topmenu

 

ბოსლების ეკლესია

<უკან დაბრუნება...<<<დმანისის რაიონის ძეგლები>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - (+)

ბოსლები - სოფელი ქვემო ქართლში, დმანისის რაიონში, მდებარეობს დმანისის პლატოზე, მდინარე კაკლიანის (მდინარე მაშავერის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1020 მ-ზე, დმანისიდან 12 კმ. სოფლის ბოლოს - დაბა კაკლიანსა და ბოსლებს შორის, პატარა გორაკის ფერდზე შემორჩენილია XII-XIII საუკუნეების ბოსლების წმინდა სამების ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის კედლები ფაქტიურად გაძარცვულია და პერანგშემოცლილია, ძეგლი მაინც ინარჩუნებს ძველი დიდების კვალს - ალაგ-ალაგ შემორჩენილია ჩუქურთმები სარკმლების გარშემო, შესასვლელი თაღების ფრაგმენტები, ცრუ ნიშების დეკორატიული მოჩარჩოება. ჩუქურთმები უმაღლესი დონის ოსტატობითაა შესრულებული. ინტერიერში შემორჩენილია ფრესკის ფრაგმენტები, დახვეწილი, მკაფიო სილუეტით, რაც მშენებელთა მაღალ ოსტატობაზე მიუთითებს. თავის დროზე სამების ეკლესია დიდი ზომის დარბაზული ნაგებობა უნდა ყოფილიყო; ნაგებია კარგად გათლილი სწორხაზოვანი ფერადი ქვებით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია და მოითხოვს სასწრაფო რესტავრაციას.

გამოყენებული წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.2, გვ. 481, თბ., 1977 წელი.

http://www.geoah.ge/index.php?do=full&id=221

http://ka.wikipedia.org/wiki/ბოსლები

ბოსლები (დმანისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბოსლების სამება //მუსხელიშვილი ლ. არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში. - თბ., 1941. - გვ.44-51. - ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება, დეკორატიული მორთულობისა და კუთხოვანი თახჩების აღწერილობა, ძეგლის აგების თარიღის განსაზღვრა.

2. ბოსლები // საქართველო: ენციკლოპედია. - თბ., 1997. - გვ.469. - ძეგლის მდებარეობა, არქიტექტურული ანალიზი, ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულნი არიან:ვახუშტი ბაგრატიონი, ი.გიულდენშტედტი.

3. ბოსლები - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.2, გვ.481, თბ., 1977 წელი.