. მცხეთის კათედრის "სვეტი-ცხოველი" და ქართლის მოქცევის სიუჟეტი მის ფრესკებში //საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.XV-B. - 1948. - გვ.135-164. მცხეთის კათედრალური ტაძრის , "სვეტის" ისტორია, ფრესკების აღწერილობა - მხატვრული კომპოზიციები საღმრთო წერილის ტრადიციულ სიუჟეტებზე და წმინდანთა ფიგურები, "სვეტიცხოველთან" და ქართლში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებული სცენები.

3. ბერიძე ვ. სვეტიცხოველი. თბ., 1969. ძეგლის მხატვრულ-ისტორიული დახასიათება.

4. ბერიძე ვ. სვეტიცხოველი //ფრესკა. - 1967. - N1. - გვ.23.-26. ტაძრის ისტორიულ-მხატვრული დახასიათება.

5. მასხარაშვილი გ. მცხეთის სვეტიცხოველის ახლად გახსნილი მხატვრობის ფრაგმენტი //ძეგლის მეგობარი. - 1969. - N18. - გვ.3-4. ტაძრის შიდა, გვიანდელი ბათქაშის მოცილების შემდეგ გამოჩენილი მხატვრობის აღწერილობა და მისი დათარიღება.

6. მუსხელიშვილი ლ. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის უძველესი წარწერები და მათი დამოკიდებულება მელქისედეკ კათალიკოსის ანდერძთან //ქართული ხელოვნება. - 1942. - N1. - გვ.133-141. ტაძრის დასავლეთით - ძველი ბჭის ფასადზე, ცენტრალური სარკმლის ზემოთ, ჩრდილო და აღმოსავლეთ ფასადებზე მოთავსებული წარწერების აღწერილობა.

7. მშვენიერაძე დ. მეხუთე საუკუნის ვახტანგისეული მცხეთის სვეტიცხოველი //მეცნიერება და ტექნიკა. - 1954. - N9. - გვ.27-30. ტაძრის აგების თარიღის შესახებ.

8. ჩუბინაშვილი გ. სვეტიცხოვლის გალავანში XI საუკუნის კარიბჭის გახსნა //ძეგლის მეგობარი. - 1964. - N1. - გვ.6-10. შუა საუკუნეების ძეგლის - სვეტიცხოვლის კათედრალის "გარეთა ბჭე" - კარიბჭის, როგორც არქიტექტურული ნაგებობის, დახასიათება.

9. სვეტიცხოველი //იამბე, ციხის ნაშალო. - თბ., 2007. - გვ.158-159. ხალხური თქმულება სვეტიცხოველის შესახებ. ტექსტს ერთვის ტაძრის საერთო ხედის ფოტო.

10. მცხეთა //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. - თბ., 1951. - თბ., გვ.209-220. სვეტიცხოვლის ტაძრის მოკლე ისტორია და ბერძნული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.

11. ხოშტარია დ. მცხეთის ადრექრისტიანული ეკლესიები //ქრისტიანული დემოკრატია. - 2000 (ოქტ.). - გვ.113-128; AKADEMIA. - 2001. - N1. - გვ.24-36. რეზ.ინგლ.ენაზე. ტაძრის არქიტექტურული და არქეოლოგიური კვლევის შედეგები.

12. გამაგრებული ეკლესია -მონასტრები //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება. ტ.I. - თბ., 1983. - გვ.161. სვეტიცხოვლის გალავნის, როგორც მოსახლეობის სახიზარის, ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოცემულია გალავნის გენერალური გეგმა. ტექსტს ერთვის ფოტომასალა.

13. "სუეტი ცხოველი". სვეტიცხოველი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.172-180. ქართლის გაქრისტიანება, XI საუკუნეში აგებული საპატრიარქო ტაძრის ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება, მორთულობა, მოხატულობის თავისებურებანი, გალავნისა და XI საუკუნის კარიბჭის აღწერილობა, ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგები. მოხსენიებულნი არიან: მეფე მირიანი, ვახტანგ გორგასალი, ალექსანდრე დიდი, ერეკლე II, კათალიკოსი მელქისედეკი, გიორგი I; მხატვარი გრიგოლ გულჯავარასშვილი, ნიკოლოზ კათალიკოსი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულ აქვს ტაძრის საერთო ხედისა და მოხატულობის ფრაგმენტების ფოტოები.

14. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საკუნეებში გამაგრებული ეკლესია-მონასტრები:სვეტიცხოვლის გალავანი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.499-501. გეგმით ოთხკუთხედი გალავნისა და კოშკების ხუროთმოძღვრული დახასიათება, მშენებლობის ეტაპები. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.255; ტაბ.190).

15. განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): სვეტიცხოველი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.61-62. ტაძრის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება, აღდგენის ა და განახლები პერიოდები - ზოგადი მიმოხილვა. ამგებად მოხსენიებულია არსუკისძე. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXIV. ნახ.1-6; ტაბ.XXV. ნახ.1).

16. განვითარებული ფეოდალიზმი: სვეტიცხოველი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.87-90. ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, შემკულობის ანალიზი. ტექსტს ახლავს ტაძრის გეგმა და საერთო ხედის ფოტო.

17. თბილისი-მცხეთა //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია. - თბ., 1977. - გვ.12-14. მშენებლობის მოკლე ისტორია, არქიტექტურული დახასიათება. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.

18. თბილისი-მცხეთა //ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა. - თბ., 1972. - გვ.8-10. ტაძრის აგების ისტორია, მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ტაძრის საერთო ხედისა და დას. ფასადის დეტალის ფოტო.

19. სვეტიცხოველი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX. - თბ., 1985. - გვ.315. მოკლე ცნობები ტაძრის ისტორიის, ხუროთმოძღვრების, მხატვრული ფორმებისა და გალავნის შესახებ.

20. ბერიძე ვ. ხელოვნება (XI-XIII სს.) // საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.III. -თბ.,1979.-გვ.480-481. ტაძრის მოკლე დახასიათება - არქიტექტურული ფორმები, მხატვრული გაფორმება.

21. ბერიძე ვ. მცხეთის კათედრალის "სვეტიცხოველი" და ქართლი ცხოვრების სიუჟეტები მის მხატვრობაში //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის I სამეცნიერო სესია 1946 წლის 17, 18 და 19 ივნისი. მუშაობის გეგმა და მპოხსენებათა თეზისები. - თბ., 1946. - გვ.8-9. მცხეთის საკათედრო ტაძარში მდგარუ მცირე ნაგებობის - "სვეტიცხოველის" ანუ "სამირონე სვეტზე" 1678-1688 წლებში კათალიკოს ნიკოლოზ ამილახვრის დაჯვეთით მხატვარ გულჯავარაშვილის მიერ შესრულებული მხატვრობის მოკლე სტილისტური და იკონოგრაფიული ანალიზი.

22. მცხეთის სვეტიცხოვლის კარიბჭის ფუნქციისათვის //რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ნარკვევები. - თბ., 1994. - გვ.169-175. 1963 წელს სვეტიცხოველში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები.

23. სვეტიცხოველი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.137-141. ქართული ისტორიული წყაროები ტაძრის შესახებ, სარემონტო -სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები, წარწერების ანალიზი. ტექსტს ახლავს გეგმა, განივი კვეთი, ნახაზები. მოხსენიებულნი არიან: ნ.ჩუბინაშვილი, ლ.რჩეულიშვილი, ნ.სევეროვი, ვ.ცინცაძე, ტაძრის მაშენებლი მელქისედექ კათალიკოსი.

24. სვეტიცხოვლის ტაძარი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004. - გვ.216-226. XI საუკუნეში ნაგები სვეტიცხოვლის ტაძრის ბერძნული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი, მათი შესრულების სავარაუდო თარიღი.

