topmenu

 

თევდორეწმინდა (ბოლნისის)

<უკან დაბრუნება...<<<ბოლნისის რაიონის ძეგლები>>>

თევდორეწმინდა - XI-XIII საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსი, ბოლნისის რაიონში,  დაბა ხატისსოფელიდან 5 კმ-ზე, ტყეში; ზღვის დონიდან 908 მ-ზე. ეკლესია დარბაზულია, სამხრეთ და ჩრდილოეთ მინაშენებით. ეკლესია ამჟამად ნაწილობრივ აღდგენილია. ძეგლი გამოირჩევა ლამაზი ჩუქურთმებით სარკმლის გარშემო. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის მარცხნივ, ვრცელი ასომთავრული წარწერაა... იქვე დგას მეორე მცირე ზომის ეკლესია... ეზოში და ტაძრის შიგნით მრავლადაა მოჩუქურთმებული ქვები, ერთ-ერთზე ასომთავრული წარწერაა. გვხვდება საინტერესო საფლავის ქვებიც.


აღწერილობა:

ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ მინაშენები დანგრეულია. კამარა ჩაქცეულია. კონქი აგურშია ამოყვანილი. აღსანიშნავია სარკმელთა ფართო მოჩუქურთმებული არშიები. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის გვერდზე დიდი ასომთავრული წარწერაა. ეკლესიის ტიპი - დარბაზული; დარბაზული მინაშენით; სამშენებლო მასალა - ქვა; დუღაბი; სამშენებლო წყობა - თარაზული; ცხოველხატული; კედლის მხატვრობა - ფრესკა იყო აღწერილი, ამჟამად აღარ არსებობს. ბარელიეფი - სარკმლის თავსართი; სარკმლის ჩუქურთმა არშია; კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; სარკმელი - თაღოვანი; კარნიზი (ლავგარდანი); აფსიდი (საკურთხეველი) - ნახევარწრიული; საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა; საკურთხევლის ნიშა - თაღოვანი; შიდა გადახურვა - თაღოვან - კამაროვანი; ცილინდრული; აფსიდის გადახურვა - კონქი; კონქის თაღი; თაღები - კედლის გრძივი თაღები, ნახევარწრიული; პილასტრი - სწორკუთხა; იატაკი - მიწის; სვეტის პილასტრის მორთულობა - კაპიტელი (სვეტისთავი); დაზიანების კატეგორია - 2 კატეგორია იყო, ამჟამად ნაწილობრივ აღდგენილია; წარწერები - ლაპიდარული.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)



მდებარეობა

გრძედი - 462806

განედი - 4580409

სიმაღლე ზღვის დონიდან - 908

თევდორეწმინდანი (ბოლნისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერძენიშვილი დ. "ხევი ბოლნისისა" //დმანისი. IV. - თბ., 2003. - გვ.229-231. - წუღრუღაშენსა და ხატისოფელს შორის ნასოფლარის - თევდორეწმინდანის XIII საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიისა და მინაშენის მოკლე აღწერილობა, ამშენებლის ვინაობის განსაზღვრა ეკლესიის წარწერების მიხედვით, ივანე ბართოლომეის ცნობა ქართული და ბერძნული წარწერებიანი ფრესკული მხატვრობის ნაშთების თაობაზე (ამჟამად აღარ არის). მოხსენიებულნი არიან: ივანე ქარეფარეხელი, გაბრილ ჩაბაისძე; ვახუშტი ბაგრატიონი, ექვ. თაყაიშვილი,ივანე ბართოლომეი.