topmenu

 

საკირეს წითელი ეკლესია - ყიზილ ქილისა, კზილ-ქილისა (წითელი საყდარი)

<უკან დაბრუნება...<<<დმანისის რაიონის ძეგლები>>>

საკირე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.VIII, გვ.674, თბ., 1984 წელი.

საკირე - სოფელი დმანისის რაიონში, ლოქის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ფინეზაურის (ხრამის სისტემა) ხეობაში.... ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, დმანისიდან 13 კმ (ამამლოს გავლით)... შემონახულია  ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები - წითელი ეკლესია (ადრინდელი შუა საუკუნეები) და წმინდა ილიას ეკლესია (XVII-XVIII სს.)

* საკირეს ძველი სახელწოდება გორუნჯუკი... კოორდ.:41°15′59″ ჩ.გ. 44°16′33″ ა.გ.

გამოყენებული წყარო: *http://ka.wikipedia.org/wiki/საკირე_(დმანისის_მუნიციპალიტეტი)

საკირე (დმანისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. საკირეს ეკლესიები //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები. - თბ., 2012. - გვ.59. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. // მოკლე ცნობა წითელი ეკლესიისა და წმინდა ილიას (XVII-XVIII სს.) ეკლესიის შესახებ.

2. ყიზილ ქილისა - ”ჟღერს ქვის ჰარმონია” - საკითავნი ყმაწვილთათვის, გამ. ”ციცინათელა”, თბ., 2007 წ., ტ.15, გვ.154

3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.VIII, გვ.674, თბ., 1984 წელი.

4. ვ. ჯაფარიძე - ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლიდან. თბ., 1982 წ.

...იმ ეკლესიებიდან, რომლებმაც შემოგვინახეს ადრექრისტიანული ხანის სტელების ნაწილები, მაგრამ თვით ეკლესიები მნიშვნელოვნად გვიანი დროისაა (უმთავრესად შუა საუკუნეებისა), აღსანიშნავია პატარა ეკლესია, ე.წ. კზილ-ქილისა (წითელი საყდარი), რომელიც მდებარეობს სოფ. პატარა დმანისიდან - სამხრეთით 12 კმ მანძილზე (თბილისიდან 92 კილომეტრზე), სამხრეთისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. ეს ეკლესია მკვეთრად დაქანებული კლდის ფერდობზეა აშენებული წითელი ტუფის ქვით (აქედან წარმოსდგება მისი სახელწოდებაც) მუღანლოს წყლის მარცხენა ნაპირას. ეკლესია დაფარულია მთლიანად პატარა, მაგრამ ძველი ტყით. მთავარი გზიდან მხოლოდ ტყე მოჩანს (ტაბ.XXVIII, სურ.1). ...<<დანარჩენი აქ<<