25. სვეტიცხოვლის კომპლექსი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.261-269. კომპლექსის აგების ისტორია, ცნობები ქტიტორთა, მშენებელთა შესახებ. ხალხური გადმოცემა ტაძრის მშენებლობაზე. მოცემულია კომპლექსში შემავალი სვეტიცხოვლის ტაძრის ვრცელი აღწერილობა, XI საუკუნის მოხატულობის, რელიეფური მორთულობისა და ეპიგრაფიკული ძეგლების სტილისტურ-ენობრივი და მხატვრული ანალიზი, რამდენჯერმე გადაკეთებული მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის , ორიარუსიანი გალავნის (აგებულია 1787 წელს), კოშკების, XI საუკუნეში აგებული კარიბჭის, სამრეკლოსა და ანტონ II კათალიკოსის სასახლის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს მდიდარი საილუსტრაციო მასალა.

26. ოსეფაშვილი ლ. "ძველ დღეთა" სვეტიცხოვლის მოხატულობაში. - თბ., 2009. - 48გვ. სვეტიცხოველის მოხატულობის თეოლოგიურ-იკონოგრაფიული გააზრება და მხატვრულ-სტილისტური ანალიზი.

27. სვეტიცხოველი //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა: IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა. - თბ., 1983. - გვ.89-92; 140-141. ჯვრისებრ-გუმბათოვანი ტიპის ძეგლის - სვეტიცხოვლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია ტაძრის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებები (ანაზომები ნ.სევეროვისა).

28. კაკაბაძე ს. როდის აშენდა სვეტი-ცხოვლის ტაძარი? //საისტორიო კრებული. წ.I. - ტფ., 1928. - გვ.95-107. საკავშირო სამეცნიერო აკადემიის კავკასიის საისტორიო საარქივო ინსტიტუტში 1927 წლის 12 ივლისს წაკითხული მოხსენება.

29. გოგებაშვილი ი. საგანძური - თბ., 1982. - გვ.245-248. სვეტიცხოვლის კათედრალური ტაძრის მოკლე ისტორია, გარე მოცულობისა და შიდა სივრცის აღწერილობა, ცნობები ტაძარში დაკრძალულ მეფეთა შესახებ.

30. კაკაბაძე ს. წვრილი შენიშვნები და მასალები //საისტორიო კრებული. IV. - ტფ., 1929. - გვ.112-117. ულუ დავითის დროინდელი საეკლესიო კრების (1266-1268 წწ.) მიმართვა მეფისადმი - როგორც სვეტიცხოვლის აგების თარიღის დადგენის ერთ-ერთი წყაროს მიმოხილვა.

31. სვეტიცხოველი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.- თბ., 2003. - გვ.9. მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ ქართ. და ინგლ. ენებზე. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ფოტო.

32. ჩოლოყაშვილი ქ. სვეტიცხოვლოს აღმოსავლეთი ფასადის დეკორაციული სისტემა //საბჭოტა საქართველოს 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში ახალგაზრდა მეცნიერთა III რესპუბლიკური კონფერენციის მასალები. - თბ., 1981. - გვ.145. ტაძრის აღმ. ფასადის დეკორატიული სისტემის არაერთგვაროვან სტილისტურ ნიშანთა შესახებ.

33. ალადაშვილი ნ. მცხეთის XI საუკუნის სვეტიცხოვლის ტაძრის სკულპტურული დეკორი და მისის თეოლოგიური პროგრამა //ქრისტიანობა: წარსული, აწმყო, მომავალი. - თბ., 2000. - გვ.9-10. საუკუნეთა განმავლობაში ტაძრის ფასადთა შემამკობელი ზოგიერთი ფიგურული რელიეფის ადგილმდებარეობის შეცვლისა და მათი თავდაპირველი სკულპტურული სისტემის სავარაუდო აღდგენის შესახებ.

34. ათორმეტ მოციქულთა სახელობის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.7-9. "ჩახაზული ჯვრის" ტიპის, თექვსმეტსარკმლიანი გუმბათიანი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აგების მოკლე ისტორია. აღნიშნულია ტაძარში აგებულიკოშკისებრი ნაგებობა, რომელიც სიდონიას საფლავს აღნიშნავს და კვადრატული გეგმის პატარა გუმბათიანი სამლოცველო, რომელიც იერუსალიმის უფლის საფლავის ეკლესიის სიმბოლურ ასლს წარმოადგენს. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.