topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

კლდეისი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<თეთრი წყაროს რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

კლდეისი - დიდი კლდეისისა და პატარა კლდეისის ძველი სახელწოდებაა (ადრე ერქვა კლდეისარი, ხოლო პატარა კლდეისს ხორხევი). სოფელი ქვემო ქართლში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კლდიან და ამაღლებულ ადგილას, ზღვის დონიდან 1380 მეტრზე, ბედენის ქედის სამხრეთ ფერდობზე. სოფელში, ხეობაში მოედინება მდინარე კლდეისი, რომელიც ბარში უერთდება ხრამს. სოფელში დგას სამი ეკლესია: ყველაზე შთამბეჭდავია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევები სოფლის ცენტრში.  ეკლესიას ეტყობა გვიანი მინაშენების კვალი, შესასვლელის თავზე და მარჯვენა მხარეს არის ლაპიდარული წარწერები, სადაც მოიხსენიება სპანდაღუდ და ქავთარ ტბელნი. წარწერა: ”ქრისტე შეიწყალე იოვანე“; ჯვრის მაჯვნივ: ”ქრისტე შეიწყალე ქავთარ ტბელნი“. ტიმპანზე: "ქრისტე შეიწყალე სპანდაღუდ, ქრისტე შეიწყალე ქავთარ ტბელნი"... ეკლესია თარიღდება მე-10-11 საუკუნეებით. ეკლესიის ეზოში საინტერესო საფლავის ქვებია. მიმოფანტულია ჩუქურთმებიანი ბარელიეფების ფრაგმენტები. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია.

ღვთისმშობლის ეკლესიის მოშორებით დგას წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც არის რელიეფური წარბის ქვეშ ჯვრის გამოსახულება აღმოსავლეთ სარკმლის თავზე, ეკლესიის კამარა და კონქი მონგრეულია. ამჟამად გადახურულია ორფერდა სახურავით. ეკლესიის სამხრეთით ქვაჯვარის ბუდეა. ეკლესია თარიღდება მე-5-7 საუკუნეებით.

სოფლის თავზე, მთის წვერზე არის კიდევ ერთი საყდარი, სავარაუდოდ ახალი აშენებული.

დიდი კლდეისის წმ.გიორგის ეკლესია - გ.ბაგრატიონის ფოტო


დიდი კლდეისის თავზე მდებარე მცირე საყდარი

დიდი კლდეისის ეკლესია (თეთრიწყაროს რ-ნი),ბიბლიოგრაფია:

1. ქვემო ქართლი //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული. - თბ., 1997. - გვ.11-13; გვ.XIII. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - დიდი კლდეისის XI საუკუნის ეკლესიის ფრესკების გაწმენდა - კონსერვაციის მიზნით ფონდის მიერ მოწყობილი ექსპედიციის შედეგების შესახებ. მოცემულია ძლიერ დაზიანებული ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.

2. კლდეისი - პ. ზაქარაია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.3, გვ.525, თბ., 1978 წელი.

3. ექვთიმეს მოგზაურობა ქვემო ქართლში

2. ზ.ალექსიძეს ნაშრომების კრებული ტ.2...- სპანდაღუდ ტბელზე

დიდი კლდეისი - პ.ზაქარაია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.3, გვ.525, თბ., 1978 წელი.

დიდი კლდეისი (ყოფილი კლდეისარი), სოფელი თეთრი წყაროს რაიონში, ბედენის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე კლდეისის (ხრამის მარცხენა შენაკადის) მარჯვენა მხარეს. კლდეისის სოფსაბჭოს ცენტრი (სოფლები: დიდი და პატარა კლდეისი). ზღვის დონიდან 1380 მეტრი, თეთრი წყაროდან 32 კილომეტრი... სოფელში და მის ირგვლივ ძველი ნამოსახლარები და ეკლესიების ნანგრევებია, მათ შორის აღსანიშნავია სოფლის შუაგულში შემორჩენილი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. როგორც ჩანს, აქ თავდაპირველად საკმაოდ მოზრდილი ერთნავიანი ეკლესია მდგარა (X-XI სს.), რომლისთვისაც მოგვიანებით ჯერ სამხრეთიდან და შემდეგ ჩრდილოეთიდან სამლოცველოები მიუშენებიათ. ნანგრევებში აღმოჩენილია კარ - სარკმელთა მორთულობისა და კარნიზის, აგრეთვე ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.

სამხრეთ მინაშენი