topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

არჯევან - სარვანის ეკლესია

<უკან დაბრუნება...<<<წალკის რაიონის ძეგლები>>>

არჯევან - სარვანის ღვთისმშობლის ეკლესია - ლ.გაბელიას ფოტო  (+)

არჯევან - სარვანის ძეგლები - ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გვ.86-87.

არჯევან - სარვანი - სოფელია წალკის რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ბაგეთის ტბის ჩრდილოეთით, წალკიდან 20 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1700 მ-ზე. არჯევან - სარვანის ძველი სახელია ახალშენი. არჯევან - სარვანი უწოდეს 1829-30 წწ-ში ჩამოსახლებულმა სომხებმა და ბერძნებმა. სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების სამი ძეგლი: გეგმით სწორკუთხა, დარბაზული ეკლესიების ნაშთები. ეკლესიები შიგნით და გარედან მოპირკეთებულია სუფთად გათლილი კვადრებით. მათ ირგვლივ სასაფლაოა. ერთ ერთ ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე მინაშენი ჰქონდა, მეორე ეკლესიაში შემონახულია სამხრეთის კარის მორთულობა - ლამაზი კვეთილი ჯვარი. ყველაზე უკეთ შემონახული მესამე ეკლესიის კარ - სარკმელი შემკულია კვეთილი ჩუქურთმით. აღმოსავლეთ სარკმლის ნახევარწრიული სათაურის ქვეშ ყურძნის მტევანია ამოკვეთილი, ხოლო სარკმლის ორივე მხარეს - თითო შეწყვილებული ნახევარწვეტი. სამხრეთ კარის თავზე ასევე ნახევარწრიული სათაურია, რომლის ქვეშ კვეთილი კვარია გამოსახული. საკურთხევლში 2 ნიშია. ძეგლი გადახურულია კამარით. სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებს გასდევს ლამაზად დამუშავებული კვეთილი კარნიზი. აღმოსავლეთ სარკმლის ქვეშ ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია გიორგი მეფე. ე.თაყაიშვილის ვარაუდით, იგი არის XI ს-ში მოღვაზე გიორგი I ან გიორგი II და აქედან გამომდინარე ძეგლს XI საუკუნით ათარიღებს.

დევი ბერძენიშვილი, შ.საღარაძე

არჯევანი (წალკის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. არჯევანი: არჯევან - არვანის ეკლესია, XI ს. // ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში. - თბ., 2006. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - არჯევან - სარვანის ეკლესიაზე ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგები. ტექსტს ერთვის ფოტომასალა.

2. Такайшвили Е. Археологические экскурсии, разыскания и заметки. Вып.4. - Тфл., 1913. - с.61-63 с илл.

3. არჯევან - სარვანის ძეგლები - ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გვ.86-87.